პირის ღრუს მოვლა

42 thoughts on “პირის ღრუს მოვლა

  1. Gamarjoba.stomatologma mitxra rom grdzilebis anteba mqonda da 5 nemsi gamiketa , shveba vigrdzeni,qvebisgan gawminda ,tumca ukana kbiltan shignita mxridan grdzilze vgrdznobdi patara tkivils,shemdgom ucbad gasivda da mivmarte sxva stomatologs ,romelmac malamoebi,savlebebo da antibiotiki gamomiwera,periodulad grdzilebE sxva da sxva adgilze misivdeba da mtkivdeba,mere qreba da sxva adgilze mtkivdeba,eqimma mitxra,rom kursis damtavrebamde anu 10 dgis hanmavlobashi es logokuria da shesadzlebelia ufro meti dgec daswirdeso,es yvelaferi martlac ase xdeba? Da grdzilebis anteba gankurnebadia?

    1. თქვენს მიერ აღნიშნული მკურნალობის მეთოდები არაეფექტურია და თუ შედეგი ექნება ეს მხოლოდ დროებითი იქნება. ღრძილების დაავადების შეჩერება შეიძლება, თუ მუდმივად მოუვლით სპეციალური რეჟიმით, რომელსაც ექიმი-პაროდონტოლოგი შეგირჩევთ, სწორ მკურნალობასთან ერთად რათქმაუნდა. მიმართეთ პაროდონტოლოგს თეა ნაცვლიშვილს კლინიკა “ზიბექსში”.

  2. var orsuli,mexute tveshi,gamexvrita 3 kbili,wamlebi ar sheidzlebao mitxres da sheidzleba tu ara nervis mmokvla?sashinel dgeshi var.rame mirchiet.

    1. თუ ორსულობა ნორმალურად მიდის შუა ტრიმესტრში ადრენალინიანი ანესთეზიაც შეიძლება, თუარადა უადრენალინო. ბოლოსდაბოლოს შეიძლება დარიშხანოვანი პასტით ან მისი შემცვლელით ნერვის მოკვლა. მართალია რენტგენი არ შეიძლება და ამის გამო მკურნალობას ვერ დაასრულებთ, მაგრამ ტკივილი მოგეხსნებათ და დროებითი ბჟენი გაკეთდება. ორსულობის მერე კი დაასრულებთ მკურნალობას.

    1. ნერწვის მოყვითალო შეფერილობა შეიძლება იყოს ღრძილების მდგომარეობასთან დამოკიდებული, თუ ღრძილებიდან სისხლი ნერწყვს ერევა. ან სანერწყვე ჯირკვლევების დაავადების ბრალი, თუ ჩირქი გამოიყოფა ნერწყვთან ერთად. უნდა მიხვიდეთ ექიმთან, დაათვალიერებს და დაგინიშნავთ გამოკვლევებს თუ საჭიროა.

      1. Gamarjobat, saertod ar maqvs janmrteli kbilebi (mgoni genetikuria ) 21 wlis asakshi ukve zemot mtlianad keramika maqvs gadakruli da qvemotac marto 4-5 kbili maqvs qvemot chemi, imis gamo rom sazgvargaret vimyopebi da aq stomatologi dzviri siamovnebaa ver mivdivar eqimtan arada ashkarad vatyob rom meryeva zemota mtliani xidi da lamis shishit vegar vchamo chemi eqimi saqartvelodan meubneba grdzilebis braliao da ras mirchevdit rogor movuaro erti ori tvec rom ar momdzvres es mtliani xidi da ramdenad unda meshinodes imis gamo rom modzraobs

      2. მორყევის მიზეზი შეიძლება იყოს პაროდონტის დაავადება, როდესაც თავად საყდენი კბილები ირყევა, ან საყრდენი კბილის/კბილების მოტეხვა, ან ხიდის მიმაგრების დარღვევა. ძნელია რამის რჩევა, როდესაც მიზეზი უცნობია. თქვენმა სტომატოლოგმა ალბათ იცის თქვენი ღრძილების პრობლემა და ამიტომ ვარაუდობს ასე. თუ ჰიგიენისტთან მაინც მოახერხებთ მისვლას და მხოლოდ გაწმენდას ჩაიტარებთ, შედარებით გამაგრდება კბილები. სხვა რაიმე საშუალება — სავლები, პასტა, მალამო, უბრალოდ არ იქნება ეფექტური. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი გირჩევდით აუცილებლად რაც შეიძლება მალე მიხვიდეთ პაროდონტოლოგთან.

  3. Gamarjobat mokled sachmlis chamis dros zshirad migiziandeba ukana grzilebi da qveda ybis kedlebi kbilebi ar mawuxebs ra sheizleba gamovivlo

    1. ასე თქმა ძნელია, თუ რა არის მიზეზი. ამის გარეშე კი რაიმე მკურნალობის დანიშვნა შეუძლებელია. აჯობებს მიმართოთ ექიმს.

  4. გამარჯობათ. მაინტერესებს მორყეული კბილის სჰველა თუ შეიძლება?

  5. Gamarjobat. Var 25 wlis mswuxebs kbilebi minda mogmartod rchevistvis ar vimkofebi saqartveloshi 24wlis asakshi acmomivida sazire kbilebi da iseti shegzneba mqonda rom qveda kbilebi wina tiskshi mqonda amis mere wavedi da amovige magram sanam amovigebdi etti kbili gaiwia shegzneba mqonda gaixlichatqo. Amovige es ori sazire kbili magram exla qveda 6wina kbili sul shetyubda qvebic maqvs stomatologebtan davdivar aq da meubnebian anteba argaqvso arada iseti shegzneba maqvs rom kbilebs davkargav daicvita sul tas mirchevt ambdros sheizleba tu ara gawmenda. Da ra prepatati davlio zalian gtxovt damexmaret vpikav imdenad mawuxebs

    1. გაწმენდა რათქმაუნდა ყოველთვის შეიძლება. უფრო მეტიც თქვენს მდგომარეობაში საჭიროა რეგულარულად იტარებდეთ გაწმენდას. მე რამდენადაც ვხვდები თქვენ პირველ რიგში ორთოდონტის კონსულტაცია გჭირდებათ. კბილების არასწორი დგომის დროს ღრძილების პრობლემა ლოგიკურია (ქვები) და მისი მოგვარება კბილების დგომის კორექციის გარშე შეუძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში გაწმენდა უნდა გაიკეთოთ რეგულარულად, რომ შენელდეს მაინც პაროდონტის დაავადების განვითარება. კბილების ცვეთას და არასწორ დგომას კი ორთოდონტიის გარეშე ვერაფრით უშველით.

    1. ბაქტერიოფაგშიც კეთდება და ლიმბახშიც, მაგრამ ამ უკანასკნელს გირჩევთ.

  6. ალერგიული არ ვარ ფსიქოლოგიურად მეშინია ნემსის და ყველა კბილი რომ მომძვრეს ნემსს მაინც ვერ გავიკეთებ, არანაირი საშუალება არარის რომ ნემსის გარეშე გაკეთდეს???

  7. გამარჯობათ, ვარ 23 წლის და უკვე 6 კბილი მაქვს გაფუჭებული თან პირიდან საშინელი სუნი ამომდის, მინდა რომ 6-ივე კბილი დავიპლომბო მარა ღრძილში ნემსს ვერ ვიკეთებ, თუ არის შესაძლებელი ნარკოზით ან რამით რომ გამიყუჩოთ და ისე გამიკეთოთ??? და რა დამიჯდება დაახლოებით?

    1. რატომ ვერ იკეთებთ გააჩნია.ნარკოზით მგონი არსად მკურნალობენ. თუ ალერგიული ხართ, უნდა ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა, თუ ფსიქოლოგიური პრობლემა გაქვთ, ეგეც გამოსწორებადია ექიმთან ერთად.

  8. ორი თვეა მაქვს ე.წ.ფლუსი ქვედა ყბაზე.გამიჭრეს,მაგრამ მაინც გამოდის ჩირქიანი ბურთულა.კბილი არ მტკივა,ნერვიანი კარგად დაბჟენილი კბილია,ექიმი ფიქრობს,ღრძილის ბრალიაო.რას იტყვით,ღიირს კბილის გახსნა და ნერვის მოკვლა,მოგვარდება პრობლემა?

    1. სავარაუდოდ, ნერვი უკვე აღარაა ცოცხალი. ეს კლასიკური ვარიანტია, თუმცა სხვა მიზეზიც შეიძლება არსებობდეს. საჭიროა კბილის ვიტალურობის შემოწმება. თუ ცოცხალი არაა, საჭიროა არხის მკურნალობა. მხოლოდ გარედან ჩარევით არაფერი გამოვა.

    1. კბილები უნდა დაიხეხოთ არამარტო ღამე, არამედ დღეში 2 ჯერ, დილა-საღამოს. დილით უმჯობესია საუზმის შემდეგ. მინანქარი ბინებრივად ოდნავ გამჭვირვალეა, თუ ნადებით არაა დაფარული. შეიძლება ამის გამო გეჩვენებათ ასე. ნებისმიერ შემთხვევაში გახეხვის გამო კბილები არ ხდება გამჭვირვალე. გამოიყენებთ ფტორი შემცველი კბილის პასტა.

  9. მოგესალმებით.უკვე 3 წელია ღრძილებზე მაქვს მუქი ლაქები,პერიოდულად სისხლდენა,ამიტომ ძალიან რბილი ჯაგრისით ვსარგებლობ.ახლა ლაქები გამიმუქდა და მაწუხებს.თავიდან თამბაქოს ვაბრალებდი მაგრამ როდესაც არ ვეწეოდი მაშინაც მქონდა.გთხოვთ მიპასუხოთ რისი ბრალი შეიძლება იყოს? გმადლობთ

    1. დააკონკრეტეთ თუ შეიძლება, სისხლდება ლაქებიდანაა თუ ზოგადად ღრძილებიდან და როგორ გაწუხებთ, რაში გამოიხატება.

      1. kbilebi maqvs chasmuli faifuris masalis,vamchnev rom grzilebis sheferiloba icvleba tandatanobit cianozuri xdeba da tu shegizliat mitxrat rogor moviqce?

      2. ეს პრობლემა ხშირია ხელოვნური გვირგვინებისა და ხიდების დროს,როდესაც მათი კიდე ზომაზე ღრმად მდებარეობს ღრძილში. სამწუხაროდ, გამოსავალი მხოლოდ მათი შეცვლაა.

  10. bavshvs aqvs gingiviti da mainteresebs 13 wlistvis sheidzleba tu ara ”elkosi”is kbilis pasta balaxebit sheicavs;sorbitolis glicerins,siliciumis hidrats, tetrakaliumis da natriumis pirofosfats, propilenis glikolis, titanumis dioqsids, natriumis ftorids, bisabololi,gvirilisa da salbis eqstraqts,alantions da natriumis metilparabens,aseve limonmjavas. ugrmesi madloba winaswar

    1. დიახ, შეიძლება. თუმცა მხოლოდ კბილის პასტა არაა საკმარისი. საჭიროა გინგივიტის მკურნალობა, რომ პაროდონტის დაავადებაში არ გადაიზარდოს. ყველაზე ხშირად, სწორედ პუბერტატულ პერიოდში განვითარებული გინგივიტით იწყება პაროდონტის დაავადება.

  11. მაინტერესებს ყველაფერი ელექტროფორეზის შესახებ.

    1. თუ კონკრეტულად მკითხავთ რა გაინტერესებთ, შევეცდები გიპასუხით. სრული ინფორმაციისთვის უმჯობესია გუგლი გამოიყენოთ.

    1. ეს კბილის პასტა ცუდი არ უნდა იყოს, თუმცა მე მეეჭვება, რომ კბილის პასტა იყოს თქვენთვის გამოსავალი. მრავლობითი კარიესის მიზეზი სეიძლება იყოს: 1. კალციუმის დეფიციტი, 2. ფტორის დეფიციტი, 3. არასაკმარისი ჰიგიენა. უნდა გაკონტროლდეს თითოეული მიზეზი. გაიკეთეთ კალციუმზე ან თუ სხვა სიმპტომებიც გაქვთ (თმების ცვენა, ალერგიული გამოვლინებები, ფრჩხილების მტვრევა) ჯობია ჯერ ენდოკრინოლოგთან მიხვიდეთ კონსულტაციაზე. გამოიყენეთ ფტორირებული კბილის პასტა და სავლები (ის პასტა, რაც თქვენ მკითხეთ არაა ფტორირებული). გაიწმინდეთ კბილები 4-5 თვეში ერთხელ. აუცილებლად იხმარეთ ფლოსი. გაიხეხეთ კბილები სწორად (შეგიძლიათ ნახოთ იუთუბზე) მინიმუმ დღეში 2ჯერ. საკვების მიღების შემდეგ დღის განმავლობაში გამოიყენეთ უშაქრო საღეჭი რეზინი, თუ გახეხვას ვერ ახერხებთ. ეს ყველაფერი მინიმუმამდე დაიყვანს ნადების წარმოგმნას, რაც არის კიდეც კარიესის მიზეზი.

    1. გამარჯობა. დააკონკრეტეთ თუ შეიძლება “სუსტი კბილები” რაში გამოიხატება. ასეთი ტერმინი არ არსებობს სტომატოლოგიაში.

      1. Gamarjobat, avariis shedegad travma mivige wina 2 kbilebze ori wlis win da momeryaagram shevinarchune dzala ar damitanebia es ori weli,axla daviwye gamoyeneba da tkivilic damewyo da titqos aramyarad maqvs, gtxovt mirchiet sad mivide ro ar davkargo da mivakitxo. Winaswar ugrmesi madloba.

      2. პირველ რიგში საჭიროა სურათის გადაღება. ასეთი ტრავმის შემთხვევაში ხშირია ფესვის მოტეხილობა, რაც დროთა განმავლობაში ფესვის ირგვლივ ძვალში ქრონიკული ანთებითი პროცესსის განვითარებას იწვევს. ეს გამოჩნდება რენტგენზე. ფესვის მოტეხილობის შემთხვევაში პროგნოზი არაკეთილსასურველი, ძირითადად კბილის ექსტრაქციაა საჭირო. ამიტომ ნუ გადადებთ ექიმთან მისვლას. რაც მეტი დრო გავა, მით მეტი ძვლოვანი ქსოვილი დაიშლება კბილის ირგვლივ და ექსტრაქციის შემდეგ ძვლის და ღრძილის დეფორმაციას მიიღებთ, რაც მნიშვნელოვანი ესთეტიკური პრობლემაა. თუ რენტგენზე და გასინჯვით მოტეხილობა არ გამოვლინდა, მოხდება არხის მკურნალობა და კბილების შინირება, თუ მორყევა ისევ არის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s