“კბილების გასწორება” ანუ ორთოდონტია


feradi-breisebi

ყველას გვყოლია სკოლის ასაკში მეგობარი ან ნაცნობი, რომელიც ორთოდონტიულ აპარატს ატარებდა. ზოგს საკმაოდ დიდხანსაც უწევდა ამ “სამკაულის” ტარება. მართლაც ორთოდონტიული მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. თუმცა თანამედროვე ბრეკეტ-სისტემებს ამ მხრივ ნამდვილად აქვს უპირატესობა.

ორთოდონტიულ მკურნალობას ექვემდებარება როგორც თანკბილვის, ისე კბილთა დგომის ანომალიები. ამ პათოლოგიების მიზეზი შეძლება მრავალი იყოს: ორსულის მიერ გადატანილი დაავადებები, გენეტიკური ფაქტორი, მავნე ჩვევები.

პრობლემები, რომლებიც დროთა განმავლობაში მოჰყვება არასწორ თანკბილვას საკმაოდ სერიოზულია. გარდა ესთეტიური არასრულფასოვნებისა, დარღვეულია კბილების უმთავრესი — ღეჭვითი ფუნქცია, რასაც მოჰყვება მთლიანად საღეჭი აპარატის —  კუნთებისა და ქვედა ყბის სახსრის ფუნქციის დარღვევა, ასევე კბილების პათოლოგიური ცვეთა. ღეჭვითი ფუნქციის დარღვევა იწვევს საკვების გადამუშავებისნ დარღვევას და შესაბამისად ზიანდება საჭმლის მომნელებელი სისტემა.

კიდევ ერთი სერიოზული რპობლემა, რომელიც თანკბილვის და კბილთა დგომის ანომალიებს მოჰყვება, ესაა პაროდონტის დაავადება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კბილის მთავარი ფუნქცია ღეჭვაა. თუ არ ხდება მისი სათანადო დატვირთვა ღეჭვითი ძალით, ირგვლივმდებარე ქსოვილში იწყება სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევა, ძვლოვანი ქსოვილის კვების მოშლის გამო მისი განლევა ხდება და კბილი იწყებს მორყევას.

კბილთა არასწორი დგომის დროს მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ვერ ხდება სრულფასოვანი წმენდა. დაგროვილი ნადები კიდევ უფრო ამძიმებს პაროდონტის ქსოვილების მდგომარეობას და ამასთან კარიესის განვითარების ალბათობაც მაღალია.

“კბილების გასწორება” ანუ თანკბილვის ანომალიების მკურნალობა ხდება ძირითადად ორი მეთოდით: მოსახსნელი და მოუხსნელი აპარატებით.
მოსახსნელი აპარატი წარმოადგენს პლასტმასის ფირფიტას მეტალის რკალით, ხოლო მოუხსნელი ბრეკეტ-სისტემებია. ბრეკეტები დამაგრებული თითოეული კბილის ზედაპირზე და ერთმანეთთან მავთულითაა დაკავშირებული. ორივე შემთხვევაში კბილებზე ზეწოლის საშუალებით ხდება მათი გადანაცვლება სასურველი მიმართულებით.

კბილი არაა შეზრდილი ირგვლივმდებარე ძვალთან უძრავად. უფრო სწორად კი მასთან ერთგვარი იოგებითაა დაკავშირებული. მუდმივმოქმედი სუსტი ძალის ზემოქმედებით შესაძლებელი კბილის გადანაცვლება სასურველი მიმართულებით. საქმე იმაშია, რომ ძვლოვან ქსოვილს აქვს უნარი გაიწოვოს ზეწოლის შედეგად. კბილის გადაადგილდება. თავისუფალ ადგილს კი კვლავ ახალი ძვლოვანი ქსოვილი ავსებს. აუცილებელი პირობაა, რომ კბილებზე მოქმედი ძალა მუდმივი იყოს. ამიტომ მოსახსნელი აპარატებით მკურნბალობისას მათი მოხსნა მხოლოდ კვების დროს შეიძლება, ხოლო ბრეკეტ-სისტემების პლუსი ისიცაა, რომ პაციენტს თვითნებურად არ შეუძლია მისი მოხსნა.

ზემოთჩამოთვლილი მიზეზები ალბათ საკმარისია ორთოდონტიული  მკურნალობის აუცილებლობაში დასარწმუნებლად. თუმცა არის კიდევ ერთი: უნაკლო კბილები თქვენი იმიჯის უმნიშვნელოვანესი შტრიხია.

მაკა ბუღაძე

About these ads

252 responses to ““კბილების გასწორება” ანუ ორთოდონტია

  1. ეეეჰ :(, მე მაქვს ეგ პრობლემა, კი არადა ,ხო რა,
    დიდი ხანი არა რაც გამეღუნა ქვედა ყბაზე ჭინა რამოდენიმეკბილი,
    25 წლის ვარ,
    ალბათ დაახლ. 5 წლის წინ დაიწყო პროცესი
    ან რატო ეს ეგვიან? რისი ბრალია ნეტა? ???/

  2. ქვედა მერვეები ხომ არ ამოგივიდა ამ ხნის განმავლობაში, ან ახლა ხომ არ ამოგდის?

  3. კი რამოდენიმე წლის წინ ამოიეშვირა ნახევრები ოღონდ მარტო , და არაფერი არ ცვლება ანუ ბოლომდე არ ამოსულა, ჯერ
    ანუ მაგის ბრალია? სიბრძნის კბილების ამოჭრის ბრალი?

  4. სავარაუდოდ მაგის ბრალია. სანამ ბოლომდე ამოიჭრება კიდევ გადაანაცვლებს კბილებს.

  5. უიიჰ მართლაა? :O
    და რა სუსტი ყბები მაქვს თუ რა ვიცი რა მაქვს სუსტი, ვის არ ამოსვლია სიბრძნის კბილები და ეს ხო არ ემართებათ
    ჰოდა კიდე–სანამ ამოსულა ბოლომდე მანამ რო ამოვიღო ეს მე8 კბილები არ შეიძლება ? :(,მაინც არაფრის მაქნისია, მაგათ გარეშეც მშვენივრად ვარ და ვიყავი :)

  6. მერვე კბილების ამოჭრისას რკალის დარღვევები ძალიან ხშირია. ამიტომ ამოჭრამდე სტომატოლოგმა რენტგენზე უნდა განსაზღვროს ამოჭრის სავარაუდო მიმართულება და შანსი რკალის დარღვევისა. ამის მიხედვით ხდება ზომების მიღება. უნდა გადაიღო ორთოპანტომოგრამა და აჩვენო ექიმს. თუ დახრილია ან ჰორიზონტალურად წევს მაშინ ჯობია ამოიღო (მერე რა რომ ბოლომდე ამოჭრილი არაა). თუ მიმართულება სწორი აქვს, მაშინ სავარაუდოდ ორთოდონტის კონსულტაცია დაგჭირდება. ანუ რკალის გასწორება გჭირდება, მაშინ ამოღებას გირჩევს ალბათ. ენივეი, ჯერ რენტგენი გჭირდება. ოღონდ ორთოპანტომოგრამა.

  7. აჰაა გაიხარე, იმედია ამოღება უშველის, კი არადა არ გააუარესებს რაც უკვე არის იმას :ჵ

    ე.ი. ორთო-პანტო-გრამა ოკ (პირველად მესმის),გადავიღბ :)

    (ჩვეულებრივ ადგილებში ხო იღებენ? ანუ რენტგენის ნაირსახეობაა ალბათ)

  8. ორთო-პან-ტომოგრამა. ყველგან არ იღებენ. მაგალითად მიცკევიჩის 20-ში ან ვაკის ლეჩკომბინატში. ღირს სადღაც 25 ლარი.

    • ukacravad , dzalian dakompleqsebuli var gtxovt vinmem mitxarit rame, var 21 wlis, zeda yba gamoweuli titqmis 1 santmetramde qveda ybastan shedarebit, dzlian dakompleqsebulli, ar, sicilis merideba, suntqvaze mqonda problema didixani da mitxres rom pirit rom suntqavdi magis braliao, gtxovt mitxari rkinebi ybas shemiwevs ukan? tu qimiuri charevaa sachiro an ushvelis qimiuri? rogor moviqce yvelafers gaviketeb ogon gamiswordes..

  9. au eg unda gadavigho am kvirashi aucileblad

    dges ertma stomatologma mitxra mag kbilis amoghebis mteli operaciao, gaachnia rogor mdebareobs eg sibrdznis kbili,zogjer dzalian dzneli misadgomia da ybis ttrepanaciac sheidzleba dachirdes :(, saertod mshishara ara var,magram mshvidad ro viyo kargi specialisti cmhirdeba da mteli proceduris kargad axsna.eseti vinme unda vipovo

  10. xo kidev yvelafer amasTanaa mibmuli tu eg calke simptomia neta?–marcxena qvedayba-safetqlis saxsarshi zogjer tkacunebs chamis dros, zogjer! sxva arferi,arc mtkiva da arc piris ghaghebas mizghudavs

  11. მერვე კბილების ექსტრაქცია მდებარეობის გამო შეიძლება უფრო მეტად ტრავმული იყოს. მისადგომადაც რთულია ზოგჯერ. მაგარმ ამაზე წინასწარ ნუ იფიქრებ. ჯერ ორთოპანტომოგრამა გადაიღე.
    საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის პათოლოგიები ხშირია. ცალ მხარეს ხომ არ ღეჭავ ან ადრე ხომ არ ღეჭავდი?

  12. კი კი კი, სულ ცალ მხარეს ვღეჭავდი, ეხლა მეც ვიფიქრე რომ მაგის ბრალი ხო არ არის მეთქი და დავიწყე აქეთ მხარესაც ღეჭვა,ალბათ ამიტომაა ხო? იმედია არაფერი სერიოზული და გამოსწორდება და რამე პროცესი არ მიდის ამ სახსარში,იმიტომ რომ არც მტკივა არც ნუ არანაერი სხვა სიმპტომი არა მაქვს,მარტო აი ზოგჯერ ალაგ-ალაგ ტკაცუნი ღეჭვის დროს :)
    ხო ,იმ ორთოპანტომოგრამას პარასკევს ვაპირებ და მართალი ხარ წინასწარ არ ვიფიქრებ უარესსზე :ჵ :)

  13. ახლა ვერაფერს იზამ. თუ შეგაწუხებს მერე მიმართე ექიმს.

  14. წინა კბილები მაქვს დაბრეცილი,წინა ეშვები გამოწეულია და გვერდითები ჩაწეულია,ვარ 25 წლის.წინა კბილიები დაპლომბილი მაქვს,თუ შეიძლება რო ისე გავისწორო რომ პლომბი არ დაზიანდეს?სად შეიძლება?გთხოვთ მომწეროთ!წინასწარ გიხდით მადლობას!

  15. linda
    გააჩნია ბჟენის (პლომბის) ზომას. თუ ბრეკეტის ფიქსაციისთვის საჭირო ზედაპირი ბჟენისგან თავისუფალია, პრობლემა არაა, ბჟენებს არაფერი მოუვა. ჯობია კონსულტაცია ჩაიტაროთ ჯერ და ყველაფერს აგიხსნით ექიმი.

  16. me miketia rkinebi da roca vnerviulob sul vatamasheb pirshi da cudad maqvs saqmee?

  17. tata
    ფირფიტა მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული და ასე ადვილად არ უნდა ვარდებოდეს ენით.

  18. mec maqvs eg problema ,magram loyaze shrami mishlis xels tavs ikaveben rkikebis chadgmisgan

  19. ra jdeba daaxloebit breketebiii

  20. ninucaa
    ლოყაზე ნაწიბური რატომ უნდა უშლიდეს ხელს აპარატს?
    ბრეკეტების ფასი არის 400-დან 1500 ლარამდე თითო ყბა.

  21. es shrami loyis shignitac maaq da beketebi piris modzraobis dros gagizianebs lorwovansoo.

  22. თუ ნაწიბული ახალი არაა, არამგონია რამე პრობლემას წარმოადგენდეს. იქნებ რამოდენიმე სხვა ორთოდონტიც ნახო და მათი აზრიც მოისმინო.

  23. me maqvs kbilebi gasasworebeli,13 wlis var…neta ramdeni xani unda vataro sinebi da sashualod ra damijdeba?

  24. გასწორების ხანგრძლივობა ბევრ მომენტზეა დამიკიდებული. მაგალითად გასასწორებელი აპარატის სახეობაზე, პაციენტის ასაკზე, ანომალიის სახეობაზე. საუკეთესო ვარიანტია ორთოდონტთან გაიარო კონსულტაცია და ფასის ჩათვლით თავად აგიხსნის ყველაფერს.

  25. chemi problema icit rashia-cina kbilebeze emali naxevradaa gadakruli tu ar vcdebi am daavadebas hipoplaza hqvia,qveda yba saertod deformirebulia,ogognd garehnulad araferi metyoba,23 wlis var da shesadzlebelia tu ara ybis gascoreba,is cina kbilebi ki daplombili maqvs, magram rali cina kbilebze datvirtva didia xshirad mshirdeba plombis shecvala,xan mtydeba da ravici,davitanje

  26. nitaa დარწმინებული არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს ბრეკეტის ფიქსაციისთვის. მაგრამ ის, რომ ბჟენები გტყდებათ და ხშირად იცვლით, ნორმალური არაა. ბჟენი კეთდება კბილის დატვირთვის გათავლისწინებით.

  27. 25 წლის ვარ. ნახევარი კბილები დაპლომბილი მაქვს, პატარობაში წინა 2 კბილი გამოწეული მქონდა და შემდგომ დაპლომბვის შედეგად გავასწორედ. ეხლა ლაპარაკის დროს ვიხლები ხოლმე და მიზეზი ზედა ყბა მეგონა , მაგრამ ექიმმა მითხრა რომ ქვედა ჩამორჩენილი ყბა გაქვს და ამის ბრალიაო, რამდენი დრო დაჭირდება რომ ეს პრობლემა მოვაგვარო, ხო კიდევ წინა 1 კბილი ფაიფურის მაქვს, რომლის ფესვში პროცესი მქონდა და მერე უვეჩეს საშვალებით ჩავაცხრეთ, რომელზეც ითქვა რომ 1 წელი გამიძლებდა არადა 10 წელი არის რაც მაქვს, გადასულია პლომბი , მაგრამ არ მტკივა.

  28. პირველი, რასაც გირჩევდით, ორთოდონტთან გაიარეთ კონსულტაცია.

  29. აუ dentist მიშველეთ :S

    ადრე აქ დავწერე ჩემს მარცხენა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარზე, ადრე მარტო ტკაცუნი იყო ზოგჯერ ეხლა კი ვგრძნობ ტკივილს, და მოძრაობის შეზღუდვას ანუ ანთების ნიშნებია ხო? :( მესმის რომ ასე გასარჩევი ამბავი არაა და უნდა მივიდე სტომატოლოგთან ,მაგრამ მანამდე მაინც მომზადებული რო ვიყო–ანუ რა შველის ამ ამბავს, როგრ მკურნალობენ? და ხო იკურნება?

  30. ქრონიკულ ართრიტს ხშირად ახასიათებს გამწვავება, რაც გაცივებას ან სახსრის ჭარბ დათვირთვას უკავშირდება. მწვავე პრიოდში რა თქმა უნდა ტარდება მკურნალობა, ყბა-სახის ქირურგს უნდა მიაკითხოთ. საერთოდ კი საჭიროა დამზოგველი რეჟიმი, არავითარ შემთხვევაში საღეჭი რეზინის საკმარისზე (15 -20 წუთი) მეტი გამოყენება, მაგარი საკვების ღეჭვა (მაგ, მაგარი ჩურჩხელა), უნდა მოერიდოთ მაქსიმალურად პირის გაღებას. სახლში რაც შეიძლება გაიკეთოთ, ესაა თბილი კომპრესები.

  31. ანუ ე სქრონიკული ართრიტია უკვე? ::O :(

    ოკ დიდი მადლობა

  32. erti kbili maqvs sheweuli shignit ..im kbilebisagan gansxvavebit romlebic nirmalurad maqvs ..daaxloebit ra jdeba mkurnalobaa?

  33. ra jdeba am breketebis chasma

    • თბილისში ფასები მერყეობს 500 დან 1500 ლარამდე ერთი ყბა.

  34. 21 clis var da zeda ybis kbilebis gascoreba minda..chavidgi plastmasis firfita metalis rkalit..gamiscordeba??dzaan cudi mdgomareoba ar maqvs.amastan metalma gamigiziana tuchis shida mxare ra vqna?

    • ეს ის კითხვებია, რომელზეც პასუხი თქვენმა ორთოდონტმა უნდა გაგცეთ. მე ვერაფრით დაგეხმარებით სამწუხაროდ.

  35. me breketi miketia uvkve 18tvea da 6tveshi movixsni,shedegic kargi maqvs da dzalian kmayopili varr

  36. 22 wlis var 16 wlis ro viyavi rkinebi meketa magram bolomde ar vatare da movixseni. mainteresebs sheidzleba tu ara exla mivakitxo stomatilogs da isev igive rkina chavidga, axali rom ar davamzado??

  37. აუცილებლად ახალი უნდა დაგიმზადონ. ან ბრეკეტი უნდა გაიკეთოთ.

  38. breketi ratoom?? rkinebit ver gavisworeb?

  39. ამ სტატიაში წერია რატომ ჯობია ფირფიტას ბრეკეტი.

  40. gamarjobat,var 27clis,aqamde ver movaxerxe rom kbilebi gamescorebina da exla shesazlebeli iqneba?anu asaks xom aqvs mnishvneloba?ra asakamdea eg rkinebi tu breketebi arvici ra mchirdeba?.zeda ori kbili maqvs gamoceuli,sibrznis kbilebi amosuli maqvs ukve.

  41. da kvelaze iafad da normalurad sad aketeben aq veravin dacers?

  42. breketebisTVis asaki ukuCvenebas ar warmoadgens umravles shemtxvevashi.
    yvelaze iafi da normaluri metalis breketebi 550-600 laridan iwyeba erTi yba.

  43. ნატულიკა

    გამარჯობათ, ვარ 24 წლის, მინდა ბრეკეტის გაკეთება ზედა ყბაზე, 2 წელი უკვე მეკეთა ფირფიტა მაგრამ ხშირად ვიხსნიდი,ამის გამო შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაინტერესებს ბრეკეტის ფასები და სად შეიძლება 500 ლარის ფარგლებში გავიკეთო ბრეკეტი, თუ ფლობთ ინფორმაციას გთხოვთ მომწეროთ. მადლობა წინასწარ

    • ძალიან კარგია, რომ ბრეკეტის გაკეთება გადაწყვიტეთ. მაგრამ მაგ ფასად მე არცერთი კლინიკა არ ვიცი სამწუხაროდ. მაინც მოიძიეთ სხვაგანაც ინფორმაცია.

  44. var 11 clis jer yvela mudmivi kbili ar maqvs da shemidzlia breketis gaketeba?pirpitebi meketa,magram didi shedegi ar momitana.pirshic sul mitamashebda gadacheris shemdegac ki…

    • ბრეკეტი უძრავადაა დამაგრებული კბილის ზედაპირზე. თანაც ბრეკეტი ყველა კბილის მოცვლის მერე მაგრდება ძირითადად. როგორც ჩანს ფირფიტა გქონდათ.

  45. იცით რა მაინტერესებს? სხვა არანაირი საშუალება არ არსებობს კბილების გასცორების? ჩემ შემთხვევაში გეტყვით როგორია სიტუაცია და ამიტომ გეკიტხებით.. მარტო წინა 2 კბილი მაქ ოდნავ შეცეული და მაგის გასწორება მინდა. მაგალითად ნერვი რო მოიკლას ორივე კბილში ისე ვერ გასწორდება? და მაგ შემთხვევაში რა ასაკიდანაა შესაძლებელი? ერთი სიტყვით სხვა რაიმე საშუალებით თუ ხერხდება კბილების გასწორება გთხოვთ პასუხი გამაგებინოთ.მადლობა :)

    • კი, ვინირის საშუალებით შეიძლება ფორმის შეცვლა, მაგრამ 2 კბილის გაწირვა მოსაკლავად ადვილი არაა. ყოველ შემთხვევაში, საშუალება არის და გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია.

  46. gamarjoba, var 22 wlis da exla gadavwyvite kbilebis gasworeba, rogorc ortodontma mitxra 2 weli mainc damchirdeba qveda ybaze, mainteresebs pirpitis tareba iwvevs tu ara dzaan yba saxis pormis shecvlas, anu magalitad bevrs aqvs mere nikapis problema da ase shemdeg… da tina miqadzestan mirchies misvla da shegidzliat mitxrat ramdenad kargi specialistia, madloba winaswar

    • გამარჯობა.
      დავიწყებ იქიდან, რომ ფირფიტოვან აპარატზე ბევრად უფრო ეფექტურია ბრეკეტი, განსაკუთრებით დიდ ასაკში და მკურნალობის დროის შემცირების მიზნით. ორთოდონტიული მკურნალობის მიზანია თანკბილვის გასწორება და შესაბამისად არ უნდა იწვევდეს რაიმე ვიზუალურ დეფექტს ნაკვთების მხრივ. თინა მიქაძე ბრეკეტზე არ მუშაობს რამდენადაც ვიცი. ბრეკეტ-სისტემა ბევრად ძვირია, ვიდრე ფირფიტა. მაგრამ ეფექტურობის და კომფორტულობის თვალსაზრისით არც შეედრება ფირფიტას. ბევრ კლინიკაში არსებობს განვადების სისტემა. ასე, რომ მე მაინც ბრეკეტს გირჩევდით.

  47. zeda ybaze amogebuli maq orive mzares meotxe kbilebi da undachaviyeno breketebi ro odnav mainc shemcirdes carieli adgili da shedzleb es breketi ? dzalian vnerviulob

    • კბილების გადანაცვლება ბრეკეტის დანიშნულებაა სწორედ. პროფესიონალი ექიმის ხელში ეს პრობლემა არ იქნება.

  48. gamarjoba var 16 wlis minda kbilebis gasworeba maqvs win gamoteuli ori eshvi bevrs aqvs ase da ra mainteresebs ganvadebit ar ketdeba breketebis gaketeba?

  49. განვადება დღეს უკვე ბევრ კლინიკაში კეთდება. პირობებზე თავად კლინიკას უნდა მოელაპარაკოთ.

  50. ალექსანდრა

    გამარჯობათ, მაქვს ღია თანკბილვა, წინა კბილებს შორის მანდზილი რჩება 5 მმ-მდე, ვარ 29 წლის, მაინტერესებს არის ეს გამოსწორბადი თუ არა და რა პერიოდი დაჭირდება ამის გამოსწორებას დაახლოებით.

  51. ანუ გულისხმობთ რომ ზედა და ქვედა საჭრელი კბილების კიდეებს შორის რჩება სივრცე პირის დახურვისას? ღია თანკბილვის გასწორება საკმაოდ ხანგრძლივია. დეტალებზე უნდა ჰკითხოთ ორთოდონტს, ვინც გნახავთ და ვისთანაც გაივლით კონსულტაციას.

  52. გამარჯობა, თქვენს მონამორჩილს აინტერესებს, რა ჰქვია “სურათს”, ორივე ყბის ყველა კბილს ერთად რომ უღებენ? ყბა-სახის ქირურგმა მითხრა, ჯერ ეს გადაიღე და მერე ვისაც გინდა, აჩვენეო.
    მეორე – თბილისში სად არის ყველაზე უსაფრთხო (და მეტ-ნაკლებად ნორმალურ ფასებიანი) სტომატოლოგიური ცენტრი? ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხედო ჩემს ზედა ყბას. დიდი მადლობა :)

    • გამარჯობა. რაც თქვენ გაინტერესებთ ორთოპანტომოგრამაა.
      თბილისში ბევრი კარგი კლინიკაა, ზოგი ძვირი, ზოგი შედარებით იაფი. სამწუხაროდ, მე ვერ გირჩევთ ერთ კონკრეტულს. მალე დავამატებ კლინიკების კატალოგს, სავარაუდოდ ძირითად პრაის-ლისტთან ერთად და გექნებათ ფასების შედარების საშუალება.

  53. damexmaret var 16 wlis bichi makvs grma tankbilva anu zeda kbilei kvedazea gadmosuli .. miketia breketebi chemi stomatologi vinc gamiketa breketeui ar icavs higienas xelebs ar ibans mushaobis win . magalitad gushin mivedi garet sigarets eweoda da teleponze laparakobda ro shevedit ise gamocvala rezina xelebi ar daubania arc rame chamoucvia da irbadesac arxmarob kide 1 tvea miketia da shedegi kan ukan midis breketbi dabreciladaa mimagrebuli da xshirad vardeba a tavidan mawebebs :@:@ da mirchiet rame.. qutaisel var da qalaqshi meti eqimi araa am kacis garda lasha kvia gvari ar vici … madlobt yuradgebistvis

  54. ik irbadesac.. pirbadesac unda eweros .. da zeda ybis 2 kbili mkonda gasasworebeli sheweuli iyo shignit da ar ari shedegi jer aranairi ;@ :|

  55. xoda kide ukana kbilebze arv damago breketebi arada mchirdeboda ashlkarad damago marto 20 kbilze 10 zevit 10 zevit yvela magis pacients ase uketebs

  56. xo kide zaan iapad gaaketa 800 lari orive yba da am tanxashi shemdefgi vizitebic shedis anu 800 lari mtlianad mkurnaloba breket-sistemit

  57. xo kdie mainteresebs es ukana jkbilebze ro ar daago da marto 20 ze dago yvela ekimi ase ikceva tu ara … madlobt yuradRebistvis

  58. ორთოდონტიაში არ არსებობს 2 ერთნაირი შემთხვევა და ექიმის მიდგომაც ყოველთვის ინდივიდუაალურია. მე არ შემიძლია გითხრათ რამდენად სწორია თქვენი ექიმის ტაქტიკა, მაგრამ თუ თვლით რომ მკურნალობა არაეფექტურია, გამოცვალეთ ექიმი. მესმის, რომ ქუთაისში სხვა ორთოდონტი არაა, მაგრამ თვეში ერთხელ თბილისში კორექციაზე ჩამოსვლა არ უნდა იყოს რთული, ასე დადის უამრავი პაციენტი რაიონიდან. მაგრამ ერთის თქმა ნამდვილად შემიძლია, სტომატოლოგი არამცთუ დაუბანელი ხელით, ერჯერადი ხელთათმანისა და ნიღბის გარეშე არ უნდა ღებულობდეს პაციენტს.

  59. madvbobt dentist da chem bolo shekitxvaze pasuxi ar gagiciat anu yvela 20 kbilze agebs brekets saertod tu ara ?? madloba yuradRabistvis

    • ეგ ვიგულისხმე, რომ დავწერე ექიმის ტაქტიკას ვერ შევაფასებ მეთქი. მინახავს 20 კბილზე ბრეკეტები, მეექვსეებზე მეტალის რგოლები, მოკლე ბრეკეტები რამდენიმე წინა კბილზე. ვერ გეტყვით, რა მოსაზრებით ხელმძღვანელობს ექიმი.

  60. kide mainteresebs ertma sando stomatologma mitxra ro breketebit grma tankbilvis gasworebis 1% -ic ar arsebobs :@ .. da pirpitit sheileba ?? .. mitxra ro specialuri chamosaqachi magrdeba kbilebze ro kbili gazardos

    • ღრმა თანკბილვა ძალიან პრობლემატურია, რადგან თანკბილვის აწევას საჭიროებს. სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. მე პირადად მგონია რომ ორთოდონტია აქ ნაკლებად ეფექტურია.

  61. anu ras mirchevt gamagebiet bolos da bolos rogor moviqce ???

    • უნდა გაიაროთ კონსულტაცია კარგ ორთოდონტთან პირველ რიგში. მე გირჩევდით თამუნა კუბლაშვილს “უნიდენტში”.

  62. gamarjobat.mainteresebs inkognito breketis efekturoba ramdenad magalia da fasi rogor meryeobs sahsualod? 23 wlis var.adre meketa e.w. sinebi,romelic ver vigue,xshirad visxnidi.ris sehdegadac shedegit kmayofili ar var.exla minda gaviketo breketi,magram sircxvilis gamo mirchevnia davmalo da inkognito gaviketo.ramdenad efekturia mainteresebs

  63. mchirdeba konsultacia . :( marcxena zeda ybaze maqvs sami kbili araswored ganlagebuli :(rogorxc stomatologma mitxra, maqvs didi zomis kbilebi da gasworebis shemtxvevashi 2 kbilis amogeba damchirdeba .. . tu shegidzliat damizustod ,amis gareshe tu sheidzleba brekeetebit mkurnaloba?ramden xans grdzeldeba daaxlovebit?p.s 20 wlis var.

    • კბილების ამოღების საკითხი ძალიან ინდივიდუალურია. ზოგჯერ არის რომ ამოღების გარეშე უფრო სწრაფად დგება შედეგი, ვიდრე ამოღების შემდეგ, რადგან გაჩენილი სივრცეების დახურვას დიდი დრო მიაქვს. ზოგჯერ კი ამოღების გარეშე შაუძლებელია შედეგის მიღწევა. იმასაც გააჩნია რა მეთოდით ისწორებთ — ფირფიტით თუ ბრეკეტით. მოკლედ ეს ყევლაფერი ორთოდონტთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ. ბრეკეტებით მკურნალობა დაახლოებით 2 წელს გრძელდება, თუმცა გააჩნია ანომალიას.

  64. aseve ras nishnavs inkognito breketebi da ramdenad epeqturia?

    • ეს ტერმინი რამდენჯერმე გავიგე. რომელ კლინიკაში გითხრეს? არის გამჭვირვალე ბრეკეტები —- საფირის, არის ლინგვალური ბრეკეტები, რომელიც ენის მხრიდან მაგრდება და გარედან არ ჩანს. რომელს გულისხმობენ დააზუსტეთ.

  65. gamarjobaT var orsuli ramdenad rekomendirebulia ChemTvis berketis gakeTeba da kbilis gaTetreba :)

    • გათეთრება არა და ბრეკეტის ტარება შეგიძლიათ.

  66. var 33wlis da qveda yba maqvs win wamoweuli , mainteresebs ra shemidzlia gavaketo da vis mivmarto? am asakshi problema xom ar iqneba da mogvarebadia es problema ? mainteresebs daaxloebit ra tanxastanaa dakavshirebuli rom vicode winaswar?

    • გამარჯობა. უნდა მიმართოთ ორთოდონტს. მხოლოდ მას შეუძლია დაზუსტებით გიპასუხოთ ამ კითხვებზე. ბრეკეტით მკურნალობისთვის თქვენი ასაკი პრობლემა არაა. ფასებს რაც შეეხება, თბილისში მერყეობს 1000-დან 4000-მდე (ორივე ყბა).

  67. გამარჯობათ, ვარ19 წლის და მჭირდება ბრეკეტების გაკეთება მხოლოდ ზედა ყბაზე, მაინტერესებს რა ღირს და მთლიანად მკურნალო0ბა რამდენი დამიჯდება

    • გამარჯობა. მხოლოდ ერთ ყბაზე როგორც წესი არ ხდება ორთოდონტიული მკურნალობის ჩატარება. თუმცა ამას უფრო ზუსტად გეტყვით ორთოდონდი, ვისტანაც გაივლით კონსულტაციას. ბრეკეტების ფასი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. სხვადასხვა კლინიკებში მერყეობს 600-დან 3800 ლარამდე.

  68. გამარჯობა, ვარ 19 წლის…14-15 წლის ვიყავი როცა 2ვე წინა კბილი გადმოწეული მქონდა ძალიან და 1 წელში გავისწორე რკინებით…მაგრამ მოგვიანებით ზედა მარცხენა კბილმა ისევ დაიწყო წინ წამოსვლა და დღეს უკვე 2-3 მილიმეტრით წინაა ვიდრე მარჯვენა…ამის გამოსწორებას რა დრო დაჭირდება და სავარაუდოდ რა დაჯდება??? …ეჰ, არადა შედეგის მისაღებად 2 საღი კბილი შევწირე ამ ყველაფერს :( და ახლა ისევ იგივე პრობლემა, თუმცა განახევრებული…

    • ეს რეციდივია. ალბათ რეტეინერი უფრო არ უნდა მოგეხსნათ ჯერ. რაც მალე მიმართავთ ორთოდონტს, მით მალე მიიღებთ შედეგს. თუმცა რეტეინერის ტარება შეიძლება რამდენიმე წელი დაგჭირდეთ.

  69. gamarjobat var 19 clis 3 kbili maqvs arascorad ganlagebuli,sibrznis kbilebic naxevrad maqvs amosuli da eshveleba rame?:(:(:(

    • რა თქმა უნდა ეშველება ორთოდონტიული მკურნალობით.

  70. mxolod sinebit sheizleb?:(:(

    • ორთოდონტიული გზით (ფირფიტით ან ბრეკეტით) , ვინირიებით ან ხელოვნური გვირგვინების საშუალებით.

  71. გამარჯობა.
    ვარ 18 წლის ბიჭი. მაქვს ცოტა თანკბილვა და ყბაც გამომეწია. გთხოვთ მირჩიოთ რისი გაკეთება სჯობს, მკურნალობა რამდენ ხანს გასტანს და დაახლოებით რა დამიჯდება. წინასწარ დიდი მადლობა

    • გამარჯობა. “თანკბილვა” ნიშნავს ზედა და ქვედა ყბის შეთანასოვნებას და აქვს ყველას. იგი შეიძლება იყოს ნორმალური (ორთოგნათიული) და პათოლოგიური. რამდენადაც მე ვხვდები თქვენ თანკბილვა გაქვთ დარღვეული. მკურნალობის მეთოდი და და ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის პათოლოგია გაქვთ. უნდა მიხვიდეთ კონსულტაციაზე ორთოდონტთან, რომელიც დაგისვამთ დიაგნოზს და თქვენთვის საინტერესო კითხვებზეც გიპასუხებთ.

  72. კიდევ რა მაინტერესებს კბილების გასწორება ყბასაც გაასწორებს? ყბის პრობლემა მაშინ გაჩნდა როცა თანკბილვაც დამემართა

  73. damexvare dentist dzalian gtxov:)

    eseigi 19 clis var da zeda ybis mesame kbili maqvs dzalian cudad, gasascorebelia. ortodonttan mivedi da mitxra rom gascorebit ki gascordeba magram rogorc ki sibrdznik kbili amova egreve aireva cyoba da amitom shemomtavaza me4 kbilis amogeba radgan adgili eqnes kbilebs rom gadanacildes dzalian gtxov damexmare da ra vqna davtanxmdee??? :(((

    • თუ ორთოპანტომოგრამა უკვე გადაიღეთ და მერვეს ჩანასახი ჩანს, მისი ამოღებით შეიძლება რეციდივის თავიდან აცილება. მაგრამ შეიძლება ექიმმა სხვა მოსაზრებითაც გირჩიათ მეოთხეს ამოღება. მე ვერ გეტყვით დათანხმდეთ თუ არა. მან უკეთესად იცის თქვენი მდგომარეობა. ისე მეოთხეების ამოღება ხშირად საჭირო ხდება როცა საკმარისი სივრცე არაა კბილების გადასანაცვლებლად.

  74. sgesadzlebelia tu ara 22 wlis asakshi berket sistemit an raime sxva sashualebit calkeuli kbilebis (mag. zeda 2 sawreli kbilis gasworeba , romeltagan erti kbili win odnav aris gamoweuli) . da amas daschirdeba tu ara ufro naklebi dro an naklebi finansebi?

    • რა თქმა უნდა შესაძლებელია. მაგრამ თუნდაც ერთი კბილის რკალში ჩასაყენებლად ბრეკეტი მთელ ყბაზე მაგრდება, ყველა კბილი უნდა გადანაცვლდეს რომ ადგილი შეიქმნას. დროს რაც შეეხება, ვერაფერს გეტყვით. კონკრეტულ შემთხვევას გააჩნია.

  75. kbilebis mkurnaloba minda gacmenda,daplombvebi zogi amosagebia da chasma tu aris es yvelaferi shesazlebeli ganvadebit da sad. muvshaob da yoveltviurad gadavixdi momceret saba_luka@mail.ru

    • ვიცი რომ რადმენიმე კლინიკაში აქვთ ორთოდონტიულ მკურნალობაზე განვადება, მაგრამ დანარჩენზე არაფერი გამიგია. ალბათ ჯობია თავად მოელაპარაკოთ კლინიკას.

  76. var 19 wlis, zeda ybis wina 3 kbili shignit shemewia. da amis gamo eshvebi ufro gamoweuli chans. aranairi problema ar mqonia bavshvobidan kbilebtan dakavshirebit. sharshan damewyo da wels uares mdgomareobashi maqvs. breketebit ramdenad swrafad sheidzleba gaswordes ? daaxloebit rom mainc mitxrat.

  77. ლინგვალური ბრეკეტი დაახლოებით რა ღირს?

    • ვერ გეტყვით. ეს იმ კლინიკაში უნდა იკითხოთ, სადაც ლინგვალური ბრეკეტებით მუშაობენ.

  78. 16 წლის ვარ და ზედა ორი კბილი მაქვს წინ გამოწეული.მაინტერესებს ჩვეულებრივი ”რკინებით” და არა ბრეკეტებით რამდენ ხანში გამისწორდება და თუ რით განსხვავდება ბრეკეტები ”რკინებისაგან”????

    • “რკინები” ანუ ორთოდონტიული ფირფიტა განსხვავდება ბრეკეტებისგან ვიზუალურად და ფუნქციურად. ვიზუალურად — მას გააჩნია პლასტმასის ბაზისი, რომელიც ეყრდონა სასას ზედა ყბაზე და ენისქვეშა ლორწოვანს ქვედა ყბაზე. ბაზისზე დამაგრებულია მეტალის რკალი, რომელიც ტუშვისკენა მხრიდან ზემოქმედებს კბილების ზედაპირზე. ბრეკეტს ბაზისი არ გააჩნია. იგი შედგება თითოეულ კბილზე დაფიქსირებული მეტალის ფირფიტისაგან, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია მეტალის რკალით. ზემოქმედება ხორციელდება თითოეულ კბილზე და ფაქტიურად მათი მართვა შესაძლებელია დამოუკიდებლად. გარდა ამისა ბრეკეტი მოუხსნელი აპარატია და ამიტომ მოქმედი ძალა უწყეტია. საერთო ჯამში ბრეკეტის ეფექტურობა უფრო მაღალია, აქედან გამომიდინარე კი მკურნალობის პერიოდი უფრო მცირეა. ზუსტად რა დრო დაგჭირდებათ მე ვერ გეტყვით, კონსულტაციაზე უნდა მიხვიდეთ ორთოდონტთან.

  79. gamaroba. eseti problema maqvs kbilebi ertmanetze midevs da gaicvita dapataravda da wina ori kbili gverdebze chamotyda.:( qveda yba ki gamoweuli maqvs win qveda ybis sheweva rgor xdeba an konsultacia ra damijdeba ver metyvit?:(

    • გამარჯობა. თანკბილვის კორექცია ხდება ორივე ყბაზე პარალელურად ბრეკეტ-სისტემით. როდესაც ქვედა ყბის უკან გადანაცვლებაა საჭირო, შეიძლება მკურნალობა უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდეს და დამატებითი საშუალებები იყოს საჭირო, მაგალითად სპეციალური ქუდი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა პათოლოგიაა. კონსულტაცია ბევრ კლინიკაში უფასოა. სადაც ფასიანია, დაახლოებით 20-30 ლარის ფარგლებშია.

  80. marto zeda ybis kbilebis gasworeba tu aris shesadzlebeli berket sistemit. ise rom qveda ybaze ar gaketdes berketi? da es naklebi dajdeba tu ara?

    • მხოლოდ ერთ ყბაზე კბილების გადანაცვლებით ირღვევა მათი შეთანასოვნება საპირისპირო კბილებთან. ამიტომ, თანკბილვის კორექცია ხდება ორივე ყბაზე პარალელურად.

  81. gtxvot gamomexmauret rac mogweret imaze ,yoveltvis mshurs sxvisi kbilebis, ho martla imis dawera damaviwyda dzalian rom gavicineb grzilebi michans sul da dzalian vkompleqsdebi sarkestan vdgebi da vvarjishob ra zomaze gavicino rom grzilebi ar gamomichnde, egeba sheizelbode sheweva gamoweuli ybis ise rom chveulebrivad dajdes.. dzalian mjirdeba rcheva rame, gtxovt mipasuxet

    • გამარჯობა. საკმარისი იქნება თუარა ორთოდონტიული მკურნალობა და საჭირო იქნება თუ არა ქირურგიული ჩარევა, ამის თქმა მხოლოდ ორთოდონტს სეუძლია კონსულტაციაზე. მე ასე ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა რომ ბრეკეტის შესაძლებლობები ძალიან დიდია პროფესიონალი ორთოდონტის ხელში. ქიმიურ ჩარევას რაც შეეხება, ვერ ვხვდები რაზე საუბრობთ, სამწუხაროდ.

  82. gamarjobat, 19 wlis var, zeda ybaze wina kbili maqvs odnav win gamoweuli, dzalian patarazea magram ar momwons da minda rom breketebi gaviketo da mainteresebs fasi ra iqneba, 400 lari dajdeba esec minimum?

    • გამარჯობა. ფირფიტის ფასი 100-140 ლარია, ხოლო ბრეკეტის 1000-დან 4000 ლარამდე, მიუხედავად იმისა თქვენ რამდენ კბილს თვლით გასასწორებლად. ყველა კბილი უნდა გადანაცვლდეს და ორივე ყბაზე უნდა დაყენდეს ბრეკეტი. ბრეკეტსაც და ფირფიტასაც ყოველთვიურად სჭირდება კორექცია, რომელიც ფირფიტის შემთხვევაში 10 ლარია, ბრეკეტის — 20-30 ლარი.

  83. sinebit minimum ra dro dachirdeba gasworebas miaxloebit? Mxolod erti kbili maqvs win wamoweuli. Anu 150 larad shemidzlia sinebis gaketeba. Da sad mivide? Mirchiet..da misamartic mitxarit tu sheidzleba

    • რა დრო დაჭირდება ვერ გეტყვით. ფირფიტებით ასწორებენ ოპერის უკან “დენტექსში”, თინა მიქაძესთან.

  84. maiteresebs maqvs zeda ybaze dashorebuli kbilebi ,ra metodi ketdeba aseti tankbvilvis gasworeba

    • ბრეკეტითაც და ფირფიტიტაც. ბრეკეტით უფრო სწრაფად და ეფექტურად მოხდება რათქმაუნდა.

  85. გამარჯობა..ექიმმა მითხრა,რომ ბრეკეტები მჭირდება. ზედა ყბის წინა ორი კბილის ცენტრი არ ემთხვევა ქვედა წინა ორი კბილის ცენტრს..ცვეთა მიმდინარეობსო,მართლაც ასეა..მაგრამ არ შეიძლება სინები რომ ჩავისვა? კი, შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს გასწორებას,მაგრამ ეფექტი ხომ მაინც ექნება? უბრალოდ ხანდახან მოხსნა რომ შევძლო.

    • გამარჯობა. მე ვერ გეტყვით შეიძლება თუ არა ფირფიტით გაისწოროთ. თუმცა შემიძლია გითხრათ რომ დარღვეული ცენტრის გასწორება საკმაოდ პრობლემატურია.

  86. berketi gasworebis shemtxvevashi kbiliebi ki miceba da sheivseba dashoreba kbilebs shoris,magram ise maqvs dashorebuli ro damcheba sicariele ,am shemtxvevashi ra sheidzleba ro gaketes,vis mirchevt karg specialists an klinikas madlobt

    • ასეთ შემთხვევაში ორთოდონტიული მკურნალობა სწორედ სივრცეების დახურვას ისახავს მიზნად. ასე რომ არ უნდა დარჩეს სიცარიელე. გირჩევთ თამარ კუბლაშვილს “უნიდენტში”.

  87. gamarjobat me makvs chadgmuli orive ybaze pirpita..ekimma mitxra daaxloebit 2 celi unda geketoso ..ukve erti kviraa miketi da ver vcham dzalian michirs chamis dros vixni pirptas es problemebs shemikmnis shemdgom?

    • გამარჯობა. ვერ გეტყვით. ეს თქვენს ექიმს უნდა ჰკითხოთ.

  88. gamargobat maitereseb vinireba ramdenat epeqturia gamzleobit. vinirebis gaketebis shemtxvevashi damiziandeba tuara kbilebi romelic magvs gansagi,magram maqvs dashoreba kbilebs shoris dzaeda ybaze,

    • გამარჯობა. ვინირებისთვის აუცილებელია კბილის ზედაპირის დამუშავება ბორით. სწორად შესრულებული ვინირი გამძლეა. კომპოზიტური (ჰელიობჟენით დამზადებული) ვინირების შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ვინირების მოვლას და პირის ღრუს ჰიგიენას, რომ ფერი არ შეიცვალოს და ბუნებრივი სიპრიალე არ დაკარგოს.

  89. anu kbili ar daiqlibeba da mxolot borit damushavdeba,,,,?me mainteresebs chemi kbili ramdenat damiziandeba…..madlobas gixditt winaswar

    • ბორით დამუსავება იგივე დაქლიბვაა, უბრალოდ უფრო მცირე ნაწილი მუშავდება ვიდრე გვირგვინებით დაფარვისას. ანუ მუშავდება მხოლოდ წინა ზედაპირი და საჭრელი კიდე. დამუშავების სისქე ინდივიდუალურია, 1-3 მმ. ეს შეეხება ჰელიობჟენით დამზადებული პირაპირ ვინირებს, რომელიც უშუალოდ პირის ღრუში კეთდება. კერამიკის ვინირების დროს კბილი მუშავდება მინიმალურად.

  90. vin aris saqartveloshi yvelaze kargi specialisti keramikuli vinirebis,,,,ra girs,tu icit ,?madlobt.

    • დიდი არჩევანი არაა საქართველოში კერამიკის ვინირის სპეციალისტების. “ელიტში” აკეთებს დავით ხაჟალია, თუ არ ვცდები 350 ლარი ღირს.

  91. ramdenime dgis ukan amovige meshvide kbili,da titqos dzvali michans eqimma mitxra dzgideao da ras metyvid daparavs dzgides rom shexorcdeba?

    • საერთოდ ძგიდის მოკვეთა ამოღებისთანავე ჯობია, რომ მერე არ შეაწუხოს პაციენტი. ჭრილობა რომ დაიხურება შეიძლება აღარ შეგაწუხოთ, თუ არადა მოკვეთა იქნება საჭირო, ანესთეზიის ქვეშ.

  92. didi madloba

  93. gamargoba, var 29 wlis zeda ybaze wina kbiliebi maqvs mechxeri9(dashorebuli ertmanets kbilebi)tu sheidzleba am asakshi kbiliebis gasworeba da ra metodit,vis mivmarto iqneb mirchiot,…dzalian ar momwons chemi kbilebis porma.madlobt

    • გამარჯობა. ბრეკეტით რა თქმა უნდა შეიძლება. შეგიძლიათ მიმართოთ თამარ კუბლაშვილს “უნიდენტში, ან “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრს”.

  94. gamarjobat,var 16 wlis,zeda da qveda ybazec kbilebi maqvs shignit sheweuli da mainteresebs riti sheidzleba gaswordes da daaxloebit pasic mainteresebs.

    • გამარჯობა. საუკეთესო საშუალება ბრეკეტია რა თქმა უნდა. თუნდაც ჩვეულებრივი მეტალის. ბრეკეტის ფასები სხვადასხვაა, დაწყებული 1000 ლარიდან 5000 ლარამდე.

  95. gamarjobat minda chavidga breketi magram erti problemaa yoveli sami tve ar viknebi sakartveloshi da sam tveeshi erttxel rom mivide vizitze ekimtan am shemtxvevashi ar mekneba xom shedegi?

    • გამარჯობა. კორექცეიბი ძირითადად თვეში ერთხელ ტარდება. მაგრამ არსებობს თვითლიგირებადი ბრეკეტები, რომელსაც კორექცია 2-3 თვეში ერთხელ უტარდება. გამოსავალი ეს შეიძება იყოს თქვენს შემთხვევაში.

  96. cereki stomatologiashi ra metodia ras nishnavs…..

    • Cerec-ი არის ტექნოლოგია გვირგვინებისა და ჩანართების კომპიუტერული მოდელირებისათვის. ჯერ კეთდება სამგანზომილებიანი გრაფიკული მოდელი და შემდეგ აპარატი თვითონ ახდენს ფრეზირებას ანუ გამოძერწვას მოდელის მიხედვით კერამიკული ბლოკისგან. ასე მიიღება საჭირო კონსტრუქცია.

  97. ra girs am metodit kbilis gaketeba,,,romel klinikas sh eidzleba ro mivmarto konsultacistvis…

    • თუ არ ვცდები კლინიკა “ცედექსს” უნდა ჰქონდეს ეს ტექნოლოგია.

  98. ra girs pasi mainteresebs ….cerec teqnologit kbilis gaketeba….. tu shegidzliat ro momwerot ..madloba

    • ფასზე ვერაფერს გეტყვით, თავად კლინიკას უნდა დაუკავშირდეთ. ან კონსულტაციაზე მიხვიდეთ.

  99. ukacravad dzalian mainteresebs mteli kbilebi rom amovigo dagadzineben da ise aketeben amaso da axlidan chavisva ra damijdeba

    • ვერ გეტყვით რა დაგიჯდებათ, მაგრამ ყველა კბილი რომ ამოიღოთ მთლიანი მოსახსნელი პროტეზი უნდა ატაროთ ორივე ყბაზე. საუკეთესო შემთხვევაში გაიკეთოთ რამოდენიმე იმპლანტი, რომელზეც დამაგრდება ეს პროტეზები უკეთესი ფიქსაციისთვის..

  100. დილა მშვიდობისა! მაქვს დარღვეული თანკბილვა(დისტალური თანკბილვა (საგიტალური პროგნატია)..ზედა ყბა წინ არის გამოწეული,კბილთა მწკრივების შეთანასოვნებისას მათ შორის წარმოიქმნება ნაპრალი…როგორი ბრეკეტები დამჭირდება და რა დაჯდება ეს ყველაფერი?

    • გამარჯობა. ვერაფერს გეტყვით სამწუხაროდ. ორთოდონტი არ ვარ.

  101. gamarjobat! win erti kbili maqvs sheweuli..mainteresebs pirpitebit tu sheidzleba normaluri efeqtis migeba.var 20 wlis.mesmis rom breketebi uketesia magram es sakmaod dzviria..arc is minda rom tyuilad tu ar gaswordeba erti weli firfitebi vataro.ras mirchevt..gmadlobt winaswar

    • გამარჯობა. კონკრეტულს ვერაფერს გირჩევთ დისტანციურად. ზოგადად ბრეკეტი რომ უკეთესია ისედაც იცით. თანაც ორთოდონტი არ ვარ. უნდა მიხვიდეთ ორთოდონტთან კონსულტაციაზე.

  102. vincxaaaaaaaa

    ra asakidan sheidzleba breketebis gaketeba ?????????
    15 wlis var da pirveli ori sachreli kbilis shemdeg eshvebi maqvs da romel breketebs mirchevdit ???????

    • ძირითადად ბრეკეტით მკურნალობა იწყება, როცა ყველა მუდმივი კბილი ამოიჭრება. შეგიძლიათ უკვე მიხვიდეთ ორთოდონტთან. დანარჩენს უფრო კონკრეტულად თავად გეტყვით ექიმი.

  103. vincxaaaaaaaa

    didi madloba :*:*:*

  104. gamarjobat, kbilebs shoris maqvs sivrceebi (tremebi), imis gamo rom zogierti sardzeve kbili gvian movicvale da me-8 kbilebic amosuli ar maqvs. mainteresebs breketebis gaketebis shemtxvevashi ramdenad efeqturi iqneba shedegi da ramden xanshi miighweva shedegi daaxloebit? xom ar iqneba tremebis meored gachenis sashishroeba? da kidev mainteresebs ortodontiul mkurnalobastan dakavshirebit tu ketdeba dazghveva, ra saxis dazghveva ketdeba, pirobebi maintersebs iqneb icodet vinmem………gmadlobt

    • ამ კითხვებზე პასუხი დამოკიდებულია კონკრეტულ პათოლოგიაზე. ვგულისხმობ მკურნალობის ხანგრძლივობას და რეციდივის ალბათობას. უნდა მიხვიდეთ კონსულტაციაზე ორთოდონტთან. დაზღვევას რაც შეეხება, ალდაგი-ბისიაის ზოგიერთ დაზღვეულთან შემხვედრია სადაზღვევო პაკეტში ორთოდონტია. ჯობია სადაზღვევოებთან დააზუსტოთ.

  105. dzalian didi madloba.

  106. gamarjobat zeda ybaze wina erti kbili makvs meore kbilze gadamjdari danarcheni kbilebi yvela wesrigshia mainteresebs tu sheizleba am zedmeti nwilis chamoklibva

    • გამარჯობა. კბილის ფორმის შეცვლა შეიძლება ვინირის საშუალებით, თუ ორთოდონტიული გზით არ გსურთ გასწორება.

  107. გამარჯობათ.ჩემს შვილს კბილების გასცორება ესაჭიროება ხომ ვერ მეტყვით რაღირს კბილების რკინები?

    • გამარჯობა. თუ მოსახსნელ, ფირფიტოვან აპარატს გულისხმობთ 100-150 ლარი ღირს. ბრეკეტები უფრო ძვირია — 1000-დან 5000 ლარამდე.

  108. gamarjobat tu sheidzleba mipasuxet vapireb kbilze svarovskis tvalis gaketebas da daaxlovebit ramdeni jdeba,didi madloba

    • გამარჯობა. ზუსტად ვერ გიპასუხებთ. კონკრეტულად სვაროვსკი ალბათ 60-70 ლარი, თვითღირებულებიდან გამომდინარე. ჩვეულებრივი სკაისები უფრო იაფია, 50 ლარამდე.

  109. gamarjobat.bavshvi 11 clisaa da eshvi akvs amosuli arasworad anu zemodan amovida arada adgili aris tavisupali da mosaxsneli aparati ushvelis? breketis sashualeba ara maqvs

    • გამარჯობა. ბრეკეტი ყოველთვის ჯობია, რა თქმა უნდა. თქვენს შემთხვევაში ფირფიტა რამდენად ეფექტურია ვერ გეტყვით. მხოლოდ თავისუფალი ადგილი არაა საკმარისი. შეიძლება შედეგი მიიღოთ მაგრამ რეციდივი განვითარდეს.

  110. ukacravad recidivi anu

    • ანუ ისევ დარღვეს კბილთა რკალი, ეშვი ისევ გამოვიდეს რკალიდან.

  111. didi madloba

  112. me miketia breketebi da dges eqimma cina qveda kbilebi damiqliba vshishob rom emali damiziana da kariesi gamichdeba im adgilas

  113. tqven ras metyvit aris sachiroeba breketebis dros kbilebis daqlibva ??

    • მე ვერ შევაფასებ თქვენი ექიმის ტაქტიკას. ყველა პათოლოგია ინდივიდუალურია. გააჩნია რა მოსაზრებით და როგორ დაქლიბა. ამიტომ ვერ გეტყვით რამდენად საჭირო იყო და საზიანოა თუ არა თქვენი კბილებისთვის.

  114. araperi patologia ar mqonia ubralod dabla mara ese upro estetiuri iqnebao da zogadad kbilis daqlibva kaia tu ara??

    • პათოლოგია ნიშნავს თანკბილვის დარღვევას, ანუ რისთვისაც გიკეთიათ ბრეკეტი. დაქლიბვა კარგია თუ არა? — კარგი რომ იყოს უმიზეზოდ დაუქლიბავდნენ ყველა პაციენტს. ცუდია თუ არა? — გააჩნია რამდენზე დაიქლიბება. შეიძლება იყოს საზიანო კბილისთვის, შეიძლება არა. თუ დაქლიბულ კბილზე მგრძნობელობა მოგემატათ (ცივზე მაგალითად), მაშინ საჭიროა ზომების მიღება (ფტორირება მაგალითად). თუ არადა ესეიგი არ იყო კბილისთვის ტრავმული.

  115. didi madloba amomcuravi pasuxistvis. araperi mgrdznobeloba ar amqvs civze da cxelze eseigi yvelaperi rigzea . madloobt

  116. gamarjobat, mainteresebs romel klinikashi xdeba ganvadeba breketebze.

    • “უნიდენტში” და “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში” ნამდვილად არის და ისე ბევრ კლინიკას აქვს უკვე განვადება ორთოდონტიულ მკურნალობაზე.

  117. didi madloba:)

  118. sheidzleba tu ara breketebis gareshe kbilebis gasworeba? da tu sheidzleba sad? da ra girs?

    • შეიძლება ფირფიტების საშუალებითაც, თუმცა ნაკლებად ეფექტურია. ფირიფტებით მკურნალობენ თინა მიქაძის ორთოდონტიულ ცენტრში, კლინიკა “დენტექს-95″ ში. ფასზე ვერაფერს გეტყვით.

  119. გამარჯობა.ჩემ გოგონას ზედა ყბა აქვს წინ ანუ კბილები ბაჭიასავით აქვს ზედა ყბის.ფირფიტები გვეკეთა მაგრამ წამდაუწუმ იხსინიდა და შედეგი არ გვაქვს,ეხლა ბრეკეტების გაკეტება გადავწყვიტეთ.მირჩიეთ კარგი ორთოდონტი.მადლობთ

    • თამარ კუბლაშვილი “უნიდენტში” ან “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი”. მისამართები შეგიძლიათ კატალოგში ნახოთ.

  120. მოკლედ . გეყოფათ ამდენის წერა და ხალხის მოტყუება. 1 ბრეკეტით უფრო მალე ხდება შედეგის მიღება ფირფიტასათან შედარებით, მაგრამ ფირფიტა მეტად მოსახერხებელია თუ გინდა რომ სულ არ ატარო ბრეკეტები სად წახვალ, ან თუ მსახიობი ხარ რა უნდა ქნა?!!! ბრეკეტებით გადაგიღონ ფილმში? თუ ცოტა ინგლისური მაინც იცით დაანებეთ სისულელის წერას თავი და ნახეთ ლინკი http://www.sanfte-zahnklammern.de/spangen/geraetelistea/geraete_a_eng.html და საქართველოში თუ არ არის კარგი ხარისხის ფირფიტები არ ნიშნავს რომ არ ვარგა.!!!

    • ელემენტარული ფიზიკის ცოდნაა საჭირო, რომ გასაგები გახდეს — ბრეკეტი ყოველთვის უფრო ეფექტურია, ვიდრე ფირფიტა, რადგან მოქმედი ძალა უწყვეტია. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ერთსადაიმავე შემთხვევაში ბრეკეტით მკურნალობა უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ფირფიტით. ფირფიტას კი ერთი დიდი უპირატესობა აქვს (გარდა იმისა რომ იაფია)— ჰიგიენის დაცვა უფრო ადვილია, რადგან მოსახსნელი. არის შემთხვევები, როცა მხოლოდ ბრეკეტით შეიძლება ჩატარდეს მკურნალობა. მაგალითად ამოუჭრელი (რეტენირებული) კბილის იძულებითი ამოჭრა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფირფიტას არ აქვს თავისი ჩვენება. თუნდაც იმ შემთხვევაში, რომელიც თქვენ აღნიშნეთ. მსახიობი ხარ და არ გინდა ბრეკეტი, თუნდაც გამჭვირვალე. ლინგვალური კი (რომელიც საერთოდ არ ჩანს) არ გიკეთდება ან ძვირია. ეგუები იმას რომ შედეგი 2-ის მაგივრად 4 წელიწადში შეიძლება მიიღო. ეს პაციენტის გადასაწყვეტია. არასოდეს არ მითქვამს რომ ფირფიტა უნდა აიკრძალოს. ორივეს აქვს თავისი პლიუსი და მინუსი. გააჩნია რა ფაქტორია პაციენტისთვის პრიორიტეტული. ეფექტურობას კარგი ხარისხის ფირფიტა ან ბრეკეტი კი არ განსაზღვრავს, არამედ კარგი ორთოდონტი. თქვენ კი მეტი კორექტულობა არ გაწყენდათ.

  121. daaxloebit ramdeni xani unda kbilis gasworebas anu romdeni xania breketi satarebeli

  122. გამარჯობა,თქვენი რომ მირჩიეთ მივედი თამარ კუბლაშვილთან და ზედა და ქვედა ყბაზე ჩირედებაო ბავშვს ბრეკეტებიო მითხრა თანხა დამისახელა 3800 ლარი ჩემი აზრით ძალიან ძვირია საერთოდ სადმე ღირს ამხელა თანხაა

    • კი, კუბლაშვილთან ასე ღირს. და მე ვთვლი სამართლიანადაც. თუმცა აქვთ განვადების სისტემა (ადრე ჰქონდათ, ყოველ შემთხვევაში). მხოლოდ “მედიში” ღირს ლინგვალური ბრეკეტები უფრო მეტი, როგორც ვიცი. 5000 ლარამდე. თბილისში უკვე ბევრი ორთოდონტია, ბევრი მათგანი დაბალ ფასებზე მუშაობს. მინიმალური ფასები 1000-1200 ლარია. როდესაც გირჩევთ, მე ორიენტირებული ვარ შედეგზე და ეფექტურობაზე, არა ფასზე. თუ ფასი არ არის თქვენთვის მისაღები, სხვა ორთოდონტს უნდა მიმართოთ, რომელიც თქვენთვის მისაღებ ფასად მოგემსახურებათ.

  123. 24 წლის ვარ.ჩემი პრობლემაა ყბის დეფორმაცია.ანუ ქვედა ყბა არის ზედასტან შედარებით წინ.ადრე მეკეტა მავთულები მაგრამ შედეგი არმომცა.თან ზოგჯერ ვგრდზნობ მარცხენა მხარეს ყბის ტკაცუნს.იმედი მაქ დაკარგული რომ ასეტი საშუალებები ამ ასაკში მიშველის და ყბის ოპერაციაზე ვპიქრობ.რასმირჩევთ როგორც სპეციალისტი და რაიციტ ამ ოპერაციების შესახებ.საფრთხეს ხოარ ცარმოადგენს.უგრმესი მადლობა ტუ ყურადგებას დამითმობთ.

    • ასეთი სახის დეფორმაციები საკმაოდ რთულია გასასწორებლად, რადგან ხშირად ყბის მდებარეობაა არასწორი და არა კბილების. მითუმეტეს მხოლოდ ფირფიტით გასწორება ნაკლებეფექტურია. ხშირად მხოლოდ ქირურგიული მკურნალობაა გამოსავალი. ოპერაცია მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს ყბა-სახის ქირურგის მიმართ.
      გჭირდებათ თუ არა ეს კონკრეტულად თქვენ, მე ვარ გეტყვით დისტანციურად. მაგრამ ალბათ ჯობია ჯერ მოისინჯოს სხვა უფრო ეფექტური ორთოდონტიული მეთოდები და მხოლოდ ამის სემდეგ მიმართოთ ქირურგს. გაიგეთ რამდენიმე ორთოდონტის აზრი, შეაჯერეთ და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ. გირჩევთ მიხვიდეთ კონსულტაციაზე ლალი კოჭლაშვილთან და თამარ კუბლაშვილთან.

  124. გთხოვთ მიპასუხოთ, შესაძლებელია თუ არა 9 თვეში ბრეკეტებით სასურველი შედეგის მიღწევა. რამდენადაც ვიცი ეს პროცესი უფრო დიდხანს გრძელდება. ან კიდევ მისი ადრეული მოხსნა ხომ არ გამოიწვევს არასასურველ შედეგს. დიდი მადლობა.

    • შესაძლებელია კბილებმა სასურველი მდებარეობა დაიკავონ, უფრო ადრეც კი. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მოხსნა შესაძლებელია. კბილების გადანაცვლების შემდეგ საჭიროა მათი ფიქსაცია ახალ პოზიციაში, რასაც დრო სჭირდება. ადრე მოხსნა გამოიწვევს რეციდივს.

  125. gamarjoba, zeda ori kbili maqvs sul odnav gamoweuli. mainteresebs tu aris shesadzlebeli ert tveshi kbilebis normalur mdgomareobashi chayeneba?

    • ორთოდონტიულად ალბათ არა. შეიძლება ვინირის საშუალებით.

  126. magla wina or kbilze makvs helio plombebi da am kbilebis gverdze orive mxares satitao kbili makvs depormirebuli da mainteresebs sheizleba tu ara rkinebis an aseti gasasworebeli sashualebebis gaketeba?

    • ორთოდონტიული მკურნალობის დაწყებისას ( ფირფიტა იქნება თუ ბრეკეტი) აუცილებელია პირის ღრუს მოწესრიგება. კარიესების მკურნალობა, ძველი ბჟენების შეცვლა. თუ ბჟენები ხარისხიანია და არაა შესაცვლელი წესით არაფერი ემუქრება.

  127. es helio plombebi xom ar chamoishleba?

  128. gamarjobat…me var 16 wlis da maqvs kbilebis problemebi..–qveda yba gamoweuli maqvs wina ybaze –sul tavidan dagvianebit amogebis shemdeg kbilisa –2kbili mqonda win wamoweuli da exla ki 4 kbili maqvs win wamoweuli ise rom ertmanetze vegar vadeb kbilebs–da marjvnivac da macxnivac mtkiva orive mxares ybis zvlebi…–ra shegidzlat mirchioot –an ra sashualebit shemidzlia am kblebis gasworeba andac sheidzleba kiii kidev am kbilebis gasworeba??—dzalian didi kompleqsi maqvs da asevve dzalianac meshinia sul ese ar damrches da mipasuxet gtxovt am kitxvebze,,..madloba winaswar…

    • თქვენ ორთოდონტთან კონსულტაცია და მკურნალობა გჭირდებათ. რა მეთოდით, რამდენ ხანში და რამდენად ეფექტური იქნება მკურნალობა თავად გეტყვით ექიმი, რადგან აღწერის მიუხედავად ჩემთვის შეუძლებელია ზუსტი სურათის წარმოდგენა.

  129. gamarjobat grdzilebis problema ar maqvs kbilebsac kargad vuvli mara kariesebi michndeba dzalian titqmis 8 kbili maqvs daplombili xom ar icit ris bralia da rogor avicilo tavidan kidev shemdgomi kariesebi

    • რეგულარულად გაიკეთეთ გაწმენდა, არაუგვიანეს 6 თვისა. მიიღეთ რძის პროდუქტები და კალციუმით მდიდარი საკვები, აკონტროლეთ ნადები, გაიხეხეთ სწორად, ჯაგრისი შეცვალეთ 3 თევში ერთხელ, გამოიყენეთ ანტისეპტიკური სავლები და ფლოსი.

  130. gamarjobat mainteresebs zusti fasi ra girs kbilebis gasworeba metalis breketebit da romel klinikashia es fasebi

    • ზუსტი ფასი მხოლოდ კლინიკაში შეიძლება გაიგოთ, რადგან ყველგან სხვადასხვა ფასებია.

  131. gamarjobat :) mainteresebs tu rajdeba kbilebis gasworeba rac sheidzleba mokle droshi? miaxloebit fasi mainc rom gamagebinot :)

    • გასწორების ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკრეტულ პათოლოგიაზე. უნდა მიხვიდეთ კონსულტაციაზე ორთოდონტთან. ბრეკეტით გასწორება რათქმაუნდა უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ფირფიტით. ფასები იწყება 900 ლარიდან დაახლოებით.

  132. swori kbilebi maqvs,ubralod dashorebuli maqvs da miweva minda.romeli xerxit ajobebs amis gaketeba?

    • რათქმაუნდა ბრეკეტით ჯობია. სხვა ალტენატივაა ვინირით, თუმცა ესთეტიკური შედეგი როგორი იქნება გააჩნია კონკრეტულ სისტუაციას.

  133. gamarjoba dantist.mainteresebs mizansheconilia tu ara qveda 2 meotxe kvilis amogeba kvilebis gascorebis miznit?vapireb breketi gaviketo da ramdenime eqimtan viyavi konsultaciaze.zogma amogeba mirchia zogma mitxra ar aris sajiro amogebao.

    • მეოთხე კბილების ამოღების მეთოდი გამოიყენება ორთოდონტიაში ძალიან ხშირად, რკალში სივრცის შექმნის მიზნით. კონკრეტულად თქვენთვის საჭიროა თუ არა ამოღება მე ვერ გეტყვით, შემთხვევას გააჩნია. ყველა ექიმს თავისი აზრი და ტაქტიკა აქვს. პაციენტი ექიმის პროფესიონალიზმს ენდობა, ექიმი კი თვითონ ირჩევს მკურნალობის მეთოდს.

  134. გამარჯობა! გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად უსაფრთხოა რვა კბილის ორთოდონტიული სეპარაცია (კბილების დაქლიბვა) ერთი სანტიმეტრი სივრცის შექმნის მიზნით და ამით ქვედა ყბის რკალის შევიწროება. ხომ არ ჯობია ერთი ან თუნდაც ორი კბილის ამოღება და მკურნალობის პერიოდის გახანგრძლივება?
    პასუხისთვის წინასწარ გიხდით მადლობას

    • ორთოდონტი არ გახლავართ და ჩემი აზრი ალბათ კომპეტენტური არ იქნება, მაგრამ მგონია რომ სივრცის შექმნის მიღებული მეთოდი ანუ მეოთხეების ექსტრაქცია უფრო მიზანშეწონილი იქნება, თუ რაიმე განსაკუთრებული გარემოება არ არსებობს.

  135. mogesalmebiit … erti ram dzalian managhvlebs.. me kbilebi dzalian maqvs dashorebuli ertmanetisgan da dzalian ar minda chasma kbilebis. ra unda movuxerxoo??. breketebit gaswordebaa? pasic rom mitxrat ?!

    • კი, ბრეკეტებით სწორდება ხოლმე. მიდით კონსულტაციაზე ორთოდონტთან და უფრო ზუსტად გეტყვით. ფასები დაახლოებით 1000 ლარიდანაა ორივე ყბაზე. სხვადასხვა კლინიკაში სხავდასხვა ფასებია.

  136. rkinebi gaketeba minda da mtkivneuli xom ar aris imitom gekitxebit rom pirvelad vikete da magitom

    • არ არის მტკივნეული, თავიდან უსიამოვნო შეგრძნებაა ცოტა.

  137. გამარჯობათ.ზედა ყბაზე მაქვს დაშორებული კბილები სავარაუდოდ მეორე კბილები არ ამოვიდა.ზოგადად სწორი და ჯანსაღია მაგრამ ამ დაშორებას რა ეშველება? და კიდე მაინტერესებს რაიმე გასნზაღვრული ასაკი ხომ არ არსებობს?

    • გააჩნია რამხელაა დაშორება და როგორია თანკბილვა. შეიძლება ორთოდონტიული მკურნალობით დაიხუროს, შეიძლება კბილის ჩამატება გახდეს საჭირო. პრინციპში ბრეკეტებით მკურნალობისთვის ასაკი არაა შეზღუდული.

  138. gamarjobat zeda ybaze makvs erti kbili meoreze odnav gadamjdari saertod viwro yba mak da amitom stomatologma mitxra kbilebi advilad amitom puchdebao da mirchia chamesva pirpitebi gushin chavisvi ekimma mitxra 1 weli undao magram sashinlad ver veguebi da mainteresebs dgeshi ramdenime saati ro movixsna tu sheizleba tu ikneba raime shedegi ?

    • ფირფიტები უნდა ატაროთ ზუსტად იმ რეჟიმში, რაც ექიმმა შეგირჩიათ. თუმცა გაცილებით ეფექტურია ბრეკეტები.

  139. gamarjoba dentist ra mainteresebs zeda ybis wina 2 kbili maqvs shignit sheweuli da ramden xanshii gavisworeb breketit da yvelaze iapi ra girs breketii gtxovt pasuxi gamagebinet

    • ბრეკეტებით მკურნალობა საშუალოდ 1,5-2 წელი გრძელდება. ფასები 800-900 ლარიდან იწყება და სხვადასხვა კლინიკაში სხვადასხვაა.

  140. gamarjoba dantist,adrec mogmartet.exla gavikete breketebi.chemma eqimma qveda ybaze erti sajreli amomigo.sivrcis shesaqmnelad.meotxeebis amogebis shemtxvevashi kbilebis dzaan ukanshecevis tavidan asacileblad.tqveni azrit es scori gadacyvetilebaa?is erti sajreli rkalidan dzalian cin mqonda gamoceuli.xdeba tu ara saertod sajreli kbilis amogeba gascorebis miznit?am dros xo centri irgveva.

    • ორთოდონტიული მკურნალობისას სივრცის შესაქმნელად პრიორიტეტულია მეოთხეების ამოღება, მაგრამ სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით შესაძლებელია სხვა კბილების ამოღებაც. თუმცა ცენტრის დარღვევა რათქმაუნდა დაუშვებელია. რკალიდან გამოსული კბილების რკალში ჩაყენება კი ორთოდონტოიული მკურნალობის უშუალო მიზანია.

  141. martalia erti kbilis adgili agar maqvs im adgilas magram mainc vpiqrobdi xo ar chamesva es amogebuli kbili rom centri ar dargveuliyo.tavidan arc amogebas ar vapirebdi magram eqimis dajinebuli motxovnis gamo amovige.ar gascordeba iseo meubneboda.tqveni azrit jobia davelodo shedegs?mxolod sami sajreli kbili ushnod ar meqneba?tviton eqimi iseti darcmunebulia tavis tavshi verapers vegar veubnebi.

    • რაიმე უფრო კონკრეტულის თქმა მიჭირს. ალბათ უკეთესი იქნება მიხვიდეთ სხვა ორთოდონტთანაც კონსულტაციაზე, ვისაც ექნება საშუალება გაგსინჯოთ და დაათვალიეროს პირის ღრუ.

  142. პირველ რიგში — 2 კვირა ძალიან მცირე დროა რაიმე ცვლილების შესამჩნევად, მეორე —- ფირფიტა უფრო ნელა მოქმედებს ვიდრე ბრეკეტი, მესამე — არ შემიძლია რამე გითხრათ ამ შემთხვევაში დისტანციურად. სთხოვეთ თქვენს ორთოდომტს ამომწურავად გიპასუხოთ ყველა კითხვაზე.

  143. გამარჯობა 1 წლის წინ გავიკეთე ფირფიტები მოხსნის შემდეგ რამდენიმე ხანში ისევ იგივე მდგობარეობას დაუბრუნდა კბილები თან ერთი ყბა მარცხნივ გაიქცა მეორე კი მარჯვნივ ეხლა ტუჩის ფორმაზეც ძალიან იმოქმედა 19 წლის ვარ რას მირჩევდით შეიძლება ფირფიტების გაკეთებით ყბები ისევ ერთნაირად მოექცეს ?

    • ანუ თქვენი მკურნალობა არ იყო დასრულებული, ან ადგილი აქვს რეციდივს. ფაქტია რომ 1 წელი ძალიან ცოტაა ფირფიტებისთვის, თქვენ კი უფრო ნაკლებ ხანს ატარეთ რამდენადაც ვხვდები. აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ განმეორებით სრულყოფილი მკურნალობა, სასურველია ბრეკეტით.

  144. ზედა ყბის მხოლოდ ერთი კბილი მაქვს შიგნით შეწეული და რამდენ ხანში გავისწორებ და რამდენი დამიჯდება ხომ ვერ გამაგებინებთ? ))

    • ასე თქმა ძნელია. უნდა მიხვიდეთ კონსულტაციაზე ორთოდონტთან.

  145. gammargobat,gtxovt mipasuxot,wina kbili maqvs chatexili amastanave meryeobs, magram tu xdeba or kbils shoris shuashi amosheneba?tu amis amogebis shentxvevashi rezbazea sajiro?da ra damijdeba?sageji kbilis daplombva da amosheneba,orive ertad?

    • თუ კბილი მორყეულია, დიდია ალბათობა რომ ამოსაღები იყოს.
      ორ კბილს შორის სივრცე თუ შექმნილია ერთი ან რომელიმე კბილის დაზიანებით, გვრგვინის აღდგენა შესაძლებელია რათქმაუნდა. თუ უბრალოდ დაშორებულია კბილები ერთმანეთს, მაშინ სივცე ორთოდონტიული გზით უნდა დაიხუროს, კბილების გადაადგილების საშუალებით. ფასებს ვერ გეტყვით, დამოკიდებულია იმაზე რა პროცედურა დაგჭირდებათ. აჯობებს მიხვიდეთ კონსულტაციაზე.

  146. breketebi ra jdeba orive ybaze?

    • დაახლოებთ 1000 ლარიდან. კლინიკას გააჩნია, სხვადასხვა ფასებია ხოლმე.

  147. gamarjobat. 2 wlis win meketa pirpitebi 1 weli da 2 tve meketa moxsnis shemdeg ramodenime tveshi yba titqos gverdze momeqca da tan yba piris gagebis dros tkacunebs da mawuxebs dzalian. ras mirchevdit breketebit sheidzleba rom yba gamomiswordes tu acileblad pirpitebia sachiro ybistvis? winaswar madlob.

    • რამდენადაც ვხვდები ორთოდონტიული მკურნალობა არ დაგისრულებიათ, რამაც გამოიწვია მდგომარეობის გაუარესება. მკურნალობა ისევ საჭიროა და რათქმაუნდა სასურველია ბრეკეტებით.

  148. gamarjobat.imedi maqvs damexmarebit.var 21wlis.win kbilebs shoris zeda ybaze maqvs gamotovebuli adgili,danarcheni kbili yvela sworia.arc qveda ybaze maqvs aranairi problema.mainteresebs breketebis chasmis pirobebshi ramden xanshi gaswordeba da ra dajdeba es yvelaperi.madloba winaswar.

    • როგორც მივხვდი დიასთემა გაქვთ ანუ სივრცე ზედა ცენტრალურ საჭრელებს შორის. საკმაოდ ადვილად სწორდება, მაგრამ ზუსტ დროს და ფასებს მე ვერ გეტყვით. ორთოდონტს უნდა მიაკითხოთ.

  149. gamarjobat 8 kbilis amogeba sad sheidzleba xom ver metyvit da ra girs? da tu sheidzleba amogebis dges breketis gaketeba? winaswar madlob

    • სიბრძნის კბილებს იღებენ სტომატოლოგიურ კლინიკაში, სადაც ჰყავთ ქირურგი, ან ყბა-სახის ქირურგი. ფასებს ვერ გეტყვით, სხვადასხვაა. ამოღების დღეს ბრეკეტის დამაგრება რათქმაუნდა რეკომენდებული არაა.

  150. theaabjandadze

    გამარჯობათ, ვარ 32წლის, ქვედა ყბა მაქვს წინ წამოწეული, ეშველება თუ არა რამე? თუ ეშველება ვის უნდა მივმართო და რა დამიჯდება? დრო რამდენი დასჭირდება დაახლოებით რო გასწორდეს ყბა?

    • ასეთი მდგომარეობა ორთოდონტიული პრობლემაა. რა მეთოდით შეიძება მკურნალობა, რა დაგიჯდებათ და რამდენ ხანს გაგრძელდება ამის თქმა მხოლოდ კონსულტაციის შემდეგაა შესაძლებელი. მიმართეთ ორთოდონტს. თამარ კუბლაშვილს “უნიდენტში” ან “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრს”.

  151. gamarjobat, me qveda yba maqvs gamoweuli albat naxevari santimetrit da shegidzliaat mitxrat ra unda gavaketoo 16 wlis var an ra dajdeba an sad movigvaro es problema

    • ორთოდონტს უნდა მიმართოთ. ადრეულ ასაკში უკეთესია მკურნალობის დაწყება. მიმართეთ “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრს” ან თამარ კუბლაშვილს “უნიდენტში”.

  152. გამარჯობათ,ვარ31 წლის, ზედა ყბა მაქვს ძალიან გამოწეული რაც ძალიან დიდ კომპლექსს მიქმნის, შესაძლებელია თუ არა ჩემს ასაკში გასწორდეს ბრეკეტით?

    • მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია არა იმდენად ასაკზე, რამდენადაც პათოლოგიაზე. მიდით კონსულტაციაზე ორთოდონტთან და უფრო ზუსტად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას.

  153. mtlianad ramdeni kdeba gascoreba da chasma kbilebis

    • ეს უნდა იკითხოთ კლინიკაში, სადაც შეარჩევთ ორთოდონტს.

  154. tu shegidzliat mipasuxet!brekets vapireb rom gaviketo,orive ybaze,tumca mxolod qveda 4 tsina kbilis gamo,magram ukana orive mxares maklia tito kbili,ekimma mitxra mxolod tsina darchenil 9 kbilze dagimagrebo,ramdenad ikneba es epeqturi da chajdeba tu ara r

    tu shegidzliat mipasuxet!brekets vapireb rom gaviketo,orive ybaze,tumca mxolod qveda 4 tsina kbilis gamo,magram ukana orive mxares maklia tito kbili,ekimma mitxra mxolod tsina darchenil 9 kbilze dagimagrebo,ramdenad ikneba es epeqturi da chajdeba tu ara rkalshi yvela kbili?rogor piqrobt

    • გირჩევთ სხვა ორთოდონტებთანაც გაიაროთ კონსულტაცია.

  155. 5 clis bavshvs akvs arascori bjena,anu kveda yba akv cin camoceuli,minda ortopedtan miviyvano da adre xom ar aris?

    • ორთოდონტთან უნდა მიიყვანოთ და არა ორთოპედთან. კონსულტაციისთვის ადრე არაა. გირჩევთ “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრს”.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s