როგორ ვასწავლოთ პატარას კბილების ხეხვა

მიუხედავად პატარების წინააღმდეგობისა, ყოველდღიური პირის ღრუს ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისათვის. 5-6 წლის ასაკამდე პატარების კბილების სისუფთავე მათი მშობლების პასუხისმგებლობის ქვეშაა.

მცირე ასაკის პავშვებს არ გააჩნიათ საკმარისი უნარ-ჩვევები, რათა დამოუკიდებლად იხეხონ კბილები, ამიტომ მშობლების დახმარება ამ რთულ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.

სარძევე კბილები უფრო ხშირად ზიანდება კარიესით, ვიდრე მუდმივები. ხეხვის დროს კი თქვენ აცილებთ კარიესის გამომწვევ მთავრ მიზეზს __ კბილის ნადებს. გარდა ამისა ეს ბავშვს უვითარებს კბილების ხეხვის ჩვევას, რომელიც მთელი ცხოვრების მნაძილზე უნდა გაჰყვეს.

რამდენიმე რჩევა, თუ როგორ ვასწავლოთ პატარას კბილების ხეხვა:
გააკეთეთ ეს მხიარულად!
ყველაზე მარტივი მეთოდია __ გახადეთ ეს პროცესი მიმზიდველი. პატარამ არ უნდა აღიქვას იგი, როგორც რუტინული ყოველდღიური ვალდებულება.

ვემზადებით კბილების გასახეხად!
იმისათვის რომ კბილების ხეხვის პროცესი ნამდვილ ზეიმად გადავაქციოთ, აუცილებელია სათანადოდ მოვემზადოთ.
უპირველეს ყოვლისა, ბავშვთან ერთად შეიძინეთ სპეციალურად მისი ასაკისთვის განკუთვნლი კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა, რომელსაც ექანება არა მარტო სასიამოვნო გემო, არამედ იქნება სრულიად უსაფრთხო ბავშვის ჯანმრთელობისთვის.
საბავშვო კბილის პასტებს ხშირად აქვთ მარწყვის, ნაყინის, საღეჭი რეზინის გემო.

ნება მიეცით თქვენს პატარას გაგიხეხოთ კბილები.
გახსოვდეთ, მიეცით საშუალება პატარას თვითონ გაიხეხოს კბილები, რაც არ უნდა ცუდად გამოსდიოდეს ეს. იმისათვის კი, რომ ასწავლოთ როგორ გაკეთოს ეს სწორად, შესთავაზეთ რომ გაგიხეხოთ კბილები თქვენ ან რომელიმე თოჯინას. ასევე ამაში შეიძლება უფროსი და-ძმაც ჩართოთ. ბოლოს კი აუცილებლად თქვენ თვითონ გაუხეხეთ კბილები სწორად.

კბილის პასტის რაოდენობა ბარდის მარცვლის ტოლი უნდა იყოს.
დიდმა რაოდენობამ შეიძლება ბევრი ქაფი გამოიწვიოს, რაც გაართულებს ხეხვის პროცესს. მიაქციეთ ყურადღება, რომ ბავშვმა ყოველთვის გადაანერწყვოს კბილის პასტა და არ გადაყლაპოს. კბილის პასტის რეგულარულმა ყლაპვამ შეიძლება ფლუოროზი __ კბილებზე ლაქები გამოიწვიოს.
თუკი ბავშვი მაინც უარს ამბობს კბილების გახეხვაზე, გააკეთეთ ისე, თითქოს იგი მონაწილეობას არ მიიღებს რომელიმე საინტერესო თამაშში. მას მალე გაუჩნდება სურვილი რომ შემოგიერთდეთ.

სტომატოლოგი ილუზიონისტის როლში.
ექიმ-სტომატოლოგებსაც შეუძლიათ ნამდვილი ფოკუსის გაკეთება. არ გჯერათ? წაიყვანეთ თვქენი პატარა ბავშვთა სტომატოლოგთან ან მოზრდილთა კლინიკაში სადაც ჰყავთ ექიმი-ჰიგიენისტი. მათ აქვთ სპეციალური საშუალება, რომელსაც უსვამენ კბილებზე, შემდეგ პატარას სთხოვენ გაიხეხოს კბილები. ამის შემდეგ კი აჩვენებენ სარკეში ან ეკრანის მონიტორზე ფერად ლაქებს. ეს შეღებილი ნადებია, რომელიც დარჩა “გახეხვის” შემდეგ.
ეს მეთოდი ძალიან თვალსაჩინოა და რაც მთავარია, უსაფრთხო, რადგან საღებავი შექმნილია სპეციალურად, რათა პატარას კბილების ხეხვა ვასწავლოთ.
სხვათაშორის, თავადაც რომ სინჯოთ ურიგო არ იქნება. როგორც აღმოჩნდა ბევრი მოზრდილი არასწორად იხეხავს კბილებს და გაუწმენდავს ტოვებს იმ უბნებს, სადაც შემდგომ კარიესი ჩნდება.

http://www.medicus.ru/stomatology/pats/?cont=article&art_id=11955

2 thoughts on “როგორ ვასწავლოთ პატარას კბილების ხეხვა

  1. ყველაზე მთავარი გამოგრჩათ – რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ხეხვა?

    1. დამოუკიდებლად ხეხვა დაახლოებით 2 წლიდან. მანამდე კი, პირველი კბილების ამოჭრიდანვე საჭიროა მათი გაწმენდა ყოველდღიურად თითზე დახვეული მარლით, კბილის პასტის გარეშე. ამას რა თქმა უნდა პატარა ვერ შეძლებს, დედამ უნდა გააკეთოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s