კერამიკა აღდგენით სტომატოლოგიაში შეუცვლელ მასალას წარმოადგენს კბილთა პროთეზირების სფეროში. იგი აბსოლუტურად ინერტულია და შეთავსებადი პირის ღრუს ქსოვილებთან, არ იწვევს რაიმე სახის ალერგიულ რეაქციას. მეტალო-კერამიკა, რომელიც დღემდე ძალიან პოპულარულია, წარმოადგენს მეტალის კარკასს, “მოპირკეთებულს” კერამიკის ფენით. იმდენად, რამდენადაც მეტალი არ ატარებს სინათლის სხივს, მეტალოკერამიკის გვირგვინი ბუნებრივი კბილისაგან განსხვავებით ვერ ახდენს სხივის გარდატეხას, რის გამოც არ გააჩნია ბუნებრივი გამჭვირვალობა.
უმეტალო კერამიკა მთლიან-კერამიკულ გვირგვინს წარმოადგენს. მეტალის კარკასის გარეშე. თუმცა იგი მოკლებულია იმ სიმტკიცეს, რასაც მეტალის კარკასი ანიჭებს ხელოვნურ გვირგვინს, მაგრამ გააჩნია ბუნებრივი გამჭვირვალობა და მაქსიმალური მიახლოება ბუნებრივ ფერთან. სიმტკიცის გაზრდის მიზნით მთლიანკერამიკული გვირგვინები მზადდება განსაკუთრებული ტექნოლოგიით — ჩამოსხმის მეთოდით. ადრე მას უფრო მეტად უფრო მეტად ფრონტალური კბილების აღსადგენად იყენებდნენ. თუმცა სტომატოლოგიაში ცირკონიუმის ოქსიდის დანერგვით ახალი ეტაპი დაიწყო უმეტალო კერამიკის გამოყენების სფეროში.
ცირკონიუმის ოქსიდს დიდი ხანია იყენებენ მედიცინაში. მაგალითად, მენჯ-ბარძაყის სახსრის აღდგენითი ოპერაციების დროს. მას ახასიათებს განსაკუთრებული სიმტკიცე, სიმსუბუქე და სრული შეთავსების უნარი ადამინის ორგანიზმთან. სტომატოლოგიაში ცირკონიუმის ოქსიდის გამოყენება მე-20 საუკუნის ბოლოს დაიწყო. მას გააჩნია ის დადებითი თვისებები, რაც რაც მეტალს და ამის გამო შეცვალა მეტალის კარკასი. გარდა ამისა თავისი ფერით უახლოვდება კბილის შიდა ქსოვილს — დენტინს და სხივის გარდატეხას ახდენს ასევე დენტინის იდენტურად. 
ესთეტიკური თვისებების გარდა მთლიანკერამიკული გვირგვინების უპირატესობა ისიცაა, რომ პროტეზირების ეს სახე ნაკლებად ტრავმულია პაციენტისთვის. იგი საყრდენი კბილის ნაკლებ დამუშავებას მოითხოვს და ზოგიერთ შემთხვევაში მისი წინასწარი დეპულპაცია ანუ “მოკვლა” საჭირო არაა. ჩვენს დროში დიდი გავრცელება ჰპოვა ვინირებმა, განსაკუთრებით კი კერამიკის ვინირებმა, რომელიც მთლიან-კერამიკულ ფირფიტას წარმოადგენს. იგი მაგრდება წინა კბილების ზედაპირზე მათი წინასწარი დამუშავების შემდეგ. ამ დროს ასევე არაა საჭირო კბილის დეპულპაცია და არც ღრძილი ტრავმირდება. ვინირის საშუალებით შესაძლებელია კბილისთვის სასურველი ფორმისა და ფერის მიცემა, მინანქრის ზედაპირზე არსებული სხვადასხვა დეფექტების შენიღბვა.
ზემოთ აღწერილი კერამიკული “ნაკეთობანი” საკმაოდ ძვირადღირებულია. თუმცა შედეგი თქვენთვის მრავალი წლის განმავლობში იქნება სილამაზე, კომფორტი, და რაც მთავარია ჯანმრთელობა.
მაკა ბუღაძე



maqvs zeda ybaze mechxeri kbilebi cina 6bili maqvs dashorebuli tu shegidzliat ro momcerot ra tnxa damigdeba vinireba rom gaviketo.da romel klinikas mirchevt,var 28 wlis.madlobt.
თითო ვინირი დაახლოებით 100 ლარამდე ღირს (ჰელიონჟენით). მაგრამ თქვენს შემთხვევაში რამდენად მიზანშეწონილია, ექიმთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ. გირჩევთ კონსულტაციას ირენ ზენტეკთან “ელიტში”.
maqvs zeda ybaze araswori wyobis kbilebi, erti sakbechi kbili win aris gamoweuli, dargveulia simetria. mainteresebs shesadzlebelia tu ara vinirebit am problemis mogvareba?
სიმეტრიის დარღვევაში რას გულისხმობთ ჯერ დააკონკრეტეთ. თუ ცენტრია დარღვეული (ანუ სახის შუახაზი 2 ცენტრალურ საჭრელს კბილს შორის უნდა გადიოდეს, ცენტრის დარღვევისას კი ერთერთი საჭრელის გადანაცვლების გამო შუახაზი მასზე გადის) ეს პრობლემა ვინირით ვერ მოგვარდება. თუ რკალიდანაა გამოსული, შეიძლება რკალში ჩასმა თუ საკმარისი ადგილია. წინააღმდეგ შემთხვევაში კბილი ბუნებრივი ზომის ვერ გამოვა.
წიამსწარ გიხდით მადლობას პასუხისათვის , რა ღირს ვინირი?
დაახლოებით 100 ლარის ფარგლებში.
maqsimum ramdeni weli aqvs garantia vinirs? da romelime klinika tu idzleva garantias werilobiti formit?
5-დან 10 წლამდე, სხვადასსვა ფაქტორზეა დამოკიდებული. წერილობითი ფორმით იძლევიან თუ არა გარანტიას ვერ გეტყვით.
gamarjobat. dzalian momewona tqveni gverdi da bevrisaintereso ram cavikitxe. minda gavigo vinirebis shesaxeb..amixsenit tu ar shecuxdebit misi arsi da ra mdgomareobashi ketdeba, maqvs titqmis garemontebuli kbilebi da saertod cud mdgomareobashi…itqmis rom sagi kbili ar maqvs…ras mirchevt, vis mivmarto konsultaciisatvis…madlobt.
გამარჯობა. მოდით მაშინ ასე მოვიქცეთ: სტატიას დავწერ ცალკე ვინირებზე და დავდებ უახლოეს მომავალში, რადგან ბევრისთვის საინტერესოა ეს თემა.
ვარ ალერგიული ყველა მეტალის მიმართ(ოქროს და ვერცხლის გარდა).თუმცა ჩემი კბილები აშკარად მოითხოვენ მეტალო კერამიკას:).ამ შემთხვევაში რა ზომებს იღებთ? რანაირად უნდა მოვიქცე?
წესით და რიგირთ, მეტალოკერამიკის გვრიგვინში არსებული მეტალის კარკასი შეხებაში არ უნდა იყოს რბილ ქსოვილებთან. მხოლოდ კბილის დაქლიბულ მაგარ ქსოვილებზე ცემენტდება. ასეთ შემთხვევაში ალერგიის მიზეზით გართულების ალბათობა პრაქტიკულად არაა.
მაქვს მეტალოკერამიკის გვირგვინი რომელიც დამაგრებულია ფესვებზე ჩამომტყდა ერთი კბილის ზედა კერამიკის საფარი, თუ არის შესაძლებელი ამ კბილის კერამიკით დაფარვა,
თუ ეს შესაძლებელია გთხოვთ მომწეროთ რომელ კლინიკას მივმართო
გვირგვინის მოუხსნელად, პირის ღრუში მხოლოდ დროებიტ შეიძლება აღდგენა სპეციალური ჰელიო-მასალით. შეიძლება მოხსნა და კერამიკის ფენის დამატება, თუმცა ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია გვირგვინის შეცვლა, რადგან მოხსნის შემდეგ, ისევე როგორც განმეორებითი გამოწვის შემდეგ კერამიკა ხშირად იბზარება.
wina 9 kbili maqvs sagi, danarcheni shignita kbilebi amogebuli. sheidzleba tu ara protezis gareshe chasma kbilebis.
ასეთ შემთხვევაში პროტეზის გარდა იმპლანტაციაა გამოსავალი.
misamarti momweret?
რისი მისამართი?
გამარჯობათ,მაღლა 7 კბილი მაქვს მეტალო კერამიკის და ამასთან ერთად დამეწყო ღრძილების ანთება თან ერთვის მარჯვენა თვალის ტკივილი რაც გავიკეთე კბილები მის მერე,შეიძლება თუ არა იყოს გამოწვეული ეს ტკივილები და მხედველობის დაქვეითება აქედან გამომდინარეე.
გამარჯობა. თქვენ მომწერეთ უკვე ეს კითხვა და გიპასუხეთ:
“თვალის ტკივილი შეიძლება იყოს ცალკე ნევროლოგიური პრობლემა და ნევროპათოლოგს უნდა მიმართოთ.
ხელოვნური გვირგვინების დროს ხშირია ღრძილების ანთება. თუ გვირგვინები გამსოაცვლელია, უნდა გამოცვალოთ. ამით შეიძლება მოგვარდეს ღრძილების პრობლემა. ყოველ შემთხვევაში პირველ რიგში კონსულტაციაზე უნდა მიმართოთ თერაპევტ სტომატოლოგს და ის გადაგამისამართებთ ორთოპედთან თუ საჭიროა.”
didi madlobaaa
შეიძლება თუ არა ფერშეცვლილ კბილზე ვინირის გადაკვრა და ზუსტად ძველი ფერის დაბრუნება?
რა თქმა უნდა. ფერის მიღება ექიმის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.