… ასე თვლიან სტომატოლოგები

ცოტა ხნის წინ წავაწყდი ინტერნეტში, თუ რას ფიქრობენ ამერიკელი სტომატოლოგები თავიანთ პაციენტებზე, რას ურჩევენ მათ და რის შესახებ აფრთხილებენ. გადავწყვიტე მეთარგმნა და თქვენთვის გამეზიარებინა.

„საკმაოდ ბევრი განათლებული, ერუდირებული ადამიანიც კი თვლის, რომ თუკი პირის ღრუში არაფერი სტკივა, ყველაფერი კარგადაა. სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონეც არაა მტკივნეული, მაგრამ საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. გულწრფელად მჯერა,  მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ფიქრობს იმაზე, რომ პირის ღრუ მათი ორგანიზმის ნაწილია.“

  • „ ხელის დაბანისას თითებიდან სისხლი რომ მოგდიოდეთ დაუყოვნებლივ მიაკითხავდით ექიმს. თუმცა სისხლმდენ ღრძლებს ბევრი ნორმალურად თვლის. გახსოვდეთ, თუ გახეხვისას სულ ცოტათი მაინც მოგდით სისხლი ღრძილებიდან, ეს უკვე პაროდონტის დაავადებაა.“
  • „ბევრ პაციენტს ღრძილების დაავადება აღენიშნება საღეჭ კბილებზე, მაშინ როცა წინ ყველაფერი წესრიგშია. სავარაუდოდ, ისინი იხეხავენ მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც ჩანს.“
  • „პირველი შეხვედრისას ადამიანები ჯერ აკვირდებიან ერთმანეთის თვალებს, შემდეგ კბილებს, ამის შემდეგ კი თმებს. თუმცა თმების მოვლაში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე კბილების მოვლაში.“
  • „სრულყოფილი ჰიგიენისთვის კბილების გახეხვისა და ფლოსინგისთვის საჭიროა ჯამში 10 წუთი, მაშინ როცა მოზრდილი ადამიანი საშუალოდ ამისთვის 3 წუთს ხარჯავს, ხოლო მოზარდი გაცილებით ნაკლებს.“
  • „გახეხვისას ჯაგრისი არ ღწევს ისე ღრმად ღრძილის ქვეშ, რომ მოაშოროს ცუდი სუნის მიზეზი. ამისათვის აუცილებელია ფლოსინგი ყოველდღიურად  და პროფესიული გაწმენდა რამდენიმე თვეში ერთხელ. თუ ყოველივე ამის შემდეგ მაინც გაწუხებთ არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან, უნდა მიმართოთ დიეტას და გამოიკვლიოთ თქვენი ჯანმრთელობა.“
  • „ელექტრო კბილის ჯაგრისები ერთერთი საუკეთესო გამოგონებაა სტომატოლოგიაში. ახალი მოდელები ეფექტურობით თითქმის უახლოვდება პროფესიულ წმენდას — არ აზიანებს ღრძილს, თუმცა ჩვეულებრივ ჯაგრისზე ღრმად აღწევს. იაფფასიანი ვარიანტები სავსებით გამოდგება ბავშვებისთვის, თუმცა მოზრდილს ხარისხიანი ელექტროჯაგრისის შესაძენად გარანტიითა და სარეზერვო თავებით 75 დოლარზე მეტის გადახდა მოუწევს.“
  • „კარიესის გამომწვევი ბაქტერიები დედიდან შვილს ნერწყვის საშუალებით შეიძლება გადაეცეს. თუ თქვენ მოუწესრიგებელი პირის ღრუ გაქვთ, ბავშვი კარიესის რისკის ქვეშ შეიძლება დააყენოთ მაგალითად მისი კოვზით  საჭმლის გასინჯვისას.“
  • „გაზიან სასმელებს მე ვუწოდებ თხევად ელექტროხერხს კბილებისთვის. ეს არა მარტო შაქარია, ეს — მჟავაა.“
  • „დაკვირვებამ აჩვენა, რომ იმპლანტები პირი ღრუში ზრდის ლიბიდოს…. თვითშეფასების ამაღლების ხარჯზე, რადგან პაციენტი მეტად მშვიდი და თავდაჯერებულია მოსახსნელი პროტეზების თუ ცარიელი სივრცეების გარეშე პირის ღრუში.“
  • „როდესაც სტომატოლოგს ირჩევთ, მიაქციეთ ყურადღება ჟურნალ-გაზეთებს მისი ოფისის მოსაცდელში. თუ ისინი ახალია, იგი უყურადღებოდ არ ტოვებს დეტალებს.“

http://www.dafactopedia.com/2010/04/50-secrets-from-real-dentists.html

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s