როცა “სიბრძნეს” ტკივილი მოაქვს…

სიბრძნის კბილის გაძნელებული ამოჭრა ერთერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური პრობლემაა.  სიბრძნის, ანუ მერვე კბილი ადამიანის კბილთა რკალის ბოლო კბილია. მისი, ისევე როგორც სხვა რუდიმენტული ორგანოების არსებობა ადამიანის ორგანიზმში დაკავშირებული უძველესი ადამიანების ცხოვრების წესთან, კერძოდ კი კვების თავისებურებასთან. საქმე იმაშია, რომ საკვები იმ დროისთვის იყო ხისტი, დაუმუშავებელი და მისი დაქუცმაცების ფუნქცია მთლიანად კბილებს ეკისრებოდა. ამით იყო განპირობებული კბილების მეტი რაოდენობა, უფრო მასიური ქვედა ყბის. დროთა განმავლობაში მათ სამუშაო მოაკლდათ, რადგან ადამიანი უკვე უფრო რაფინირებულ საკვებს მიირთმევდა და ღეჭვის აქტმა პირვანდელი ფუნქცია დაკარგა. შესაბამისად დაიწყო ქვედა ყბის ზომების შემცირება რის გამოც უკანასკნელი კბილის ამოსაჭრელად ადგილის დეფიციტი შეიქმნა. ძირითადად პრობლემატური სწორედ ქვედა მერვე კბილების ამოჭრაა.

სიბრძნის კბილის მდებარეობისა და მიმართულების დასადგენად საჭიროა რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ხშირად დენტალურ (მცირე ზომის) რენტგენოგრამის მაგივრად მთლიანი პირის ღრუს რენტგენოგრამას ანუ ორთოპანტომოგრამას ვურჩევთ პაციენტს, რომელზეც ოთხივე სიბრძნის კბილი ჩანს მიმდებარე ქსოვილთან ერთად. ასეთი სურათი უფრო ინფორმატიულია რადგან მეტად იძლევა სიბრძნის კბილების “ქცევის” პროგნოზირების საშუალებას.

სურათზე მოყავნილია მერვე კბილების შესაძლო მდებარეობის რამდენიმე ვარიანტი.

 

შევინარჩუნოთ თუ შეველიოთ?
თუ სიბრძნის კბილის ამოჭრის მიმართულება ირიბია და აწვება გვერდით კბილის გვირგვინს ან ფესვს, რეკომენდებულია ამოღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად გექნებათ უსიამოვნო შეგრძნება, გამწვავების შემთხვევაში კი —  ტკივილი, შეშუპება, პირის გაღების შეზღუდვა.

საკმაოდ ხშირად ასეთი კბილების ირგვლივ ქრონიკული ანთებისა და ძვლის რეზორბციის გამო ვითარდება პარა-დენტალური კისტა.

იმ შემთხვევაში, თუ სიბრძნის კბილის ამოჭრის მიმართულება სწორიაა, საკმარისია გვირგვინის თავზე არსებული ძვლოვანი ან ლორწოვანი ქსოვილის მოშორება ამოჭრის გასაადვილებლად. ამ პროცედურას ქუდაკის მოკვეთა ანუ კაპიშონექტომია ეწოდება და ადგილობივი ანესთეზიის ქვეშ ტარდება. ეგრეთწოდებული ქუდაკის ქვეშ ხშირად გროვდება საკვების ნარჩენები, რომელიც პირის ღრუში არსებული ბაქტერიების საშუალებით გახრწნას განიცდის და იწვევს კბილის ირგვლივი ქსოვილების ქრონიკულ ანთებას ანუ პერიკორონარიტს.

როდის ჯობია ამოღება?

თუკი უკვე ცნობილია სიბრძნის კბილის არასასურველი მდებარეობის შესახებ, ამის გადადება არ ღირს. ასაკთან ერთად კბილის ფესვები იზრდება გარკვეულ დრომდე, დიდი ზომის კბილის ამოღება კი ბევრად ტრავმულია. გარდა ამისა, თავიდან აიცილებთ გაძნელებული ამოჭრით მიყენებულ უსიამოვნებებსა და ტკივილს, ირგვლივი ქსოვილები და გვერდითა კბილებიც გადარჩება დაზიანებას. ამასთანავე, ადრეულ ასაკში რეაბილიტაციის პროცესი ბევრად სწრაფად და უპრობლემოდ მიმდინარეობს.

.

22 thoughts on “როცა “სიბრძნეს” ტკივილი მოაქვს…

    1. სინრძნის კბილის გაძნელებული ამოჭრისას მიზეზი ჩვეულებრივ არის ხოლმე ადგილის უკმარისობა კბილთა რკალში. ანუ კბილის ნაწილი დაფარულია ძვლით ან ღრძილით, რომელიც ხელს უშლის ამოჭრას. ამიტომ საჭიროა კბილის გათავისუფლება და ქირურგიული გზით ქსოვილის ნაწილის მოშორება.

  1. გამარჯობათ, გადავიღე რედგენი და აღმოჩნდა რომ 8 კბილი დაწოლილია და ამოდის არასწორად (გვერდულად) . მე-7 კბილი ჩამომტყდა, მაქვს ტკივილი და ოდნავ შეშუპება.სტომატოლოგთა ერთი ნაწილი მეუბნება რომ მე-8 კბილი უნდა ამოიღოს ყბა-სახის ქირურგმა , მეორე ნაწილი ამბობს რომ მე-7 კბილს, რომელიც ჩამოტეხეილი მაქვს თუ ამოვიღებ მე-8 კბილი ამოვა ჩეულებრივად და გასწორდება. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე? მე-7 კბილის ამოღებისას მე-8 კბილი სწორად ამოვა? და ეს ტკივილი საიდან მომდინარეობს მე-8 კბილის პრობლემით თუ მე-7 კბილის გამო?

    1. ტკვილის მიზეზი შეიძება იყოს როგორც ერთი, ისე მეორე კბლი. პანორამული რენტგენი თუ გადაიღეთ მიზეზი გამოჩნდება. ასეთ შემთხვევაში, როგორიც თქვენია გადაწყვეტილების მისაღებად სიტუაციის კარგად შეფასებაა საჭირო. თუ გამომიგზავნით პანორამას შევეცდები რამე გირჩიოთ. ზოგადად, დაწოლილი მერვე კბილი თავისით არ გასწორდება მეშვიდეს ამოღების შემთხვევაში. ასეთ დროს ორთოდონტიულად ხდება კბილის ამოჭრის მიმართულების შეცვლა. ამოღების შემთხვევაში ნამდვილად ყბა-სახის ქირურგმა უნდა ამოგიღოთ.

    1. ტკივილის მიზეზი უნდა გაირკვეს და ამისთვის ექიმს უნდა მიაკითხოთ.

  2. gamartobat dzalian gtxobt dzalian mtkiva sibrdznis kbili ver vaxerxeb amogebas iqneb mirchiot saxlshi mkurnaloba rogor gavagrdzelo.gmadlobt

    1. ამოსაღები კბილის სახლში მკურნალობა არ ხდება. გამაყიჩებელიც არაა ხშირად ეფექტური. შეიძლება მიხვიდეთ ექიმთან და ტკვილი მოგიხსნათ დროებით.

  3. Gamarojoba. Var 18 clis cotaxniscin vikavi stomatologtan, kariesi mkonda damiplomba, mimkurnala rac sachiro iko tumca kbilis tkivili damitova . Daplombili kbili mtkiva. Amastan ertad ambolodros ekimtan vizitamdec kbilebi dzalian dasustebuli mkonda xveeli gamichnda 2 adgilas, chamoipckvna. Mzesumziras vchamdi da Daplombil kbilebze mxvdeboda da arasasiamovno
    Iko titkos xvrelia da grdziilze mexeba. Mokled vgrdznob kbilebis sisustes. Ekimma grdzilebi cesrigshi gakvso. Amastan ertad usiamovno shegrdznebebi
    Makvs da mgonia sul specipiuri suni akvs chem
    Kbilebs. Amastan ertad amomdis sibrdznis kbili ukve meore kviraa . Ver vxvdebi sibrdznis kbili mtkiva tu is danaplombi. Mgoni nervia amosagebi. Tumca roca damiplomba mitxta tuki shegacuxebs movklav nervso magram
    Armacuxebda ambolos shemacuxa. Sibrdznis kbils tavi odnav amosuli akvs danarcheni ar amosula. Ikneb rame
    Mirchiot. Cota ekimis profesionalizmshic echvi mepareba

    1. თუ კარისული კბილი მკურნალობამდეც გტკიოდათ, მაშინ არხების მკურნალობა იყო საჭირო. სხვა შემთხვევში ტკივილი ადვილი შესაძლებელია სიბრძნის კბილის ბრალიც იყოს, თუ ძნელად იჭრება. სუნს რაც შეეხება, დათვალიერებით გამოჩნდება ქვების და ნადებების არსებობა და საჭიროა მათი მოშორება არა ერთჯერადად, არამედ რეგულარულად. ყოველთვის შეგიძლიათ და მიზანშეწონილიცაა მოისმინოთ სხვა სპეციალისტის აზრიც, თუ ექიმის პროფესიონალიზმში ეჭვი შეგეპარათ.

  4. როდესაც სურათზე ნაჩვენები მეოთხე ვარიანტივით მიდის კბილი და აწვება ყბას (ან ლოყას არ ვიცი როგორ ვთქვა მოკლედ კბილისკენ კი არა მისი საპირისპირო მიმართულებით მიდის) არის თუ არა შანსი მისთვის მიმართულების შეცვლის როცა დაახლოებით ნახევარი (ან ოდნავ მეტი) უკვე ამოსულია? თუ აუცილებლად ამოსაღებია?

    1. თავისით რომ შეიცვალოს მიმართულება ნაკლებსავარაუდოა. ამოღება რეკომენდებული იქნება თუ მისი მდებარებოს გამო ვერ ხერხდება სრულფასოვნად წმენდა ყველა მხრიდან. ასეთ შემთხვევაში კარიესის და სხვა გართულებების რისკი მაღალია მომავალში, ამასთანავე შესაძლოა სხვა კბილების მდებარეობაც შეცვალოს.

      1. თავისით არა სტომატოლოგის ჩარევით თუ შეიძლება მდგომარეობის შეცვლათქო ეს ვიგულისხმე

      2. კი, ორთოდონტიულად რათქმაუნდა შეიძლება. მაგრამ ღირს თუ არა ეს უნდა გაირკვეს ჯერ. არის თუ არა საკმარისი ადგილი კბილთა რკალში და ხომ არ შეუქმნის საფრთხეს თანკბილვას. ტექნიკურად ნადვილად შესაძლებელია.

  5. gamarjoba merve kbili makvs amosagebi sruli retenciaa narkozis gareshe ver viketeb da 2 kbilis ertad amogeba giirs xom ar gamirtuldeba ? orive kveda ybashia. winaswar madlobt

  6. gamarjoba, zeda ybis bolo kbili mtkiva , romelic daxloebit 3 4 tvis ukan daviplombe da mas shemdeg ar sheuwuxebivar, exla ki gamichnda sashineli tkivil, tan axlavs shesiebac , sheidzleba tu ara es iyos sibrdznis kbilis amosvlastan dakavshirebuli problema? gtxovt gamcet am kitxvaze pasuxi radgan ar minda am mciredi problemis gamo eqimebis chareva

    1. სავარაუდოდ სწორედ დაბჟენილი კბილი გაწუხებთ, რადგან: 1. სიბრძნის კბილის პრობლემატური ამოჭრა ძირითადად ქვედა ყბაზე ხდება. თქვენ ან უკვე ამოჭრილი გაქვთ ზედა სიბრძნის კბილი ან შეიძლება საერთოდ არ გაქვთ ჩანასახი. 2. სიბრძნის კბილის გართულებული ამოჭრისას ტკივილი უკავშირდება ყბის მოძრაობას, ასევე ირგვლივ მდებარე რბილი ქსოვილები შეშუპებული და მტკივნეულია.
      ამ ნიშნებით მიხედვით შეგიძლიათ მეტრნაკლებად მოახდინოთ დიფერენციაციაა თქვენი პრობლემის.

  7. gushinnn meotxe sibrdznis kbili amovigee movishore rogoc iqna…. ogond yba maqvsiseti gaisebuli meshinia chem tavs rom vuyureb

    1. სიბრძნის კბილის ამოღება ცშირად ტრავმულია, რასაც შეშუპებაც მოჰყვება. მთავარია ექიმის დანიშნულება ზუსტად შეასრულოთ და ყველაფერი მალე გაივლის.

      1. ამ ასაკში სიბრძნის კბილის ამოჭრა ძალიან ადრეა. აჯობებს მიხვიდეთ ექიმთან, რომ გაირკვეს ტკივილის მიზეზი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s