პირის ღრუს მოვლის საშუალებები

jagrisi-da-pasta1საკვების მიღების შემდეგ პირის ღრუში დიდი რაოდენობით საჭმლის ნარჩენები რჩება. ბაქტერიული ფლორის და ნერწყვის გავლენით მათგან წარმოიქმნება რბილი ნადები და ქვები. ცუდი ჰიგიენა კი ხელს უწყობს კარიესისა და პაროდონტიტის განვითარებას.

კბილების საწმენდად ადამიანები ოდითგანვე იყენებდნენ სხვადასხვა საშუალებებს: საკუთარი თითებით დაწყებული, ოქროს კბილის საწმენდებით დამთავრებული. ჩვენს დროში კი უამრავი საშუალება და სიახლეა პირის ღრუს ჰიგიენის სფეროში.

კბილის ჯაგრისები

  • უკანასკნელ დროს დილემას აღარ წარმოადგენს ჯაგრისის არჩევა: ხელოვნური თუ ბუნებრივი ღერებით. რა თქმა უნდა ხელოვნური: იგი ბევრად ჰიგიენურია, ხანგრძლივია მოხმარებაში, შეიძლება სხვადასხვა სიხისტის მიხედვით არჩევა.
  • უმრავლესობა იყენებს საშუალო სიხისტის ჯაგრისს (medium), თუმცა მგრძნობიარე ღრძილების შემთხვევაში უფრო რბილის გამოყენებაც შეიძლება.
  • ძალიან მნიშვნელოვანია ჯაგრისის სწორი ზომის შერჩევა. მისი თავი უნდა ფარავდეს არაუმეტეს 3 კბილს.
  • ძალიან მოსახერხებელია ჯაგრისზე ინდიკატორის არსებობა. ეს არის ცისფრად შეღებილი ღერები, რომელიც ხმარებასთან ერთად უფერულდება.

ელექტრო კბილი ჯაგრისები უკეთესად წმენდენ და პროცესს უფრო ადვილს და ნაკლებად მომაბეზრებელს ხდიან. თუმცა მათი ნაკლებსაიმედოობა და სიძვირე ბევრს აიძულებს არჩევანი ჩვეულებრივ ჯაგრისზე გააკეთოს. არსებობს სპეციალური მცირე ზომის კბილთაშორისი ჯაგრისები, მაგრამ მათ ძირითადად იყენებენ პაროდონტიტის დროს ან ბრეკეტის ხმარებისას.

განსაკუთრებულ ჯგუფად უნდა გამოვყოთ კბილების საპრიალებელი საშუალებები. ეს არის მცირე ზომის ელექტრომოტორი ელემენტებზე, რომელზეც ეცმება სპეციალური რეზინის კონუსი. სპეციალური პასტის საშუალებით პრიალდება კბილების წინა ზედაპირები. მაგრამ ამ აპარატის გამოყენება არ შეიძლება ხშირად, რადგანაც შესაძლოა მინანქრის დაზიანება გამოიწვიოს.

კბილის ძაფი ანუ ფლოსი

ფლოსის ყიდვა ნებისმიერ აფთიაქში შეიძლება. იგი კბილის ჯაგრისის საკმაოდ მნიშვნელოვან დამატებას წარმოადგენს. ფლოსები სხვადასხვა სახისაა: გაჟღენთილი სხვადასხვა ნივთიერებებით, გრეხილი, გლუვი, ბრტყელი. მათი საშუალებით კარგად იწმინდება კბილთაშორისი სივრცეები და სწორი გამოყენების შემთხვევაში ღრძილი არ ზიანდება.

ჰიდრომასაჟის აპარატი ბევრი სტომატოლოგი მას რევოლუციურ გამოგონებად მიიჩნევს ჰიგიენაში. მისი კონსტრუქცია მარტივია: მცირე ზომის რეზერვუარზე მიერთებულია ბუნიკი, რომლიდანაც მოედინება პულსირებული წყლის ნაკადი წნევით. იგი კარგად რეცხავს კბილთაშორის სივრცეებს და ამავდროულად მასაჟს უკეთებს ღრძილს ყოველგვარი დაზიანების გარეშე. თუმცა კბილის ჯაგრისის ხმარება მასთან ერთად მაინც აუცილებელია.

კბილის პასტები

აფთიაქების თუ პარფიუმერიის მაღაზიის დახლებზე დღეს კბილის პასტების დიდი არჩევანია. მათი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი __ აბრაზიული ნივთიერების რაოდენობა და ხარისხია. სტომატოლოგები გვირჩევენ პერიოდულად გამოვიყენოთ როგოც მაღალ- ისე დაბალაბრაზიული პასტები. რადგანაც დაბალაბრაზიულ პასტებს წმენდის ნაკლები ეფექტი აქვთ, მათი მოხმარების ხანგრძლივობა უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე მაღალაბრაზიული პასტებისა. ეს თავიდან აგაცილებთ მინანქრის გაცვეთას და ე.წ. “სოლისებრი დეფექტის” განვითარებას.

რა თქმა უნდა, ბავშვები უნდა იყენებდნენ  “საბავშვო პასტებს”, მგრძნობიარე კბილების მქონენი __ ასევე სპეციალურ პასტებს, ისევ როგორ პაროდონტიტით დაავადებულნი.

სავლებები

კბილის პასტების ეფექტურობას ავსებს სხვადასხვა სახის სავლებები, თუმცა ისინი არ ცვლიან ჯაგრისით ხეხვას.

საღეჭი რეზინი

ბევრი სტომატოლოგის აზრით საღეჭი რეზინი საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. იგი მასაჟს უკეთებს ღრძილებს და ზომიერად ტვირთავს პაროდონტს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ექიმთან ვიზიტი

ექიმს უნდა ესტუმროთ მინიმუმ 6 თვეში ერთხელ. ეს გაცილებით მომგებიანი და უმტკივნეულოა, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებულ პრობლემასთან ბრძოლა. ექიმმა ყურადღებით უნდა დაგითვალიეროთ კბილები და პირის ღრუ, მოგაშოროთ ქვები და ნადებები, შეგირჩიოთ კბილის პასტა და ჯაგრისი, აუცილებლობის შემთხვევაში _ გიმკურნალოთ მცირე ზომის კარიესული დაზიანებები და დაგინიშნოთ მომავალი ვიზიტი 6 თვის შემდეგ.

http://www.medportal.ru/enc/stomatology/profilaktikadent/1/

23 thoughts on “პირის ღრუს მოვლის საშუალებები

  1. gamarjobat dazianebuli kbilis gamo gamisivda loya da rogor vimkurnalo saxlis pirobebshi tu damexmarebit dzalian madlieri dagrchebit

    1. უნდა მიმართოთ ექიმს. ასეთი შემთხვევების სახლში მკურნალობა საშიშია.

  2. gamarjobat ,qveda ybis wina kbilebze grzili gamecvita,da ase mgonia kbilis fesvi mtlianad chans.gaxexvis dros sisxldenac maqvs da xshirad meqaveba eg adgili,da axla vxedav eore kbilzec gadavida ,ras mirchevs tu arsebobs raiem mazi an savlei.madlobt

    1. ამ პათოლოგიას ღრძილის რეცესია ეწოდება. მალამო ან სავლები აბსოლუტურად არაეფექტურია და მხოლოდ მცირე ქირურგიული ჩარევით შეიძლება მკურნალობა. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო გაიზრდება დეფექტი, მით ნაკლები იქნება პროცედურის ეფექტურობა.

  3. var 24 wlis. bavshvobidan dzalian magari kbilebi mqonda.bolo 2 welia titqmis yvela kbili ertianad gamipuchda da risi brali sheidzleba iyos?? yavas vsvam xshirad da apuchebs tu ara kbilebs?? da ra sakvebi uxdeba kbilebs??

    1. ყავა კბილებს ნამდვილად არ აფუჭებს. ფერს უცვლის მინანქარს, განსაკუთრებით თუ ნადებია პირის ღრუში.
      ადგილობრივი მიზეზი შეიძლება იყოს რბილი და მაგარი ნადები. ამისთვის რეგულარულად უნდა გაიწმინდოთ, არაუგვიანეს 6 თვეში ერთხელ. მაქსიმალურად უნდა დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა (გახეხვა მინიმუმ დღეში ორჯერ, სავლების და ფლოსის გამოყენება). რაც მთავარია, სწორად უნდა გაიხეხოთ. არცერთი კბილის არცერთ ზედაპირზე არ უნდა იყოს ნადები.
      ზოგადი მიზეზებიდან შეიძება იყოს ფტორის ნაკლებობა (გამოიყენეთ ფტორირებული პასტა და სავლები), კალციუმის ნაკლებობა. ეს უკანასკნელი უფრო მეტად ენდოკრინულ ცვლილებებს უკავშირდება. თუ გაქვთ სხვა სიმპტომებიც — თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა ან აქერცვლა, წონის ცვლილება და ა.შ. აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგს.
      საკვებს რაც შეეხება ხშირად მიირთვით უმი ბოსტნეული და ხილი, რაც ხელს უწყობს კბილების მექანიკურ წმენდას, გარდა იმისა რომ სასარგებლოა.

  4. გამარჯობათ,მაქვს კბილებზე კარიესის პრობლემა,კბილის ყელიდან ემალი ცვდება და ყვითელი გარსი ჩანს გახეხვისას მტკივნეულია. რამდენიმე კბილი დაციპლომბე მაგრამ სხვა კბილებზეც გამიჩნდა,მაინტერესებს როგორ უნდა ვიმკურნალო ან რა გამოვიყენო?

    1. გამარჯობა. ეს უფრო არაკარიესულ დაზიანებას ჰგავს. უკვე არსებული დეფექტების დაბჟენაა საჭირო, ხოლო პრევენციისთვის შეეცადეთ სწორი მოძრაობებით იხეხოთ. არავითარ შემთხვევაში ჰორიზონტალურად.

  5. grdzilebi makvs samkurnalo, tebervalshi chavitare pirveli orkviriani kursi, meored misvla miwevs sektembershi.. ekimma mitxra rom makvs patologiuri jibe.. nerwyvis shemadgenlobac agnishna.. mkurnalobamde grdzilebic sisxldeni mkonda.. shesadzlebelia rom problema grdzilebidan modiodes? axla vxmarob parodontaxs dilit da sagamos, xolo sauzmis mere kbilebs sensodenit vixexav (ekimis danishnulebisamebr) , tumca tebervlis mere isev ichina tavi am problemam.. mizezs ver meubnebian .. ugrmesi madloba yuradgebistvis .. gaixaret:)

    1. ნებისმიერი სახის ნადები კავშირშია ღრძილების მდგომარეობასთან. თუ გაქვთ პაროდონტის დაავადება მუდმივად გესაჭიროებათ პირის ღრუს სწორი მოვლა და რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან, არაუგვიანეს 6 თვეში ერთხელ.
      სენსოდინის დანიშვნის მიზეზი თუ კბილების მგრძნობელობაა, მაშინ უმჯობესია პაროდონტაქსის გამოყენება შეამციროთ, ანუ საღამოს გამოიყენოთ, დილით კი სხვა კბილის პასტა იხმაროთ, ნაკლებად აბრაზიული. როცცა პაროდონტაქსს იყენებთ სენსოდინის გამოყენებას უბრალოდ აზრი არ აქვს.

  6. uni dentshi gavisminde bolos, wylis da kvishis chavlit ro wmenden, axali aparatit.. gadamyvnen, dzalian magra gamiwmindes, magram 1 tveshi isev damewyo kbilis dzirebze sishave.. ogond shignita mxridan.. kbilis boloebze shavi xazebi makvs .. ra intensivobit sheidzleba gawmenda an ratom chndeba es nadebi rogor davadgino?😦

    1. air-flow-ს აპარატი, რითაც თქვენ გაგიწმინდეს ძალიან კარგია, მაგრამ ჯერ ჯობია ულტრაბგერით გაწმენდა და შემდეგ მისი გამოყენება. შემდეგზე ასეთი მეთოდით სინჯეთ გაწმენდა, იქნებ უფრო ეფექტური იყოს თქვენთვის. კონკრეტული მიზეზის თქმა ძნელია, თუ რატომ ჩნდება. შეიძლება ნერწყვის შემადგენლობის ბრალი იყოს. შეეცადეთ პირის ღრუს მხრიდანაც ისევე კარგად გაიხეხოთ როგორც გარედან კბილები. სინჯეთ უფრო მეტად აბრაზიული პასტა. პაროდონტაქსს აქვს კარგი აბრაზიული ეფექტი, ანუ მსხვილ ნაწილაკებს შეიცავს და კარგად წმენდს. მხოლოდ თუ მგრძნობიარე კბილები არ გაქვთ.

  7. gamarjoba🙂 kidev ertxel shegawuxebt.. erti problema makvs da verafrit gavige ra sheidzleba iyos mizezi..
    periodulad kbilis dzirebze shavi nadebi makvs.. rogorc ki gaviwmindav maximum 1 tveshi isev mishavdeba.. arada dzalian tetri emali makvs da satanadod vuvli. nadebi aris dzalian “magari” .. kristalebivit.. ekims gawmendis dros cota uchirs bolomde moshoreba sishavis.. ikneb mitxrat ra sheidzleba iyos mizezi . didi madloba winaswar

  8. gamarjoba. erti shekitxva makvs.daaxloebit 2 kviris win stomatologma damibjena kbili,qveda sagechi.mokla nervi da daplomba sami arxi.procedura daaxloebit saatnaxevari gagrdzelda..mas shemdeg 4-5 dge sakvebis gechvis dros vgrdznobdi tkivils dabjenili kbilidan..paralelurad vmkurnalobdi grdzilebze..5 dgis mere tkivilic shemcirda.dges 2 kvira shesrulda rac kbili daviplombde, magram dges shevamchnie rom odnav gamuqebulia bjeni..(zogadad mawuxebs es problema, xshirad michndeba nadebi kbilebis dzirebshi..shavi xazebis saxit,romelta moshorebac stomatologis tkmit cota ufro rtulia,radgan kristalebis saxit chndeba..garda am kbilisa,romelic 2 kviris win daviplombe sxva dabjenil kbilebzec agmenishneba feris shecvla, sishavisken..magram ekimi mawynarebs rom sashishi araferia da ubralod bjenma sheicvala feri) risi bralia?maakvs shishis safudzveli?😦

    1. გამარჯობა. ბჟენმა ფერი სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება შეიცვალოს: ბჟენის ხარისხი, პოლიმერიზაციის რეჟიმის დარღვევა, არასაკმარისი პოლირება. ესაა ძირითადი მიზეზები, რის გამოც შეიძლება საკვებში, სასმელში ან პირის ღრუში მოხვედრილ სხვადასხვა ნივთიერებებში არსებული პიგმენტები აღმოჩნდეს ბჟენში, რაც ნორმაში არ უნდა ხდებოდეს. ასეთ შემთხვევაში ბჟენის მომსახურების ხანგრძლივობა მცირდება და ვადაზე ადრე ხდება გამოსაცვლელი. ეს ეხება ჰელიობჟენებს. ქიმიური ბჟენები ისედაც იცვლიან ფერს.

  9. ინტერდენტალურ ჯაგრისზე დაუმატებდი ინფორმაციას. მთლიანობაში სტატია მომეწონა.

  10. ninucaa
    საღეჭი რეზინის ფუნქციაა საკვების მიღების შემდეგ ნერწყვის გამოყოფის გაძლიერება და საჭმლის ნარჩენების ჩამორეცხვა კბილის ზედაპირიდან. ამითომ გამოიყენეთ მხოლოდ უშაქრო (ორბიტი და დიროლი), მხოლოდ ჭამის შემდეგ და მხოლოდ 15-20 წუთი.

  11. ტუჩის ნახევრის დაბუჟება თუ დარჩა ანესთეზიის გავლის შემდეგ, სავარაუდოდ ნერვის ერთერთი ტოტის დაზიანებაა ანესთეზიის დროს, მაგრამ არა მაშინ, როცა უშუალოდ “კბილში” გაგიკეთათ. დრო უნდა რომ მგრძნობელობა აღდგეს. საკმაოდ უსიამოვნოა, მაგრამ საშიში არაფერია.

  12. nevsis gaketebam ar imoqmeda nervze da damatebit shig kbilshi gamiketaultra kaini ,dazianda dabla tuchis naxevari mxare,ris shedegadac maqvs dabrushebuli da aris tu ara gankurneba shesadzlebeli.var raionidan da cinascar gixdit madlobas pasuxistvis.

  13. დიდი მადლობა.
    შევეცდები ყველა იმ საკითხზე დავწერო, რაც მკითხველს აინტერესებს.
    თუ თქვენთვის საინტერესო თემა ვერ ნახეთ ჩემს ბლოგზე, მომწერეთ meebo-ს მესენჯერში.

  14. ახლა ვნახე პირველად შენი უსაჭიროესი ბლოგი🙂 მშვენიერი იდეაა აქ წერო ასეთ საჭირო თემებზე.. მოკლედ წარმატებას გისურვებთ შენ და შენს ბლოგს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s