ღრძილების მკურნალობა —- შვება კბილებისთვის

gimili1პაროდონტის დაავადებები დღეისათვის ყველაზე გავრცელებულია სტომატოლოგიურ დაავადებებს შორის.
დასაწყისისთვის, კარგი იქნება განვმარტოთ რა არის პაროდონტი — ესაა კბილის ირგვლივი ქსოვილების კომპლექსი. ისევე როგორც ყველა დაავადებას, პაროდონტის დაავადებებსაც აქვს გარკვეული სიმპტომები. ერთერთი პირველია სისხლდენა კბილების ხეხვის დროს. და აქ უმრავლესობა უშვებს დიდი შეცდომას: იწყებენ უფრო დაზოგვით ხეხვას, იყენებენ უფრო რბილ ჯაგრისებს, ამოკლებენ ხეხვის ხანგრძლივობას, თითქოს ეშინიათ სისხლისგან არ დაიცალონ. ამით კი უფრო მეტად ამძიმებენ მდგომარეობას. უკვე არსებული ნადები არ იწმინდება, არამედ კბილის ზედაპირზე იშლება, ემატება ახალი “პარტია” ბაქტერიების და პაროდონტის დაავადებაც ორმაგად სწრაფად იწყებს განვითარებას.  შემდეგ ჩნდება სხვა სიმპტომებიც: ღრძილების შეშუპება და სიწითლე, ქვების გაჩენა (ღრძილზედა და ღრძილქვედა). შემდეგ ჩნდება ის სიმპტომი, რომლის გამოც ბოლოსდაბოლოს გადაწყვეტენ ხოლმე ექიმთან ვიზიტს. ესაა უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. ზოგჯერ ცდილობენ თვითონ გაუმკლავდნენ ამ პრობლემას, იყენებენ სხვადასხვა საღეჭ რეზინს, სპრეის და სავლებებს. დარწმუნებული ვარ ბევრს არ მიუღია სასურველი შედეგი. ეს იმიტომ, რომ ყველა ეს მეთოდი არ აშორებს მთავარ მიზეზს.
დროთა განმავლობაში ყველა ზემოთჩამოთვლილის ემატება კიდევ ერთი: კბილების მორყევა. და თუ ამ ეტაპზე მაინც არ მიმართა პაციენტმა ექიმს, მთელი ეს ეპოპეა ცუდად მთავრდება: იკარგება კბილები.
ბევრ პაციენტს აქვს ერთი საერთო ჩვევა: როდესაც ექიმთან მიდიან ბოლოსდაბოლოს, ექიმს თხოვენ ამოუღოს ყველა დარჩენილი კბილიდა მთლიანი პროტეზი გაუკეთოს. თვლიან, რომ თუ არ ექნებათ კბილები, არ იქნება პრობლემებიც.
მოსახსნელი პროტეზი კი არცთუ ისე უწყინარი კონსტრუქციაა. მას თავის პლიუსებიც აქვს და მინუსებიც. თითოეული კბილის შესანარჩუნებლად ღირს ბრძოლა. და თუკი დროულად ესტუმრებით ექიმს, უმჯობესია კი ყოველ 6 თვეში ერთხელ,  მაშინ შესაძლებელი იქნება თავიდან აიცილოთ ბევრი პრობლემა და მაქსიმალურად შეინარჩუნოთ კბილები.
თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ ვითარდება სტომატოლოგია და რა მიღწევები არსებობს კერძოდ პაროდონტოლოგიაში, თქვენ ყველანაირი პირობა გაქვთ იმისთვის, რომ ღრძილების დაავადებამ აპოგეას არ მიაღწიოს.
დღესდღეობით პაროდონტოლოგიაში არსებობს მრავალი თანამედროვე პრეპარატი და მკურნალობის მეთოდი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია პირის ღრუს პროფესიონალური ჰიგიენა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოშორდება მთელი ღრძილზედა და ღრძილქვედა რბილი და მაგარი ნადები, აქვს აზრი რაიმე ანტიბაქტერიული მკურნალობის ჩატარებას. ამის გარეშე არანაირი სავლები, მალამო, გელი, საკურნალო კბილის პასტა, კბილის ჯაგრისის შეცვლა, პირის ღრუს ჰიგიენური ჩვევების სწავლება არ მოიტანს შედეგს. ზოგჯერ ჰიგიენის მოწესრიგება საკმარისი არაა და საჭირო ხდება გარკვეული კონსერვატიული მკურნალობის ჩატარება ან მცირეინვაზიური ქირურგიული ჩარევა. მაგრამ ეს ყევლაფერი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ანთების ნიშნები მოიხსნება და ჰიგიენა სათანადო დონეზე დადგება. რატომღაც ადამიანების უმრავლესობა, რომელიც ორჯერ იხეხავს დრესი კბილებს, დილით ამას აკეთებს საუზმემდე. ამის გაკეთება კი საჭიროა საუზმის შემდეგ, რათა მირთმეული საკვების დიდი ნაწილი არ დარჩეს კბილების ზედაპირზე მთელი დღით. ჩატარებული პროფესიონალური წმენდის შემდეგ ინიშნება განსაზღვრული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები და უკვე 10-14 დღის შემდეგ დაინახავთ თუ როგორი უნდა იყოს თქვენი ღრძილები სინამდვილეში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. პაროდონტის დაავადება მულტიფაქტორულია, ამიტომ აუცილებელია კომპლექსური მკურნალობა. ძალიან ხშირად აუცებელია ორთოდონტის კონსულტაცია და შესაბამისი მკურნალობა. რისკ-ფაქტორებს კი წარმოადგენს არასწორი თანკბილვა, კბილების მჭიდროდ დგომა, პირის ღრუს ვიწრო კარიბჭე, ლაგმების მაღალი მიმაგრება.
ზოგ შემთხვევაში, როცა პაციენტს ბევრი კბილი აკლია, დარჩენილი კბილები მოძრავია და ზედმეტად იტვირთება, საჭიროა ექიმ-ორთოპედის კონსულტაცია და შემდგომი პროტეზირება. თუნდაც არ ყოს კბილების დანაკლისი, ორთოპედის ჩარევა მაინც ხდება ხოლმე საჭირო. იგი ატარებს დაგრძელებული კბილები შერჩევით მოქლიბვას და მორყეული კბილების შინირებას.
პაროდონტის დაავადება შეიძლება იყოს რომელიმე ენდოკრინული დაავადების შედეგი — შაქრიანი დიაბეტის, ოსტეოპოროზის, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის.
დღესდღეისობით, წარმატებით იკურნება პაროდონტიტის მძიმე ფორმებიც, როლებსაც თან ახლავს კბილების მორყევა და დეფორმაცია, ძვლოვანი ჯიბეები. აწარმოებენ ძვლოვანი ქსოვილის გადანერგვას და ამისთვის იყენებენ ნატურალურ ძვლოვან მასალას. და რაც მთავარია, თანამედროვე საანესთეზიო საშუალებების წყალობით ყველა მანიპულაცია უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.
დაბოლოს, მინდა პატარა საიდუმლო გაგანდოთ, რომელიც ყველამ კარგად ვიცით მაგრამ არასოდეს ვიყენებთ. ნებისმიერი დაავადების პროფილაქტიკა უმჯობესია, ვიდრე მკურნალობა. ასე რომ, ზემოთჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმეც გაჩენისთანავე მიმართეთ სტომატოლოგს. გასაგებია, რომ გეშინიათ, მაგრამ კბილების დაკარგვა კიდევ უფრო საშიშია.

http://www.medicus.ru/stomatology/pats/?cont=article&art_id=11287

12 thoughts on “ღრძილების მკურნალობა —- შვება კბილებისთვის

  1. kbillebze maqvs jibeebi sadac gamoxrulia iq aris shezrdilia jibe da sisxli ver dacala stomatolodma ver daviplombe ras mirchevt .mxolod gvirilis nayens minishnavda

    1. თუ კარიესული ღრუ ღძილის დონეზე ან უფრო ქვევითაა, საჭიროა ჯერ გვირგვნის დაგრძელება ქირურგიული გზით, რომ ღრუ ღრძილის დონეზე მაღლა აღმოჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაბჟენის დროს ღრძილი ყოველთვის გაღიზიანდება და მუდამ სისხლმდენი იქნება, ანუ ვერ მოხდება ღრუს იზოლაცია, რომ სიმშრალე შენარჩუნდეს. რომც მოხერხდეს დაბჟენა, ძალიან დიდი ალბათობაა რომ ბჟენი ამოგივარდეთ. ჩემი რჩევა იქნება ჯერ მიხვიდეთ პაროდონტოლოგთან, რომელიც მოამზადებს კბილს და შემდეგ მოხდეს დაბჟენა (დაპლომბვა).

    1. თუ პაროდონტის დაავადება გაქვთ, დამოუკიდებლად ვერ იმკურნალებთ სამწუხაროდ. მე პირადად, საერთოდ არ ვარ მომხრე კონსერვატიული მკურნალობის მეთოდის, სხვადასხვა პრეპარატების საშუალებით. როგორც წესი, შედეგი ხანმოკლეა და მკურნალობა უსასრულოდ გრძელდება.

    1. გამარჯობა. ამჟამად საქართველოში არ ვმუშაობ სამწუხაროდ.

  2. ახალი სტატია ალბათ დაგაინტერესებთ, ამ აპარატს იყენებენ კლინიკა “ელიტში”, აბაშიძის #47.

  3. იცით ეხლა წავიკითხე თქვენი სტატია და შვება ვიგრძენი,რადგან კიდევ არის შანსი ჩემი კბილები შევინარჩუნო ,რამდენ სტომატოლოგთანაც მივედი ,იმდენმა იმედი გადამიწურა.მაქვს პარადონტოზი,ვიმკურნალე შედეგი მაქვს ,აგარ მაქვს სისხლ დენა,მაგრამ დამეწყო კბილების კრაჭუნი ღამე.ამასთანავე არანაირი თანამედროვე მეთოდი არ გამოიყენეს მკურნალობისას,ტრადიციულად ვიტამინები ,და რაგაც რამოდენიმე წამალი დამინიშნეს.ლაზერის შესახებ რომ ვკითხე მგონი წარმოდგენაც არ ჰქონდათ და მითხრეს არაფერ შედეგს არ მოგცემსო,ძვლოვანი ქსოვილის გადანერგვაზე რომ აღარაფერი ვთქათ(ავერსის კლინიკაში)ეგ არც კი უხსენებიათ.ჯერ არცერთი კბილი არ მაკლია,მაგრამ წინა 3 კბილის რყევა მაქვს დაწყებული.ძალიან გთხოვთ მირჩიოთ ,რომელ კლინიკაში შეიძლებ მივიდე და რომელ სტომატოლოგთან ,ისე რომ დარწმუნებული ვიყო მათ კვალიფიკაციაში.დიდი მადლობა წინასწარ

  4. კოლეგებისთვის იხილეთ ხოლმე ბლოგის მეორე გვერდი. იქ ვდებ სიახლეებს.

  5. dzalian kargii,me momavali stomatologi var,tu kidev mogvawodebt am temaze AXAL DA SAINTERESO inpormacias kargi iqneba🙂

  6. ძალიან კარგი ბლოგი გაქვს.
    ვცდილობ კბილებს მაქსიმალურად კარგად მოვუარო, თუმცა როგორც ჩანს რამდენიმე შეცდომას ვუშვებდი და ეს შენს ბლოგზე წავიკითხე : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s