Tag Archives: კბილის პასტა

სანდოა თუ არა “გათეთრების” შინაური მეთოდები?

              

ალბათ ინფორმაციის სიმცირის ბრალია, როცა პაციენტები კბილების “გასათეთრებლად” მიმართავენ ისეთ შინაურ მეთოდებს, როგორიც ნახშირი, ლიმონი, სოდა თუ ცარცია. ხშირად იმასაც ამბობენ, რომ თავად სტომატოლოგმა ურჩია. მოდით, ლოგიკურად ავხსნათ რა “სარგებლობის” მოტანა შეუძლია ასეთ მეთოდებს. Continue reading

რატომ ჩნდება კბილებზე ქვები?

ეს კითხვა ერთერთია, რომელსაც ყველაზე ხშირად სვამენ პაციენტები და მეც შევეცდები კიდევ ერთხელ გავცე შეძლებისდაგვარად ამომწურავი პასუხი.

qva1

არასწორი ან არასაკმარისი ხეხვის გამო პირის ღრუში დარჩენილი საჭმლის ნარჩენები, ხშირად გროვდება კბილის ყელთან ან კბილებს შორის. დროთა განმავობაში კი  რბილ ნადებად ანუ კბილის ბალთად გადაიქცევა. როგორც ხელსაყრელ გარემოში, მასში “სახლდებიან” მიკრობები, რომელიც ისედაც მრავლადაა პირის ღრუში. Continue reading

მითები

მინდა დავდო ერთი ძალიან საინტერესო სტატია, რომელიც ბევრ კითხვაზე გასცემს  ალბათ პასუხს.

images

დიდი ხანია თითქოს კბილებზე ყველაფერი უკვე ცნობილია. თუმცა ხშირად მცდარი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე ეჭვის საფუძველს იძლევა. დღეში რამდენჯერ გავიხეხოთ კბილები? ღირს თუ არა კბილების გათეთრება? როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას და რამოდენიმე ცნობილი მითის გაბათილებას შევეცდებით ამ სტატიაში. Continue reading

ღრძილების მკურნალობა —- შვება კბილებისთვის

gimili1პაროდონტის დაავადებები დღეისათვის ყველაზე გავრცელებულია სტომატოლოგიურ დაავადებებს შორის.
დასაწყისისთვის, კარგი იქნება განვმარტოთ რა არის პაროდონტი — ესაა კბილის ირგვლივი ქსოვილების კომპლექსი. ისევე როგორც ყველა დაავადებას, პაროდონტის დაავადებებსაც აქვს გარკვეული სიმპტომები. ერთერთი პირველია სისხლდენა კბილების ხეხვის დროს. Continue reading