რატომ ვარდება ბჟენები?


პაციენტები ხშირად კითხულობენ: “რატომ ვარდება ბჟენი?”. და მართლაც, ზოგჯერ სრულიად ახალი ბჟენები ტოვებენ თქვენს კბილებს სრულიად უდროოდ და მოულოდნელად. მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე.

პირველ რიგში, საბჟენი მასალები განსხვავდებიან თვისებებით. ერთ სახეობას ახასიათებს მეტი კუმშვადობა, რის გამოც დროთა განმავლობაში ზომაში მცირდებიან და კბილის კედელსა და ბჟენს შორის სივრცე ჩნდება, სადაც აღწევს მიკრობები და საჭმლის ნარჩენები. ბჟენის ირგვლივ ჩნდება კარიესი, კედლები რბილდება და ბჟენიც ვარდება.

არსებობს სარჩულები, რომელიც კბილის ქსოვილებს ფტორით ამარაგებს და კარიესის განვითარებას ხელს უშლის ბჟენის ქვეშ.

ბჟენის ქვეშ კარიესის განვითარებაში არცთუ უმნიშვნელოა ზოგადი დააავადებები, რომლებიც არღვევენ ნივთიერებათა ცვლას, ასევე მიკროელემენტების შეთვისებას. ეს იწვევს კბილის ქსოვილის დასუსტებას და ბჟენის ამოვარდნას.

ცუდმა ჰიგიენა ასევე დიდი როლი შეიძლება ითამაშოს ბჟენის ფიქსაციისას იმდენად, რამდენადაც ჩნდება ნადები, რომელიც არამარტო აზიანებს კბილის კედლებს, არამედ ჩნდება კარიესიც.

გარდა ამისა, ბჟენის ამოვარდნისა და კბილის კედლის მოტეხვის მიზეზი შეიძლება გახდეს არასწორი მკურნალობის მეთოდი, როდესაც კბილის კედლები ძალიან გათხელებულია, ხოლო ბჟენი იკავებს კბილის გვირგვინის ნახევარზე მეტს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია კბილის დაფარვა ხელოვნური გვირგვინით.

ასე, რომ გარდა ობიექტური, ბუნებრივი მიზეზებისა და ბანალური სიზარმაცისა, სტომატოლოგიური კლინიკის სწორად არჩევაც მნიშვნელვანი პირობაა, იმისათვის რომ ბჟენების განახლებამ ხშირად არ მოგიწიოთ.

მეორადი კარიესი

5 Responses to რატომ ვარდება ბჟენები?

  1. ბჟენი იგივე პლომბი ხო?
    ამ სურათებს რომ ვხედავ, გული მისკდება, არადა უსაყვარლესი დანტისტი მყავს და მის სავარძელში იმდენად relaxed ვარ, ლამის ჩამეძინოს. მიყვარს კბილის ექიმები, შემოვივლი ამ ბლოგზე კიდევ :)

  2. ra tqma unda yvela is paqtori martlac dzalian mnishvnelovania rac ak aris chamotvlili da kidev davamatebdi rom kariesuli grus preparirebsac akv mnishvneloba misi piqsaciis tvalsazrisit da ra tqma unda kariesul grus sidides.dges ise xdeba rom umravles shemtxvevashi eqimi ar ushvebs xelidan pacients ik sadac terapetma ar unda dabjionos kariesuli gru imitom rom icis dzalin didia da bjenit tu agadge chamovardeba ar ushvebs ortopedtan da mainc bjens:)

  3. ბჟენი არ უნდა ჩამოვარდეს არცერთ ვარიანტში, თუ თუ დენტინი სსწორადაა პრეპარირებული და თუ ადგეზიური სისტემა ხარისხიანია. არასწორი რესტავრაციისას ბჟენი შეიძლება დაზიანდეს, დაიბზაროს, მოტყდეს, ატყდეს, მაგრამ მთლიანად ამოვარდნა არავითარ შემთხვევაში.

  4. gamarjobat, mainteresebss orsulad var da ramdenime kbilze gamichnda problema sheileba tuiaraa davibjenoo.da ra jdeba tqventan bjenebii?madlobt

    • გამარჯობა. ორსულობისას ზოგჯერ პრობლემას წარმოადგენს ადრენალინის შემცველი ანესთეტიკის გამოყენება. თუ ორსულობა უპრობლემოა, ყველაზე უსაფრთხო პერიოდი შუა ტრიმესტრია. უადრენალინო ანესთეტიკის გამოყენება ყოველთვის შეიძლება. თუმცა ყველა შემთხვევაში საქმის კურსში დააყენეთ თქვენი ექიმი, რომელიც თვალს ადევნებს თქვენს ორსულობას, განსაკუთრებით თუ პრობლემატური ორსულობაა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s