“კბილების გასწორება” ანუ ორთოდონტია

feradi-breisebi

ყველას გვყოლია სკოლის ასაკში მეგობარი ან ნაცნობი, რომელიც ორთოდონტიულ აპარატს ატარებდა. ზოგს საკმაოდ დიდხანსაც უწევდა ამ “სამკაულის” ტარება. მართლაც ორთოდონტიული მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. თუმცა თანამედროვე ბრეკეტ-სისტემებს ამ მხრივ ნამდვილად აქვს უპირატესობა.

ორთოდონტიულ მკურნალობას ექვემდებარება როგორც თანკბილვის, ისე კბილთა დგომის ანომალიები. ამ პათოლოგიების მიზეზი შეძლება მრავალი იყოს: ორსულის მიერ გადატანილი დაავადებები, გენეტიკური ფაქტორი, მავნე ჩვევები.

პრობლემები, რომლებიც დროთა განმავლობაში მოჰყვება არასწორ თანკბილვას საკმაოდ სერიოზულია. გარდა ესთეტიური არასრულფასოვნებისა, დარღვეულია კბილების უმთავრესი — ღეჭვითი ფუნქცია, რასაც მოჰყვება მთლიანად საღეჭი აპარატის —  კუნთებისა და ქვედა ყბის სახსრის ფუნქციის დარღვევა, ასევე კბილების პათოლოგიური ცვეთა. ღეჭვითი ფუნქციის დარღვევა იწვევს საკვების გადამუშავებისნ დარღვევას და შესაბამისად ზიანდება საჭმლის მომნელებელი სისტემა.

კიდევ ერთი სერიოზული რპობლემა, რომელიც თანკბილვის და კბილთა დგომის ანომალიებს მოჰყვება, ესაა პაროდონტის დაავადება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კბილის მთავარი ფუნქცია ღეჭვაა. თუ არ ხდება მისი სათანადო დატვირთვა ღეჭვითი ძალით, ირგვლივმდებარე ქსოვილში იწყება სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევა, ძვლოვანი ქსოვილის კვების მოშლის გამო მისი განლევა ხდება და კბილი იწყებს მორყევას.

კბილთა არასწორი დგომის დროს მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ვერ ხდება სრულფასოვანი წმენდა. დაგროვილი ნადები კიდევ უფრო ამძიმებს პაროდონტის ქსოვილების მდგომარეობას და ამასთან კარიესის განვითარების ალბათობაც მაღალია.

“კბილების გასწორება” ანუ თანკბილვის ანომალიების მკურნალობა ხდება ძირითადად ორი მეთოდით: მოსახსნელი და მოუხსნელი აპარატებით.
მოსახსნელი აპარატი წარმოადგენს პლასტმასის ფირფიტას მეტალის რკალით, ხოლო მოუხსნელი ბრეკეტ-სისტემებია. ბრეკეტები დამაგრებული თითოეული კბილის ზედაპირზე და ერთმანეთთან მავთულითაა დაკავშირებული. ორივე შემთხვევაში კბილებზე ზეწოლის საშუალებით ხდება მათი გადანაცვლება სასურველი მიმართულებით.

კბილი არაა შეზრდილი ირგვლივმდებარე ძვალთან უძრავად. უფრო სწორად კი მასთან ერთგვარი იოგებითაა დაკავშირებული. მუდმივმოქმედი სუსტი ძალის ზემოქმედებით შესაძლებელი კბილის გადანაცვლება სასურველი მიმართულებით. საქმე იმაშია, რომ ძვლოვან ქსოვილს აქვს უნარი გაიწოვოს ზეწოლის შედეგად. კბილის გადაადგილდება. თავისუფალ ადგილს კი კვლავ ახალი ძვლოვანი ქსოვილი ავსებს. აუცილებელი პირობაა, რომ კბილებზე მოქმედი ძალა მუდმივი იყოს. ამიტომ მოსახსნელი აპარატებით მკურნბალობისას მათი მოხსნა მხოლოდ კვების დროს შეიძლება, ხოლო ბრეკეტ-სისტემების პლუსი ისიცაა, რომ პაციენტს თვითნებურად არ შეუძლია მისი მოხსნა.

ზემოთჩამოთვლილი მიზეზები ალბათ საკმარისია ორთოდონტიული  მკურნალობის აუცილებლობაში დასარწმუნებლად. თუმცა არის კიდევ ერთი: უნაკლო კბილები თქვენი იმიჯის უმნიშვნელოვანესი შტრიხია.

მაკა ბუღაძე

282 thoughts on ““კბილების გასწორება” ანუ ორთოდონტია

  1. Gamarjobat,var 13wlis da vapireb breketebis gaketebas orive ybaze, mitxres rom sawiroa 4ive meotxe kbilis chamogeba, winaagmdeg shemtxvevashi sibrdznis kbilebi iwyebs amosvlas da tankbilvacgafuwdeba, sesadzlebelia tu ara amogebis Gareshe gasworeba?

    1. მეოთხე კბილების ამოღება საჭირო ხდება ხოლმე ინდივიდუალური სიტუაციის მიხედვით, ისევე როგორც მერვე კბილების. თუ კბილების ამოღება ორთოდონტმა გითხრათ და არა ვინმე სხვამ, როგორც ჩანს მდგომარეობის შეფასების შემდეგ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. შეიგძლიათ სხვა ორთოდონტთანაც გაიაროთ კონსულტაცია და სხვა აზრიც მოისმინოთ თქვენს პრობლემასთან დაკავშირებით.

    1. არ ა რის გვიან. ბრეკეტებით მკურნალობისთის ასაკი ლიმიტირებული არაა.

  2. gamarjobat, vapireb breketebis chasmas orive ybaze da unda amovigo 2 sibrdznis kbili qveda ybaze, xolo zedaze 1 sibrdznis da 1 meotxe da vizualurad raime gansxvaveba iqneba zeda ybaze?

    1. კბილების ამოღების გადაწყვეტილება მიიღება სწორედ იმიტომ, რომ გასწორების შემდეგ ვიზუალური შედეგი კარგი იყოს.

  3. breketebis gaketebis shemdeg rogorc vici kbilebi rbildeba da moryevas iwyebs, mainteresebs shrsadzlebelia tu ara am dros kbili dakargos adamianma?

    1. არა, ამდენად მობილური არ ხდება რომ კბილბუდიდან ამოვარდეს, იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ბრეკეტებითაა ერთმანეთთან დაფიქსირებული.

  4. Zelda ybaze wina kbilebi titanikis cxvirivit maqvs wamoweuli,erti sityvit yba ar myofnis kbilebistvis da ra meshvelebaaa?😀

    1. ორთოდონტიულად პრაქტიკულად ყველა დარღვევის გასწორებაა შესაძლებელია. მიდით კონსულტაციაზე ორთოდონტთან.

  5. ვარ 32 წლის მაქვს თანკბილვა დარღვეული, ქვედა ყბა მაქვს წინ წამოწეული, ამ ასაკში ხდება აღნიშული პრობლების მოგვარება ქირურგიული ჩარევის გარეშე? და თუ შესაძლებელია ასევე მაინტერესებს მოხდება მხოლოდ კბილების გასწორება თუ ყბაც შეიწევს? ვინაიდან წინ წამოწევის გამო ქვედა ყბა ვიზუალურად დიდი ჩანს

    1. ზოგადად ბრეკეტები ეფექტურია ნებისმიერ ასაკში. თუმცა საჭიროა თუ არა ქირურგიული ჩარევა, ეს დამოკიდებულია თანკბილვის პათოლოგიის სახეზე. უმჯობესია გნახოთ ორთოდონტმა.

  6. გამარჯობათ,მაინტერესებს რამდენი დგე სჭირდება ბრეკეტების გაკეთებას?

      1. აუცილებელი რათქმაუნდა არაა. ხშირად საჭიროა, მაგრამ არა ყოველთვის.

    1. ბრეკეტებით მკურნალობას ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს. მკურნალობის ხანგრძლივობა კი ასაკთან ერთად მატულობს ხშირ შემთხვევაში.

    1. დაზუსტებით ვერ გეტყვით, შეიძლება სხავდასხვა კლინიკაში სხვადასხვაა, მაგრამ ადრე ღირდა 7500 ლარი 1 წელი. სულ იყო 2 წელი.

    1. თუ შედეგს ვერ ხედავთ, შეიცვალეთ ორთოდონტი. ბრეკეტი ყოველთვის უფრო ეფექტურია, ვიდრე მოსახსნელი აპარატი. მკურნალობის დრო ინდივიდუალურია ბრეკეტით. საშუალოდ 1,5 წელი.

    1. დაახლოებით 1000-დან 5000 ლარამდე. იკითხეთ კლინიკებში.

  7. 5 clis bavshvs akvs arascori bjena,anu kveda yba akv cin camoceuli,minda ortopedtan miviyvano da adre xom ar aris?

    1. ორთოდონტთან უნდა მიიყვანოთ და არა ორთოპედთან. კონსულტაციისთვის ადრე არაა. გირჩევთ “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრს”.

  8. tu shegidzliat mipasuxet!brekets vapireb rom gaviketo,orive ybaze,tumca mxolod qveda 4 tsina kbilis gamo,magram ukana orive mxares maklia tito kbili,ekimma mitxra mxolod tsina darchenil 9 kbilze dagimagrebo,ramdenad ikneba es epeqturi da chajdeba tu ara r says:

    tu shegidzliat mipasuxet!brekets vapireb rom gaviketo,orive ybaze,tumca mxolod qveda 4 tsina kbilis gamo,magram ukana orive mxares maklia tito kbili,ekimma mitxra mxolod tsina darchenil 9 kbilze dagimagrebo,ramdenad ikneba es epeqturi da chajdeba tu ara rkalshi yvela kbili?rogor piqrobt

    1. გირჩევთ სხვა ორთოდონტებთანაც გაიაროთ კონსულტაცია.

    1. ეს უნდა იკითხოთ კლინიკაში, სადაც შეარჩევთ ორთოდონტს.

  9. გამარჯობათ,ვარ31 წლის, ზედა ყბა მაქვს ძალიან გამოწეული რაც ძალიან დიდ კომპლექსს მიქმნის, შესაძლებელია თუ არა ჩემს ასაკში გასწორდეს ბრეკეტით?

    1. მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია არა იმდენად ასაკზე, რამდენადაც პათოლოგიაზე. მიდით კონსულტაციაზე ორთოდონტთან და უფრო ზუსტად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას.

  10. gamarjobat, me qveda yba maqvs gamoweuli albat naxevari santimetrit da shegidzliaat mitxrat ra unda gavaketoo 16 wlis var an ra dajdeba an sad movigvaro es problema

    1. ორთოდონტს უნდა მიმართოთ. ადრეულ ასაკში უკეთესია მკურნალობის დაწყება. მიმართეთ “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრს” ან თამარ კუბლაშვილს “უნიდენტში”.

  11. გამარჯობათ, ვარ 32წლის, ქვედა ყბა მაქვს წინ წამოწეული, ეშველება თუ არა რამე? თუ ეშველება ვის უნდა მივმართო და რა დამიჯდება? დრო რამდენი დასჭირდება დაახლოებით რო გასწორდეს ყბა?

    1. ასეთი მდგომარეობა ორთოდონტიული პრობლემაა. რა მეთოდით შეიძება მკურნალობა, რა დაგიჯდებათ და რამდენ ხანს გაგრძელდება ამის თქმა მხოლოდ კონსულტაციის შემდეგაა შესაძლებელი. მიმართეთ ორთოდონტს. თამარ კუბლაშვილს “უნიდენტში” ან “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრს”.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s