რატომ ვარდება ბჟენები?

პაციენტები ხშირად კითხულობენ: “რატომ ვარდება ბჟენი?”. და მართლაც, ზოგჯერ სრულიად ახალი ბჟენები ტოვებენ თქვენს კბილებს სრულიად უდროოდ და მოულოდნელად. მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე.

პირველ რიგში, საბჟენი მასალები განსხვავდებიან თვისებებით. ერთ სახეობას ახასიათებს მეტი კუმშვადობა, რის გამოც დროთა განმავლობაში ზომაში მცირდებიან და კბილის კედელსა და ბჟენს შორის სივრცე ჩნდება, სადაც აღწევს მიკრობები და საჭმლის ნარჩენები. ბჟენის ირგვლივ ჩნდება კარიესი, კედლები რბილდება და ბჟენიც ვარდება.

არსებობს სარჩულები, რომელიც კბილის ქსოვილებს ფტორით ამარაგებს და კარიესის განვითარებას ხელს უშლის ბჟენის ქვეშ.

ბჟენის ქვეშ კარიესის განვითარებაში არცთუ უმნიშვნელოა ზოგადი დააავადებები, რომლებიც არღვევენ ნივთიერებათა ცვლას, ასევე მიკროელემენტების შეთვისებას. ეს იწვევს კბილის ქსოვილის დასუსტებას და ბჟენის ამოვარდნას.

ცუდმა ჰიგიენა ასევე დიდი როლი შეიძლება ითამაშოს ბჟენის ფიქსაციისას იმდენად, რამდენადაც ჩნდება ნადები, რომელიც არამარტო აზიანებს კბილის კედლებს, არამედ ჩნდება კარიესიც.

გარდა ამისა, ბჟენის ამოვარდნისა და კბილის კედლის მოტეხვის მიზეზი შეიძლება გახდეს არასწორი მკურნალობის მეთოდი, როდესაც კბილის კედლები ძალიან გათხელებულია, ხოლო ბჟენი იკავებს კბილის გვირგვინის ნახევარზე მეტს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია კბილის დაფარვა ხელოვნური გვირგვინით.

ასე, რომ გარდა ობიექტური, ბუნებრივი მიზეზებისა და ბანალური სიზარმაცისა, სტომატოლოგიური კლინიკის სწორად არჩევაც მნიშვნელვანი პირობაა, იმისათვის რომ ბჟენების განახლებამ ხშირად არ მოგიწიოთ.

მეორადი კარიესი

13 thoughts on “რატომ ვარდება ბჟენები?

  1. გამარჯობათ,დიდი ხანია არ ვყოფილვარ სტომატოლგთან და მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალ თანამედროვე ტექნოლოგიებში მათ შორის ბჟენიც და ადრე ჰელიობჟენი ითვლებოდა ყველაზე კარგად და ეხლა რას მირჩვთ რომ კბილთან ფერიც კარგად დაჯდეს,ბჟენიც მაქსიმალურად ხარისხიანი და გამძლე რომ იყოს რა არის საუკეთესო?? მადლობთ წინასწარ

    1. ჰელიობჟენი ზოგადი სახელწოდებაა ბჟენების იმ კატეგორიის, რომელიც სხივის საშუალებით მყარდება, განსხვავებით ძველი თაობის ქიმიური ბჟენებისგან. ანუ ბჟენები რომელიც დღეს გამოიყენება ყველა ჰელიობჟენია. ისინი სხვადასხვა სახისაა და იმის მიხედვით გამოიყენება, თუ რა სახის სამუშაოა ჩასატარებელი. ზოგიერთი ჰელიობჟენი ესთეტიკური სამუშაოებისთვისაა რეკომედებული, ზოგი უფრო დიდი დატვირთვისაა გათვალისწინებული და საღეჭ კბილებზე დიდი ზომის დეფექტების დროს გამოიყენება. ანუ ექიმის გადასაწყვეტია რა სახის მასალას აირჩევს სამუშაობს. ჩემთვის რთულია რამე კონკრეტულის თქმა.

  2. კიდევ მაინტერესებს, იგივე კბილი მაქვს მხედველობაშ, იშვიათად მაქვს სუსტი ტკივილის შეგრძნება, პლომბსა და გვირგვინის საზღვართან შეიმჩნევა სისხლისფერი ხაზი, ვფიკრობ ბჯენის ზეწოლის შედეგად. ვიმეორებ ძალიან იშვიათად მაქვს რეაქცია და ასეთი მდგომარეობის კბილზე თუ არის მიზანშეწონილი გადაკვრა?

    1. კბილის ქსოვილები მოწითალო შეფერილობას იღებს, როცა რეზორცინის შემცველი პასტითაა დაბჟენილი. შეიძლება ამის ბრალი იყოს. ტკივილს რაც შეეხება, მიზეზი გამოჩნდება რენტგენზე. შეიძლება იყოს არხების არასწორი მკურნალობის ან ღრძილის ბრალი.

  3. mkvdar kbilze, romlis gvirgvinic dazianebulia da naxevari kbili plombia, minda gadavikra. ukana kbilzea saubari da mainteresebs gadakvris dros mezobeli kbilebi xom ar daziandeba, anu gadakvrisas ra gverditi negativebi sheidzleba iyos gasatvaliswinebeli?

    1. არა, გვერდითი კბილი არ უნდა დაზიანდეს. გასათვალისწინებელია, რომ ხელოვნური გვირგვინი, რომელსაც გადაიკრავთ სწორად იყოს ღრძილში მორავსებული, რომ არ გამოიწვიოს ღძილის მხრივ პრობლემები.

  4. gamarjobat, mainteresebss orsulad var da ramdenime kbilze gamichnda problema sheileba tuiaraa davibjenoo.da ra jdeba tqventan bjenebii?madlobt

    1. გამარჯობა. ორსულობისას ზოგჯერ პრობლემას წარმოადგენს ადრენალინის შემცველი ანესთეტიკის გამოყენება. თუ ორსულობა უპრობლემოა, ყველაზე უსაფრთხო პერიოდი შუა ტრიმესტრია. უადრენალინო ანესთეტიკის გამოყენება ყოველთვის შეიძლება. თუმცა ყველა შემთხვევაში საქმის კურსში დააყენეთ თქვენი ექიმი, რომელიც თვალს ადევნებს თქვენს ორსულობას, განსაკუთრებით თუ პრობლემატური ორსულობაა.

  5. ბჟენი არ უნდა ჩამოვარდეს არცერთ ვარიანტში, თუ თუ დენტინი სსწორადაა პრეპარირებული და თუ ადგეზიური სისტემა ხარისხიანია. არასწორი რესტავრაციისას ბჟენი შეიძლება დაზიანდეს, დაიბზაროს, მოტყდეს, ატყდეს, მაგრამ მთლიანად ამოვარდნა არავითარ შემთხვევაში.

  6. ra tqma unda yvela is paqtori martlac dzalian mnishvnelovania rac ak aris chamotvlili da kidev davamatebdi rom kariesuli grus preparirebsac akv mnishvneloba misi piqsaciis tvalsazrisit da ra tqma unda kariesul grus sidides.dges ise xdeba rom umravles shemtxvevashi eqimi ar ushvebs xelidan pacients ik sadac terapetma ar unda dabjionos kariesuli gru imitom rom icis dzalin didia da bjenit tu agadge chamovardeba ar ushvebs ortopedtan da mainc bjens:)

  7. ბჟენი იგივე პლომბი ხო?
    ამ სურათებს რომ ვხედავ, გული მისკდება, არადა უსაყვარლესი დანტისტი მყავს და მის სავარძელში იმდენად relaxed ვარ, ლამის ჩამეძინოს. მიყვარს კბილის ექიმები, შემოვივლი ამ ბლოგზე კიდევ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s