ნანოკომპოზიტური მასალები

nano2

სამწუხაროდ, ეკოლოგიური სიტუაცია, განსაკუთრებით კი მეგაპოლისებში, კვების კულტურა, სტომატოლოგიური მკურნალობისადმი დამოკიდებულება ადამიანებში სახარბიელო ნამდვილად არაა.  ამავდროულად, მკურნალობის მსოფლიო სტანდარტები, ჩვენი პაციენტების მოთხოვნები და შესაძლებლობები მატულობს. ყოველივე ეს იწვევს თანამედროვე დონის სტომატოლოგიური მომსახურებაზე მოთხოვნის გაზრდას.

აღსანიშნავია, რომ მიკროელექტრონიკის, ელემენტური ფიზიკის, კოსმოსური და სამხედრო დარგების გვერდით, სტომატოლოგია გვევლინება მედიცინის მაღალდინამიურ, განვითარებად დარგად. გასული წლის 80-იანი წლებიდან დაიწყო კომპოზიციური მასალების აღმასვლა. მოკლე გამოყენების ვადა, სირთულეები მუშაობის პროცესში და არაესთეტიურობა —  მაშინდელი ქიმიური კომპოზიტების უარყოფით მხარეებს წარმოადგენდა.

სხივით გამყარებადი კომპოზიტების (ჰელიონჟენების) მთავარი კომპონენტი არის მატრიცა, შემავსებლები და კატალიზატორი განყარებისთვის. სწორედ შემავსებლის რაოდენობა, ხომა, თვისებები ჰყოფს ჰელიობჟენებსსხვადასხვა სახეობად. მაღალი სიმტკიცე და არაესთეტიურობა დამახასიათებელია მასალებისთვის მსხვილი შემავსებლით. კბილის ქსოვილების კარგი იმიტაცია და დაბალი სიმტკიცე ახასიათებს მასალებს მცირე ზომის შემავსებლებით.  შედეგად შეიქმნა მთელი რიგირ ჰიბრიდული მასალები, რომლებიც ბევრად სჯობდნენ ტრადიციულ კომპოზიტებს, მაგრამ ესთეტიური და სამუშაო მაჩვენებლებით შეზღუდულად გამოიყენებოდნენ.

ყველა სხივით გამყარებადი მასალის  აქილევსის ქუსლია კუმშვა გამყარებისას. პოლირების სირთულე დადროთა განმავლობაში სიპრიალის დაკარგვა ასევე მათ მინუსს წარმოადგენდა.

ამ საკითხების რევოლუციური გადაჭრა გახდა ნანოკომპოზიტები, რომელთა კუმშვა იმდენად მცირეა, რომ ფაქტიურად ნულის ტოლია.

ნანომასალები — ეს არის მაღალტექნოლოგიური პროდუქტი მიკროელექტრონიკის და ელემენტური ფიზიკის, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად გამოიყენება ფუნდამენტური მედიცინის სხვადასხვა სფეროში. მაგალითად, თვალის მიკროქირურგია, გულის კორონარული სისხლძარღვების მიკროქირურგია. ნანოტექნოლოგიების საფუძველზე შექმნილი სტომატოლოგიური მასალები კბილის რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა ბევრად უკეთესი პროგნოზით. მათი შემადგენელი ნაწილები 1000-ჯერ უფრო მცირეა, ვიდრე ადამიანის თმის ღერის დიამეტრი. შედარებისთვის — ნანოშემავსებლის ზომა 0,0004 მკმ-ია, მიკროშემავსებლის — 0,04, ხოლო მაკროშემავსებლის — 12 მკმ.

ნანოკომპოზიტების ესთეტიური მახასიათბლები, ისეთი როგორიცაა გამჭვირვალობა, სხივის არეკვლა და გარდატეხა ექიმის კონტროლს ექვემდებარება და მკვეთრად უახლოვდება ნატურალურს. ნანოკომპოზიტის ბჟენი არ გამოირჩევა დისკოტეკის განათებაზე, ახალიათებს ქამელეონის ეფექტი და რენტგენოკონტრასტულობა. მუშაობის პროცესი გაადვილებულია, რაც თავისთავად მოქმედებს ბჟენის ხარისხზე. ექიმის ემოციური მდგომარეობა ხომ არც ისე უმნიშვნელო ფაქტორია.

იყავით ჯანმრთელი, მაგრამ ნუ გადადებთ თქვენს ჯანმრთელობას ხვალისთვის. პროფილაქტიკური მკურნალობა ბევრად სწრაფი და იაფია!

http://www.medicus.ru/stomatology/pats/?cont=article&art_id=11312

2 thoughts on “ნანოკომპოზიტური მასალები

    1. ეს საიტი არაა დაკავშირებული რომელიმე კლინიკასთან.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s