იცით თუ არა რომ…

1. თქვენი ჯაგრისის ადგილმდებარეობა 2 მეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული უნიტაზიდან, რომ ჩარეცხვისას ჰაერში გაფანტულმა ბაქტერიებმა ვერ მიაღწიონ მის ზედაპირამდე.

2. ყველაზე ხშირად ყიდულობენ ლურჯ ჯაგრისს, ყველაზე იშვიათად წითელს (თუმცა მე პირადად თითქმის ყოველთვის წითელი ჯაგრისი მაქვს🙂 )

3. არსებობს ადამიანი, რომლის სამუშაოსაც წარმოადგენს პრინცი ჩარლზის ჯაგრისზე კბილის პასტის მოთავსება. ამ საპასუხისმგებლო საქმეს ბრიტანეთის პრინცი მხოლოდ მაიკლ ფოსეტს ანდობს.🙂

4. ყველაზე “ძვირფასი” კბილი ეკუთვნის ისააკ ნიუტონს. იგი 1816 წელს გაიყიდა ლონდონში 3,633.00 დოლარად (დღევანდელი კურსით 35,700.00 დოლარი) და მყიდველმა იგი ბეჭედში ჩასვა ძვირფასი თვლის მსგავსად.

5. მწითური ადამიანები უფრო მგრძნობიარეები არიან ტკივილის მიმართ და უფრო მეტი ანესთეტიკი ესაჭიროებათ გასაყუჩებლად.

6. კბილის ნადები 300-ზე მეტი სახეობის ბაქტერიას შეიცავს.

7. პირველი სტომატოლოგი იყო ჰესი-რე, რომელიც 5000 წლის წინ ცხოვრობდა ეგვიპტეში.

8. ეგვიპტეში ნაპოვნია მუმიები კბილებზე ბჟენებით, რომელიც შედგება რეზინისა და მალაქიტისაგან.

9. ძველი ბერძნები კბილების გასაწმენდად ხმარობდნენ პემზას, ალებასტრს, რკინის ჟანგს ან მარჯნის პუდრას.

10. ჯორჯ ვაშინგტონის პროტეზი დამზადებული იყო ოქროს, ბეჰემოტის ეშვის, სპილოს ძვლისა და ადამიანის კბილებისაგან.

3 thoughts on “იცით თუ არა რომ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s