ბრილიანტები კბილებზე

მრავალი წლის წინ ცენტრალურ ამერიკაში მაიას ტომის ინდიელები თავიანთ კბილებს ფირუზის, ლალის, ზურმუხტის და ნეფრიტის კრისტალებით იმკობდნენ. და ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ რომ XXI საუკუნის ერთერთი მოდის ფუძემდებლები გახდებოდნენ. დღეს კბილის სამკაულები ანუ სკაისები მეტად პოპულარულია.

decor_13რას წარმოადგენს სკაისები და ღირს თუ არა მათი გაკეთება? სკაისები __ ეს ძალიან მცირე ზომის, მსუბუქი და ბრტყელი თვლებია, დამზადებული სპეციალურად კბილების შესამკობად. მათი ფორმები სხვადასხვაა: წვეთი, ვარსკვლავი, ნახევარმთვარე, ასოები და სხვა.

მათ მინანქარზე ამაგრებენ სპეციალური მასალით. ეს პროცედურა სულ 10 წუთი გრძელდება. მანამდე კი კბილის ზედაპირს ექიმი ამზადებს __ იდეალურად ასუფთავებს, აშრობს და შემდეგ ამაგრებს თვლებს.

ეს პროცედურა აბსოლუტურად უსაფრთხო და უვნებელია. იმდენად, რამდენადაც არ ირღვევა მინანქრის მთლიანობა, ანუ არ ხდება დამუშავება, სკაისის მოხსნის შემდეგ კბილის ზედაპირი გლუვი და ჯანსაღი რჩება.
გარდა ამისა სკაისის საშუალებით შეიძლება მინანქრის დეფექტის ან ფერშეცვლილი ბჟენის შენიღბვა.

როგორც არ უნდა იყოს, სკაისი უცხო სხეულია პირის ღრუში და გარკვეული პერიოდი საჭიროა მასთან შესაგუებლად. როგორც წესი რამდენიმე საათში მას უპრობლემოდ ეგუებიან.

ამ სტომატოლოგიური სამკაულის ყველაზე იაფი ვარიანტები ჩვეულებრივი შუშისგან მზადდება. ისინი შეიძლება დამზადდეს ბროლისგანაც, ისევე როგორც ძვირფასი თვლებისგან (საფირონი, ბრილიანტი, ძოწი). რადგანაც მათი დაფიქსირება საჭიროა უფრო საიმედოდ, ამიტომ უმჯობესია ისინი დამაგრდეს ხელოვნურ გვირგვინებზე ან ვინირებზე, რომ არ დაირღვეს მინანქრის მთლიანობა. გარდა ამისა, ბრილიანტის სკაისები უფრო მეტად რეაგირებენ ტემპერატურულ ცვლილებებზე, ვიდრე ჩვეულებრივი ბროლის და იწვევენ მტკივნეულ შეგრძნებებს. ეს ის შემთხვევა არაა, როდესაც ძვირფასი ნიშნავს უკეთესს.

სკაისის მოშორება ძალიან ადვილია. თავისთავად იგი ძლებს იმის მიხედვით, რამდენად კარგად უვლით პირის ღრუს. თუკი რეგულარულად და სწორად იხეხავთ კბილებს, სკაისის ქვეშ არ მოხდება ნადების დაგროვება და თავისუფლად შეინარჩუნებთ მას ნახევარი და შეიძლება მთელი წლის განმავლობაშიც. ამაში დადებითი მომენტიცაა: სკაისი არსებობა იძულებულს ხდის მის პატრონს  უფრო გულდასმით მოუაროს კბილებს.

ყველაზე ხშირად სკაისებით თავს იწონებენ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები. მათ როგორც წესი ძვირფასი თვლები ამშვენებთ. და როგორც ამბობენ, სკაისები სრულებით არ უშლის ხელს კოცნას.🙂
brilliant1

2 thoughts on “ბრილიანტები კბილებზე

  1. ჰელიობჟენი ღრძილს აღიზიანებს თუ არა? არანაირად!
    თქვენი პრობლემები სავარაუდოდ ბჟენი არასწორი მდებარეობითაა გამოწვეული და მხოლოდ შეცვლაა გამოსავალი.

  2. ვცდილობ მოვიძიო ინფორმაცია იმის შესახებ, აქვს თუ არა ჰელიო–ბჟენს გვერდითი მოვლენა ალერგიის სახით,განსაკუთრებით იმ შემთხვევაში,როცა ბჟენი ღრძილთან შეხებაში მოდის.ეს კიტხვა ბუნებრივდ გამიჩნდა,რადგან ყელის კარიესი მაქვს დაბჟენილი ჰელიო–ბჟენით და მაქვს მუდმივად გაიზიანებული კბილისირგვლივი ღრძილის ქსოვილი.ხშირად ჩირქოვანი და სისხლიანი გამონადენით.იქნებ,მირჩიოთ რამე.წინასწარ მადლობას გიხდით.პატივისცემით მ.ა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s