ბავშვთა სტომატოლოგია

163 thoughts on “ბავშვთა სტომატოლოგია

  1. Gamarjobat myavs 1 wlis da 10 tvis gogo 5 dgea rac stomatiti gauchda enaze da grzilebi aq dasiebuli tavistavad ar chams arafers saertod da gamut aq a sicxeebi tqveni rcheva mainteresebs rogor vumkurnalo ?

    1. შესაძლოა ჰერპესული ინფექცია იყოს. პედიატრმა უნდა მოგცეთ რჩევა.

      1. უკვე შეგიძლიათ დააწყებინოთ, ამ ასაკისთვის განკუთვნილი ჯაგრისითა და კბილის პასტით. ზოგადად გაწმენდა უნდა დაიწყოს პირველი კბილების ამოჭრიდანვე.

  2. Gamarjobat 1 da 6 tvis biji myavs da jer 8 kbili aqvs amosuli 4 zevit da 4 qvemot normaluriaaa??? Da ras mirchevt????

    1. ზოგჯერ ხდება დაგვიანებით ამოჭრა. ყოველ შემთხვევაში ახლა ვერაფერს იზამთ. თუ ბავშვი ზოგადად ჯანმრთელია, დაელოდეთ 2 წლამდე და შემდეგ შეიძლება რენტგენის საშუალებით გარკვევა არის თუ არა ჩანასახები.

    2. გამარჯობათ რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის კბილის ამოგება ?

      1. რომელს კბილებს გულისხმობთ? სარძევე კბილების ამოღება ხდება როცა უკვე მოცვლის ვადაა. მუდმივი კბილები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს ამოსაღები, ყველანაირად უნდა ეცადოთ რომ დროულად უმკურნალოთ.

  3. 2.5 წლის ბავშვი დაეცა და დაარტყა კბილი. ეხლა შევამჩნიეთ რომ ამ დარტყმულმა კბილმა ფერი შეიცვალა. უფრო მოყვითალო გახდა სხვებთან შედარებით. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

    1. როგორც ჩანს ტრავმის შედეგად კბილი დაზიანდა. უნდა აჩვენოთ ექიმს აუცილებლად. იმის მიხედვით კონკრეტულად რა დაზიანებაა, უნდა ჩატარდეს მკურნალობა.

  4. გამარჯობა, 2,5 წლის ბავშვს ამოუვიდა ზედა მოლარი,კბილი არის 5 ქიმიანი, შიდა მხარეს აქვს კბილს წანაზარდი. მაინტერესებს რა დარღვევაა,რამ გამოიწვია, საშიშია თუ არა და როგორ მოვიქცეთ?

    1. ასეც უნდა იყოს, ხუთ ბორცვიანი. წანაზარდი პრობლემას არ წარმოადგენს, ხდება ხოლმე კბილის ჩანასახის განვითარებისას ასეთი დარღვევები და არ არის საჭირო რაიმე ზომების ბიღება, თუ ღეჭვისას არ ხდება ენის ტრავმირება.

  5. გამარჯობა, წლინახევრის ბავშვს გაუშავდა მხოლოდ ერთი კბილი წერტილოვანი ლაქებივით, ღრძილთან ყველაზე ხშირი და მერე იშლება შედარებით. კბილები ბლომად ამოსული აქვს და გაუშავდა ზედა მეორე კბილი წინიდანაც და უკნიდანაც, დანარჩენი ქათქათა თეთრია და რისი ბრალი შეიძლება იყოს ხომ ვერ მეტყვით? ნადები თუა შეიძლება მარტო ერთ კბილზე განვითარდეს? მადლობა წინასწარ

    1. შესაძლოა იყოს კბილის მფარავი ქსოვილის (მინანქრის) არასრულფასოვნების ბრალი. ასეთი წერტილები ჩნდება იმ ადგილებში სადაც მინანქარი არ არის. დროთა განმავლობაში შესაძლოა კარიესებად გარდაიქმნას. მიიყვანეთ ბავშვთა სტომატოლოგთან და მოაშორებენ შავ ლაქებს.

  6. 7clis xdeba chemi gogona, tveze metia rac amougo stomatologma zeda aqueous piece, jer just ar amosula mizezi ra iqneba ?

    1. თუ შეიძლება დააკონკრეტეთ რომელ კბილზეა საუბარი.

      1. დიახ, ნორმალურია. თუ არის საკმარისი ადგილი ამოსაჭრელად გართულება არ იქნება, მაგრამ თუ ამოჭრის პროცესი მტკივნეული იქნება, აჩვენეთ ექიმს.

  7. Gamarjobat mkavs 5 clis shvili da zeda ori sardzeve kboli amoigo ert tveze metia da axali jer ar amosvlia da ramdeni xani sheidzleba ar amouvides an ekimtan xo at jobia mikvana shesiebuli ki akvs

    1. ჩვეულებრივად მოიცვალა, ანუ ფესვი გაწოვილი იყო?

  8. Gamarjobat me myavs 4wlis bavshi kbili qkonda dasaplombi magram ar daiplomba da da davtovet ise nervi mokluli aqvs.magram is kbili dauchirkda da ra vqna ra davalevino.?ra savlebi gauketo.?

    1. სავარაუდოდ კბილი თავიდან იქნება სამკურნალო. უნდა მიიყვანოთ და ამჯერად დაასრულოთ კბილის მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვადაზე ადრე გახდება საჭირო კბილის ამოღება.

    2. Zustad ase konda chem bavshvsac garedan grdzolze chirkivit gaiketa amougo ekimaa kbili titkos dacxra yvelaperi exla kidev gacitlebuli aq isev is adgil safac lbili amougo ra unda gavaketo vavleb sodian da marilian cyals .ra sheidzleba iyos mizezi titkos kvlav chirki udgeba .chemic 4clis aris

  9. gamarjobat,myavs 10 tvis bichi,grdzili aqvs shesiebuli da sishave uchans,savaraudod sisxlia chaqceuli,es kbilis amosvlis bralia?tu infeqciaa shechrili ??icis kbilis amosvlam sishave grdzilze?mipasuxet gtxovt

    1. თუ ტრავმას გამორიცხავთ, შესაძლოა იყო კისტა, რომელიც ზოგჯერ ვითარდება კბილის ამოჭრისას. არაფერია საგანგაშო, უბრალოდ ექიმთან მიყვანა და პატარა განაკვეთია საჭირო, რომ კბილი თავისუფლად ამოიჭრას და არ გართულდეს.

  10. Gamarjobat.myavs 8 wlis gogona mocvlili aqvs 4 qveda da 4 Zelda kbili.bolo periodia 2 kbilis grdzilebze aqvs chirqovani bushtukebi tan paralelurad Es kbilebi iryeva.risi bralia?

    1. თუ მოცვლილ კბილებზეა საუბარი, არ უნდა ირყეოდეს. როგორც აღწერიდან ჩანს ტრავმას აქვს ადგილი, რაზეც ღრძილის დაზიანებაც მეტყველებს.

  11. gamarjobat.myavs 7 wlis bavshvi da bavshobidan kbilebi sul chamoeshala da ara aqvs wina kbilebi da exla ar icvlis kbilebs dabla amouvida wina kbili kbilebis shignidan da rogor unda moviqce?

    1. თუ მუდმივი კბილები არ იჭრება, ექიმი დაგაუღებს რენტგენს და გაარკვევს არის თუ არა ჩანასახები. შეიძლება უბრალოდ აგვიანებს მოცვლას, რაც ხშირია. ქვედა ყბაზე თუ მუდმივი კბილები ისე ამოეჭრა რომ სარძევე კბილები ადგილზეა, უნდა ამოუღოთ სარძევე კბილები. მომავალში ალბათ საჭირო იქნება ორთოდონტიული მკურნალობა.

    1. მოიცვლის, მაგრამ სტომატოლოგს უნდა მიმართოთ მაინც. თუ ნადებია, გაუწმინდავს. თუ სამკურნალოა, მკურნალობის გარეშე გაურთულდება და მუდმივი კბილის ჩანასახიც შეიძლება დაზიანდეს ძვალში.

    1. ამოსაღები კბილი ყოველთვის საშიშია, განსაკუთრებით ბავშვებში, რადგან გართულება ძალაინ სწრაფად შეიძლება მოხდეს. ამოღებას თუ გულისხმობთ, არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს პროფესიონალის ხელში.

  12. Tu sheizleba mipasuxet chemi svili 1 maiss x deba 5 clis. Qveda ybaze cina kbili moerya da ase mgoonia adre unda iyos. Aris tuarara namdvilad naadrevii???

    1. თუ ტრავმა ან რაიმე სახის დაზიანება არ ყოფილა არაფერია საშიში. ცოტა ნაადრევია, მაგრამ მაინც ნორმის ფარგლებშია ამ ასაკში კბილების მოცვლის დაწყება.

    1. უნდა მიხვიდეთ სტომატოლოგთან და იმკურნალოთ რათქმაუნდა.

    1. კბილების ამოჭრის პერიოდისთვის არსებობს სპეიალური გელები, რომელიც გამაყუჩებელ ნივთიერებებს შეიცავს და ამოჭრის პროცესში შვებას აძლევს პატარას. თუმცა ასეთი საშუალებები უნდა დაგინიშნოთ პედიატრმა, რათა არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას.

  13. gamarjoba,1,10tvis bavshvs aqvs zeda tuchis mokle lagami da mainteresebs rodis aris shesadzlebeli am lagmis chachra?winaswar gmadlobt

    1. ზედა ტუჩის ლაგამი წესით არაფერში უნდა უშლიდეს ხელს, განსხვავებით ქვედა ტუჩის და ენის ლაგამისგან, რომელიც მეტყველებაში უშლით ხოლმე ხელს. ამიტომ ზედა ტუჩის ლაგამის კორექცია საჭირო არ არის მუდმივი კბილების ამოჭრამდე. შემდეგ კი უნდა შეფასდეს ლაგამის მდგომარეობა ამ ასაკში და ამის მიხედვით გაკეთდეს კორექცია. თუ რაიმე განსაკუთებული შემთხვევაა, ექიმს უნდა აჩვენოთ და მან გადაწყვიტოს.

  14. Gamarjoba,
    1,5 bavshvs aqvs grdzils da kbils shoris shavi nadebi, miuxedavad imisa rom sistematiurad vixexavt kbilebs, ukve 14 kichi gvaqvs) rogor moviqcet? Am asakshi kbilis stomatologiuri gawmenda rwkomendirebulia?
    Winaswar didi madloba

    1. სტომატოლოგთან გაწმენდა ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია, თუ ბავშვი მისცემს საშუალებას. შესაძლოა მიხმარება სჭირდება ხეხვისას, ან სწორად ვერ იხეხავს. https://www.youtube.com/watch?v=mBvzRCKV_Lc —- ეს ვიდეო შეიძლება დაგეხმაროთ. ნაჩვენებია ტექნიკა. თქვენ თვითონ გაუხეხეთ და ნელ-ნელა მიაჩვიეთ დამოუკიდებლადაც სწორად გაიხეხოს. აუცილებელია ყოველდღიურად დილას და საღამოს (ძილის წინ) გახეხვა.

  15. Chemi gogo 6clis xdeba da amouvida qveda me-6 kbili.es normaluria?zalian adre xom ar aris?sashishia?internetshi movizie da endokrinologiurma problemam Icis kbilebis naadrevi Amosvlao.zalian vnerviulob.gtxovt mipasuxet.

    1. ქვედა მეექვსე ანუ მუდმივი კბილი ზუსტად ამ ასაკში, 6 წლიდან იწყებს ამოჭრას. ასე რომ ტყუილად ნერვიულობთ.

  16. მოგესალმებით,
    მყავს 13 წლის შვილი რომელმაც არ მოიცვალა სარძევე კბილიბი,
    მყავდა სტომატოლოგთან გავუკეთე პირის ღრუს პანორამა. ბავშვს არ აღმოაჩნდა ჩანასახი რომ ამოსვლოდა მუდმივი კბილები. რა შეიძლება იყოს ამის გამოწვევის მიზეზი, ან სად შეიძლება გამოვიკვლიო?

    1. ანუ ყველა კბილი სარძევე აქვს და არცერთი მუდმივის ჩანასახი? ასეთ შემთხვევაში გამოსავალი იმპლანტაციაა, მაგრამ მხოლოდ სრულწლოვანების შემდეგ. მანამდე კი მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოთ სარძევე კბილები. თუ არ შეწუხდებით და შეძლებთ გამომიგზავნოთ პანორამა მითითებულ მეილზე, ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა. contact.kbilebi@gmail.com

  17. გამარჯობა, მყავს 4 წლის შვილი, ზაფხულზე დაეწყო კბილების გაშავება, პედიატრმა მითხრა, რომ კალციუმის ნაკლებობა აქვსო და მაინტერესებს კალციუმის რომელი პრეპარატი მივცე და ასეთ ასაკში თუ შეიძლება სტომატოლგმა გაუწმინდოს ემალი. მადლობა

    1. კბილების გაშავებაში რა იგულისხმება? კბილის მინანქარი გაუმუქდა მთლიანად თუ შავი ლაქები/ხაზები გაუჩნდა? თუ ეს სიშავე კარიესებს უკავშირდება, შეიძლება მართლაც იყოს კალციუმის დეფიციტის ბრალი. მაგრამ ამ შემთხვევაში პედიატრმა უნდა დაუნიშნოს პრეპარატი. თუ სიშავე ნადების ბრალია, თავისუფლად შეგიძლიათ მიიყვანოთ გასაწმენდად სტომატოლოგთან

  18. Gamarjobat.chems 2 wlis bichs wina centraluri 2 kbili akvs shechmulivit any shignita mxare shechmuli akvs kbilis da gverdebze ezrdeba chveulebrivad. Stomatologma mirchia amogeba kbilis,magram gadavwyvite davlodebodi kbilis gamocvlas, aris tu ara amogeba martebuli da an shansi Imisa Rom axali kbilic isetive yavisferi da shechmuli amouva.gmadlobt

    1. გაუგებარია ამოღება რატომ გირჩიათ. რატომ არ შეიძლება ბჟენით აღდგენა? ამოღება ამ კბილების და ამ ასაკში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. პირიქით, ყველანაირად უნდა ეცადოთ შენარჩუნებას, რომ მუდმივი კბილების ამოჭრას ხელი არ შეეშალოს და თანკბილვა არ დაირღვეს. თუ კბილები დაზიანებული ამოიჭრა, ეს არ ნიშნავს რომ მუდმივი კბილებიც ასეთი იქნება.

  19. gamarjoba . bavshvi 12 tvis gaxdeba ramodenime dgeshi , aqvs grdzilebi gawitlebuli , ashkarad tkiva ganicdis diskomforts bunebrivi kvebis garda arafers chams da ra sheidzleba mivce ro dauamdes ?

    1. თუ სწორად მივხვდი ბავშვი 1 წლის ხდება და მხოლოდ ძუძუთი იკვებება? რამდენი კბილი აქვს და როდის დაეწყო ამოჭრა? კბილები რა მდგომარეობაშია და თუ უწმინდავთ რეგულარულად?

    1. არესბობს სპეციალური ჯაგრისები 6 თვიდან. ასევე შეიძლება თითზე დახვეული მარლით გაწმენდა. მაგრამ აუცლებლად კბილის პასტის გარეშე.

      1. Gamarjobat var25wlis da maqvs gingiviti erti kviraa ukve yelis da piris tkivili magijebs.mkurnalobis miuxedavad gamonayari mravldeba aris tu ara es sashishi da sa araudod ramden dgiania gingiviti

      2. რასაც თქვენ აღწერთ გინგივიტს არ ჰგავს. უფრო ვირუსულ სტომატიტს. მაგრამ საჭიროა ზუსტი დიაგნოსტიკა. აუცილებლად მიაკითხეთ პაროდონტოლოგს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s