გამოკითხვის შედეგების შეჯამება

რამდენიმე თვეა ჩემს ბლოგზე მიმდინარეობდა გამოკითხვა “რამდენად ხშირად დადიხართ სტომატოლოგთან?”. მონაწილეობა მიიღო 172-მა მომხმარებელმა. შედეგი კი ასეთია:

  1. 6 თვეში ერთხელ რეგულარულად —- 14,53%
  2. როდესაც კბილი ამტკივდება სამკურნალოდ — 45,93%
  3. როდესაც კბილი ამტკივდება ამოსაღებად — 15,12%
  4. სისტემატიურად, რადგან სუსტი კბილები მაქვს — 14,53%
  5. არ დავდივარ. ბოლოს ყველას ერთად ამოვიღებ და პროტეზს ჩავისვამ —8,14%
  6. სხვა — 1,74%

ჩემი მოლოდინი გამართლდა — უმრავლესობა (45,93%)  სტომატოლოგთან კბილის ტკივილით მიდის, ანუ მაშინ როცა სხვა გზა არ აქვს. ჩემი აზრით, მიზეზი რამდენიმეა:

  • მომსახურების ხარისხისა და ფასის შეუსაბამობა საქართველოში
  • მოსახლეობის ნაკლებინფორმატიულობა
  • ექიმსა და პაციენტს შორის დამოკიდებულება

გთხოვთ, გამიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარების სახით ამასთან დაკავშირებით. ასევე მონაწილეობა მიიღოთ ახალ გამოკითხვაში.


4 thoughts on “გამოკითხვის შედეგების შეჯამება

  1. შიში იმდენი არაფერი, ექიმების გამოუცდელობა თბილისში არ ვიცი რეგიონებში ასეა

  2. შიში! შიში! ექიმების მეშინია, განსაკუთრებით სტომატოლოგის და მივდივარ გაუსაძლისი ტკივილის გამო. შედეგი საშინელია!

  3. საქართველოში ზოგადად დაბალი დონეა საზოგადოებრივი დამოკიდებულების თვალსაზრისით, რად მინდა დედუქცია, მარტივად საკუთარ თავზე ვიტყვი, “ჩამემსხვრა” უკანა კბილი და მეცინება კიდეც რას ველოდები მეც არ ვიცი… დღეს, ხვალ, დღეს ხვალ… ალბათ ღამის 3 საათზე ისტერიკამდე მისული ტკივილი დამაგვირგვინებელი იქნება:))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s