ყველაფერი სტომატოლოგიაზე

ალგინატი VS სილიკონი

სექტემბერი 20, 2009 · 5 კომენტარი

bleaching 1

არ ვიცი ჩემს ბლოგს რამდენად კითხულობენ ჩემი კოლეგები, მაგრამ ერთ პრობლემას წავაწყდი და მადლობელი ვიქნები, თუ გამომეხმაურებიან.

საქმე რაშია: ლაბორატორიამ, რომელიც ამზადებს კაპებს გათეთრების სახლის სისტემისთვის მომთხოვა მხოლოდ ალგინატური მასალით ანაბეჭდის მიტანა. მოგეხსენებათ, მოდელის ჩამოსხმა ამ მასალის გამოყენების შემთხვევაში ანაბეჭდის აღებისთანავე უნდა მოხდეს.bleaching 2 ჩემთვის კი დროის მოკლე პერიოდში ლაბორატორიაში მისვლა პრობლემას წარმოადგენს (მე თვითონ ვერ ჩამოვასხამ გარკვეული მიზეზბის გამო).

მოკლედ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, აზრად მომივიდა სილიკონური ორშრიანი მასალის პირველი შრის გამოყენება (მეორე შრე კაპის დასამზადებლად აუცილებლობას არ წარმოადგენს).bleaching 3

ლაბორატორიამ ჩემი ბრწყინვალე იდეა არ გაიზიარა, მაგრამ ვერც ამიხსნა, რატომ.

პასუხს ვერსად მივაგენი.

პ.ს. მივიღებ ნებისმიერ ახალ იდეას და დავაფასებ თქვენს გულისხმიერებას :)

→ 5 კომენტარიკატეგორიები კოლეგებისთვის
Tagged: , , , ,

რატომ ვარდება ბჟენები?

მაისი 29, 2009 · 1 კომენტარი

პაციენტები ხშირად კითხულობენ: “რატომ ვარდება ბჟენი?”. და მართლაც, ზოგჯერ სრულიად ახალი ბჟენები ტოვებენ თქვენს კბილებს სრულიად უდროოდ და მოულოდნელად. მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე.

პირველ რიგში, საბჟენი მასალები განსხვავდებიან თვისებებით. ერთ სახეობას ახასიათებს მეტი კუმშვადობა, რის გამოც დროთა განმავლობაში ზომაში მცირდებიან და კბილის კედელსა და ბჟენს შორის სივრცე ჩნდება, სადაც აღწევს მიკრობები და საჭმლის ნარჩენები. ბჟენის ირგვლივ ჩნდება კარიესი, კედლები რბილდება და ბჟენიც ვარდება. Keep reading →

→ 1 კომენტარიკატეგორიები პაციენტებისთვის
Tagged: , , ,

კბილების კრაჭუნი ანუ ბრუქსიზმი

მაისი 18, 2009 · 2 კომენტარი

bruxismსპეციალისტები ბრუქსიზმად მოიხსენიებენ საღეჭი მუსკულატურის უნებლიე რიტმული შეკუმშვით გამოწვეულ კბილების კრაჭუნს. ბრუქსიზმი არც ისე იშვიათად გვხვედება. ზოგიერთი მონაცემებით პლანეტის მოსახლეობის 15% სხვადასხვა ძალით აკრაჭუნებს კბილებს ძილში. ბავშვებში ბრუქსიზმი უფრო ხშირად გვხვდება (თითქმის ყოველი მესამე), ვიდრე დიდებში, ხოლო ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით ყოველი მეორე სკოლამდელი ასაკის ბავშვი მიდრეკილია ძილში კბილების კრაჭუნისკენ. ბრუქსიზმის შედეგად ხდება კბილის ქსოვილის ცვეთა პრაქტიკულად ღრძილის დონემდე, თუკი დროულად არ მოხდება ზომების მიღება. Keep reading →

→ 2 კომენტარიკატეგორიები პაციენტებისთვის
Tagged: , , , ,

Д А Н Т И С Т

აპრილი 28, 2009 · დატოვეთ კომენტარი

lib.ge-ზე ჩემთვის აქამდე უცნობი პოეტის — ანა გრიგი ლექსებში შემთხვევით აღმოვაჩინე საინტერესო და მოულოდნელი თემატიკის ლექსი : ))

Д А Н Т И С Т
ანა გრიგი
р а с с в е т !не исчезал
он просто вытек
из-неба-над-театромминуты 2 назад

он смешался
с
липким
запахом
дантиста

минуты 2 назад

про-спешившего
в свой чёрный кабинет

!р о м а н т и к а исчезла:

л ю б о в ь и з у б ы
н е с о в м е с т и м ы

———————————

პ.ს. ფინალმა დამაფიქრა ცოტა არ იყოს.

→ Leave a Commentკატეგორიები ზოგადი
Tagged: , , ,

ბზარები კბილებზე

აპრილი 27, 2009 · დატოვეთ კომენტარი

bzarebi1თუკი იგრძნოთ, რომ თქვენი კბილები გადაჭარბებულად რეაგირებს გარეგან ფაქტორებზე, მარტივად რომ ვთქვათ მტკივნეულია სხვადასხვა მიზეზით,  უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს დაუყოვნებლივ. რადგან ამის მიზეზი შეიძლება იყოს კბილის ქსოვილების ნებისმიერი სერიოზული დაავადება.
კბილის მფარავი მინანქარს პრაქტიკულად არ აქვს შეგრძნების უნარი. და მაშასადამე მტკივნეული შეგრძნებები მიუთითებს, რომ ან მინანქარში გაჩნდა დეფექტი (კარიესი), ან შესაძლოა ვითარდება პაროდონტის დაავადება. Keep reading →

→ Leave a Commentკატეგორიები პაციენტებისთვის
Tagged: , , , ,

რენტგენი — მტერი თუ მეგობარი?

აპრილი 12, 2009 · დატოვეთ კომენტარი

kabineti1

ყველასათვის ცნობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რენტგენოდიაგნოსტიკა სტომატოლოგიაში. ხშირად მას გადანწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზის დასასმელად. არცთ იშვიათად ჩნდება კითხვები მის უსაფრთხოობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, იმის ახსნა, თუ რას წარმოადგენს რენტგენის გამოსხივება, საშუალებას მოგვცემს სწორად შევაფასოთ მისი შესაძლებლობები. Keep reading →

→ Leave a Commentკატეგორიები პაციენტებისთვის
Tagged: , , , , , , ,

როგორ ვასწავლოთ პატარას კბილების ხეხვა

აპრილი 3, 2009 · დატოვეთ კომენტარი

მიუხედავად პატარების წინააღმდეგობისა, ყოველდღიური პირის ღრუს ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისათვის. 5-6 წლის ასაკამდე პატარების კბილების სისუფთავე მათი მშობლების პასუხისმგებლობის ქვეშაა.

მცირე ასაკის პავშვებს არ გააჩნიათ საკმარისი უნარ-ჩვევები, რათა დამოუკიდებლად იხეხონ კბილები, ამიტომ მშობლების დახმარება ამ რთულ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. Keep reading →

→ Leave a Commentკატეგორიები პაციენტებისთვის
Tagged: , , , , ,

რატომ ჩნდება კბილებზე ქვები?

მარტი 30, 2009 · 12 კომენტარი

ეს კითხვა ერთერთია, რომელსაც ყველაზე ხშირად სვამენ პაციენტები და მეც შევეცდები კიდევ ერთხელ გავცე შეძლებისდაგვარად ამომწურავი პასუხი.

qva1

არასწორი ან არასაკმარისი ხეხვის გამო პირის ღრუში დარჩენილი საჭმლის ნარჩენები, ხშირად გროვდება კბილის ყელთან ან კბილებს შორის. დროთა განმავობაში კი  რბილ ნადებად ანუ კბილის ბალთად გადაიქცევა. როგორც ხელსაყრელ გარემოში, მასში “სახლდებიან” მიკრობები, რომელიც ისედაც მრავლადაა პირის ღრუში. Keep reading →

→ 12 კომენტარიკატეგორიები პაციენტებისთვის
Tagged: , , , , , , ,

“კბილების გასწორება” ანუ ორთოდონტია

მარტი 28, 2009 · 31 კომენტარი

feradi-breisebi

ყველას გვყოლია სკოლის ასაკში მეგობარი ან ნაცნობი, რომელიც ორთოდონტიულ აპარატს ატარებდა. ზოგს საკმაოდ დიდხანსაც უწევდა ამ “სამკაულის” ტარება. მართლაც ორთოდონტიული მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. თუმცა თანამედროვე ბრეკეტ-სისტემებს ამ მხრივ ნამდვილად აქვს უპირატესობა. Keep reading →

→ 31 კომენტარიკატეგორიები პაციენტებისთვის
Tagged: , , , , , , ,

უშიშრად სტომატოლოგისკენ!

მარტი 26, 2009 · 2 კომენტარი

anesteziaის, რის გამოც კბილებზე ჩატარებული მანიპულაციები საკუნეების განმავლობაში შიშის ზარს სცემდა ყველაზე გულადსაც კი, ტკვივილია. თანამდეროვე სტომატოლოგიაში ყველაზე წინგადადგმულ ნაბიჯად ალბათ საანესთეზიო საშულებების და ტექნოლოგიების დახვეწა შეიძლება ჩაითვალოს, რისი წყალობითაც სტომატოლოგთან ვიზიტი პრაქტიკულად უმტკივნეილო გახდა.

დღეს სტომატოლოგის არსენალში მრავალი ეფექტური საშუალებაა. ყველაზე პოპულარულია Keep reading →

→ 2 კომენტარიკატეგორიები პაციენტებისთვის
Tagged: , , , , , , ,