ცოტა რამ იმპლანტაციაზე

მომხიბლავი ღიმილი, რომელიც ასე სასურველი და სანატრელია ბევრი ჩვენგანისთვის, ყოველთვის როდია ბუნების საჩუქარი. ხშირად იგი თანამედროვე სტომატოლოგიის უკანასკნელი მიღწევების შედეგია.

სტომატოლოგიის ის ნაწილი, რომელსაც მე “აღდგენით სტომატოლოგიას” ვუწოდებდი, განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება და უდავოდ სასწაულებს ახდენს. დენტალური იმპლანტაცია ამის მაგალითად ნამდვილად გამოდგება.

04_22


უკვე 20 წელზე მეტია მას მიმართავენ დანაკლისი კბილების აღსადგენად, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში უახლესი ტექნოლოგიების წყალობით იგი სულ წარმატებული და პოპულარული ხდება. ხშირად იმპლანტაცია მართლაც ერთადერთი გამოსავალია პროტეზირებისას, ზოგჯერ კი უფრო რაციონალურ გადაწყვეტას წარმოადგენს, ვიდრე სხვა საშუალებები.

1. რას წარმოადგენს დენტალური იმპლანტატი?

ეს არის 3-5 მმ დიამეტრის მეტალის ღერძი, რომელსაც ამზადებენ ბიოშეთავსებადი და აგსოლუტურად ინერტული მასალისგან. ეს შეიძლება იყოს ტიტანი, ცირკონიუმი ან სხვადასხვა სახის კერამიკა. იგი “ჩაინერგება” ყბის ძვალში და წარმოადგენს საყრდენს შემდგემი პროტეზირებისათვის. დენტალური იმპლანტატის მომსახურების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 5-დან 12 წლამდე, ზოგ შემთხვევაში მეტიც.


2. რას წამოადგენს იმპლანტაციის პროცესი?

დენტალური იმპლანტაცია ორეტაპიან პროცედურას წარმოადგენს და შედგება ქირურგიული და აღდგენითი ნაწილისაგან. პირველი, ეს არის ქირურგიული გზით ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ იმპლანტატის დაფიქსირება ყბის ძავლში. მეორე ეტაპზე ხდება იმპლანტატის გამოყენება პროტეზირებისათვის. კერძოდ, მასზე ამაგრებენ ერთეულ ხელოვნურ კბილს ან იყენებენ პროტეზის საფიქსაციოდ.

3. რა შემთხვევაშია იმპლანტაცია ეფექტური?

  • როდესაც დანაკლისია ერთი კბილი, გვერდით მდგომი კბილები კი ჯანმრთელია.
  • კბილთა რკალის დიდი ზომის დეფექტის დროს (ამ შემთხვევაში იმპლანტატი გამოიყენება, როგორც ხიდის დამატებითი საყრდენი წერტილი).
  • კბილების სრული არარსებობისას (ამ შემთხვევაში იმპლანტატზე ფიქსირდება მოსახსნელი პროტეზი).

3. რა შემთხვევაშია დენტალური იმპლანტაცია უკუნაჩვენები?

დენტალური იმპლანტაციისთვის იდეალურ კანდიდატს წარმოადგენს პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანი. თანმხლები, ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა სისხლის შედედების დარღვევა, გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადება ორგანიზმის მიერ იმპლანტატის მოცილების რისკს ზრდის. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია პაროდონტის დაავადება, თანკბილვის თანდაყოლილი და შეძენილი დარღვევები, ყბის ძვლის თავისებურება. ყველა ეს ფაქტორი გათვალისწინებულ უნდა იქნას ექიმი-იმპლანტოლოგის მიერ.

და მაინც, მიუხედავად იმ საშუალებებისა, რომელსაც თანამედროვე იმპლანტაცია იძლევა, არცერთი, თუნდაც ყველაზე ძვირადღირებული იმპლანტატი არ შეედრება თქვენს საკუთარ კბილს, რომელიც უანგაროდ უბოძებია ბუნებას და რომელიც იდეალურადაა შერწყმული თქვენს ორგანიზმთან.

მოუფრთხილდით კბილებს, იზრუნეთ მათზე და მიეცით საშუალება დიდხანს გემსახურონ. ლამაზი ღიმილი __ ეს ხომ პირველ რიგში ჯანმრთელი კბილებია.

მაკა ბუღაძე

2 thoughts on “ცოტა რამ იმპლანტაციაზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s