უშიშრად სტომატოლოგისკენ!

anesteziaის, რის გამოც კბილებზე ჩატარებული მანიპულაციები საკუნეების განმავლობაში შიშის ზარს სცემდა ყველაზე გულადსაც კი, ტკვივილია. თანამდეროვე სტომატოლოგიაში ყველაზე წინგადადგმულ ნაბიჯად ალბათ საანესთეზიო საშულებების და ტექნოლოგიების დახვეწა შეიძლება ჩაითვალოს, რისი წყალობითაც სტომატოლოგთან ვიზიტი პრაქტიკულად უმტკივნეილო გახდა.

დღეს სტომატოლოგის არსენალში მრავალი ეფექტური საშუალებაა. ყველაზე პოპულარულია არტიკაინის (უბისთეზინი, ულტრაკაინი, სეპტანესტი) და მეპივაკაინის (მეპივასტეზინი, სკანდონესტი, სკანდიკაინი) საფუძველზე დამზადებული ანესთეტიკები. არტიკაინის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ყველაზე მეტად ახასიათებს ძვლოვან ქსოვილში შეღწევის უნარი, თითქმის მთლიანად შეიბოჭება სისხლის ცილების მიერ და მინიმალურად აღწევს პლაცენტარულ ბარიერში, პრაქტიკულად არ გადადის დედის რძეში.

თანამედროვე ანესთეტიკებს ახასიათებთ მაღალი ეფექტურობა, გახანგრძლივებული მოქმედება, მინიმუმამდეა დაყვანილი ტოქსიურობა.

ეფექტურობის გაზრდის მიზნით ანესთეტიკებს ხშირად ემატება ადრენალინი (ეპინეფრინი). საანესთეზიო საშულებების გამოყენების უკუჩვენება სწორედ მის შემცველობას უკავშირდება ხშირად. მაგალითად, ზრდის გლუკოზის დონეს სისხლში, რაც საშიშია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისათვის, სხვადასხვა დროს ავიწროებს და აფართოებს პერიფერიულ სისხლძარღვებს, რაც გასათვალისწინებელია გულის დაავადებების, ჰიპერტონიის, ინსულტის მქონეთათვის, ხოლო ორსულებისათვის ადრენალინის შემცველი ანესთეტიკის ხმარება ყველაზე უსაფრთხოა შუა ტრიმესტრში. ყველა შემთხვევაში აუცილებელია იმ ექიმთან კონსულტაცია, რომელიც ორსულის პატრონაჟს ახორციელებს.

ასეთ შემთხვევებში გამოიყენება ანესთეტიკი ადრენალინის გარეშე. კერძოდ კი მეპივაკაინის საფუძველზე დამზადებული, რადგან მეპივაკაინს ახასიათებს ყველაზე ხანგრძლივი მოქმედება ადრენალინის გარეშე.

გართულება,  რომელიც თავად ანესთეტიკმა შეიძლება გამოიწვიოს, არის ალერგიული რეაქცია, რომელიც სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს.
ამიტომ პირველი ინექციის წინ მიზანშეწონილია ორგანიზმის მგრძნობელობის განსაზღვრა კონკრეტულ ანესთეტიკებზე. საჭიროების შემთხვევაში კი ანალიზის გამეორება აუცილებელია.

ხარისხიანი ანესთეტიკის გარდა ანესთეზიის ეფექტურობა დიდადაა დამოკიდებული ექმის პროფესიონალიზმზე. ასე რომ, კარგი ექiმის ხელში  თანამედროვე ანსეთეტიკების საშუალებით ადვილად გაუმკლავდებით ტკივილის შიშს.

10 thoughts on “უშიშრად სტომატოლოგისკენ!

  1. ძალიან ყმაყოფილი ვარ უბისთეზინის :3 მეც მეშინოდა დიდი ხანი სტომატოლოგის და ამ გამაყუჩებლის შემდეგ უშიშრად დავდივარ :დ

  2. Maqvs amogebulebi albat bolos 10 wlis win da mainc aucilebelia sinji?????? Savaraudod novikaini da lidokaini maqvs gamoyenebuli. ,,,,

    1. თუ რაიმე სახის ალერგია არ გაწუხებთ ანუ გამოვლინება არ გქონიათ აუცილებელი არაა.

  3. სად შეიძლება ავიღო სინჯი ორგანიზმის მგრძნობელობაზე ანესთეტიკების მიმართ? 7 წლის ბავშვს კბილის ამოღება სჭირდება და მეშინია ალერგიული არ იყოს.
    ადრე ვაკის ლეჩკომბინატში გავუკეთე უფროს შვილს, მაგრამ ახლა ის შენობა აღარ არსებობს.

    1. “ავერსში” ან რესპუბლიკურის ალერგოლოგიურ განყოფილებაში შეიძლება.

  4. ასეთი რამე არ არსებობს, მგონი არასწორად წერთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s