ფერშეცვლილი “მკვდარი” კბილის პრობლემა

მიუხედავად იმისა, რომ კბილი მტკიცე ქსოვილებისაგან შედგება, იგი ჩვეულებრივი ორგანოა, თავისი ინერვაციით და სისხლმომარაგებით, თუმცა რეგენერაციის უნარი არ გააჩნია. კბილის დევიტალიზაცია  ანუ “მოკვლა” როგორც მას ხშრად უწოდებენ, არღვევს მისი მაგარი ქსოვილების სისხლმომარაგებას, რადგან პულპა ანუ “ნერვი”, რომლის ამოღებაც დევიტალიზაციის მიზანია ტკივილის აღმოსაფხვრელად, ნერვული დაბოლოებების გარდა შეიცავს სისხლძარღვებსაც. სწორედ ისინი კვებავენ კბილის მაგარ ქსოვილს —- დენტინს. კვებას მოკლებული დენტინი დროთა განმავლობაში ოდნავ მუქდება და მყიფე ხდება, კარგავს ელასტიურობას და მცირე ტრავმებითაც კი შეიძლება დაზიანდეს.

თუ რამდენად შეიცვლის დევიტალური კბილი ფერს, დიდადაა დამოკიდებული არხის საბჟენ მასალაზე. მაგალითად, რეზორცინ-ფორმალინის პასტა, რომელიც ახლა თითქმის აღარ გამოიყენება, კბილს აფერადებდა ღია ვარდისფერიდან მუქ იასამნისფერ ტონალობამდე.

კბილის დისკოლორიზაციის პრობლემის გადაჭრის რამოდენიმე გზა არსებობს:

  1. ვინირები
  2. ხელოვნური გვირგვინები
  3. ენდო-გათეთრება

სწორედ ამ უკანასკნელზე მინდა შევჩერდე, რადგან ჩემი აზრით ყველაზე დამზოგველი მეთოდია და შედარებით იაფიც. განსაკუთრებით ეფექტურია საჭრელი კბილების შემთხვევაში. არ მოითხოვს პაციენტის მხრიდან კაპის ტარებას, რადგან გამათეთრებელი გელი იდება კბილის ღრუში გარკვეული პერიოდით. პროცედურა ტექნიკურად რთული არაა, თუმცა ექიმისთვის აუცილებელია შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ბოლოს მინდა ერთი ჩემი ნამუშევარი დავდო თვალსაჩიენობისთვის.

მკურნალობამდე                                                              მკურნალობის შემდეგ

27 thoughts on “ფერშეცვლილი “მკვდარი” კბილის პრობლემა

  1. სანდო კლინიკას ვერ გვეტყვით ამ დროისთის და სტომატოლოგს რომელიც ამ ენდოგათეთრებას აკეთებს?

    1. ენდოგათეთრებას ბევრ კლინიკაში აკეთებენ. მე გირჩევდით “ელიტს”.

  2. გასაგებია. წინა მხრიდან პლომბი არ არის. დიდი მადლობა

  3. საღი კბილი გამიხვრიტეს, რადგან დაჩირქება იყო ღრძილის სიღრმეში,ექიმი ფირობდა, რომ რაიმე მაგარი ხილის მიღების დროს მოხდა ხილის კანის შეჭრა. შიგნითა მხრიდან პატარა ნახვრეტია, პლომბი თითქმის არც ემჩნევა..ნერვი მკვდარია…მე გამიხარდება თუ მხოლოდ პლომბის მიზეზი იქნება ….დიდი მადლობა

    1. თუ კბილის წინა, ტუჩისკენა ზედაპირზე ბჟენი არაა, ესეიგი თვითონ კბილია ფერშეცვლილი. დიახ, ამ შემთხვევაში ენდოგათეთერება ეფექტური უნდა იყოა. ბჟენის შეცვლას კი არ მიზნით აზრი არ აქვს.

  4. რაიონში ვარ და ენდოგათეთრებამდე თუ ჰელიოპლომბი ცოტას მაინც შედეგს მომცემდა და კბილის ელფერს გააფერმკთალებდა კარგი იკნებოდა.

    1. როგორც წინა კომეტარიდან მივხვდი თქვენი ბჟენია ფერშეცვლილი და არა კბილი. შესაბამისად ენდოგათეთრება არ გჭირდებათ.

  5. აი როგორც პოტოზეა ნაჩვენები,იგივე პრობლემა მაქვს, იმ განსხვავებით, რომ ჩემი წინა” შოტი” ოდნავ ღიაა, მოვარდისფრო…15წლის უკანდელი პლომბია, 7წელია რაც ფერი იცვალა…რომ გამოვცვალო პლომბი და ჰელიოთი სევცვალო თუ მივიღებ ეფექტს…

    1. ფოტოზე მოყვანილ შემთხვევაში ბჟენი არაა, თვითონ კბილია ფერშეცვლილი, როგორც სტატიაში წერია. თქვენ თუ ბჟენი გაქვთ ფერშეცვლილი უნდა გამოიცვალოთ რატქმაუნდა. მითუმეტეს თუ ჰეილობჟენი არაა და ქიმიური კომპოზიტია.

    1. რამდენადაც ვიცი აკეთებენ “ელიტში” და “ელიტ-კერამიკოში”. კოორდინატები იხილეთ კატალოგში.

  6. ra girs endo gatetreba? daaxloebit igive situacia maqvs zeda sachrel kbilze,rogorc suratzea nachvenebi da ra damijdeba endo-gatetrebit mkurnaloba?

    1. ენდოგათეთრებას აკეთებს “ვაით-დენტში” თინათინ გიგოლაშვილი, საირმის 9, 2145514. ფასი და სხვა დეტალები შეგიძლიათ ტელეფონით დააზუსტოთ.

  7. maqvs mkvdari kbili 8wlis viyavi nervi rom amovige axla var 19wlis da mas shemdeg araertxel momiwia am kbilis daplombva tavidan magram kbili aris ashkarad fer shecvlili ras mirchevt?aqve minda avgnishno rom xshirad plombebi mvardeba da risi bralia?

    1. ფერშეცვლილი კბილის შემთხვევაში გამოიყენება ენდოგათეთრება, როგორც სტატიაშია მითითებული, ან ვინირი. ბჟენების ამოვარდნა კი ყველაზე ხშირად უხარისხო მკურნალობის ბრალია.

    2. nino gamarjoba maineresebs nerv moklulma kbilma xom ar daiwyo ryevaa? mec mokluli maqvs da ase gaviger drota gganmavlobashi ryevas iwyebso.. da ramdenad martalia?

    1. გააჩნია რა მასალით იბჟინება არხი. შეიძლება იმდღესვე ან მეორე დღეს.

  8. გამარჯობა.მაინტერესებს რამდენ ხანში მიიგეთ ასეთი შედეგი და რომელი ენდო ბლიჩინგი გამოიყენეთ?

    1. გამოვიყენე Opalescense Endo. თუ სწორად მახსოვს ამ შემთხვევაში 3 ვიზიტი დასჭირდა სასურველი შედეგის მიღებას. ანუ დაახლოებით 2 კვირა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s