ბზარები კბილებზე

bzarebi1თუკი იგრძნოთ, რომ თქვენი კბილები გადაჭარბებულად რეაგირებს გარეგან ფაქტორებზე, მარტივად რომ ვთქვათ მტკივნეულია სხვადასხვა მიზეზით,  უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს დაუყოვნებლივ. რადგან ამის მიზეზი შეიძლება იყოს კბილის ქსოვილების ნებისმიერი სერიოზული დაავადება.
კბილის მფარავი მინანქარს პრაქტიკულად არ აქვს შეგრძნების უნარი. და მაშასადამე მტკივნეული შეგრძნებები მიუთითებს, რომ ან მინანქარში გაჩნდა დეფექტი (კარიესი), ან შესაძლოა ვითარდება პაროდონტის დაავადება. მიუხედავად იმისა, კბილის ფესვბია გაშიშვლებული, თუ კარიესული დეფექტია მინანქარზე, გამოსავალი ერთია: დაზიანებული კერის ხელოვნურად მინანქრით დაფარვა. ამასთან, თანამედროვე სტომატოლოგის არსენალში არის მთელი რიგი ფტორისშემცველი პრეპარატები,. რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი ასეთი კბილებისთვის. ისინი იცავს კბილის ქსოვილს და ამცირებს მის მგრძნობელობას.
რითი შეიძლება ებრძოლოთ კბილების მომატებულ მგრძნობელობას მანამ, სანამ სტომატოლოგის სავარძელში დაჯდებით?
ნებისმიერი სახის მგძნობელობის მომატების დროს ყველაზე მთავარია __ ზედმიწევნით დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა. მიკრობები ხომ გამოიმუშავებენ მჟავებს, რომლებიც მინანქარს მინერალებს “აცლის”. შედეგად კი __ ტკივილი მექანიკურ და ქიმიურ გამღიზიანებელზე. ასევე ღრძილების ქსოვილში ნებისმიერ ანთებითი პროცესს საფუძვლად უდევს ასევე არასწორი ჰიგიენა.
ჰიგიენა კი პირველ რიგში კბილების სწორი ხეხვაა. ეს პროცესი უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ 3,5 წუთი. როგორც კვლევებმა აჩვენა საჭირო შედეგის მისაღწევად უნდა გაკეთდეს დაახლოებით 30 წმენდითი მოძრაობა თითოეული კბილის ირგვლივ. კბილების მომატებული მგრძნობელობისას უმჯობესია გამოყენოთ რბილი ჯაგრისი, მაგრამ ამასთანავე უნდა შეასრულოთ უფრო მეტი წმენდითი მოძრაობა. მოერიდეთ ჰორიზონტალურ მოძრაობებს.  ისინი ატრავმირებენ მინანქარს. ვერტიკალური მოძრაობები მიმართული უნდა იყოს კბილის ყელიდან კიდისკენ.
რაც შეეხება კბილის პასტებს, მომატებული მგრძნობელობისას კატეგორიულად არ შეიძლება გამათეთრებელი და მწეველებისთვის განკუთვნილი კბილის პასტების გამოყენება. ისინი შეიცავს კომპონენტებს, რომელიც აძლიერებს მინანქრის ცვეთას. უნდა გამოიყენოთ მგრძნობელობის დამაქვეითებელი პასტები.
ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ კბილის ქსოვილები სავსებით ჯანმრთელია, მაგარმ იგი მაინც მწვავედ რეაგირებს ცივზე და ცხელზე. ჩვეულებრივ ამის მიზეზია მცირე ბზარები მინანქარში, რომელსაც იწვევს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, მაგალითად ცხელი ჩაის შემდეგ ცივი წყლის დაყოლების ჩვევა.
არსებობს მცდარი აზრი, რომ კბილების მომატებული მგრძნობელობისას არ შეიძლება ბევრი ღეჭვა, უმჯობესია რბილი, გადამუშავებული საკვების გამოყენება. მაგრამ ეს ასე არაა. ნუ იტყვით უარს სტაფილოზე, ვაშლზე და სხვა ხისტ ბოსტნეულსა თუ ხილზე. ერთადერთი რეკომენდაცია იქნება ის, რომ ვაშლის მირთმევის მერე ნუ გაიხეხავთ მაშინვე კბილებს. საკმარისია წყლის გამოვლება. მინანქარზე ხილის მჟავებისა და მექანიკური ზემოქმედება ერთდროულად ნამდვილად არ იქნება სასურველი მინანქრისათვის.
კიდევ ერთი შეცდომა: ძალიან ბევრი, ღრძილებიდან მცირე სისხლდენის შემჩნევისას უარს ამბობს კბილების ხეხვაზე. ამ დროს კი ღრძილების მსუბუქი მასაჟი აუცილებელია. ამასთან სასურველია კბილის პასტების ხმარება სისხლის მიმოქცევის მასტიმულირებელი ეფექტით, მაგ. ქლოროფილის შემცველი.
დაუშვებელია კბილის ჯაგრისის შეცვლა საღეჭი რეზინით, რასაც ბევრი ხშირად მიმართავს, განსაკუთრებით დილით. ამ დროს ხდება კუჭის წვენის უმიზეზო გამოყოფა.
კიდევ ერთი გაფრთხილება: მზესუმზირის მირთმევისას ძალიან ბევრი ქერქის მოსაცილებლად ერთსა და იმავე კბილს იყენებს, რაც ამ კბილის ცვეთას იწვევს თავისებური დეფექტის სახით. ამიტომ ყურადღება გამოიჩინეთ, რომ მზესუმზირის სიყვარულს ღიმილის სილამაზე არ შეეწიროს.

http://www.medicus.ru/stomatology/pats/?cont=article&art_id=476

8 thoughts on “ბზარები კბილებზე

  1. “ვექტორზე” ინფორმაცია ახალ სტატიაში შეგიძლიათ ნახოთ.

  2. გამარჯობათ,თუ შეგიძლიათ ამიხსნათ რა არის ვექტორის აპარატი,რა შედეგს იძლევა პარადონტიტის ან პარადონტოზის დროს და ლაზერით მკურნალობა უკეთესია თუ ვექტორის აპარატით?ან იქნებ ორივე ერთი დაიგივეა.უღრმესი მადლობა წინასწარ.

  3. viniri an sheputva aris sachiro? cocxali kbilebi unda gamiqlibon? :S sashinlad mawuxebs es problema… ra miqnes😦

  4. რა თქმ აუნდა, ძალიან მარტივად ეშველება ჰელიობჟენით.

  5. სტომატოლოგთან მისვლა სასურველია 6 თვეში ერთხელ, რომ ჩაიტაროთ პროფილაქტიკური გაწმენდა და მოხდეს პირის ღრუს დათვალიერება, კარიესის აღმოჩენა საწყის ეტაპზევე და მკურნალობა. ეს გაცილებით ნაკლებ ხარჯთანა დაკავშირებული საბოლოო ჯამში და რაც მთავარია თავიდან აიცილებთ კბილებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

  6. auu ra kai blogiaa..me momwonda chemi kbilebi sul tumca idealui tavidan ar mqonia,tetri kbilebi maqvs,cotati gayvitlda didi xani veweodi .bzarebi gamichnda didi xania ramodenime welia magram ar mivsulvar stomatolgtan,aucilebelia?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s