ღრძილების (პაროდონტის) დაავადება

76 thoughts on “ღრძილების (პაროდონტის) დაავადება

  1. ბოლო კბილზე გამომივიდა მრგვალი რაღაცა ბურთულასავით ტკივილით არ მტკივა

    რა შეიძლება იყოს და საშიში ხო არ არი?

    1. შეიძება იყოს ფისტულა, მითუმეტეს თუ ეს კბილი ჯანმრთელი არაა. ასევე შეიძლება იყოს წანაზარდი ღრძილზე. აუცილებლად აჩვენეთ ექიმს.

      1. ამოფუღრული მაქ და თან გამისივდა ცოტათი?

      2. დიახ, კბილი სამკურნალოა და როგორც ჩანს ფისტულა განვითარდაა.

    1. თუ მხოლოდ ერთი კბილის ზონაშია, სავარაუდოდ მიზეზი კბილია. შეიძლება იყოს კარიესი, რომელიც არ ჩანს, სადაც გროვდება ნადები და ამის გამოა ღრძილის ანთება. თუ ბჟენი გაქვთ მაგ კბილზე და არასწორადაა მოთავსებული, ესეც შეიძლება იყოს ღრძილის ანთების მიზეზი. ექიმთან უნდა მიხვიდეთ, კბილს გასინჯავს და მიზეზს დაადგენს. თუ მიზეზი არ მოიხსნა, ისე ღრძილის პრობლემაც ვერ მოგვარდება.

    1. ასეთი პრობლემა ხშირია ხელოვნური გვრიგვინების ან ხიდის შემთხვევაში. მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს: ხელოვნური გვირგვინის მოთავსება ნორმაზე ღრმად ღრძილში, როს გამოც ღრძილის ქსოვილის ქრონიკული ანთება ვითარდება. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს არასაკმარისი ჰიგიენა. ნადები ბევრად უფრო ადვილად ჩნდება ხელოვნურ მასალაზე, ვიდრე ბუნებრივ კბილზე. შესაძლოა დაგეხმაროთ დამატებითი ჰიგიენური საშუალებების გამოყენება ამ მიდამოში, როგორცაა სპეციალური ფლოსი ან მიკროჯაგრისი. პირველ რიგში კი ექიმმა უნდა გაარკვიეს პრობლემის ზუსტი მიზეზი.

  2. Iqneb mirchiot ra vqna ori dgea grdzilebi mtkiva sashinlad upro marjvena mxare da gawitlebuli maq sisxli ar momdis marcxena mxare vabshe ar mtkiva qveda kbili gamoxruli maq plombi amomivarda

    1. თუ კარიესული კბილი იმ ადგილასაა, სადაც ღრძილი გტკივათ, შეიძლება კბილთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ ჯერ კბილის ამბავი უნდა გაირკვეს. უნდა მიხვიდეთ და რენტგენი გადაითოთ როგორც მინიმუმ. თუ კბილთან არაა დაკავშირებული და ღრძილის ანთება მხოლოდ ლოკალურადაა, შეიძლება იყოს არასწორად გაკეთებული ბჟენის ბრალი.

      1. gamarjobat daaxlovebit erti wlis win viplombavdi kbils mere mivatove da cotaxnis shemdeg grdzilze gamomivida sharikivit simagre.. ra sheidzleba iyos da sheidzleba tu ara am kbilis amogeba

      2. ამოღება შეიძლება, მაგრამ ასევე მკურნალობაც შეიძლება. კბილის დაკარგვა საერთო ჯამში ბევრად უფრო მეტ პრობლემას იწვევს. ამიტომ აჯობებს კარგად დაფიქრდეთ და ისე გადაწყვიტოთ.

  3. Grdzilze gamomivida zolivit sashinlad mtkiva enas rom vadeb da pirshi sisxlis gemo michndeba da risi brali unda iyos? Madloba winaswar.

    1. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებები ხშირად ძალინ ჰგავს ერთმანეთს და რთულია სადიაგნოსტიკოდ. მითუმეტეს ასე აღწერით. აუცილებლად უნდა აჩვენოთ პაროდონტოლოგს მაინც.

      1. gamarjobat,2 dgis win gaviwminde kbilebi da ori arxi davibjine zeda ybaze,meore dges damewyo shehsupeba da dgemde gasiebuli makvs loya da cxviri,ekimma daminishna antibiotiki,mitxra araa sashishio,ert kbilze parodontiti gewyebodao da magitomo.me mainc vnerviuob,tkven ras pikrobt ?

      2. როგორც ჩანს შეშუპება ჩატარებულმა პროცედურამ გამოიწვია, ნაკლებსავარაუდოა რომ პაროდონტიტი იყოს მიზეზი. საჭიროა გადამოწმდეს ნამკურნალები არხების მდგომარეობა.

  4. გამარჯობა, სადღაც 3 წლის წინ ვიმკურნალე მეექვსე კბილზე, დაბჟენილია და ნერვი ამოღებულია. არ მტკივა ხოლმე, მხოლოდ ცხელ წყალზე მეტკინება უცებ. თან ღრძილიც ცოტა გაღიზიანებულია. საჭმლის ჭამის დროს და ცივ წყალზე არ მტკივა ხოლმე და რისი ბრალი უნდა იყოს? ღრძილის თუ კბილის? მადლობა წინასწარ

    1. კბილის მხრივ პრობლემის გასარკვევად საჭიროა რენტგენის გადაღება. ცხელზე რეაქცია შესაძლოა რომელიმე არხის არასრულფასოვნად დაბჟენის ბრალი იყოს. ამიტომ ეს უნდა გამოირიცხოს. ღრძილის გაღიზიანებას შეიძლება იწვევდეს ბჟენი, თუ იგი არასწორადაა მოთავსებული და ღრძილს აწვება. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოხდეს ბჟენის კორექცია.

  5. Gamarjobat, gtxovt upasuxod nu damtovebt, qveda ybaze wina sachreli kvili meryeva sisxldena ki mqonda kvilebidan magram am kbilidan ar mqonia, sruliad jansagi kbilia, mirchiet saxlis pirobebshi rogor vimkurnalo, an rogori savlebebi gaviketo, an tu sheidzleba raime antibiotiki mivigo da tu mishvelis, winaswar didi madloba❤

    1. ასეთი სურათი პაროდონტის დაავადებისთვისაა დამახასიათებელი. სახლში მკურნალობა შეუძლებელია, და გაუმართლებელია, რადგან დროს დაკარგავთ და საბოლოოდ კბილებსაც. აუცილებლად უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს, რადგან სიტუაცია უკვე რთულია თუ კბილი ირყევა.

    1. ჩირქოვანი გამონადენი ყოველთვის საშიშია. მიმართეთ ექიმს.

  6. გამარჯობათ.ჩემ მამამთილს 1 თვეზე მეტია პირის გრუში ლოყებზე შიგნით აგენიშნება სისხლიანი ბუსუსები და ძილის დროს პირიდან სისხლიანი გამონადენი.ვიმკურნალეთ სტომატოლოგთან,ხმარობდა სავლებს,სოდიანს და ქონდრის ნაყენს,ისმევდა დინდგელის მალამოს,გულზე არითმია აქვს და მკურნალობს კარდიოლოგთან და სხვა პრეპარატებთან ერთად დიდი ხნის მანძილზე სვავდა ვარფარინს,კარდიოლოგმა თითქოს ვარფარინს დაუკავშირა სისხლდენა,პირიდან აქვს უსიამოვნო სუნი.ეხლაც აქვს გამონადენი პირიდან შეფერილი გია სისხლიანი ,ძალიან გთხოვთ გვირჩიოთ ვის მივმართოთ და გამოიწვევდა თუ არა ვარფარინი ამ ყოველივეს,მადლობა წინასწარ.

    1. ვარფარინთან კავშირში შეიძლება იყოს, მაგრამ საჭიროა სპეციალისტმა ნახოს ეს წარმონაქმნები პირის ღრუში. საშინაო მეთოდებით მკურნალობისგან თავი შეიკავეთ, ყოველ შემთხვევაში დიაგნოზის დასმამდე მაინც. მიმართეთ თეა ნაცვლიშვილს, თაბუკაშვილის 27, “ალბიუსის” სტომატოლოგიური ცენტრი ან კლინკა “ზიბექსი” ვაჟაზე.

    1. ადვილი შესაძლებელია სიბრძნის კბილის ბრალი იყოს. მიმართეთ სტომატოლოგს. ზოგჯერ საჭიროა კბილის ზედაპირის გათავისუფლება ღრძილის მოკვეთის გზით, რომ ადვილად ამოიჭრას, საკვების ნარჩენები არ დარჩეს და მსგავსი პრობლემები არ გამოიწვიოს.

  7. გავიკეთე მეტალო კერამიკა გვერდით დარჩა ერთი ჩემი კბილი რომელშიდაც საკვები რჩება სულ და აღიზიანებს ღძილსაც, ცუდად იწმინდება ჯაგრისით და გამოყოფს არასასიამოვნო სუნს. აქაც რომ გადავიკრა მეტალო კერამიკის გვირგვინი კბილებში ისევ დარჩება საკვები და ეს პრობლემა მომეხსნება თუ არა?

    1. გასარკვევია პრობლემის მიზეზი ხელოვნური გვრიგვინია თუ მეზობელი კბილი. თუ კბილი დაზიანებულია უნდა დაიბჟინოთ, ამის გამო გადაკვრა აუცილებელი არაა. მაგრამ თუ სივრცე ხელოვნური გვრიგვინის არასწორი დამზადების გამო დარჩა, მაშინ უნდა გამოიცვალოთ. სივრცე უნდა დაიხუროს და კბილებს შორის კონტაქტი უნდა აღდგეს. თუ ზომებს არ მიიღებთ, განვითარდება ლოკალური პაროდონტიტი. ღრძილი უკვე დაზიანებულია როგორც ჩანს. ამ კბილებს შორის ახლაც და მომავალშიც უნდა გამოიყენოთ კბილთაშორისი (ინტერდენტალური) ჯაგრისები, რომ ჰიგიენა დაიცვათ.აი ასეთი ტიპის. ბევრი სახეობა არსებობს:

      1. chasmilia gvirgvini orive mxrida erti kbilia shuashi moqceili romelzedac es problema maqvs (ინტერდენტალური) ჯაგრისები sag sheizleba viyido zustad aseti romelic potozea.

      2. ინტერდენტალური ჯაგრისები იყიდება აფთიაებში ან სუპერმარკეტებში, სადაც პირის ღრუს მოვლის სხვა საშუალებებს ყიდიან (კბილის პასტები და ჯაგრისები, ფლოსები, სავლებები…)

  8. Gamarjobat.maqvs parodontis daavadeba,rac nacxis analizidan gavige.regularulad davdivar eqimtan rit agar vimkurnale grdzilebsac viwmindav eqimtan(ai sisxlisgan ro atavisuflebs tu ragac metodi) vxmarob elgidiumis kbilis pastas,mere prezidentic vcade,ramdeni shewitleba maq grdzilebze imdeni mivdivar eqimtan da vmkurnalob dzviriani savlebebit da mazebit magram xo unda damtavrdes odesme? Mkurnalobidan dzalian male xexvisas isev momdis sisxli da risi brali unda iyos kalciumis nakleboba xo ar iwvrvs amyvelafers an ravici mirchiet rame

    1. ტექსტიდან გამომდინარე რჩება შთაბეჭდილება რომ არც დიაგნოსტიკა და არც მკურნალობა თქვენი მდგომარეობის სწორად არ ხდება. პირის ღრუს ნაცხით პაროდონტის დაავადების დიაგნოზი არ ისმება. კბილის პასტები და სავლებები არაა არსებითი პაროდონტის დაავადების მკურნალობისას. მალამოები საერთოდ არ გამოიყენება. ჩემი რჩევა იქნებოდა მიმართეთ კვალიფიციურ პაროდონტოლოგს.

  9. gamarjobat.2kviraa grdzili maqvs dachirqebuli,mivakitxe eqims da gamomiwera augmentini,4dgis ganmavlobashi vsvadi.chirqi cota amovida magram grdzili isev shesivebuli maqvs tu aris raime sashishi an ras shidzleba mivmarto ?

    1. ანტიბიოტიკის დანიშვნისას ალბათ დაგიბარათ კიდეც სამკურნალოდ კურსის დამთავრების შემდეგ. უნდა მიხვიდეთ და გააგრძელოთ მიზეზობრივ კბილზე მკურნალობა. თუ პრობლემა ღრძილებია, მაშინ პაროდონტოლოგთან უნდა მიხვიდეთ. ანტიბიოტიკის სმა საკამრისი არ არის, ეს შეიძლება მკურნალობის მხოლოდ ერთი ეტაპი იყოს.

  10. Gamarjoba,titqmis 1welia qveda ybis bolo kbiltan ragac wamonazardi maqvs burtulasavit,aqamde verc vgrdznobdi da axla yrud mtkiva.rogor sheidzleba moshoreba da sashishi xom ar sheidzleba iyos?madlobt

    1. თუ ანთებითი ბუნების არაა და წამონაზარდია, ჯერ საჭიროა დიაგნოსტიკა, შესაძლოა ბიოფსია. და ამის მიხედვით ქირურგიული გზით მოშორება. ამ მიდამოში ქსოვილი ხშირად ტრავმირდება ღეჭვისას, რაც ძალიან არასასურველია მსგავის წარმონაქმნისთვის და საჭიროა დროულად მოშორება.

  11. Gamarjoba ,erti kviraa Sul bolo grzilebi mtkiva da gawitlebuli sheshupebuli maqvs ,da sicxeebi maqvs ,grzils titqos tavi zvreba da ragac sigrme chans risi brali iqneba?

    1. შეიძლება სიბრძნის კბილები ამოგდით. საჭიროა ექიმმა ნახოს. თუ ღრძილი უშლის ხელს, უნდა მოიკვეთოს, ანესთეზიის ქვეშ უმტკივნეულოდ, რაცა კბილს ამოჭრის საშუალება მიეცეს გართულების გარეშე.

  12. Gamarjobat.maqvs grdzilebis mwvave anteba.grdzilebi maqvs sheshupebuli da gawitlebuli.kbilebis xexvis dros grdzilebidan sisxli momdis.iqneb mirchiot raime savlebebi Rom es problema mogvardes

    1. სავლებით ამ პრობლემას ვერ მოაგვარებთ, ისევე როგორც სხვა რაიმე საშუალებით დამოუკიდებლად. აუცილებლად გესაჭიროებათ პაროდონტოლოგის დახმარება.

    1. შეიძლება ღრძილი იყოს შეზრდილი კარიესულ ღრუში ან პულპის ანუ “ნერვის” პოლიპი იყოს. საჭიროა არხებიოს მკურნალობა.

  13. Gamarjoba..maqvs usiamovno suni,dasiebuli grcilebi,da sisxldena kbilis gaxexvis dros.mirchevdit rame savleb sashualebas??madloba winaswar.

    1. ვერაფერს გირჩევთ გარდა იმისა, რომ ასეთი მდგომარეობისას აუცილებლად უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს.

  14. mogesalmebit. var 15 wlis. wina kbili maqvs moryeuli kanfetis shedegad . chems stomatologs mivmarte magram mitxra tavisit chagimagrdebao. kbilebis aranairi daavadeba ar mawuxebs. gtxovt mirchiot rogor moviqce

    1. გააჩნია მორყევის ხარისხს და უნდა გამოირიცხოს მოტეხილობა. აჩვენეთ სხვა ექიმსაც.

  15. მოგესალმებით.. ზედა ყბაზე მაქვს ე.წ. “ხიდი” 7 კბილი, ბოლო ხანებში ვატყობ ღრძილებმა აიწია და გაჩნდა არე ერთ ადგილას ანუ კბილსა და ღრძილს შორის რაც ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებაა,იქნებ მირჩიოთ რაიმე გზით თუ ხდება მისი შევსება და რომელ კლინიკას მივმართო..უღრმესი მადლობა წინასწარ.

    1. თუ ფესვია გაშიშვლებული და არა კბილის გვირგვინი, ასეთ შემთხვევაში ხდება ღრძილით გადაფარვა გაშიშვლებული ნაწილის. ეს ქირურგიული პროცედურაა. თუ გვირგვინია გაშიშვლებული, მაშინ წესით და რიგით კბილზე დამაგრებული კონსტუქცია უნდა შეიცვალოს და ახალი გამზადდეს.

  16. gamarjobat bolodan meore kbili maq chatexili da zalian mawuxebs tan shemisivda da chirqi chamidga, sanam eqimtan mival gtxon mirchiet rame

    1. თუ ჩირქია, აუცილებლად რაც შეიძლება მალე უნდა მიხვიდეთ ექიმთან. სახლში ვერაფერს იზამთ და შეიძლება სიტუაცია უფრო გაუარესდეს.

  17. Wina kbilebidan maqvs chirqovani gamonadeni(xelis mijerisas).gadakruli maqs metalo keramika.rogorc stomatologma amixsna grzilze maqvs egret wodebuli jibe.sajiroebs xshir gawmendas da periodulad mkurnalobas.mivige antibiotikebic,mkutnalobis qroceshi gamonadenma iklo.shemdeg ki igive problenis winashe davdeqi.gtxovt mirchiot ra gavaketo an vis mivmarto.

    1. ჩემი აზრით თქვენ პაროდონტოლოგი გჭირდებათ პირველ ეტაპზე, რადგან პრობლემა ღრძილის დაზიანებაა. მაგრამ მიზეზი გვირგვინია, რომლის გამოცვლაც მოგიწევთ სავარაუდოდ.

  18. gamarjobat, grzilebis daweva da gatxeleba maqvs. stomatologma mitxra rom es cemi reaqciaa plombze, ucxo sxeulze reaqcia. ra seiZleba amas esvelos?

    1. ეს ასე არაა რათქმაუნდა. ამას ღრძილის რეცესია ეწოდება და პაროდონტოლოგს უნდა მიმართოთ. თუ ერთ ადგილას გაქვთ მხოლოდ, შეიძლება მიზეზი არასწორად მოთავსებული ბჟენი იყოს.

    1. როგორც ჩანს სიბრძნის კბილი ამოგდით, რაც ხშირად იწვევს გართულებებს. უკეთესი იქნება ექიმს მიმართოთ, ვიდრე თვითმკურნალობა ჩაიტაროთ. ზოგჯერ საჭიროა კბილის ზედაპირის გათავისუფლება, რომ გაუადვილდეს ამოჭრა.

    1. რა ასაკისაა ბავშვი? და რა კონკრეტული სიმპტომები აქვს? თუ ჩაუტარდა რაიმე სახის მკურნალობა აქამდე? ზოგადი ჯანმრთელობის მხრივ ხომ არ აქვს რამე პრობლემები?

    1. ამას ღრძილების რეცესია ეწოდება. აღდგენა ან შეჩერება შეიძლება პაროდონტალური ქირურგიის გზით. მიდით კონსულტაციაზე პაროდონტოლოგთან.

  19. gamarjobat,problema maqvs cina kbilze,ar macuxebs tkivili ubralod usiamovno shegrzneba da odnav iryeva,amis shedegat umnishvnelod magram kbilma ukan sheicia da depormacia miijo,xom ver momcerdit risi brali sheizleba ikos es an ra aris gamosavali?zalian didi madloba cinascar.

    1. მორყევა პაროდონტის დაავადების აშკარა ნიშანია (თუ ტრავმა არ გაქვთ მიღებული ამ კბილზე), რომელიც საკმაოდ გვიან იჩენს თავს. უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს და დაიცვათ მისი რეკომენდაციები, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ კბილი.

  20. ღრძილებიან სისხლი მდის ,იქნებ მირჩიოთბრა ვქნა.ინასწარ გიხდით მადლობას

    1. უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს, გაირკვეს სისხლდენის მიზეზი და ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა.

  21. dzalian didi madloba. jer konsultciaze ar mivsulvar sheidzleba mirchiot romeli metodit jobia cina kbilebis gaketeba rom mqondes lamazi gimili da amave dros xarsxiani kbilebi,saertod bunebrivad lamazi kbilebi maqvs magram cina orx kbilze adreul asakshi kariesi gamichnda da arascorma stomatologiurma charevam mimikvana iqamde rom mjirdeba gaketeba sakmaod aris daqlibuli pormashecvili,garedan vitom vinirebi gamijetes da gadamakres ragac mtel kbilze cinac da ukanac mokled sashinelebaa erti celia ase rac maqvs,minda exla ro chamovixsna eseni da vidre mival romelime klinikashi damakvalianot risi gaketeba jobia

    1. საუკეთესო ვარიანტი იქნება კერამიკის ვინირები. მაგრამ არ მაქვს ინფორმაცია ჯერჯერობით, სად კეთდება ამჟამად თბილისში.

  22. gamarjobat maqvs gingiviti ra metodit mirchevt mkurnalobas?aseve minda cina 4 kbilis cerekit gaketeba,ar vici sad mivide zustad sad gamiketeben epeqturad ras mirchevt? didi madloba cinascar

    1. გინგივიტი კარგად ემორჩილება ჰიგიენის მოწესრიგებას. ძირითადად გაწმენდა და ქლორჰექსიდინის სავლებები საკმარისია ხოლმე. შედეგის შესანარჩუნებლად კარგი ჰიგიენური მგომარეობის შენარჩუნება აუცილებელია. მკურნალობასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ კლინიკა “მედის” პაროდონტოლოგიურ განყოფილებას, კერძოდ ნანა ლომაიას ან კლინიკა “VP Dental”-ს.

  23. ამ ბოლო დროს გახეხვის დროს მაქვს სისხლ დენა,პირის ღრუში მაქვს დზალიან უსიამოვნო თითქოს მლაშე თუ იოდის გემო.თუ შეიდზლება მირჩიეთ როგორ მოვიქცე?

    1. აუცილებლად უნდა მიაკითხოთ პაროდონტოლოგს. მანამდე კი სისხლდენის მიუხედავად იხეხეთ რეგულარულად, დღეში მინიმუმ 2ჯერ. გამოიყენეთ ფლოსი და კბილის პასტა პაროდონტაქსი.

  24. რამოდენიმე კბილიდა მაქვს სისხლდენა უკანა კბილის გვერდიტ გამომივიდა სტომატატივიტ ორი რაგაც ბურთებივით. რომელიც მტკივა ძალიან.რით შემიძლია ვიმკურნალო ან ზედ რა წავისვა უკვე ერთი თვეა რაც მაწუხებს.
    პატივისცემით

    1. კბილი, რომლის გვერდითაც გაჩნდა ეს ბურთებივით დაბჟენილია? პირველად გაგიჩნდათ თუ ადრეც გქონიათ მაგ ადგილას ან სხვაგან? სისხლდენა მიმდებარე კბილებიდან გაქვთ თუ სხვა კბილებიდანაც?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s