მტკივნეულლი გამონაყარი ტუჩზე — ჰერპეს-ვირუსის გამოვლინება — ეს არა მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტია, არამედ ალცჰეიმერის დაავადების განვითარების შანსი ხანდაზმულობისას — დაადგინეს ბრიტანელმა მკვლევარებმა.
სწორედ ჰერპეს-ვირუსი უწყობს ხელს ბეტა-ამილოიდის კონგლომერატების წარმოქმნას, რომელიც თავის მხრივ ტვინის ქსოვილში ალცჰეიმერის დაავადებისთვის დამახასიათებელი ნეირო დეგენერაციულ დაზიანებებს იწვევს. მკვლევართა ჯგუფმა მანჩესტერის უნივერსიტეტიდან პროფესორ რუფ იცხაკის ხელმძღვანელობით, რომელიც ალცჰეიმერით დავადებულებს იკვლევდა, მათ 90%-ში აღმოაჩინა I ტიპის ჰერპეს-ვირუსი ცილოვან კონგლომერატებში.
პროფესორის განცხადებით, თუკი ახალგაზრდა ასაკში ჰერპესი შეიძლება არ იჩენდეს თავს, და პაციენტს განსაკუთრებულ დისკომფორტს არ უქმნიდეს, ასაკის მატებასთან ერთად მდგომარეობა რთულდება. ორგანიზმის ბრძოლის უნარი ქვეითდება და ნებისმიერმა ინფექციამ ან სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ვირუსის გააქტიურება, რომელიც იწყებს ტვინის ქსოვილის დაზიანებას.
მკვლევართა აღმოჩენას აქვს დადებითი მხარეც: სავარაუდოა, რომ ანტივირუსული პრეპარატები, რომელიც გამოიყენება თუჩზე გაციებისას გაჩენილი გამონაყარის სამკურნალოდ, ეფექტური აღმოჩნდეს ალცჰეიმერის დაავადების სამკურნალოდაც. თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, სანამ ოფიციალურად განაცხადებენ ამის შეახებ დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო
წყარო: www.unident.by



