Tag Archives: გინგივიტი

ფაქტები და რჩევები ღრძილების დაავადებაზე


By Dr. Todd Welch

ღრძილების დაავადების პირველი ნიშნების ცოდნა და გამოვლენა მნიშვნელოვანია, რამდენადაც კბილების დაკარგვის მიზეზთა დიდი წილი სწორედ მასზე მოდის. გადა ამისა, ბოლო წლებში ბევრს წერენ მის კავშირზე ბევრ სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებთან, მაგალითად გულის დაავადებები.

თითქმის ყველა ჩვენგანს აქვს ან ჰქონია ღრძილების პრობლემა ცხოვრების გარვეულ ეტაპზე, გარკვეული ხარისხით. მისი დროულად გამოვლენა საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ უფრო სერიოზული პრობლემები. Continue reading

“ვექტორი”: პაროდონტიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა


***პაროდონტი — კომპლექსი, რომელლიც მოიცავს კბილს და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს (ღრძილი, მიმდებარე ძვლოვანი ქსოვილი და კბილის ირგვლივი იოგი).

პაროდონტის დაავადებასთან დაკავშირებული სტატისტიკა შემაშფოთებელია  — ზრდასრული მოსახლეობის 98% და მოზარდთა 83% მისთვის დამახასიათებელი ამა თუ იმ ნიშნის მატარებელია.

დაავადება შეიძლება მოიცავდეს მთელ კომპლექსს, ან ქსოვილთა მხოლოდ ნაწილს, შეიძლება იყოს ანთებადი ან დისტროფიული ხასიათის.

გინგივიტი და პაროდონტიტი ერთმანეთთან დაკავშირებული ფორმებია. ანთებითი პროცესი თავიდან იწყება ღრძილიდან (გინგივიტი) და დროთა განმავლობაში ვრცელდება კბილის ირგვლივ იოგსა და ძვლოვან ქსოვილზე (პაროდონტიტი).

ძალიან ხშირად ერთმანეთში ერევათ პაროდონტიტი და პაროდონტოზი.

პაროდონტიტის დროს წამყვანია ანთებითი პროცესი, რომელიც დროული და  სათანადო მკურნალობის შემთხვევაში შექცევადია. ხოლო პაროდონტოზი არაანთებადი პროცესია, რომლის დროსაც მიმდინარეობს ყბის ძვლისა და პაროდონტის ქსოვილების ატროფია. იგი ხშირად რომელიმე ზოგადი დაავადების ფონზე მიმდინარეობს.

ამჯერად შევჩერდებით პაროდონტიტის მკურნალობის მეთოდებზე, კონკრეტულად კი აპარატ “ვექტორზე”.

პაროდონტიტის მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს იმ ქვებისა და გრანულაციური ქსოვილების მოშორება, რომელიც უხვადაა ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ ღრძილოვან (პათოლოგიურ) ჯიბეებში.

პირდაპირი ქირურგიული მეთოდების გარდა ამისათვის არსებობს ფიზიკური მეთოდებიც — პათოლოგიური ჯიბეების წმენდა მექანიკური ინსტრუმენტებით (კიურეტაჟი) და ულტრაბგერითი ინსტრუმენტებით.  როგორც მექანიკურ, ისე ულტრაბგერით მეთოდს აქვს ნაკლი — ამ დროს ზიანდება ღრძილის ღრმა ქსოვილები და კბილის ფესვის ზედაპირი. ხელით ჩატარებული  კიურეტაჟის დროს ექიმი ფაქტიურად ბრმად მოქმედებს. ულტრაბგერის ფიზიკური თვისებები ექიმს საშუალებას აძლევს მოაშოროს ქვები და ნადებები პათოლოგიური ჯიბის ყველაზე ღრმა წერტილებში კი, მაგრამ რხევები და ინსტრუმენტის გადახურება უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. გადა ამისა, ულტრაბგერითი სკალერის საშუალებით ვერ ხერხდება 5მმ-ზე ღრმა ჯიბეების დამუშავება.

“ვექტორის” მთავარი უპირატესობა მის უნიკალურ კონსტრუქციაში მდგომარეობს, რისი მეშვეობითაც სამუსაო ინსტრუმენტს მოწესრიგებული რხევები გადაეცემა —- იგი მოძრაობს კონკრეტულად სამუშაო ზედაპირის გასწვრივ. გვერდითი მოძრაობები არ ატრავმირებს ღრძილის ქსოვილს და ფესვის ზედაპირს, რაც საშუალებას იძლევა პროცედურა უმტკივნეულოდ ჩატარდეს მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებშიც.

სწორედ მოწესრიგებული რხევების საშუალებით იზრდება ულტრაბგერის შეღწევის სიღრმეც, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ცვლის ქირურგიულ ჩარევას.

მუშაობის პროცესში იმსტრუმენტს მიეწოდება ჰიდროქსიაპატიტის ფხვნილის ნაკადი ნაწილაკების ზომით 10 ნმ, რისი საშუალებითაც პათოლოგიური ჯიბიდან სრულად შორდება ღრძილქვეშა ქვები და ნადებები, ენდოტოქსინები, პრიალდება კბილის ზედაპირი. თავისთავად ჰიდროქსიაპატიტი ხელს უწყობს ღრძილის სწრაფად აღდგენას პროცედურის შემდეგ.

“ვექტორის” აპარატით მუშაობისას გამოიყენება არა მეტალის, არამედ კომპოზიტის დრეკადი ინსტრუმენტები, რაც ისეთი რთული ზედაპირების გაწმენდის საშუალებას იძლევა, როგორიცაა კბილის ფესვი და ღრმად მდებარე იმპლანტები.

ფაქტიურად, “ვექტორის” აპარატი უალტერნატივოა დღესდღეობით. მის მაღალეფექტურობასთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროცედურის დროს და მის შემდეგ პაციენტებს ფაქტიურად არ აღენიშნებათ უსიმოვნო შეგრძნებები, შესაბამისად არც ანესთეზიის გამოყენების საჭიროება არსებობს.

როგორ გავთავისუფლდეთ მონა ლიზას ღიმილისგან


ჩემი სტუმარი ერთერთი ცნობილი ქართველი ბლოგერია, პროფესიით სტომატოლოგი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ “RADIX“-ის პრეზიდენტი —- ზურაბ ალხანიშვილი. დარწმუნებული ვარ სტატია, რომელიც ნეტგაზეთში გამოქვეყნდა თქვენც ძალიან მოგეწონებათ, .

მონა ლიზას მომაჯადოვებელი ღიმილის საიდუმლოს კარიესი ჰქვია. დიახ, სავარაუდოდ, მას ცუდი კბილები ჰქონდა და ასე მოკრძალებით ამიტომ იღიმის. უფრო მეტიც, შუა საუკუნეების მხატვრობაში ღიმილს პრაქტიკულად ვერსად დაინახავთ, ტილოებიდან  მშვიდი და სათნო სახეები შემოგვცქერის. გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან კი სილამაზის ახალი სტანდარტი – ფართოდ გაღებული ბაგეები, მკვეთრი, „ჰოლივუდის ღიმილია“. Continue reading