კითხვა-პასუხი

გთხოვთ, კითხვის დასასმელად აირჩიოთ შესაბამისი ქვეკატეგორია.  აქ დატოვებულია მხოლოდ ძველი შეკითხვები, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს მომხმარებლისთვის და ახლები აღარ დაემატება.

255 responses to “კითხვა-პასუხი

  1. dzlian momewona qalbatono maka tqveni statiebi da rchevebi.piradad me maqvs seriozuli problemebi kbilebze.faqtiurad yvela kbili maqvs daplombili da yovel jerze rom mivdivar eqimtan agmochndeba rom isev dasaplombi maqvs…
    ukve agar vendobi arcert stomatologs.
    tavad tqvet tu igebt pacientebs da romel klinikashi???dzalian minda vinme gulisxmieri stomatologi shemxvdes da chemi kbilebi wesrigshi moiyvanos…..maqvs ftoris da rkinis nakleboba da konkretulad imasac ver meubnebian ra sheidzleba miviga danaklisis shesavsebad.tqven ra preparats mirchevdit?….
    didi madloba winaswar

    • გამარჯობა.
      რამდენადაც ვხვდები თქვენი პრობლემა მეორადი კარიესებია. მიზეზი შეიძლება 2 იყოს: კბილის ქსოვილების არასრულფასოვნება და უხარისხო მკურნალობა.
      რკინის ნაკლებობას რაც შეეხება, თუ შესაბამისი ანალიზით დადასტურებულია, მკურნალობა ზოგადმა თერაპევტმა უნდა დაგინიშნოთ.
      ფტორის დეფიციტისთვის ფტორის შემცველი ჰიგიენური საშუალებები უნდა გამოიყენოთ (პასტა, სავლები), აუცილებელლია სრულყოფილი ჰიგიენა. შესაბამისი რჩევა-დარიგებები სტომატოლოგმა უნდა მოგცეთ.
      ფტორის შემცველი პასტებიდან რაც საქართველოში იყიდება, მე “ELMEX”-ს ვურჩევ ხოლმე. მისივე სავლებიც შეგიძიათ შეიძინოთ, ან ნებისმიერი ფტორის შემცველი.
      კბილის ქსოვილებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე კალციუმს. წელიწადში 2ჯერ შეგიძლიათ მიიღოთ კალციუმის ტაბლეტები 1 თვის განმავლობაში, მაგალითად, კალცემინი, კალციუმ +D3. კარგი იქნება ამასთან დაკავშირებით ენდოკრინოლოგთან თუ გაივლით კონსულტაციას. კალციუმის დეფიციტს ხშირად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა იწვევს, საჭიროების შემთხვევაში იგი მკურნალობასაც დაგინიშნავთ.
      რაც შემეხება მე, ამჟამად საქართველოში არ ვიმყოფები. დისტანციურად კი ყოველთვის მოხარული ვიქნები დაგეხმაროთ.
      წარმატებები.

  2. gamarjobat chems das piris grudan usiamovno suni amodis kbilebs ixexavs gtxovt damxmaret

    • გამარჯობა.
      უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან შეიძლება იყოს, კარიესული კბილების, დაავადებული ღრძილების, ქრონიკული ტონზილიტის (“გლანდების”) ან კუჭ-ნაწლავის პრობლემის ბრალი. თუ ყველა კუთხით გამოიკვლევთ მიზეზს აუცილებლად იპოვით.

  3. მოგესალმებით, მაქვს კბილებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები, თითქმის ყველა კბილი სრულიად უმტკივნეულოდ დამეშალა და გამიჩნდა ღრუები, როდესაც მივდივარ ექიმთან მხოლოდ ბჯენით და ბურღით აგვარებენ პრობლემას, რომელიც დიდი ხანი არ ძლებს, მაინტერესებს რა გავაკეთო, რომ დაშლის პროცესი შეჩერდეს? …
    დიდი მადლობა წინასწარ…

    • გამარჯობა, თამუნა. მრავლობითი და ხშირი კარიესების შემთხვევაში 2 სავარაუდი პრობლემაა: კბილლის ქსოვილების არასრულფასოვნება (მინერალების დეფიციტი) და არასაკმარისი ჰიგიენა.
      მინერალებიდა მნიშვნელოვანია კალციუმი, ფტორი და ფოსფორი.
      შეიძლება არასრულფასოვნად იკვებებით. კალციუმს დ ფოსფორს შეიცავს თევზეული და რძის პროდუქტები, მათი მიღება აუცილებელია არამარტო კბილების ჯანმრთელობისთვის. ფტორის დეფიციტისთვის კი მისი შემცველი ჰიგიენური საშუალებები უნდა გამოიყენოთ — კბილის პასტა და სავლები. ამის შესახებ პირველი კითხვის პასუხში დავწერე.
      ჰიგიენას რაც შეეხება, თქვენმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს როგორია მისი ხარისხი და მოგცეთ შესაბამისი რჩევა-დარიგებები.

  4. ra girs tqventan breketebis gaketeba?

  5. gamarjobat qalbatono maka tqventan erti kitxva maqvs me firfita misvia piris gru dzalian megleba da ras mirchevdit??

    • გამარჯობა, ანკა.
      თუ 1 თვეზე მეტი მაინცაა რაც ატარებთ, აუცილებლად უნდა შეასწორებინოთ ფირფიტა თქვენს ორთოდონტს.

  6. salami q-no maka,
    daaxloebit 1 clis cin kbilebi chavisvi da grdzilebtan silurje dgemde makvs, amastan usiamovno sunic gamichnda da xandaxan odnav mtkivdeba kidec. kbilebis xelaxali mocvlis gareshe tu sheidlzeba raime mkurnalobit movishoro es problema?

    • გამარჯობა.
      ღრძილების სილურჯე რჩება მაშინ, როცა გვირგვინები ანუ “ჩასმული კბილები” ძალიან ღრმადაა ღრძლოვან ჯიბეში. ამის გამო სისხლის მიკროცირკულაცია ირღვევა. სხვა პრობლემებიც სავარაუდოდ ამისგანაა, თუმცა ტკივილს შეიძლება რომელიმე “გადაკრული” კბილიც იძლეოდეს გვირგვინის ქვეშ. ღრძილების პრობლემას სამწუხაროდ გვირგვინის მოხსნის გარეშე არაფერი ეშველება.

  7. kbilebis gatetreba minda,magram meshinia tsina kbilze bjenis shecvlis,sxva gamosavali ar arsebobs xom?

    • კბილების გათეთრებისას ბჟენი ფერს არ შეიცვლის, რადგან მასზე არ მოქმედეს ის ნივთიერებები, რაც მინანქრის ფერის შეცვლას იწვევს. ბჟენის შეცვლა ნამდვილად მოგიწევთ. და რატომ გეშინიათ? გაიკეთებთ ანესთეზიას და ყველაფერი უმტკივნეულოდ ჩაივლის.

  8. madloba gamoxmaurebistvis.ragdan tsina kbilia imitom meshinia,eqimma mitxra tu chamogivarda plombi shemdegze nervis mokvla mogviwevs albato da nervmokluli kbili pers xom ar icvlis? tkven gatetrebis romel metods mirchevdit?

    • ბჟენის ჩამოვარდნა ხდება მაშინ, როცა მის გარშემო უკვე მიდის მეორადი კარიესი, რაც თავის მხრივ ღრუს დამატებით დამუშავებას მოითხოვს. თუ ღრმა შრეებია დაზიანებული, შეიძლება გასახსნელი გახდეს კბილის ღრუ.
      მაგრამ ეს არაა აუცილებელი მოხდეს ბჟენის შეცვლისას, პირიქით, ბჟენი მანამდე უნდა შეიცვალოთ, სანამ მეორადი კარიესი განვითარდება.
      მკვდარი კბილი ფერს იცვლის დროთა განმავლობაში, იმის მიდვით რითია არხები დაბჟენილი. უმეტეს შემთხვევაში მისი ცალკე გათეთრება შეიძლება შოგნიდან, სპეციალური საშუალებებით.
      მე გირჩევდით კაპებით გათეთრებას Opalescence-ის სისტემით.

  9. dzalian gtxovt ikneb mimascavlod sad aris kbilis teqnikosebis sascavlebeli

  10. კბილის ტექნიკოსებს უშვებდა #2 სამედიცინო სასწავლებელი წერეთელზე, ეკლესიის გვერდით, ასევე ბევრ უმაღლეს სასწავლებელს აქვს სატექნიკო კოლეჯი. გარდა ამისა ამ საიტზე “ვაკანსიებში” არის განცხადება იმასზე, რაც თქვენ გაინტერესებთ.

  11. romeli klinikashi mivide, rom shemdeg periodshi problema ar shemeqmnas, sadac ki mivedi eqimebi landzgavdnen cinamorbed eqimebs, anu kitxuloben vin dagiplombato da mere mas landzgaven da a. S. rogor unda vendo shemdeg nebismier eqims, fasebi aris icocxle, zogi jer aketebs da mere eubneba pacients fass, mokled 2 kbili maqvs dasabjeni da shishit versad mivdivar, fasis da xarisxis gamo.

    • კოლეგას რომ ლანძძღავენ რა თქმა უნდა არაა ლამაზი და უკვე ნეგატიურად განაწყობ პაციენტს ეს ფაქტი. ფასებს რაც შეეხება, თავად უნდა გაარკვიოთ დეტალურად რა დაგიჯდებათ მკურნალობა. ფული თქვენია და გაქვთ უფლება იცოდეთ რაში იხდით. პრეისკურანტები ხშირად ისეა შედგენილი, რომ ჩამოთვლილია პროცედურების ღირბულებები, მკურნალობა კი მოიცავს რამდენიმე პროცედურას ერთად. შესაბამისად ფასებიც ჯამდება. ამიტომ მხოლოდ პრეისკურანტის გადახედვა არ იქნება თქვენთვის ინფორმატიული. დეტალები აუცილებლად უნდა ჰკითხოთ ექიმს.

  12. gamarobat.var 22 Wlis,chemi problemaaqveda ybis deformacia.vatarebdi mavtulebs mteli 4 weli,magram shedegi faqtiurad araa.dzalian davigale minis tarebit da mainteresebs tu sheidzleba qirurgiuli charevit moxdes qveda ybis dzvlis sheweva shignit. tu shegidzliat mimititot tundac ramodenime klinika sadac am saxis operaciebi ketdeba da mainteresebs miaxloebiti fasebi.gmadlobt yuradgebistvis.

    • გამარჯობა. დიახ, გამოიყენება პროგენიის სამკურნალოდ ქირურგიული მეთოდი. სამწუხაროდ ფასის თქმა არ შემიძლია. კონსულტაცია უნდა გაიაროთ ყბა-სახის ქირურგებთან, შეგიძლიათ მიმართოთ თოდუას კლინიკაში ლევან ცინცაძეს, მეცხრე საავადმყოფოს ყბა სახის ქირურგიაში ოთარ ბრეგაძეს. მაგრამ იქნებ ჯერ სხვა ორთოდონტებთანაც მისულიყავით, იქნებ ბრეკეტის საშუალებით მოხერხდეს თანკბილვის გასწორება? მიდით კონსულტაციაზე “უნიდენტში” თამუნა კუბლაშვილთან, თუ არ არის ორთოდონტიულად გასწორების შანსი, ხელს არ მოკიდებს და თავად გირჩევთ რა გააკეთოთ.

  13. გამარჯობათ. გავიკეთე მეტალოპლასმასის კბილები რომელიც დამაგრებულია სამ კბილზე, მეტალიდან მომშორდა პლასმასი რა ეშველება რას მირჩევთ? თუ არის შესაძლებელი ამ მეტალზე გადაეკრას ხელახლა.

    • სამწუხაროდ, მხოლოდ დროებით შეიძლება აღდგენა ჰელიობჟენით, ზედ მეტალის კარკასზე. მაგრამ როდის მოტყდება არავინ იცის. განსაკუთრებით თუ საღეჭ ზედაპირზე ან კბილის კიდეზეა ატეხილი პლასტმასი.

  14. გამარჯობათ,მაინტერესებს რამდენ ხანს გრძელდება სიბრძნის კბილის ამოსვლა

    • სანამ არ ამოიჭრება. თუ ხელს უშლის რამე, ამოჭრის პროცესი გრძელდება და რთულდება. ასეთ შემთხვევაში დროულად ამოღება ჯობია.

  15. gamarjoba.makvs kbilis punkcia dargveuli arascorad aris ganlagebuli, zeda kbiligaret modis da kveda ybis kbilebze garedan makvs kbili da ertianobashi chirdeba gascoreba da mainteresebs tu sheuclia vinmes momkidos xeli, da sad sheicleba moxdes es saqartveloshi, da sad aris.? gmadlobtkuradgebisatvis.

    • პრინციპში ბრეკეტებით პრაქტიკულად ყველა ანომალიის გასწორება შეიძლება, ზოგს მეტი დრო უნდა, ზოგს ნაკლები. მე გირჩევთ მიხვიდეთ თბილისში “უნიდენტში” თამუნა კუბლაშვილთან.

  16. didi didi madloba

  17. tu ar shecuxdebit tamuna kublashvilis nomeri ru icit ro momcerot ro davukavshirde,tyuilad rom ar chavide tbilishi…cinascar kidev gixdit madlobas.

  18. უნიდენტი —– დ. აღმაშენებლის 126, ტელ : 94 03 94
    აქ გეტყვიან რომელ დღეებშია და თუ სურვილი გექნებთ ჩაგწერენ მიღებაზე.

  19. gamarjobat. mainteresebs sad sheizleba chavitaro analizi da mivixo zusti diagnozi xrzilze. shemdeg sad vimkurnalo efeqturat da tanamedrove mkurnalobis metodit xelmisawvdom fasad, ise rom ar damjirdes saxlis gayidva d ara metodebit xdeba dxes xrzilebis mkurnaloba da profilaqtika, tu ar aris sokovani da rtuli mddgomareoba.

    • გამარჯობა. კლინიკა “ელიტში” აქვთ სპეციალური აპარატი “ვექტორი”, რომელიც დღესდღეობით ყველაზე ეფექტური საშუალებაა პაროდონტის დაავადების კონსერვატიული მკურნალობის მეთოდებს შორის. კლინიკის მისამართი და ტელეფონი შეგიძლიათ იხილოთ კატალოგში.

  20. თათია

    გამარჯობათ, საკმაოდ ვრცლად გაქვთ ახსნილი და განხილული კბილების გათეთრებასთან დაკავშირებით ,თუმცაღა მაინტერესებს დაბჟენილი კბილების შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ?(ბჟენის გამოცვლის აუცილელობა დგება და ეს საფრთხეს ხომ არ ქმნის ვინაიდან კბილები სრულად მოწესრიგებული უნდა იყოს პროცედურის ჩატარებისთვის რაც გულიხმობს დაბჟენვას და შემდგომში გათეთრების შემდეგ ხელახალ გამოცვლას)?

    • კი, ასეა სამწუხაროდ. გათეთრებისას არ უნდა იყოს კარიესული ღრუები, მაგრამ გათეთრების შემდგომი ფერის გამოცნობა ბჟენის ფერის შესარჩევად თითქმის შეუძლებელია. ბჟენის გამოცვლა თავისთავად არანაირ საფრთხესთან არაა დაკავშირებული კბილისთვის. მხოლოდ ზედმეტი ხარჯია. თუმცა შეიძლება დაბალი ხარისხის მასალის შერჩევა ასე ვთქვათ “დროებით” ბჟენად.

  21. gamarjobat.dzalian gtxovt upasuxod nu damtovebt.var 24 clis.ekvsi celicadia makvs grdzilshi mexute kbili e.w eshvi chanasaxis saxit da archamodis. miketia gamgizianebeli.ar macuxebs aranaeri tkivili.mainteresebs tu aris raime camali kbils rom daexmaros chamosvlashi da aris tu ara sashishi raime?didi madloba cinascar.

    • გამარჯობა.
      ეშვის რეტენცია ხშირი შემთხვევაა, მხოლოდ ეშვი მესამე კბილია და არა მეხუთე. დარწმუნებული ხართ რომ ეშვია? ამოიჭრება თუ არა ასეთი კბილი დამოუკიდებლად ან გამაღიზიანებლის დახმარებით მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული . თუ რენტგენის სურათს გამომიგზავნით, შვეცდები უფრო კონკრეტულად მოგახსენოთ ჩემი აზრი.

  22. mirchiet klinika sadac inglisuri enis specialisti moemsaxureba pacients.

    • “დენტა+” — ვაჟა-ფშაველას 38. მოემსახურებიან ინგლისურენოვან პაციენტებს.

  23. gamarjobat, sad sheidzleba shevidzino saqarTveloshi ( an am kutxit rom momemsaxuron) kbilze Tvlebis misawebebeli sistemebi ….. (winanswar gmadlobt)

  24. სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია სად ტარდება ასეთი მომსახურება საქართველოში.

  25. gamarjobat stomatologtan konsultaciis shemdeg movishore kariesi da daviwye ptoris shemcveli kbilis pastis da mastan ertad plosis gamoyeneba magram ramodenime xnis shemdeg isev gamichnda kariesi iqneb mirchiot raime ra shidzleba iyos amis mizezi ise stomatologma ki mitxra susti emali gaqvso da sheidzleba amis brali iyos..didi madloba winaswar!!!!!

    • გამარჯობა. ალბათ გულისხმობთ რომ დაიბჟინეთ კარიესი, სხვანაირად ვერ მოიშორებდით. მე პირადად ვფიქრობ, რომ კარიესის ძირითადი მიზეზი 2-ია: 1. არასაკმარისი ჰიგიენა და 2. მინანქრის რეზისტენტობა ანუ მდგრადობა კარიესის მიმართ. პირველი მიზეზის აღმოსაფხვრელად საჭიროა სწორი ინდივიდუალური ჰიგიენა (სწორი ხეხვა, კბილის პასტის, სავლების და ჯაგრისის სწორად შერჩევა, აუცილებლად ფლოსის რეგულარული ხმარება) და რეგულარული პროფესიული ჰიგიენა
      (პროფესიული წმენდის ჩატარება არაუგვიანეს 6 თვისა, ფტორირება წელიწადში 1-2-ჯერ). მეორე მიზეზი შეიძლება განპირობებული იყოს გენეტიკური ფაქტორებით, კვების თავისებურებით, ენდოკრინული ცვლილებებით… ჩემი რჩევა იქნება თქვენს სტომატოლოგთან ერთად განიხილოთ ყველა ეს ფაქტორი და დაადგინოთ მიზეზი. პირველ რიგში კი დარწმუნდით რომ პირის ღრუს ჰიგიენა მაღალ დონეზე გაქვთ.

  26. გამარჯობა.
    წინათ იყო კითხვა გალიტოზზე, მაგრამ უფრო ვრცელ კომენტარს ხომ ვერ გააკეთებდით ამის შესახებ იმის გათვალისწინებით რომ, პრობლემა არის პირის ღრუში და სხვა რამე არის გამორიცხული?

    • გამარჯობა. ჰალითოზთან დაკავშირებით ვამზადებ სტატიას და უახლოეს მომავალში დავდებ.

  27. gamarjoba.chems shvils zeda kbaze ar chamouvida me-2 kbilebi da me-5 kbilebi,redgenze gashukebisas ar agmochnda chanasaxi. ris gamoc axla akvs dafantuli kbilebi aras 14 tlis ras mirchevt sad mivikvano

    • ჩემი აზრით კარგი იქნება აჩვენოთ ორთოდონტს. იქნებ მოხდეს კბილების ისე ჩასწორება რომ სივრცეები შეივსოს. თუარა პროტეზირება დასჭირდება ან იმპლანტაცია.

  28. var 28 wlis zeda ybaze wina 2 kbili maqvs mkvdari da pershecvlili sad da ra metodit mirchevt am kbilebis gatetrebas xangdzlivi shedegis misagebad

    • თუ ეს კბილები რეზორცინ-ფორმალინის პასტით არაა დაბჟენილი (ასეთ შემთხვევაში კბილი მოვარდისფრო შეფერილობას იღებს), ენდოგათეთრების ჩატარება შეიძლება.

  29. chemma stomatologma mirchia paipuris gadakvra (sxvanairad ver atetrebs tviton) tqven ras mirchevt?

  30. chveulebrivi helio- ti aris dabjenili (daaxloebit 7 welia)ramdenime klinikashi mitxres endo gatetrebit an gatetrdeba da an arao tu gatetrdeba sad mirchevt?endo gatetreba mudmivia?

    • არხის საბჟენი მასალა ვიგულისხმე. ენდოგათეთრება მუდმივი შეიძლება არ იყოს და ნაწილობრივ დაუბრუნდეს კბილს ფერი. “ნიუ-დენტში” პეტრიაშვილის #32 სოფო ბასილია იკითხეთ.

  31. gamarjobat, var 25 clis, 4 clis cin chavisvi 3 kbili zeda kbis ert mxares, daaxloebit 1 clis cin meore mxares 4 kbili, ramdenime dgis cin ki es 4 kbili tavisit chamomivarda. mitxres ert kbilze procesi aris casulio, meores dagrdzeleba chirdebao, xolo sxva klinikashi mitxres tankbilva arascoriao da sul unda moxdes mteli zeda kbis protezirebao, deformirebuliao. mokled agar vici vis davujero da rogor movikce, ikneb rame mirchiot?

    • მე მხოლოდ ის შემიძლია გირჩიოთ, რომ დროებით დააცემენტებინოთ ჩამოვარდნილი ხიდი და სხვაგანაც გაიაროთ კონსულტაციები. რამდენადაც ვხვდები ლაპარაკია ორივე ხიდის გაერთიანებაზე, რასაც სხვა კბილების ჩართვაც მოჰყვება თავისთავად, სამუშაო დიდია და სერიოზული. მე კი ზეპირად ვერაფერს გირჩევთ კონკრეტულს. თუ რენტგენის სურათებს და პირის ღრუში გადაღებულ სურათებს გამომიგზავნით, კიდევ შეიძლება რამე გირჩიოთ.

  32. gamarjobat ,shegidzliat mitxrat ra aris kiuretaji?gmadlobt

    • კიურეტაჟი არის მექანიკურად, მეტალის ინსტრუმენტით პათოლოგიური ჯიბის დამუშავება მთელ სიღრმეზე, ღრძილქვეშა ქვების, ნადებების მოშორება, გრანულაციებისგან გათავისუფლება და ფესვის ზედაპირის გასადავება.

  33. mainc ver mivxvdi lazerit jobia mkurnaloba tu veqtorit?.pasi orive shemtxvevashi ertia.ise zviri jdeba kbilebis mkurnaloba ,mgoni jobia ukbilo iyo:)

    • ლაზერი მხოლოდ ერთერთი დამხმარე საშუალებაა პაროდონტის დაავადების მკურნალობაში, რომელიც ანთების ნიშნების ხსნის და სისხლმომარაგებას აუმჯობესებს. თუკი პათოლოგიური ჯიბეების დამუშავება არ მოხდა (რაც ვექტორის ფუნქციაა) ასეთ მკურნალობას აზრი არ აქვს. კბილებს რაც შეეხება, მათი დანიშნულება ღიმილის ეფექტურობა არაა. ისინი კუჭ-ნაწლავის სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლია, მათ გარეშე საკვების გადამუშავება და შესაბამისად ათვისება ნორმალურად შეუძლებელია. კვების პროცესი კი მთლიანად ორგანიზმის ფუნქციონირების საფუძველია. ასე რომ, ადვილად ნუ შეელევით :)

  34. დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის,მინდოდა გავრკვეულიყავი ,რომ ექიმების მრავალფეროვან შემოთავაზებებში არ გავხლართულიყავი :)

  35. გამარჯობა. ვგეგმავ კბილების გათეთრებას ზუმის აპარატით, მაინტერესებს, იზრდება თუ არა კარიესის გაჩენის რისკი, ქიმიური გათეთრების შემდეგ?

    • გამარჯობა. სწორად ჩატარებული გათეთრების შემთხვევაში ამის საფრთხე არ არსებობს.

  36. gamarjobat.shekitxva maqvs zumis aparattan dakavshirebit,sad sheijleba am aparatis shejena tbilishi/

    • თბილისში ალბათ არსად. შეიძლება შეკვეთით ჩამოატანინოთ რომელიმე მაღაზიას.

  37. da ra girs daaxloebit xom ar icit zumis kompleqti,madlobt.

    • ვერ გეტყვით. ინტერნეტში რა ფასია შეგიძლიათ მოძებნოთ, მაგრამ რა ფასად ჩამოგიტანთ მაღაზია მათზეა დამოკიდებული.

  38. gamarjobat , q-no maka, maqvs shemdegi problema: dekalcirebis shedegad zeda ramdenime kbilze, gamichnda mokavispro laqebi zevit grzilebtan zalian axlos, , laqebi didi ar aris, magram minda movishoro , rogor mirchevt? gadaviqlibo tu unda davibjino? an gatetreba xom ar ushvelis? zalian didi madloba cinascar !

    • ასე ვერ გირჩევთ ვერაფერს სამწუხაროდ. დიდი შანსია იყოს ყელის კარიესი, ამ შემთხვევაში დაბჟენაა საჭირო. სურათის გადაღებას თუ მოახერხებთ, ისე რომ ასე ახლო მანძილზე გარჩევა შეიძლებოდეს, უფრო კონკრეტულად გირჩევდით.

  39. gamarjobat kbilebis gatetreba minda ragirs da umtkivneuloa?

    • გამარჯობა. პროცედურა უმტკივნეულოა, შესაძლებელია მინანქრის მგრძნობელობის მომატება. ფასი გამომდინარეობს იქიდან რომელ მეთოდს აირჩევთ. შემიძლია მხოლოდ სავარაუდო ფასები გითხრათ: ზუმის აპარატით დაახლ. 400 ლარი, ზუმის მსგავსი აპარატით 250-300 ლარი, Opalescence-ის კაპებით 300-350 ლარი.

  40. mesmis, ubralod mgoni ashkarad dekalcirebis bralia radgan alag- alag minanqari akrilia da chans tetri certilebic. sheidzleba am problemas dabjenis gareshe eshvelos ?da romel specialisttan mirchevt misvlas, didi madloba cinascar!!!

    • იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც თქვენ მომეცით, ეჭვი მეპარება, რომ დაბჟენის გარეშე რამე გამოვიდეს. შემიძლია გირჩიოთ: HBI-დენტში მაია გიორგობიანი, “ელიტში” ირენა ზენტეკი, ზაზა ხატიაშვილი “ზ. ხატიაშვილის კლინიკა”-ში.

  41. Gasagebia, zalian didi madloba qalbatono maka!

  42. gamarjobat. maqvs patologiuri jibe, daviplombe da mainc maqvs usiamovno shegrzneba. eqimma mitxra magas ar shvelis araferi, tu ara gadaikrav kbilso, ufro sheva grdzilshi da naklebi grznoba geqnebao. ras mirchevt, gadavikra?

    • პათოლოგიური ჯიბის დახურვა პრაქტიკულად არ ხდება, მაგრამ თუ შესაბამის კბილებს შორის კარგი კონტაქტი შეიქმნება და ყოველდღიურად გამოიყენებთ ფლოსს, აღარ შეგაწუხებთ. კონტაქტის შესაქმნელად გადაკვრა აუცილებელი არაა, ბჟენითაც თავისუფლად შეიძლება, თუ რაიმე სხვა მოსაზრების გამო არ გირჩიათ ექიმმა.

  43. გმადლობთ. თუ შეიძლება კიდევ რომ გკითხოთ? ამოვიღე მე–8 კბილი 1წლის წინ, რედგენჩიც პრობლემა არ ჩანს, მაგრამ პერიოდულად მტკივა ის ადგილი, ისე რომ სავლებიც არ მშველის. რა პრობლემა შეიძლება იყოს? წინასწარ დიდი მადლობა.

    • რა თქმა უნდა შეიძლება. მკითხეთ რამდენიც გნებავთ :)
      ჭრილობა როგორ გამოიყურება ახლა? დახურულია მთლიანად თუ ნაპრალივითაა დარჩენილი? თუ რენტგენზე არ ჩანს ჭრილობაში კბილის ნარჩენი, შეიძება ძვლის მონატეხი ფრაგმენტი იყოს დარჩენილი, რომელიც რენტგენზე არ ჩანს ხოლმე. საჭიროა ჭრილობის ხელახალი რევიზია.

  44. mogesalmebit. mainteteresebs zaza margvelanis klinikashi narkozit tu aketeben kbilebs? madlobt

    • სამწუხაროდ არ ვიცი დაზუსტებით, მაგრამ არ მაქვს ინფორმაცია რომ საერთოდ თბილისში სადმე გამოიყენებოდეს ნარკოზი სტომატოლოგიური პრაქტიკაში.

  45. mogesalmebit,
    mainteresebs keramikuli vinirebis fasitu icit,miaxloebit ra fasidan da ra fasamde merkeobs da sad sheidzleba echvgareshe gaviketo vinireba

    • დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მგონი კლინიკა “ელიტში” აკეთებენ. ფასი არ ვიცი სამწუხაროდ.

  46. gamarjobat ,shegidzliat mitxrat grdzilebis antebis shedegat porma dakarguli kbilebis gascoreba tu aris shesadzlebeli?da kidev tu shegidzliat mirchiot kargi eqim-parandontologi ,romelic xelze ar damixvevs da scorad mimkurnalebs.gmadlobt cinascar.

    • გამარჯობა. პაროდონტის დაავადების გამო გადანაცვლებული კბილების გასწორება რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ პრობლემა მდგომარეობს შედეგის შენარჩუნებაში. ძვლის განლევისა და კბილების მორყევის გამო კბილების ისევ გადანაცვლდება. ასეთი პაციენტებისთვის ორთოდონტიული მკურნალობის დამთავრების შემდეგ რეკომენდებულია მუდმივად მოუხსნელი რეტეინერის (რკალი, რომელიც ფიქსირდება კბილების ენისკენა ზედაპირებზე ჰელიონჟენით) ტარება. პაროდონტოლოგს რაც შეეხება, HBI-დენტში (მიცკევიჩის 20) გირჩევთ მაია გიორგობიანს.

  47. გამარჯობათ
    დადგენილი მაქვს პარადონტოზი….. მიზეზი ვერ დამიდგინეს ერთი წელია დავდივარ სტომატოლოგებთან მაგრამ საქართველოში ვერ ვიპოვე სპეციალისტი(მცოდნე)…პარადონტიტი არ მაქვს…..
    მირჩიეთ სად ვისთან წავიდე….ნამდვილად არ მინდა კბილების დაკარგვა(((

    • გამარჯობა.
      თქვენი ასაკი? კონკრეტულად რას უჩივით, რა სიმპტომები გაქვთ, რა ასაკში შენიშნეთ პირველად?

  48. გამარჯობათ, როგორც ვიცი ზოგ სტომატოლოგიურ კაბინეტებში მოქმედებს თბს ბანკის განვადების სისტემა, იქნებ მითხრათ რომელ კლინიკაში მოქმედებს და რა პირობებით? წინასწარ მადლობა

    • გამარჯობა. კონკრეტულად თიბისი ბანკის განვადებაზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ რამოდენიმე კლინიკაში აქვთ შიდა გავადება ორთოდონტიულ მკურნალობაზე. მაგალითად “უნიდენტში”.

  49. gamarjobat, ert mxares sachmels ver vchaam,mivedi stomatologtan da mitxra grzilebis anteba gaqvsoo da magis braliao.sheizleba tu ara grzilebis antebam kbilis tkivili gamoiwvios? da ra procedurebi chavitaro?madlobt winaswar:)

    • გამარჯობა. თქვენმა ექიმმა ალბათ ჩაატარა შესაბამისი გამოკვლევები, რადგან თავად კბილის მიზეზი გამორიცხა. რადგან მხოლოდ ცალ მხარესაა პრობლემა, ესეიგი პაროდონტიტი ლოკალურია და პირველ რიგში გამომწვევი მიზეზის მოხსნაა საჭირო. ეს შეიძლება იყოს არასწორი ბჟენი ან გვირგვინი. მკურნალობას რაც შეეხება, დამოუკიდებლად ვერ ჩაიტარებთ. პაროდონტოლოგს უნდა მიაკითხოთ აუცილებლად.

  50. dzalian didi madloba,diax,lokaluria parodontiti,radgan patologiuri jibeebi mxolod 2 kbilze maqvs da es iwvevs albat tkiivilsac.

  51. gamarjobat, maqvs igive problema rac wina pirovnebas,tumca viyavi ukve parodontologtan da daminishnes kbilis pasta paradontaxi,agretve gvirilis nayeni da damzadebuli malamo.agretve vivleb antimikrobul sashualebas octenidols,tumca sasurveli shedegi maic ar maqvs.rogor moviqcee?an propilaqtikistvis ra gavaketo,rom igive agar ganmimeordes.madlobt

    • გამარჯობა. ამბობთ სასურველი შედეგი არ მაქვსო. კონკრეტულად რას უჩივით?
      პაროდონტის პრობლემის დროს #1 საშუალება არის სწორი ჰიგიენა, როგორც ინდივიდუალური, ისე პროფესიონალური ანუ სწორი მოვლა. ძირითად შემთხვევაში დამატებითი მკურნალობა საერთოდ აღარაა საჭირო.
      პ.ს. აუცილებლად უნდა ხმარობდეთ ფლოსს.

  52. madlobt.ploss vxmaroob.tumca chemi problema imas warmoadgesns, rom maqvs siwitle daaxloebit 3 kbilis zemot da xexvis dros sisxli momdis mxolod mxolod am adgilebidan.

    • ხომ არ გაქვთ მაგ ზონაში რომელიმე კბილზე ხელოვნური გვირგვინი?

  53. da tu shegizliat mirchiot sad mivide,madlobt winaswar.

    • მაია გიორგობიანი, კლინიკა HBI-დენტი, მიცკევიჩის 20.

  54. maqvs paradontozi (paradontitis gareshe) veravin veraperi ver mirchia….Tbilishi paradontologi ar aris? an kvalipikacia akliat?…. velodebi rodi chamomcviva kbilebi(((((9 tu shegidzliat damexmaret

    • თამარ, ამასწინათ დასვით იგივე კითხვა და გიპასუხეთ.
      თუ შეიძლება რამდენიმე კითხვაზე მიპასუხეთ: თქვენი ასაკი? კონკრეტულად რას უჩივით, რა სიმპტომები გაქვთ, რა ასაკში შენიშნეთ პირველად?

  55. mogesamebiiiit,dzalian mchirdeba tkveni daxmareba,moked msurs saitebi sadac heidzleba movipovi esa tu is temaaaa stomatologiashiiiii.ikneb damexmarot.cinascar didi madlbaaa,

    • თუ უფრო კონკრეტულად მეტყვით რა თემა გაინტერესებთ, შევეცდები დაგეხმაროთ.

  56. ra ari iciiiiit kerdzot davicke ekim stomatologtan momzadebaaa,da ratkmaunda emallis shesaxeb nascavli makvs chveni sascavo cignebidan magram momtxovaaaa momedzebna rac heidzebaaaa metiiiii anu kbilis hitologia mchirdebaaaaa

    • კბილის ქსოვილების ჰისტოლოგია ყველგან ერთია, ქართულ სახელმძღვანელოშიც და ინტერნეტშიც. თუ სხვა ენაზე გნებავთ?

  57. kartulad magam bevri verafei mvipove viciiiiii magram meti ra viscavlo ver gavigeeeeee:)))))))

    • ქართულად ძებნას აზრი არ აქვს, ისევ წიგნიდან წაიკითხოთ ჯობია.

  58. . . . . გამარჯობა,4წელია რაც ვმკურნალობ პაროდონტს მანანა ივერიელთან, დამეწყო კბილების რყევა . . . :( . . . იქნებ სხვა პაროდონტოლოგი მირჩიოთ . . . . ვარ 20 წლის . . . .

    • ანუ 16 წლიდან გაქვთ პაროდონტიტი, რომელიც პროგრესირებს მკურნალობის მიუხედავად? უცნაურია. აუცილებლად გამოიყენეთ “ვექტორი”. მოგეწერთ უკვე იმ თემაში სადაც აქვთ.

  59. . . . უღრმესი მადლობა,იცით პირველად რომ გავიწმინდე თითქოს ეფექტური იყო,დამიცხრა დაწითლებული ღრძილები,შემდეგ წელიწადში 2-ჯერ დავდიოდი მარა ახლა დამეწყო რყევა და ძალიან შეშფოთებული ვარ . . . . .

    • შემიძლია გირჩიოთ HBI-დენტი და კონკრეტულად მაია გიორგობიანი. ვექტორი მგონი არ აქვთ, მაგრამ მიდით კონსულტაციაზე და ნახეთ რას გეტყვით.

  60. gamarjoba.tu shegizliat mitxarit savaraudot ra girs erti kbilis implantacia?

  61. gamarjobat.3tvis win amovige zeda sabrdzene kbili ,eqimis tqmit damizianda egred wodebuli fhaimoris gru ,ris shedegadac tavis dawevis dros cxviridan sitxe momdioda ,es gagrdzelda 3-4 dge ,mere shemicherda.iqneb gamarkviot ese rato moxda ra iyo mizezi,an ra sheidzleba gamoewvia?

    • გამარჯობა. ზედა სიბრძნის კბილის ამოღებისას ჰაიმორის ღრუს დაზიანება ნაკლებად ხდება, უფრო 5-6 კბილების ამოღების დროს ხდება მსგავსი რამ. საქმე იმაშია რომ ამ კბილების ფესვის მწვერვალები ხშირად ემიჯნება ჰაიმორის ღრუს ფსკერს და მათი ტრავმული ამოღებისას ან კბილბუდის გამოფხეკისას ფსკეის მთლიანობა ირღვევა. როდესაც ეჭვია ჰაიმორის დაზიანებაზე, ექიმი ღებულობს შესაბამის ზომებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარდება ჰაიმორის ღრუს ანთება. თუკი შენიჩნავთ ტკივილს, სიმძიმეს ზედა ყბის არეში, ჩირქოვან გამონადენს ცხვირიდან, აუცილებლად მიმართეთ ყბა-სახის ქირურგს.

  62. gamarjobat,chemi problema metad aqtualuria.e.i. kbilebis gamoxexvis dros sisxli mdis grzilebidan.viyavi ert-ert cnobil parodontologtan,romelmac mitxra rom ise araperi metyoboda da rentgeni gadamego.rentgenze araperi iyo imis garda rom patara pistula maqvs zeda ybis bolo kbilze.eqimma mitxra tu ginda chaitare 10 dgiani kursio ragac aparaturit.da yovel 6 tveshi mogiwevs mosvlaoo.dzalian mchirdeba tqveni rchevaa,rogor moviqce? shesazlebelia tu ara jagriss gaegizianebina grzili,an tundac es pistula iwvevdes grzilebis gagizianebas?madlobt winaswar.

    • გამარჯობა. პირველ რიგში უნდა გაირკვეს სისხლდენა საიდანაა, კონკრეტულად რომელიმე ადგილიდან თუ მთლიანად ღრძილები სისხლდენია. ჯაგრისსის მიერ გამოწვეული სისხლდება ყველა უბნიდან თანაბრად არ იქნება. ფისტულა შეიძლება იყოს სისხლმდენი, მაგრამ ისიც კონკრეტული ადგილიდან. თუ მთლიანად ღრძილებია სისხლმდენი, ეს პაროდონტის დაავადების ნიშანია. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად იქნება რბილი ნადები და ქვები (ღრძილზედა და ღრძილქვეშა), პათოლოგიური ჯიბეები.უნდა გამოირიცხოს გინგივიტი, ესეც დათვალიერებით ხდება. პაროდონტიტის შემთხვევაში აუცილებლად არის ცვლილება ორთოპანტომოგრამაზე (იმედია ასეთი რენტგენი გადაიღეთ). მკურნალობა პაროდონტიტის და გინგივიტის დროს სხვადასხვაგვარია, მაგრამ 6 თვეში ერთხელ პროფესიული წმენდის ჩატარება რეკომენდებულია ყველასთვის, თუნდაც ჯანმრთელი პაროდონტის მქონე პაციენტისთვის. ეს სწორედ პაროდონტის დაავადების პროფილაქტიკაა. პაროდონტის დაავადების მქონე პაციენტებს ხშირად 6 თვეზე ნაკლები პერიოდით ვიბარებთ ხოლმე.

  63. ara mtlianad yvela kbilidan ar momdis sisxli ,sadgac wina 2 kbilidan da im adgilidan sadac pistula maqvs.rac sheexeba kbilebidan qvebis moshorebasa da gawmendas 2 tvis ukan gaviwminde . me gadavige panoramuli rentgeni da mxolod is mitxra rom pistula maqvs bolo kbilze da daplombili maqvs kbilebi,romelic me tvitonac mshvenivrad vici:) tqven ras mirchevdit?

    • თუ ასეა, პირველ რიგში რამე უნდა იღონოთ ფისტულასთან დაკავშირებით. თუ კბილი ნამკურნალებია, ესეიგი ცუდადაა ნამკურნალები და თავიდანაა საჭირო მისი მკურნალობა. მოკლედ ფისტულა უნდა დაიხუროს. მანამდე იხმარეთ “პაროდონტაქს კლასიკი”. ალბათ დაგინიშნათ კიდეც ექიმმა, რადგან სისხლდენის დროს ძალიან ეფექტურია. გამოიყენეთ “პაროდონტაქსის” სავლები, მისი ინსტრუქციის მიხედვით. ვნახოთ 1 კვირაში რა შეიცვლება. ფისტულა რომელ კბილზეა? იმ კბილებზე, რომელ არეშიც სისხლდენა გაქვთ ბჟენები თუ გაქვთ ან ხელოვნური გვირგვინები? ზედა ყბაა თუ ქვედა? ღრძილები შეშუპებულია?

  64. gamarjobat, ar vici saidan daviwyo, dakompleqsebuli var dzalian, zeda grzdilebi anu zeda yba ar vici zustad rogor vtqva, zeda da qveda ybas shoris maqvs dashoreba mandzili, didi xania cxvirshi problemebi mqonda da pirit vsuntqavdi ufro xshirad da mitxres ro magis braliao, tavida ase cudad ar mqonda magram gardatexis asakshi albad gaizarda ase sagrznoblad, axla 21 wlis var, roca kargad gavicineb zeda yba michans gamoweuli da grdzilebi, dzalian mrcxvenia sarkestan vdgebi da vvarjishob ra zomaze gavicino rom grdzilebi ar gamomichndes, gtxovt damakvalianet mitxarit mirchiet rame, kbilebis gasworeba ar minda ubralod ybis sheweva minda da tu aris es shesadzlebeli, amas rkinebi shvelis ? tu rame qimiuri chareva poperaciaa sajiro, yvelafers gavudzleb da yvelaferze tanaxma var ogon normalurad gamiswordes da zeda da qveda yba dajdes lamazad, piri daxuruli rom maqvs dzalian ar memchneva magram rogorc ki gavageb shesamchnevia tan dzalian advilad, yoveltvis magis meshinioda, imito rom kbili adaminisatvis yoveltvis mnishvnelovania nebismier dros laparki gimili chama da maincdamainc eg damemarta, gtxovt momweret da mirchiet raem rogor moviqce, axalgazrda var da axla minda rom tavs mivxedo imitom rom vici ukve racaa es simware:(

  65. gamarjobat. vapireb stomatologiuris gaxsnas iqneb gaqvt informacia vis sheidzleba mivmarto stometologiuri klinikis licenzirebis taobaze.

    • ამჟამად მოქმედი კანონით სტომატოლოგიური კლინიკის გახსნისთვის ლიცენზია არ გჭირდებათ. უნდა გყავდეთ სერთიფიცირებული ექიმები. ლიცენზია უნდა აიღოთ რენტგენის კაბინეტზე მხოლოდ. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს ლიცენზირების განყოფილებას.

  66. dzalian didi madloba,pistula zeda ybis me7 kbilze maqvs.da is kbilebi saidanac sisxli momdis gamoxexvisas zeda ybisaa da daplombilia.da es pistula rogor amovigo?parodontologma me ver amogigebo da chveulebrivar stomatologtan mivide?

    • 1. ფისტულის ამოღება ცალკე არ ხდება. იგი ყოველთვის დაკავშირებულია კბილთან. ანუ ფისტულის საშუალებთ გამოდის ძვლის ზედაპირზე კბილის ფესვსე არსებული ჩირქი. საჭიროა კბილის მკურნალობა (არხების დაბჟენა) და ფისტულაც გაქრება. ამას აკეთებს სტომატოლოგი-თერაპევტი. არ გითხრათ ექიმმა?
      2. ძალიან ხშირად არასწორი ბჟენები, რომელიც აწვება ღრძილს იწვევს მის ქრონიკულ ანთებას და ლოკალურ პაროდონტიტს, შესაბამისად სისხლდენას. საჭიროა ბჟენების შემოწმება, შესწორება ან გამოცვლა. თუ მიზეზი ცუდად გაკეთებული ბჟენებია, სისხლდენა ისევ განახლდება, რაც არ უნდა იმკურნალოთ. პაროდონტიტი კი გაღრმავდება და კბილები მოირყევა წლების განმავლობაში.

  67. da es bjenebi axali gaketebuli ar maqvs da mainc shesazlebelia rom gamoewvia lokaluri parodontiti? dzalian dii madloba.imedia normalur stomatologs movzebni vinc tqvennair amomwurav pasuxebs gamcems kitxvebze:)

    • შეიძლება პაროდონტიტი ქრონიკულია, გამწვავების სტადიაში. მეც გისურვებთ იპოვოთ პროფესიონალი და გულისხმიერი სტომატოლოგი.

  68. გამარჯობა. თუ შეიძლება თქვენი აზრი; რატომ არ ხმარობენ ჩვენთან ერთჯერად სტომატოლოგიურ იარაღებს,ამით ხომ ბევრ პრობლემას აიცილეთ თავიდან და პაციენტიც როცა უცებ აღმოაჩენს რომ ცე ჰეპატიტი ან შიდსი აქვს თქვენ არ მოგედავებათ?!

    • გამარჯობა. საქმე იმაშია რომ ყველა ინსტრუმენტი ერთჯერადი ვერ იქნება. უბრალოდ საჭიროა შესაბამისი სტერილიზაცია. რაც შეიძლება ერთჯერადი იყოს, უნდა იყოს კიდეც რა თქმა უნდა. თანაც ექიმიც არანაკლები რისკის ქვეშაა.

  69. mogesalmebit qalbatono maka. ghrdzilebze maq problema, porma shecvlilia, sheperiloba motetro movardisproa, sisxldena… tu ar vcdebi parodontitia, tu shegidzliat mirchiot, rogor vimkurnalo saxlis pirobebshi… aucilebelia tu ara stomatologis chareva? savlebs viketeb iodinolit… winaswar gixdit did madlobas…

    • გამარჯობა. პაროდონტიტის დიაგნოზის დასმა ხდება დათვალიერების და რენტგენოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, თუნდაც დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ექიმთან ვიზიტი. სახლში რა თქმა უნდა შეგიძლიათ გამოყენოთ სხვადასხვა საშუალება, სწორედ ინდივიდუალურ ჰიგიენას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა პაროდონტის დაავადების შემდგომ განვითარებაში, მაგრამ პირველ რიგში აუცილებლად უნდა მოშორდეს ქვები და ნადებები. ამის გარეშე არაფერს აზრი არ აქვს, რადგან სიმპტომების გამომწვევი მიზეზი ისევ პირის ღრუშია. ამისთვისაც ექიმთან ვიზიტია საჭირო. სახლში უნდა გამოიყენოთ მის მიერ შერჩეული სავლები, კბილის პასტა, ჯაგრისი, ფლოსი, ასევე ჰიგიენის დამატებითი საშუალებები — ირიგატორი (waterpick), ენის საწმენდი. მკურნალობის კურსის ჩატარება საჭიროა თუ არა ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობა გაქვთ.

  70. თამილა

    გამარჯობათ. მინდა გავიკეთო კბილებზე რკინები ან ბრეკეტები, და მაინტერსებს რომელი უფრო მალე და კარგად ასწორებს.

    • გამარჯობა. ბრეკეტების ეფექტურობა ბევრად უფრო მაღალია რათქმაუნდა.

  71. თამილა

    და რა ჯდება?

    • საქართველოში 1000-დან 4000 ლარამდე ღირს. სხვადასხვა სისტემა არსებობს და ფასების სხვაობას ეს განაპირობებს.

  72. თამილა

    და რამდენხანში შეგიძლია რომ მოიხსნა? რამდენიხანი სჭირდება გასწორებას?

    • ეს ინდივიდუალურია, მაგრამ მინიმუმ 1 წელი საჭიროა ტარება.

  73. maintereebs ra girs zoomis gamatetrebeli?

    • ზუმით გათეთრების პროცედურა დაახლოებით 400 ლარი ღირს.

  74. gamarjobat,ra girs erti kbilis chasma? (implantatis)

    • იმპლანტაცია დაახლოებით 1000 ლარადეა (1 იმპლანტატი) და ემატება ორთოპედიული სამუშაო, იმის მიხედვით იმპლანტატზე რა დაფიქსირდება, გვრიგვინი თუ ხიდი ან პროტეზი.

  75. gamarjobat gtxovt mipasuxet,aris tu ara epeqturi endo-gatetreba da ra jdeba erti kbiliis endo-gatetreba?

    • რა თქმა უნდა ეფექტურია. ნახეთ ამ ბლოგის სარჩევში თემა “ფერშეცვლილი მკვდარი კბილის პრობლემა”. ამაზეა ზუსტად. ფასი იმაზეა დამოკიდებული რამდენი ვიზიტი იქნება საჭირო. ალბათ 50 ლარი საშუალოდ.

  76. gamarjobat daplombil kbilze maqvs stomati didi zomis tan sisxliani ras mirchevst?

    • გამარჯობა. გამონადენი თუ არის, ეს უფრო ფისტულას ჰგავს. დაზუსტება ხდება რენტგენით. ამ შემთხვევაში საჭიროა კბილის თავიდან მკურნალობა.

  77. gamarjobat,magla kbilei maqvs keramikis da amastan ertad maqvs grdzilebis anteba dzalian xshirad,amas tan ervis marjvena tvalis tkivili da xelis grdzilze dadebit tkivili, vis mivmarto iqneb mirchiot,,.winaswar didi madloba

    • გამარჯობა. თვალის ტკივილი შეიძლება იყოს ცალკე ნევროლოგიური პრობლემა და ნევროპათოლოგს უნდა მიმართოთ.
      ხელოვნური გვირგვინების დროს ხშირია ღრძილების ანთება. თუ გვირგვინები გამსოაცვლელია, უნდა გამოცვალოთ. ამით შეიძლება მოგვარდეს ღრძილების პრობლემა. ყოველ შემთხვევაში პირველ რიგში კონსულტაციაზე უნდა მიმართოთ თერაპევტ სტომატოლოგს და ის გადაგამისამართებთ ორთოპედთან თუ საჭიროა.

  78. madloba yuradgebistvis,iqneb mirchiot romel klinikashi mivide,tan dazgvevac tu gamichris im klinikashi

    • მომწერეთ თქვენი პროვაიდერი კლინიკების სია და შევეცდები გირჩიოთ.

  79. dazgveva maqvs sh.s s saministrodan da kbilebze mekutvnis 400 laris dafinanseba ,provaideri kiikebi ki ar gviweia dazgvevashi,aldagis dazgveva maqvs.gaixaret aset did yuradgebas rom ichent

    • მისწერეთ ალდაგს მეილზე და სთხოვეთ გადმოგიგზავნონ პროვაიდერების სია. ან ტელეფონზე ჰკითხეთ თუ გინაზღაურებენ “მინანქარში” ან “ელიტში” მომსახურებას. ამ კლინიკებს გირჩევდით.

  80. didi madlobaaa…..mraval shoba axalwels dagaswrot ufalma,jamrtelad da bednierad….

  81. გამარჯობათ,იქნებ მირჩიოთ რაიმე. დაახლოებით 7 თვის წინ დავიპლომბე კბილები,რეგულარულად ვუვლი და არ მაქვს არანაირი დაზიანება.მაგრამ დაპლპმბვის მერე დამეწყო მგრძნობელობის მომატება დაპლომბილ კბილზე.სტომატოლოგმა მითხრა გაგივლისო,წესით ნერვები მომიკლა.ორსულად ვიყავი და ზედმეტ ჩარევას მოვერიდე.ახლა კი დაახლოებით 2თვეა(ბავშვს ვკვებავ ძუძუთი) ტკივილი დამეწყო და მგრზნობელობა გამიძლიერდა,ამასთანავე შევამჩნიე რომ ამომდის 4_ივე სიბრძნის კბილი,ეს 5 დღეა ტკივილი გამიძლიერდა,მარცხენა ყბა მთლიანად მტკივა,ყურსაც გადაეცემა ტკივილი,ყელის მარცხენა ნაწილსაც.ვსვავ იბუპროფენს მაგრამ საერთოდ არაფერი მიყუჩებს.საქართველოში არ ვიმყოფები და სტომატოლოგთან მისვლის მეშინია,ვაითუ სიბრძნის კბილების ბრალი იყოს და იმან არ ამომიღოს კბილი ტყუილადთქო.ერთი კბილი ყველაზე მეტად მტკივა(რომელიც ორსულობის დროს დავიპლომბე) და შევამჩნიე რომ ღრძილსა და კბილისშეერთების ადგილას,პატარა შავი ზოლი გამჩენია,ენის მხარეს.დაახლოებით 1 წელია სულ ვიყენებ სენსოდინის კბილის პასტას,ეხლა სპეციალურად მგრძნობელობის მომატებისათვის რომელიცაა განკუთვნილი ის ვიყიდე.იქნებ მირჩიოთ რაიმე,ძალიან ძალიან მტკივა.ან რომელი პროდუქტები მივიღო რომ კალციუმით გავამდიდრო ორგანიზმი.ან რა მედიკამენტი შეიძლება შევიძინო საფრანგეთში.უღრმესი მადლობა წინასწაარ

    • გამარჯობა.
      თუ დარწმუნებული ხართ, რომ მგრძნობელობა და შემდგომში ტკივილი დაბჟენილი კბილიდანაა, ასეთ შემთხვევაში ან კბილი მკვდარი არაა, ან არხები არაა კარგად ნამკურნალები. ორივე შემთხვევაში საჭიროა თავიდან მკურნალობა. ტკივილი თავისით არ გაივლის და შეგისივდებათ. ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი ხვდება დედის რძეში. იქნებ მოახერხოთ ექიმთან მისვლა.
      სიბრძნის კბილის ბრალი რომ იყოს, გექნებოდათ პირის გაღების შეზღუდვა და შესიება ბოლო კბილის ირგვლივ რბილი ქსოვილების.
      სენსოდინი მინანქრის მგრძნობელობის მომატებისთვისაა და თქვენ არ გჭირდებათ, რამდენადაც ვხვდები. 1 კონკრეტულ კბილზე მგრძნობელობა ჰიპერესთეზიის ბრალი არაა ხოლმე და კონკრეტული მიზეზი აქვს (კარიესი ან დაბჟენისშემდგომი მგრძნობელობა). სენსოდინის მუდმივად ხმარება რეკომენდებული არაა, რადგან წმენდის ფუნქცია დაბალი აქვს.
      კალციუმს რა შეეხება რძის პროდუქტების გარდა წელიწადში 2ჯერ ტაბლეტების სახით შეგიძლიათ მიიღოთ 1 თვის განმავლობაში (დასაღეჭი ან დასალევი).

  82. უღრმესი მადლობააა,მივალ ექიმთან და რენდგენს მაინც გადავიღებ,შესაძლებელია სურათი
    თვენ რომ ნახოთ??ან მეილზე აგიტვირთოთ,იმ შემთხვევაში თუ კბილის ამოღებას მეტყვიან??დიდად ვერ ვენდობი ამათ მედ-პერსონალს.(რომ კვდებოდე ექიმს ვერ იშოვი,ჩაწერის გარეშე არავინ მიგიღებს)მე კი უკბილოდ ყოფნა არ მინდაა:( .ვშიშობ არ ამომიღოს ისე რომ მკურნალობაც კი არ დამინიშნოს)დრეს აფთიაქში კალციუმი ვიკითხე და მარტო ვიტამინი კალციუმი არ არსებობსო მითხრეს,დენტისტთან მიდიო ესაა ამათი დახმარება.გმადლობთ კიდევ ერთხეელ:)

    • გამომიგზავნეთ მაილზე და ვნახავ. კაციუმის ტაბლეტები აუცილებლად უნდა იყოს. შეიძლება D3ვიტამინთან ერთად, ან კალციუმის ციტრატის ტაბლეტები, ან სხვა მიკროელემენტებთან ერთად (მაგნიუმი, ცინკი). მეძუძური დედებისთვის სპეციალურად არის ვიტამინების კომპლექსი კალციუმით. მე ვერ გეტყვით რომელი რა დასახელებითაა მანდ სამწუხაროდ.

  83. დაა იბუპროფენი ბავშვისთვის საფრთხეს წარმოადგენს??იმდენად აუტანელი ტკივილები მაქვს რომ სანამ მე სტომატოლოგტან მივალ,ტკივილი გამაფშეკინებს ფეხებს(რანდევუ 2 კვირის მერე დამინიშნა,მანამდე ადგილები არ არისოო)

    • იბუპროფენი ბავშვებშიც ინიშნება, მაგრამ დოზას გააჩნია და ხანგრძლივობას. თუ 2 კვირა უნდა სვათ, შეეცადეთ უკიდურეს შემთხვევაში მიიღოთ მაშინ.

  84. mkavd otxi clis gogona romelsac gaufuchda kbilebi titkmis kvela kbili zeda kbaze dazianebuli akvs, exlaxans daecko kveda kbilebis gapucheba , gtxovt mirchiot vis mivmarto da sad

    • მიიყვანეთ ბავშვთა სტომატოლოგთან “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში”.

  85. gamarjoba,macuxebs grdzilebis pulsirebadi xasiatit tkivili kveda ybaze,kvebi ar makvs,axla shevnishne 6 kbiltan mcire zomis jibis arseboba.intensiurad pulsirebs centraluri sachrelebis are,ras mirchevt.didi madloba

    • გამარჯობა. ღრძლები შეშუპებულია და მუქი ფერის (ნორმაში ღია ვარდისფერი უნდა იყოს)? სისხლდენა გაქვთ (ხეხვისას, მაგარი საკვების კბეჩისას, უმიზეზოდ)? გაწმენდა როდის გაიკეთეთ ბოლოს და ექიმმა ღრძილქვეშა ქვები თუ დააფიქსირა?

  86. kbili maqvs gatexili da shuashi aris kbili amosuli ra vqna?

    • თქვენ ვერაფერს იზამთ, იმის გარდა რომ სტომატოლოგთან წახვიდეთ.

  87. gamarjobat…mainteresebs rogor ketdeba sinji anesteziaze???

    • კანშიდა სინჯი კეთდება წინამხრის შიდა ზედაპირზე, მაგრამ რეკომენდებულია ანესთეტიკის მიმართ მგრძნობელობის გამოკვლევა ლაბორატორიული მეთოდით.

  88. gmadlobt pasuxistviis..sad ketdeba laboratoriuli metodit tu sheidzleba mitxrat da rogor???

    • ბევრგან კეთდება,მაგალითად ვაკის ლეჩკომბინატში, ქავთარაძის ლეჩომბინატში, ავერსის კლინიკაში. ვენიდან აღებულ სისხლში განისაზღვრება ლეოკოციტოლიზის რეაქცია სხვადასხვა ანესთეტიკზე.

  89. gmadloobt…

  90. sagamo mshvidobis,myavs 4tvis patara da ukve shetetrebuli aqvs grdzilebi da eqaveba,roca dzalian sheawuxebs romel mazs mirchevt rom gamoviyeno?.didi madloba

    • თუ რაიმე სახის ალერგია არ აღენიშნება, შეგიძლიათ გამოიყენოთ მუნდისალ-გელი ან დენტინოქსი. ორივე გერმანული წარმოებისაა. გამოიყენეთ ინსტუქციის მიხედვით.

  91. sagamomshvidobist…kidev gacuxebt..xom ar icit ra girs savaraudod laboratoriuli metodit sinjis gaketeba???

  92. gaixaret…gaviketet sinji da gvitxres /skardonesti/)shegidzliat gamoiyenoto da versad ver vyidulobt. tqven xom ar shegidzliat mitxrat sad sheidzleba shevidzino??

    • სტომატოლოგიურ მაღაზიებში იყიდება, ექიმს ექნება ან თვითონ გეტყვით სად იყიდოთ.

  93. gaixareet….

  94. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ძალიან საჭირო და სავსე საიტია, რაც შეეხება კითხვას, მაინტერესებს ღრძილების დაავადების დამკურნალოდ კონკრეტულად რა სავლებების გამოყენებაა რეკომენდირებული + საქართველოში რა ქოლგეითიც იყიდება მაღაზიებში იმათ აწერია კალციუმის და ფტორის შემცველობით არისო და რამდენად შეესაბამება მათი ხარისხიანობა ძალიან დაბალ ფასს? ანუ რეალურად შესაძლებელია კბილის პასტა შეიცავდეს ორივე მინერალს და 1,5 ლ ღირდეს?

    • 1. სავლებებით ღრძილების დაავადება არ იკურნება. ანტისეპტიკური სავლებები გამოიენება ნადების წარმოქმნის საწინააღმდეგოდ, რაც პრევენციას წარმოადგენს და დამხმარე საშუალებაა.
      2. პასტა შეიძლება შეიცავდეს ორივე მინერალს, მაგრამ რამდენად მოხდება ეს მინერალები კბილის ქსოვილებში სხვა საკითხია. მაგალითად, ითვლება რომ ყველაზე ეფექტური ფტორიდი ამინოფტორია და არსებობს მისი შემცველი პასტები. კალციუმის მინანაქარში დიფუზია დიდი პრობლემაა და ამისთვის შეიქმნა სპეციალური კომპლექსი – რეკალდენტი და მისი შემცველი საშუალებებიც არსებობს. მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა 1,5 ლარი არ ღირს.
      თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კბილის პასტის უმთავრესი ფუნქცია ჰიგიენურია და ამას ნებისმიერი კბილის პასტა ასრულებს ხარისხიანი ჯაგრისისა და სწორი გახეხვის პირობებში.

  95. mainteresebs ra jdeba paipuris kbilebi?

  96. gamarjobat maintersebs universiteti damtavrebidan rezidenturashi pirdapir ortodontishi rm chavabar sheidzleba tu terapia unda gaviaro da mere ?
    gtxovt mipasuxot

    • გამარჯობა. რამდენადაც ვიცი პირდაპირ შეგიძლიათ ორთოდონტიის რეზიდენტურაში ჩაბაარება.

  97. გამარჯობა. მეტალოკერამიკის კბილი ღრძილს დაშორდა და თუ შეიძლება პლომბით შეივსოს სიცარიელე? მადლობა

    • გამარჯობა. ასეთი რამ ხდება ხოლმე როცა უკვე გამოსაცვლელია გვირგვინი. შიგნით არსებული კბილის ქსოვილის მაქსიმალურად შესანარაჩუნებლად უმჯობესია გამოიცვალოთ უკვე.

  98. გამარჯობა.
    ამას წინათ გადაცემა “პროფილში” იყო ალექსანდრე კუზანოვი (თუ არ ვცდები) და კისაუბრეს, რომ კბილების გასწორება 2 დღეშიც იყო შესაძლებელი რაღაც ახალი მეთოდით :/ არა ბრეკეტები და არა ფირფიტები.

    სამწუხაროდ, სახელი აღარ მახსოვს იმ აპარატის და მეთოდის. თუმცა იმავე დღეს დავსერჩე და მსგავსი ვერაფერი ვიპოვე კუზანოვის საიტზე.

    თქვენ ფლობთ რაიმე ინფორმაციას ასეთ მეთოდზე? არასწორი თანკბილვის გასწორება შესაძლებელია ბერკეტების გარეშე?

    • გამარჯობა.
      აი წარმოიდგინეთ კბილი — გვიგვინი (ანუ მისი ხილული ნაწილი) და ფესვი, რომელიც ძვალშია მოთავსებული. თანკბილვის გასწორებისას ორთოდონტიული გზით კბილზე განვითარებული ძალის საშუალებით კბილი ფესვიანად გადაადგილდება ძვალში (რომელიც ხანგრძლივი და რთული პროცესია) და იკავებს ახალ ადგილს. ლოგიკურად, ეს ვერ მოხდება ვერც 1 დღეში და ვერც 1 თვეში. რჩება ვარიანტი, როცა კბილის გვირგვინის ფორმის შეცვლა ხდება და შეძლებისდაგვარად მისი ჩაყენება ახალ პოზიციაში. მაგრამ ეს არაა შესაძლებელი ყველა პათოლოგისას. ამ დროს ხდება გვრიგვინის ფორმის შეცვლა ან ჰელიობჟენით, ან ხელოვნური გვირგვინით. ანუ კბილი იქლიბება და ფესვზე “შენდება” ახალი გვირგვინი სასურველი ფორმით. მაგრამ ეს მეთოდი ახალი არაა და დიდი ხანია არსებობს და ხშირად გამოიყენება, თუ ამას გულისხმობდა ბატონი ივა.

  99. gtxovt damexmarot..zeda did kbilebze gamichnda ragac nadebi ..mteli kbili gadabara da grdzilsac awveba da sxva kbilebzec gadmodis ,ra aris ram gamoiwvia an rogor movishoro//

  100. ara ar vgechav mag mxares.. perit yvitelia da dzalian magari.kbilis jagrisit mocla sheudzlebelia

    • ეს ყოველთვის ასე ხდება. როცა რომელიმე მხარეს არ ღეჭავენ. ალბათ რომელიმე კბილის გამო არ ღეჭავთ და გირჩევთ რაც შეიძლბა მალე იმკურნალოთ. რაც თქვენ გაქვთ მინერალიზებული ნადებია, მის ქვეშ ჩნდება კარიესი და იწვევს ღრძილის ანთებას, ყველა კბილზე ჩნდება, რომელიც ღეჭვაში არ მონაწილეობს. თქვენით ვერ მოიშორებთ, უნდა მიხვიდეთ ექიმთან და ჩაიტაროთ გაწმენდა.

  101. dzalian didi madloba

  102. gamarjobat, me bavshvobidan kargi kbilebi maqvs … rac sheexeba formas da jamrtvelobas. kbilis eqimtan bolos rodis viyavi arc ki maxsovs, magram shevamchnie, rom kbilebi moyvitalo peris gaxdnen, tumca isev gavmeordebi aranairad ar macuxeben ubralos vizualiri epeqti ekargebat. kitxva shemdegia: ra sashvalebebit shemidzlia kbilebi gavatetro da aranairi ziani ar mivayeno (peri vici rom shesadzloa sheicvalos HITINIS gamo, yavas vsvam da vecevi) nu radgan am sferoshi me naklebad verkvevi tqven gendobit, cinascad didi madloba.

    • გამარჯობა. HITINIS მნიშვნელობას ვერ ვხვდები. კითხვას რაც შეეხება, პირველ რიგშ უნდა მიხვიდეთ ექიმთან და ჩაიტაროთ გაწმენდა, რომელსაც 6 თვეში ერთხელ ტარდება. ამის შემდეგ თუ მაინც არ დაგაკმაყოფილებთ მინანქრის რეალური ფერი, შეგიძლიათ მიმართოთ ქიმიურ გათეთრებას, სხივით ან კაპებით. გირჩევთ შინაურ მეთოდებს ნუ გამოიყენებთ.

  103. gmadlobt, shegidziat mirchiot romel adgilas mivide, rom yvelaperi chatardes rac sheidzeba uket ? rac sheexeba finansebs … ramdeni damijdeba eg procedura (cmenda) da ra uaryopiti efektebi shesadzloa mas moyves ?

    • კბილების პროფესიული წმენდა ჰიგიენურ-პროფილაქტიკური პროცედურაა და სწორად ჩატარების შემთხვევაში არანაირი უარყოფითი ეფექტი არ შეიძება მოჰყვეს. ჩვეულებრივი ულტრაბგერითი აპარატით ფასები მერყეობს 40-დან 100 ლარამდე. “ვექტორით” — 300 ლარი. შეგიძლიათ მიხვიდეთ “მინანქარში”, “ელიტში”, “HBI-დენტში”. ფასები სხვადასხვაა. “ვექტორი” მხოლოდ “ელიტში” აქვთ.

  104. gamarjoba,gtxovt mirchiot sad chavisva kbilebi.tanxas mnishvneloba ar aqvs,mtavaria xarisxianad gamiketon.ramdenime karg klinikashi namkopi var da ukve imxela archevani dzalian davibeni,radgan pasit vegar vxvdebi xarisxs.didi madloba

    • გამარჯობა. “კერამიკოში” იყავით ან “ცედექსში”?

  105. kidev ertxel didi madloba tqven da tqvens saits, aucilebdal gavivli mag proceduras, vici ukve dzalzed bevr shekitvas gisvamt, magram maseti adamini var, rom arapers gavaketeb sanam ar gavarkvev ra da rogor … gasuptavebis shemdeg kbilebis gatetrebac minda ogond im metodit romelic emals ar daazianebs, chemma ahlobelma lazerit gaitetra ris shedegadac kbilebi metad mgrznobiare gaxda da raime sxva gza arsebobs ? da kidev ert rames gtxovt (girchevt) rogorc upro mogcont: dzalian momecona rom arsebobs kitxva-pasuxi saitze, magram yvelapris cakitxva dznelia (bevri masalaa) da kitxvebs raime kategoria rom qonoda shemosuli, dainteresebuli adamiani upro scrapad moidzniebda sachiro informacias. kategoriebis magaliti: kbilis amogeba, daplombva, gatetreba, kariesi … kidev ertxel gavmeordebi, rom dzalian momcons is rasac aketebt, gisurvebt carmatebebs

    • რჩევისთვის დიდი მადლობა, ვიფიქრებ ამაზე :)
      მგრძნობელობის მომატება გათეთრების ყველა მეთოდს ახასიათებს მეტ-ნაკლებად და გარკვეული პერიოდის მერე გაივლის. სწორად ჩატარებული მინანქარს ზიანს არ აყენებს, ასევე მნიშვნელობა აქვს რომელ სისტემას გამოიყენებთ. ხარისხიანს სისტემებს აქვთ სპეციალური დანამატები მგრძნობელობის მომატების საწინააღმდეგოდ.

  106. dzalian mchirdeba pasuxi, kbilebi maq win wamoweuli da gasasworebeli, yovel tve davdiodi potshi koreqciaze breketebi meketa, sakmaod kargi shedegi maq magram yovel tve michirs potshi siaruli. Mainteresebs zugdidshi aris tu ara ortodentiuli klinika!

    • სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია, არის თუ არა ზუგდიდში ორთოდონტი.

  107. gamarjobat,sami dgis cin amovige meshvide knili da vgrdnob rom dvali maqvs kbilbudeshi eqimma mitxra dgideao,da mainteresebs es dzgide shexorcebis shemdeg daipareba tu ara? didi madloba cinascar

    • საერთოდ ძგიდის მოკვეთა ამოღებისთანავე ჯობია, რომ მერე არ შეაწუხოს პაციენტი. ჭრილობა რომ დაიხურება შეიძლება აღარ შეგაწუხოთ, თუ არადა მოკვეთა იქნება საჭირო, ანესთეზიის ქვეშ.

  108. ra jdeba kbilebis vinireba erti yba ?

    • ვინირები წინა კბილებზე კეთდება მხოლოდ. კომპოზიტის ვინირები დაახლოებით 100 ლარია, ყველა კლინიკას თავისი ფასები აქვს.

  109. gamarjoba. tu shegidzliat mimaswavlot sad mushabs amjamad ramaz nariashvili?

  110. gamarjobat mainteresebs ra girs breketebis gaketeba tqventan minimaluri da maximaluri pasi ramdenia?
    wimaswar didi madloba

    • გამარჯობა. მე არ ვმუშაობ ორთოდონტიაში, ამჟამად საერთოდ არ ვიმყოფები საქართველოში.

  111. da vis mivmarto ??

    • გააჩნია თქვენი ბიუჯეტი რამდენია. შეგიძლიათ მიხვიდეთ კონსულტაციაზე თამარ კუბლაშვილთან “უნიდენტში”, ასევე “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში”. თუ პირობები არ მოგაწყობთ, დღეს ბევრ კლინიკაში აკეთებენ უკვე ბრეკეტებს.

  112. ukacravad ragac kitxva maq da tu shegliat pasuxis gacema…var 15wlis da ar maq ori kbili chanasaxshi wina ori kbilisgverdita ori kbili..maineresebs a asakshi shemiliakbilebis gaketeba..vgulisxmob chasmas

    • რეკომენდებულია 18 წლის შემდეგ, როცა ყბების ზრდა დასრულდება.

  113. gamarjobat nervi kariesuli daplombis shedegad momikvda da yba damisivda.. amjamad vmkurnalob eqimma kbili damitova gaxsnili ukve 2 kviraa or dgeshi ertxel mimushavebs da sheidzleba amdeni xani gaxsnili iyos?

    • უკაცრავად რომ აქამდე ვერ გიპასუხეთ. ყველა ექიმს თავისი შეხედულება აქვს. ჩემი აზრით 2 კვირა ძალიან ბევრია, თუ ინიშნება ანტიბიოტიკი + სავლები და ადგილობრივადაც მუშავდება.

  114. gamarjobat,icit ra mainteresebs maqvs maqvs kbili chamoshlili da darcheni maqvs pesvi da rogor sheidzleba ro agvidgino kbili da ramdeni damijdeba,iqneb klinikac mirchiot? winaswr madlobt

    • გამარჯობა.
      ფესვზე აღდგენა შესაძლებელია ხშირად. პირველ რიგში უნდა შეფასდეს ფესვის მდგომარეობა რენტგენზე და შემდეგ გადაწყდეს ღირს თუ არა, ან პროგნოზი როგორი იქნება. აღდგენა შესაძლებელია ჩანართით ან წკირზე, შემდგომ კი უნდა დაიფაროს ხელოვნური გვირგვინით.
      რა დაგიჯდებათ ვერ გეტყვით. შეგიძლიათ მიმართოთ “ელიტს”, “ზაზა ხატიაშვილის კლინიკას”.

  115. pasuxistvis didi madloba da kidev icit ra mainteresebs maqvs egredwodebuli grjolebi da minda cota dapataraveba da aris tuara shesadzlebeli?

    • გააჩნია რას გულისხმობთ. თუ კბილები გამოსულია კბილთა რკალიდან, საჭიროა ორთოდონტიული მკურნალობა. ზოგიერთი, შედარებით მცირე დარღვევისას შეიძლება ვინირით ან ხელოვნური გვირგვინით მოხერხდეს მათი რკალში ბუნებრივად ჩასმა.

  116. ara chveulebriv mdgomareobashia,ubralod cota didebia da me tviton ar momwons, da shesadzlebelia cota dapataraveba?

    • კი, შესაძლებელია. ამ შემთხვევაში გვირგვინი არაა საჭირო, ვინირი საკმარისი იქნება.

  117. მაქვს წინა კბილები გაყოფილი, ზევით ასე მილიმეტრნახევარზეე და ქვევით ასე მილიმეტრამდე მანძილით, მაინტერესებს ხო შეიდზლება მიახლოვებაა? ისე კბილების წყობა კარგი მაქვსს, თუ სჰეიდზლება, რა დრო დასჭირდება და რა ჯდება საშუალოდ?

    • შეიძება ორთოდონტიული გზით სივრცეების შევსება ან ვინირების საშუალებით. რა დაჯდება ვერ გეტყვით. უნდა მიხვიდეთ კონსულტაციაზე და დაიანგარიშებენ. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

  118. გამარჯობა. ერთი კბილი მაქვს გასასწორებელი. ბრეკეტის გაკეთება არ მინდა და სხვა რა გზით შეიძლება გავისწორო? შეიძლება მარტო ერთი კბილი გავიქლიბო და გადავიკრა?

    • გამარჯობა. ერთეული კბილის შეცვლა ზოგჯერ შესაძლებელია ვინირის საშუალებით.

  119. gamarjobat qalbatono maka.daviplombe 2 kbili grma kariesis diagnozit,chamis dros kbili macuxebs ogond tkivili araa xangrdzlivi,eqimma mitxra plombi pulpas acveba da imitom gtkivao,tqven ras mirchevt ra vqna?

    • გამარჯობა. ღრმა კარიესის დროს არის ხოლმე დაბჟენის შემდგომი მგრძნობელობა, რომელიც თანდათან უნდა შემცირდეს და გაქრეს. თუ ტკივილი არ იცვლება და მითუმეტეს თუ ზრდადია, საჭირო იქნება კბილის დეპულპაცია ანუ მოკვლა, რომ უფრო არ გართულდეს.

  120. da kidev erti shekitxva helio plombis dros sarchuli unda gauketdes tu ara?

    • გააჩნია რომელ სარჩულს გულისხმობთ. საიზოლაციო არაა საჭირო. წინა კითხვიდან გამომდინარე ალბათ სამკურნალო სარჩული გაინტერსებთ. ამ უკანასკნელის გამოყენება დამოკიდებულია არა ბჟენის სახეობაზე, არამედ დიაგნოზზე და ექიმის შეხედულებაზე. მე პირადად სამკუნალო სარჩულებს მხოლოდ დროებით ვათავსებ და მუდმივი ბჟენის ქვეშ არ ვტოვებ.

  121. gamarjobat var 27 wlis da wina ori kbili arc tu ise dzalian magram win gamoweulia,mainteresebs breketebis chasmis dros yvela kbili jansagi unda iyos?daplombili kbilis shemtxvevashi sheidzleba tu ara breketebis gaketeba?

    • გამარჯობა. კი, რა თქმა უნდა შეიძლება დაბჟენილ კბილზე ბრეკეტის დაფიქსირება.

  122. am shemtxvevashi zeda da qveda ybaze magrdeba breketi?qveda ybaze shualedshi kbili maklia da es xels sheulis ?

    • ამას მე ვერ გეტყვით, უნდა გნახოთ ორთოდონტმა.

  123. gamarjobat , minda rom mirchiot eqimi romelic qirurgiuli charevit aketebs kbilebs , chems megobars awuxebs dzalian didi problema , kbilebi dzalian dazianebuli aqvs zeda da qveda ybas ertmanetze ver adebs , win rcheba rmulis magvari , ra sheidzleba iyos problema da sad unda mividet gtxov momwerot

    • გამარჯობა. რამდენადაც მივხვდი თქვენს მეგობარს ორთოდონტიული პრობლემა აქვს, კერძოდ ღია თანკბილვა. უნდა მიმართოს ორთოდონტს. ღია თანკბილვა ერთერთი ყველაზე რთული პათოლოგიაა. როგორი იქნება მკურნალობა ან შესაძლო შედეგი, ეს ორთოდონტმა უნდა უთხრას. გირჩევთ კონსულტაციაზე მიხვიდეთ თამარ კუბლაშვილთან “უნიდენტში”.

  124. gamarjobat, me mainteresebs ra girs breketebis chsma?

    • გამარჯობა. ყველა კლინიკას თავისი ფასები აქვს. თბილისში ფასი მერყეობს 1000-დან 5000 ლარამდე (ორივე ყბა).

  125. დიდი მადლობა და ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება გავიკეთო კბილი ვინირის საშუალებით და დაახლოებით რა ღირს?

    • “ელიტში” აკეთებენ როგორც კერამიკის, ისე კომპოზიტის (ჰელიობჟენით) ვინირებს. აბაშიძის 47.

  126. გამარჯობა. მაინტერესებს ზედა ყბაზე საშუალო ხარისხის კბილის (იმპლანტანტის) ჩასმა რა ფასი ღირს დაახლოებით. წინასწარ მადლობა

    • გთხოვთ კითხვა დასვათ შესაბამის ქვეკატეგორიაში.

  127. ybebis areshi xshirad mxvdeboda xolme ramdenime weli davdiodi brdzola swesebis garesheshi ris shedegadac wina kbilebze seriozuli problemebi shemeqmna kbilebi ar chammsxvrevia magram dzalian mawuxebs moryeulia sagia magram mainc mtkiva stomatologma nervebi amoigo magram aman ar mishvela rodesac shedarebit magar sachmels vcham dzalian dzlieri tkivili mewyeba kalcis nakleboba ar maqqvs magram ukve 1 welia sports sheveshvi magram kbilebi verada ver gamagrda iqneb mirchiot rame amogeba da protezi chemtvis adrea sakmaod axalgazrda var amis mets sxvas arafers mircheven iqneb damexmarot

    • გთხოვთ კითხვა დასვათ შესაბამის ქვეკატეგორიაში..

  128. gmadlobt winaswar asaks tu aqvs mnishhvneloba 23 wlis var

  129. gamarjobat… 3 kbili minda chavisva. mainteresebs ra droshi moxerxdeba.(anu zomis agebidan ramden dgeshi chamisvamen,drois namdvilad didi problema makvs)da romels mirchevdit. tu shegizliat rom tanxac damisaxelot.ikneb klinikac mirchiot ,da misamarti an web gverdi mimititot..cinascar gixdit madlobas…

    • გთხოვთ კითხვა დასვათ შესაბამის ქვეკატეგორიაში.

  130. Gamarjobat!! Agar vici ra vqna yvela kbili meshleba zogic mtydeba an tu viplombav.meore dgesve mipuchdebaa .. 16 wlis var da kbilebs xom ar chavisvam…. Tan kbilebii sul mtkivaa zeda marjvena mxares vela kbilshi pesvic maqvs moklulii.. Mirchiet ra ramee

    • გთხოვთ, კითხვა დასვათ შესაბამის ქვეკატეგორიაში.

  131. gamarjobat mainteresebs gldanshi tu aris kargi klinika sadac garantiit gamiketeben?

    • გლდანში საკმაოდ კარგი კლინიკაა “დენტ-არტი”, გლდანის ცენტრში, მუხიანის გადასხვევთან. გარანტიებზე ვერაფერს მოგახსენებთ.

  132. GAMARJVEBAT ME MAINTERESEBS MTLIANAD GAKETEBAC DA MKURNALOBA KBILEBISA ANTEBAS VGULISXMOB DA SURDOS SUNI RO AQ PIRSHI RA GIRS ES MKURNALOBA

    • ეს არაა რომელიმე კლინიკის ვებ-გვერდი. ამიტომ ზუსტ ფასებს ვერ გეტყვით, უმჯობესია მიაკითხოთ კლინიკას.

  133. Gamarjobat. Bavshvi myavs 8clis yvela gamocvlili kbnili yviteli akvs . Sheizleba tu ara tetri peris dabruneba

    • გააჩნია მიზეზს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში შეიძლება, ქიმიური გათეთრებით, ზრდასრულ ასაკში.

  134. gamarjobat , pirveli molari maklia da da ras mirchevt implanti gaviketo tu gvirgvinebi ?

    • გვირგვინს ვერ გაიკეთებთ თი კბილი არ არსებობს. ხიდს თუ გულისხმობთ, არჩევანის შემთხვევაში იმპლანტი ჯობია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s