კბილის ამოღება და მისი გართულებები

178 thoughts on “კბილის ამოღება და მისი გართულებები

  1. გამარჯობ,
    ამოვიღე სიბრძნის კბილი და როგორც წესი დარჩა ღრმული. თუ შეგიძლიათ მითხრათ დაახლოებით რა დრო სჭირდება ღრძილს ამოსავსებად.
    მადლობა წინასწარ.

    1. ბოლომდე შესავსებად ხშირად რამდენიმე თვეა საჭირო, თუ დეფექტი დიდია.

  2. გამარჯობა. 7 თვის წინ ამოვიღე ქვედა მარჯვენა სიბრძნის კბილი ჩანასახშივე (არანაირად არ მაწუხებდა, უბრალოდ ყბასა და ყურს შორის შესიება შევნიშნე და ყბა სახის ქირურგმა მითხრა სიბრძნის კბილები ამოდის ცუდად და ეს იწვევს ლიმფური კვანძების შესიებასო) როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა ეს სანერწყვე ჯირკვლები ყოფილა. ოპერაციის მერე ყველაფერი მითითებისამებრ გავაკეთე, ანტიბიოტიკები, სავლებები და ასე შემდეგ.. გავიდა 7 თვე და იმ მხარეს რომელზეც სიბრძნის კბილი არ ამომოღია (მარცხენა) სანერწყვე ჯირკვალი ჩამიცხრა, ხოლო რომელ მხარესაც ამოვიღე კვლავ გასიებულია განსაკუთრებით დილაობით. რა შემიძლია გავაკეთო? ექიმს მივმართე მაგრამ მხოლოდ მედიკამენტები დამინიშნა რომლებსაც არანაირი შედეგი არ მოაქვთ

    1. სპეციფიურად სანერწყვე ჯირკვლების გამოკვლევაა საჭირო, სადინარების შემოწმება რენტგენზე, ინფექციის გამორიცხვა. გირჩევთ მიმართოთ სხვა ყბა-სახის ქირურგს.

  3. გამარჯობა ვარ 15 წლის ყველა კბილი მოცვლილი მაქ მაგრამ რატომღაც ერთერთი ზედა ეშვი ამოსვლას იგვიანებს… არ ჭრის… სარძევე კბილი რომ მოვიცვალე ძირი გალეული არქონდა… შემდეგ რენტგენის გადაღებისას ამოსასვლელი კბილი ძალიან ზემოთ იყო.. უკვე 1 წელია რაც ეშვის ამოსვლას ველოდები… ეს ნორმალურია?

    1. სარძევე კბილის ნაადრევი ამოღება ხშირად იწვევს მუდმივი კბილის ამოჭრის დაგვიანებას. ასეთ შემთხვევაში ხდება ორთოდონტიული გზით ჩანასახის სტიმულირება და ჩამოქაჩვა, თუ მისი მდებარეობა იძლევა ამის საშუალებას. შესაძლოა ჩანასახი არასწორად მდებარებდეს და მიზეზი ესეც იყოს.ასეთ შემთხვევაში კბილი არ ამოიჭრება.

  4. gamatjobat,amovige merve kbili damizianda gaimoritis gru jer mitxra gavkeroto eqimma mere marto grubelidamado da amoivsebao qshutuni shewyda sul odnav maqvs jer ar shekrula chriloba da shesadzlebelia namdvilad rom ase davtovo da ar gaikeros?

    1. ჰაიმორის ღრუ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს ღია. ფისტულა თუ ჩამოყალიბდა თავისით არასოდეს დაიხურება. ეს ნიშნავს, რომ პირის ღრუდან მუდმივად მოხდება ჰაიმორის დაინფიცირება, რომელიც ბუნებრივად იზოლირებული უნდა იყოს წესით პირის ღრუსგან. თუ დარწმუნებული არ ხართ რომ დახურულია, აუცილებლად მიაკითხეთ სხვა ყბა-სახის ქირურგს.

    1. თუ სისხლდება 2 საათზე მეტს გრძელდება აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. მიზეზი შეიძლება იყოს როგორ სისხლის შედედების უნარის დაქვეითება ორგანიზმის მხრივ, ასევე ადგილობრივი პრობლემა. გახანგრძლივებული სისხლდება საგრძნობლად ზრდის ჭრილობის დაინფიცირების და გართულების შანსს.

    2. Gamaejobat 4 dgis win ukana kbili amovige dachirqebuli mqonda da exla chirqi momedo romeli kbilic amovige ta dablota chirkvebic amatkia nerwyvis dzlivs vylapav ras mitchevt?

      1. ანუ როგორც მივხვდი ახლა ყელი გაწუხებთ? თუ ინფექცია ჭრილობიდანაა ანტიბიოტიკი უნდა დაგინიშნოთ ექიმმა. ამიტომ უნდა აჩვენოთ ნებისმიერ შემთხვევაში.

  5. გამარჯობა, ამოვიღე უკანა, მეექვსე კბილი, მის გვერდით კი დავიპლომბე, დაპლომბილი კბილი მორყეულია და შეიძლება, გვერდით ამოღებული კბილის ბრალი იყოს?

    1. თუ მანამდე არ იყო მორყეული, შეიძლება ამოღების დროს დაზიანებულიყო. თუ მორყევა მნიშვნელოვანია, აჩვენეთ ექიმს.

  6. გამარჯობათ.ჭამის დროს დაპლომბილი კბიკი ამტკივდა შემდეგ ამ ტკივილმა გამიარა და ლოყა შემისივდა ხოლო ღრძილზე ხელის დადებით ტკივილი მაქვს უკვე 3 დღეა.სტომატოლოგთან მისვლას ვერ ვახერხებ ჯერჯერობით და მაინტერესებს რამდენად სერიოზულადაა საქმე

    1. სავარაუდოდ არხები უნდა იყოს სამკურნალო. ან თუ ნამკურნალებია, გადამოწმებაა საჭირო. ნუ გადადებთ ექიმთან მისვლას.

  7. gamarjobat 3 dgiis win amovige kveda sibrdznis kbili meore dges damisivda qveda yba eqimma sodiani savlebi daminishnaa magram es sheshupeba at miqreba daa raime sxxva sashvaleba at iciit rom chamiqres es shesieba?

    1. სავარაუდოდ გჭირდებათ ანტიბიოტიკი. სასურველია ჭრილობაც ნახოს ექიმმა და თუ საჭიროა ადგილობრივი მკურნალობაც ჩაატაროს.

    2. გამარჯობათ 1 კვირაა აც ამოვიღე სიბრძნის კბილი, კბილი არ ჩანდა და გამიჭრეს და ისე ამომიღეს ტკივილები მქონდა 3-4 დღე პარალელურად ჯირკვალი ლც ამიჩნდა ახლა ჭრილობა შეხორცდა კარგად მაგრამ ჯირკვალს ვერაფერი მოვუხერხე ნერწყს რო ვყლაპავ ასე მგონია რაგაც მესობათქო ამაზრზენია ეს ყველაფერი ხომვერ მირჩევდით რამეს ? საჭმელსაც ვერ ვჭამ პირის დაღებაზეც კი მტკივა

      1. გირჩევდით ოტორინოლარინგოლოგს აჩვენოთ ყელი და ნუშურა ჯირკვლები (გლანდები).

  8. გამარჯობა მძვრება საღეჭი კბილი და ხანდახან მტკივა რამე საშიში ხომ არაფერია????

  9. გამარჯობა, დაახლოებით 2 კვირის წინ ამოვიღე კბილი. რამდენიმე დღის შემდეგ შევამჩნიე, რომ ჩირქი და უსიამოვნების გრძნობა მქონდა პირის ღრუში, ამოღებული კბილის მხარეს ლოყა დამისივდა, მქონდა ჩირქოვანი ნახველი, ამას დამატებული სიცხეები 37 ან მეტი. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ არაფერი შეცვლილა, იქნებ მირჩიოთ რა ვქნა და მითხრათ რისი სიმპტომებია ეს ყველაფერი ?

    1. სიცხე და ხველება შესაძლოა გაციების ბრალი იყოს, რომელიც დაემთხვა კბილის ამოღებას. მაგრამ თუ 2 კვირის შემდეგ ისევ გაქვთ ლოყის შეშუპება და ჩირქოვანი გამონადენი ჭრილობიდან, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

  10. გამარჯობა.
    ასე 3-4თვის წინ დავიპლომბე კბილი. თავიდან პირველი 1 თვე შეიძლება უფრო მეტიც არ მაწუხებდა არანაირი ტკივილი, შემდეგ თანდათანობით დამეწყო ცივ სასმელზე/საჭმელზე რეაგირება. ვიფიქრე ალბათ გამივლისთქო, მაგრამ ახლაც მტკივა. ვიცი რომ სავარაუდოდ ნერვის მოკვლაა საჭირო. როგორც კი თბილისში ჩავალ აუცილებლად მივალ სტომატოლოგთან .იქამდე კი მაინტერესებსებს თუ არის შესაძლებლობა რომ ამან გამოიწვიოს კბილის დაკარგვა, ნერვული ან ღრძილის დაავადება? როგორ მოვიქცე სტომატოლოგთან მისვლამდე?

    1. საბოლოოდ ყველა უყურადღებოდ დატოვებულ პრობლემას კბილის დაკარგვამდე მივყავართ. როგორც კი მოახერხებთ უნდა იმკურნალოთ არხები. თუნდაც ტკივილმა გაგიაროთ არ გადადოთ ექიმთან მისვლა.

  11. გამარჯობა, დღეს დილით ამოვიღე სიბრძნის კბილი, ზედა. 11 საათი გავიდა და სისხლდენა არ მიჩერდება, მარილიანი ტამპონიც მედო, პერეკისიანიც მაგრამ ამაოდ, რამდენიც ტამპონს ჩავიდებ 15 წუთში სულ იჟღინთება სისხლით. რა ვქნა როგორ მოვიქცე ?

    1. უკაცრავად რომ გვიან გპასუხობთ, იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდა. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ტამპონების ჩადება დამოუკიდებლად დაუშვებელია.

  12. გამარჯობა,გუშინ ორი კბილი დამიპლომბეს ,გვერდიგვერდ,გუშინ დამეწყო ლოყის შესიება ,დღესაც შესიებული მაქვს,დავრეკე და მითხრეს გამაყუჩებელმა იცისო,რამე სერიოზული ხომ არ იქნება?გუშინ მტკიოდა ლოყა დღეს ისე აღარ ,მაგრამ ეს შესიება ნერვებს მიშლის😦

    1. ტკივილგამაყუჩებელი არ იწვევს შესიებას. არხები თუ იმკურნალეთ, ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე და უნდა შემოწმდეს ხომარაა დარჩენილი არხებში რამე პრობლემა. თუ შეშუპება მნიშვნელოვანია, შეიძლება მისი მოხსნაც მედიკამენტების საშუალებით.

      1. მოგესალმებით მეოთხე დღეა ამოვიღე ქვედა მეექვსე კბილი ,წინ დღით შემიშუპდა ამოღებამდე ,არ მქონია ძლიერი ტკივილი,ამოღების მეორე დღეს უდრო შემისივდა ეხლა შეშუპება შედაერევით ჩამიცხრა,მაქვს მოთეთღო მოყვითალო ნადები ,მტკივა ჭრილობა ყრუთ და შეშუპებული ადგილიც შეხებაზე,ვსვავ აუგმენტინს ვიკეთებ სავლებს,კიდევ რა შეიძლება ვქნა რომ მალე გამიაროს შეშუპებამ

      2. ყოველთვის ინდივიდუალურია რამდენ ხანს გაგრძელდება შეშუპება. მთავარია, რომ ექიმის დანიშნულებას ასრულებთ. ნადები ნორმალურია და არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ მოშორებას. შეეცადეთ ჭრილობას არ შეეხოთ და არ გააღიზიანოთ. ტკივილმა უნდა იკლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად აჩვენეთ ექიმს.

    2. gamarjobat. 5 dgis ukan amovige qveda sibrdznis kbili. da eqimmaantibiotiki ar daminishna, marto tkivilgamayuchebeli mitxra tu tkivilma shegawuxoso. ager 5 dgea da yba gasivebuli maqvs da cota tkivilic mawuxebs, magram rom davlev tkivilgamayuchebels miyuchdeba. tan ybasac ver vageb kargad.shignit amogebuli kbili ar mtkiva mxolod didi grmulia etyoba enit shevamowme da aranairi tkivili ar maqvs, marto yba rom maqvs shesivebuli da pirs ver vageb rogorc wesia . mirchiet ra unda vqna da sashishi xomaraferia. gmadlobt.

      1. ყბის გაღების შეზღუდვა კუნთების სპაზმის გამო ხდება ხოლმე სიბრძნის კბილების ამოღებისას. დროთა განმავლობაში გაივლის, თუმცა ზოგჯერ ინიშნება ხოლმე ქვედა ყბის ვარჯიში პროცესის დასაჩქარებლად და არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატი. ამის თაობაზე თქვენს ექიმს უნდა ჰკითხოთ.

    3. Gamarkobat erti tvis win amovige zeda meotxe da qveda meotxe kbili eqimma ardaminishna aranaori antibiotiki da dzaalian dznelad mishishdeba chriloba jer tavic araaqvs shekruli da meshinia ro chirqi armqondes tan ukve usiamovno suns vgrdznob da gulzec ragac usiamovno da scrap daglas vgrdznob da rogor mpvoqce

      1. აუცილებლად უნდა აჩვენოთ ჭრილობა ქირურგ სტომატოლოგს ან ყბა-სახის ქირურგს.

  13. Gamarjoba.ori dgea rac kbili amovige.dachiqrbuli mqonda.tkivili mawuxebs da tan galurjebulia grdzili. Cota bushtukebivitac maqvs grdzilebi chamosuli.rame mirchiet ra.madloba

    1. სილურჯე შეიძლება ჰემატომა იყოს ინექციის ადგილას, ან ტრავმის შედეგი კბილის ამოღებისას. ბუშტუკებში რა იგულისხმება ცოტა ბუნდოვანია. თუ ტკივილი გაქვთ აუცილებლად უნდა აჩვენოთ ექიმს. შესაძლოა საჭირო იყოს ჭრილობის დამუშავება, ან ანტიბიოტიკის დანიშვნა, თუ არ გაქვთ დანიშნული.

    2. Ukana kbili iyo da mtlian ayolebaze maqvs silurje.vfiqrob rom damizianda amogebisas da iqneb tqven mirchiot tundac savlebi an antibiotiki. Tetri nadebic maqvs da amastanave or adgilas gamomivida stomatiti.damexmareet

      1. რთული ამოღებისას ჰემატომა ზოგჯერ ყალიბდება და თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ანტიბიოტიკი შეიძლება საჭირო იყოს თქვენს შემთხვევაში. ჭრილობაზე ნადები ნორმალურია და უნდა იყოს კიდეც, ეს ფიბრინია. არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ მოშორებას. დანიშნულებას მე ვერ მოგცემთ ასე ვიტუალურად. უნდა მიხვიდეთ ექითან. შეგიძლიათ სხვასთან, თუ თვლით რომ ექიმი, რომელთანაც იყავით არ იყო კვალიფიციური.

  14. Gamarjobat.1kviris win amovige kbili da kista iyo uamravi.gamiwminda da kidev chagrovda.kistebtan brdzolis dros dazianda gverdita kbilis nervi da dzalian mtkioda.iqac momikla nervi da droebiti chamisva.tkivili mainc grdzeldeba.amden xans unda mtkiodes?dzalian gtxovt mipasuxot.madlobt

    1. ჯერ გასარკვევია რა გტკივათ. ვირტუალურად ამის გარკვევაა შეუძლებელია, უნდა დაათვალიეროს ექიმმა. თუ არ ხართ კმაყოფილი ექიმის მკურნალობით, შეგიძლიათ სხვა ექიმს აჩვენოთ და ჰკითხოთ აზრი.

  15. გამარჯობათ,მეოთხე დღეა 2 უკანა კბილი ამოვიღე და ბოლო დღეებია ყვითელი ნადები ადევს ღძილებს,სოდიანს და გვირილას ვივლებ და მეორე დღეა ანტიბიოტიკს ვსვამ,რამე საშიში ხომ არაა?

    1. თუ ჭრილობა სხვა მხრივ არ გაწუხებთ (შეშუპება, სისხლდენა, ტკივილი)ნადები ნორმალურია. ნორმაში ჭრილობა იფარება მოთეთრო-მოყვითალო ნადებით, რომელიც ფიბრინია და შეხორცების პროცესზე მეტყველებს.

  16. Gamarjobat, 11 tvis patara myavs zeda kbilebi axla amoudis, ramdenime dges win shemtxvevit tavisi qvemoda kbilot zemoda grdzili daazina sisxli wamouvida, meore dges ki ragac.chamonazardi gauchnda kbilibit tumca rbilia, motetro feri aqvs, iqneb mitxrat.ramdenad sashishia da rogor sheizleba mkurnaloba

    1. თუ ტრავმირებული ღრძილი დაინფიცირდა, შესაძლოა ეს წარმონაქმნი ჩირქგროვა იყოს. უნდა აჩვენოთ ექიმს, რომელიც გახსნის ჩირქგროვას და დაგინიშნავთ მკურნალობას.

  17. გამარჯობათ. კბილის ამოღების შემდეგ,სისხლის კოლტი რომელიც ჭრილობაზეა რამდენი ხანი უნდა იყოს?

    1. კოლტი უნდა დარჩეს ჭრილობაში. 2-3 დღის შემდეგ თეთრი ნადებით დაიფარება, რაც ფიბრინია და ნორმალურ შეხორცებას უზრუნველყოფს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააზიანოთ. თავად კოლტი კბილბუდეში თანდათან გარდაიქმნება ძლოვან ქსოვილად. ეს პროცესი რამდენიმე თვე გრძელდება.

  18. Gamarjobat icit ra mainteresebs 1 wlis win shesiebuli mqonda kbili da amovuge marjvenamxares meeqvse kvili maglota zafxulze dablitac amogebuli maqvs wlevis win isic shesiebulze es kbili odnav dacxra shesieba ki isev darcha amogebis shemdeg ukve erti weli gavida titqmis kbili dzalian dznelaad amoiges ra unda iyos problema dzaluan ganvicdi iqneb dagvexmarot
    საუბრის დასასრული

    1. როგორც მივხვდი შესიება 1 წლის მანძილზე გრძელდება. შესაძლოა სხვა კბილთანაა დაკავშირებული, ან სხვა პრობლემასთან პირის ღრუში. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აჩვენოთ ყბა-სახის ქირურგს.

  19. Gamarjobat, erti kviris win amovige qveda merve kvili romelic naxevrad retenciuli da rkal garet iyo. Shexorceba normalurad wavida tumca damrcha didi grmuli sadac sul sakvebi chadis. Ra aris aset shemtxvevashi gamosavali?

    1. კბილბუდე აუცილებლად შეივსება. რაც უფრო დიდია, მით უფრო მეტი დრო სჭირდება. თუ აქამდე რაიმე გართულება არ გქონიათ, მომავალშიც აღარ გემუქრებათ. ამ ვადაზე კბილბუდის ფსკერი და კედლები უკვე დაფარულია ახალი ქსოვილით, რომელიც მატულობს და თანდათან შეავსებს ღრუს. საკმარისია პირის ღრუს ჰიგიენა ჩვეულებრივი რეჟიმით + საკვების მიღების შემდეგ გამოივლეთ თუნდაც წყალი, რომ საკვების ნარჩენები არ დარჩეს. არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ გაისუფთაოთ ჭრილობა რაიმე საშუალებით.
      თუ შეხორცების პროცესი პრობლემატურია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

      1. რა მაინტერესებს , ერთი წლის წინ დავიპლომბე კბილიები (ზემოთ და ქვემოთ ) ანუ ორი კბილი რომელიც ერთმანეთს ედება . საღეჭი კბილებია , ხო და ამ ერთი წლის მერე დამეწყო ტკივილი რისი ბრალი იქნება ?

      2. ხდება ხოლმე, რომ ერთხელ ნამკურნალები კბილის თავიდან მკურნალობა ხდება საჭირო. თქვენი შემთხვევაც ასეთია როგორც ჩანს. მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს. ალბათ არხების მკურნალობა დაგჭირდებათ. მინიმუმრ რენტგენის გადაღებაა საჭირო მდგომარეობის გასარკვევად.

  20. დაახლოებით ორი სამი კვირის უკან გამისივდა კბილი და ქვედა ყბა, შემდეგ ჩაცხრა და ტკივილმაც გაიარა. ეხლა ხელის დადებაზე მტკივა ცოტა, ღეჭვის დროს არა. არის რამე საშიში მდგომარეობა?

  21. მადლობა პასუხისთვის.
    კიდევ ერთი კითხვა მაქვს ექიმო, ამოვიღე სიბრძნის კბილი ორი დღეა, ახლა ქვედა ყბა მაქვს ოდნავ შესიებული, აუგმენტინი დამინიშნეს და სუერდენტოლაინის სავლებები, რამდენ ხანში გამივლის შესიება, ასე ხომ არ დარჩება .

    1. შესიება რამდენიმე დღე რჩება ხოლმე, შეიძლება 1 კვირამდეც, თუ რთული ექსტრაქცია იყო.

  22. გამარჯობა. შეკითხვა მაქვს, მერვე კბილი მაქვს ამოსაღები, შესიებული მაქვს ყბა და ბოლომდე ვერ ვაღებ პირს, ასეთ პირობებში შეძლებს თუ არა ქირურგი კბილის ამოღებას?

    1. შესაძლებელია სპეციალური ტექნიკით ანესთეზიის გაკეთება, რომელიც შეკუმშულ კუნთებს გათიშავს, თუ ექიმი ფლობს ამ ტექნიკას. ხშირად ჯერ ინიშნება მკურნალობა ანთების მოსახსნელად და შემდეგ ხდება კბილის ამოღება.

    1. შეიძლება ამოსაღები არ იყოს და თუ დროულად იმკურნალებთ, კბილი გადარჩეს. ეს ბუშტუკი ფისტულაა, რომელიც გაიხსნება და ჩირქის დრენირება მოხდება გარეთ, პირის ღრუში. ფისტულა მუდმივად იქნება, სანამ კბილს არ იმკურნალებთ ან არ ამოიღებთ. თუმცა პერიოდულად შეიძლება დაიხუროს, მორიგ გამწვავებამდე. როცა ფისტულა ღიაა, ჩირქს ყლაპავთ და მუდმივად ხდება ორგანიზმის ინტოქსიკაცია.

  23. გამარჯობათ კბილის ტკივილები დამეწყო მიზეზი ისაა რომ კბილი მქონდა დასაპლომბი ახლა მინდა რომ საერთოდ ამოვიღო რადგან ვგრძნობ რომ მერყეობსავით კბილი რას მირჩევთ?

    1. ყველანაირად უნდა შეეცადოთ კბილი შეინარჩუნოთ. ამისათვის დროულად უნდა მიხვიდეთ სტომატოლოგთან და იმკურნალოთ.

  24. გამარჯობათ, 5 დღის წინ დავიპლომბე მეოთხე კბილი ყველა წესის დაცვით და მაქვს ტკივილები , რისი ბრალი შეიძლება რომ იყოს ? თვითონ ექომმა მითხრა რომ შესაძლოა ორი დღე მტკიებოდა რადგან “მინი ქირურგიული ოპერაცია” ჩაატარა

    1. გააჩნია კონკრეტულად რა პროცედურა ჩაგიტარდათ,ან რა იყოს დიაგნოზი.

  25. გამარჯობა ორი დღის წინ ამოვიღე მერვე კბილი. ლოყა მაქვს დასიებული ძაან. ეგრე უნდა იყოს თუ გავა წესით? ამ რადმენი დღეა ხოლმე ასე. ნემსებსაც ვიკეთებ და ვივლებ სოდით. მადლობა

    1. შესიება, მითუმეტეს თუ რთული ექსტრაქცია იყო, რამდენიმე დღეს შეიძლება გაგრძელდეს. მთავარია ზუსტად შეასრულოთ ექიმის მითითებები ანტიბიოტიკთან და სავლებთან დაკავშირებით. თუ ტკივილი შეგაწუხებთ, ან ჩათვლით რომ შეხორცება კარგად არ მიდის, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.

  26. Gamarjobat. Erti kvira gavida mas shemdeg rac sibrdznis kbili amovige. Aranairi gartuleba ar mohyolia mxolod erti problema maqvs sachlis chamisas sachiro doneze ver vageb pirs . Drodadro vavarjisheb kidec,magram mainc meshinia ase ar damrches. Tqven ras mirchevt eqims unda mivmarto tu es problema drota ganmavlobashi gamivlis ?

    1. თუ ყბის მოძრაობა ნორმალურია და მხოლოდ ბოლომდე გაღება გიჭირთ, პრობლემა არ უნდა იყოს. ავარჯიშეთ ხოლმე, კევის ღეჭვაც ეფექტურია.

      1. გამარჯობათ.მაინტერესებს შეიძლება თუ არა კბილის ამოღება რომელიც მაქვს გასიებული .პირველად როცა გამისივდა დავლიე ანტიბიოტიკი.ტკივილმა გაიარა მაგრამ შესიება სეინიშნებოდა.ორ დღეში ისევ გსივდა.ტკივილი იყო ფეთქვითი ხასიათის.მივედი ამოსაგებად მაგრამ არ გამიყუჩდა.აპირებს უბისთეზინით გამიყუჩოს.გასიებული ისევ არის ოდნავ.ეს არის ქვედა ყბა.6 კბილი

      2. შეიძლება, მაგრამ თუ ჩირქოვანი პროცესია გაყუჩება შეიძლება პრობლემატური იყოს, ასევე ამოღების შემდეგ გართულების ალბათობა მეტია. ასეთ შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკის კურსი. თუ ჩირქოვანი პროცესი არაა, მხოლოდ შეშუპება პრობლემას არ წარმოადგენს.

  27. gamarjobat iqneb iqneb mirchit ra vqna 2 kbili amovige erti ukve mishushdeba meore ki mtkiva dzan didi grmuli aq da ar shushdeba mtkiva da yba dasiebulic maq vivleb sodians gvirilas margancovkian cyals marilians magram araferi mshveli ra gaviketo an ra davlio iqneba mirchiot.

    1. იმედია ანტიბიოტიკიც გაქვთ დანიშნული. თუარადა აუცილებლად მიმართეთ ექიმს. იქნებ სავლებებიც შეგიცვალოთ და ანტისეპტიკური სავლები დაგინიშნოთ.

      1. Gamarjoba.Ori dge mtkioda kbili.dges mivedi stomatologtan,amosagebi agmochnda..chirqi ar iyo. Tkivilit ar mtkiva tumca maqws dabali temperatura.mainteresebs aris tu ara normaluri procesi? Savlebs da antibiotiks vigeb.

      2. ანუ კბილი უკვე ამოიღეთ? ტემპერატურა ნორმაზე დაბალი გაქვთ თუ ოდნავ აწეულ ტემპერატურას გულისხმობთ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s