რენტგენი — მტერი თუ მეგობარი?

kabineti1

ყველასათვის ცნობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რენტგენოდიაგნოსტიკა სტომატოლოგიაში. ხშირად მას გადანწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზის დასასმელად. არცთ იშვიათად ჩნდება კითხვები მის უსაფრთხოობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, იმის ახსნა, თუ რას წარმოადგენს რენტგენის გამოსხივება, საშუალებას მოგვცემს სწორად შევაფასოთ მისი შესაძლებლობები.
რენტგენის გამოსხივება თავისი ბუნებით არის მაიონიზირებელი გამოსხივება, სხივი, რომელსაც სინათლის სხივისგან განსხვავებით სხვადასხვა დაბრკოლებაში შეღწევის უნარი აქვს. ადამიანის ორგანიზმში გავლისას იგი შლის ზოგიერთ უჯრედს, მაგრამ როგორც ცნობილია, ორგანიზმში მუდმივად ხდება უჯრედების კვდომა და განახლება. ამიტომ თუკი რენტგენით დასხივება არ იქნება დასაშვებზე მეტი, დაზიანებულ უჯრედებს ორგანიზმი თავადვე აღადგენს. დაზიანების მასშტაბი დამოკიდებული რენტგენის გამოსხივების ინტენსივობაზე და დასხივების ხანგრძლივობაზე.
სხვადასხვა გამოკვლევებით დადგენილია დენტალური რენტგენოგრამების დასაშვები დღიური რაოდენობა და მოზრდილებში იგი მერყეობს 15-დან 30-მდე. 15 სურათის გადაღების შემდეგ თქვენ კვლავ შეგიძლიათ განმეორებით გადაღება 1 კვირის შემდეგ. ბავშვებში კი დასაშვებია 5-მდე დენტალური რენტგენოგრამის გადაღება. ამ მაქსიმუმის შემდეგ განმეორებით მხოლოდ 3-5 კვირის შემდეგ შეიძლება გადაღება. თანამედროვე ციფრული რენტგენის აპარატები და ვიზიოგრაფები საჭიროებენ მინიმალურ დასხივებას, რადგან მეტად მგრძნობიარეა და ნაკლები ინტენსივობის, უფრო ხანმოკლე დასხივებას აღიქვამენ ვიდრე ფირი. დენტალური რენტგენის სხივი არასოდესაა მიმართული პირგაპირ შინაგან ორგანოებზე და მათზე ზემოქმედება მხოლოდ ირიბია. ამის თავიდან აცილებაც კი მარტივადაა შესაძლებელი დამცავი ტყვიის წინსაფრის საშუალებით.
რენტგენით დასხივების შემდეგ რადიაცია არ გადაეცემა არც დედის რძით, არც სისხლით, არც კონტაქტური ან რამე სხვა გზით. იგი მაშინვე წყდება, როგორც კი გამოსხივების წყარო ანუ აპარატი გამოირთვება. რადიაქტიული ენერგიის გადაცემა, რისი შიშიც აქვთ ხოლმე პაციენტებს,  სხვაგვარად ხდება. ატომური ელექტროსადგურის ან ბომბის აფეთქების შემთხვევაში წარმოიქმნება მტვერი, რომელიც რადიაციული ნივთიერების (მაგ. ურანი, სტრონციუმი, პლუტონიუმი) მიკრონაწილაკებს შეიცავს. იგი ორგანიზმში სხვადასხვა გზით ხვდება: ილექება კანზე, ჰაერით ხვდება ფილტვებში, პირის ღრუდა კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და მავნე ზემოქმედება გრძელდება. რენტგენით დასხივებისას კი არანაირი რადიაციული მტვერი არ არის და მისი მოქმედება აპარატის გამორთვისთანავე წყდება.
რაც შეეხება ორსულობისას დენტალური რენტგენოგრამის გადაღებას. სასურველი და რეკომენდებული არაა. ვინაიდან მუცლადყოფნის პერიოდში ყალიბდება ნაყოფის ორგანოები უჯრედებიდან და თითოეული უჯრედი ღირებულია. მათმა დაზიანებამ კი შემდგომში შესაძლოა რაიმე ანომალია გამოიწვიოს. თუმცა დენტალური რენტგენოგრაფიისას არასოდეს არაა მიმართული სხივი შინაგანი ორგანოებისკენ და მხოლოდ არეკვლის ან გაფანტვის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ეს. თუკი მაინც საჭიროა რენტგენოგრამის გადაღება, დამცავი წინსაფრის გამოყენება რა თქმა უნდა აუცილებელია.

მაკა ბუღაძე

2 thoughts on “რენტგენი — მტერი თუ მეგობარი?

  1. გამარჯობათ მაინტერესებს ორსულობის დროს კბილის ტკივილისთვის რაიმე საშუალება თუ არის და რა ?

    1. ორსულობის დროს შესაძლებელია ჩატარდეს ზოგიერთი პროცედურა, რომ ტკივილი მოიხსნას და კბილი დაიხუროს დროებით. მკურნალობას მოგვიანებით დაასრულებთ. ზოგჯერ შეიძლება ანესთეზიის გამოყენებაც.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s