მიუხედავად იმისა, რომ კბილი მტკიცე ქსოვილებისაგან შედგება, იგი ჩვეულებრივი ორგანოა, თავისი ინერვაციით და სისხლმომარაგებით, თუმცა რეგენერაციის უნარი არ გააჩნია. კბილის დევიტალიზაცია ანუ “მოკვლა” როგორც მას ხშრად უწოდებენ, არღვევს მისი მაგარი ქსოვილების სისხლმომარაგებას, რადგან პულპა ანუ “ნერვი”, რომლის ამოღებაც დევიტალიზაციის მიზანია ტკივილის აღმოსაფხვრელად, ნერვული დაბოლოებების გარდა შეიცავს სისხლძარღვებსაც. სწორედ ისინი კვებავენ კბილის მაგარ ქსოვილს —- დენტინს. კვებას მოკლებული დენტინი დროთა განმავლობაში ოდნავ მუქდება და მყიფე ხდება, კარგავს ელასტიურობას და მცირე ტრავმებითაც კი შეიძლება დაზიანდეს.
თუ რამდენად შეიცვლის დევიტალური კბილი ფერს, დიდადაა დამოკიდებული არხის საბჟენ მასალაზე. მაგალითად, რეზორცინ-ფორმალინის პასტა, რომელიც ახლა თითქმის აღარ გამოიყენება, კბილს აფერადებდა ღია ვარდისფერიდან მუქ იასამნისფერ ტონალობამდე.
კბილის დისკოლორიზაციის პრობლემის გადაჭრის რამოდენიმე გზა არსებობს:
- ვინირები
- ხელოვნური გვირგვინები
- ენდო-გათეთრება
სწორედ ამ უკანასკნელზე მინდა შევჩერდე, რადგან ჩემი აზრით ყველაზე
დამზოგველი მეთოდია და შედარებით იაფიც. განსაკუთრებით ეფექტურია საჭრელი კბილების შემთხვევაში. არ მოითხოვს პაციენტის მხრიდან კაპის ტარებას, რადგან გამათეთრებელი გელი იდება კბილის ღრუში გარკვეული პერიოდით. პროცედურა ტექნიკურად რთული არაა, თუმცა ექიმისთვის აუცილებელია შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.
ბოლოს მინდა ერთი ჩემი ნამუშევარი დავდო თვალსაჩიენობისთვის.





გამარჯობა.მაინტერესებს რამდენ ხანში მიიგეთ ასეთი შედეგი და რომელი ენდო ბლიჩინგი გამოიყენეთ?
გამოვიყენე Opalescense Endo. თუ სწორად მახსოვს ამ შემთხვევაში 3 ვიზიტი დასჭირდა სასურველი შედეგის მიღებას. ანუ დაახლოებით 2 კვირა.
nervis mokvlidan ramden xanshi xdeba kbilis shesabamisad dabjena da tavistavad ircheva perebi xo minanqris shesabamisad?
გააჩნია რა მასალით იბჟინება არხი. შეიძლება იმდღესვე ან მეორე დღეს.
სად მდებარეობს თვენი კლინიკა?
არსად, საქართველოში არ ვიმყოფები.
maqvs mkvdari kbili 8wlis viyavi nervi rom amovige axla var 19wlis da mas shemdeg araertxel momiwia am kbilis daplombva tavidan magram kbili aris ashkarad fer shecvlili ras mirchevt?aqve minda avgnishno rom xshirad plombebi mvardeba da risi bralia?
ფერშეცვლილი კბილის შემთხვევაში გამოიყენება ენდოგათეთრება, როგორც სტატიაშია მითითებული, ან ვინირი. ბჟენების ამოვარდნა კი ყველაზე ხშირად უხარისხო მკურნალობის ბრალია.