“ვექტორი”: პაროდონტიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა

***პაროდონტი — კომპლექსი, რომელლიც მოიცავს კბილს და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს (ღრძილი, მიმდებარე ძვლოვანი ქსოვილი და კბილის ირგვლივი იოგი).

პაროდონტის დაავადებასთან დაკავშირებული სტატისტიკა შემაშფოთებელია  — ზრდასრული მოსახლეობის 98% და მოზარდთა 83% მისთვის დამახასიათებელი ამა თუ იმ ნიშნის მატარებელია.

დაავადება შეიძლება მოიცავდეს მთელ კომპლექსს, ან ქსოვილთა მხოლოდ ნაწილს, შეიძლება იყოს ანთებადი ან დისტროფიული ხასიათის.

გინგივიტი და პაროდონტიტი ერთმანეთთან დაკავშირებული ფორმებია. ანთებითი პროცესი თავიდან იწყება ღრძილიდან (გინგივიტი) და დროთა განმავლობაში ვრცელდება კბილის ირგვლივ იოგსა და ძვლოვან ქსოვილზე (პაროდონტიტი).

 

ამჯერად შევჩერდებით პაროდონტიტის მკურნალობის მეთოდებზე, კონკრეტულად კი აპარატ “ვექტორზე”.

პაროდონტიტის მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს იმ ქვებისა და გრანულაციური ქსოვილების მოშორება, რომელიც უხვადაა ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ ღრძილოვან (პათოლოგიურ) ჯიბეებში.

პირდაპირი ქირურგიული მეთოდების გარდა ამისათვის არსებობს ფიზიკური მეთოდებიც — პათოლოგიური ჯიბეების წმენდა მექანიკური ინსტრუმენტებით (კიურეტაჟი) და ულტრაბგერითი ინსტრუმენტებით.  როგორც მექანიკურ, ისე ულტრაბგერით მეთოდს აქვს ნაკლი — ამ დროს ზიანდება ღრძილის ღრმა ქსოვილები და კბილის ფესვის ზედაპირი. ხელით ჩატარებული  კიურეტაჟის დროს ექიმი ფაქტიურად ბრმად მოქმედებს. ულტრაბგერის ფიზიკური თვისებები ექიმს საშუალებას აძლევს მოაშოროს ქვები და ნადებები პათოლოგიური ჯიბის ყველაზე ღრმა წერტილებში კი, მაგრამ რხევები და ინსტრუმენტის გადახურება უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. გადა ამისა, ულტრაბგერითი სკალერის საშუალებით ვერ ხერხდება 5მმ-ზე ღრმა ჯიბეების დამუშავება.

“ვექტორის” მთავარი უპირატესობა მის უნიკალურ კონსტრუქციაში მდგომარეობს, რისი მეშვეობითაც სამუსაო ინსტრუმენტს მოწესრიგებული რხევები გადაეცემა —- იგი მოძრაობს კონკრეტულად სამუშაო ზედაპირის გასწვრივ. გვერდითი მოძრაობები არ ატრავმირებს ღრძილის ქსოვილს და ფესვის ზედაპირს, რაც საშუალებას იძლევა პროცედურა უმტკივნეულოდ ჩატარდეს მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებშიც.

სწორედ მოწესრიგებული რხევების საშუალებით იზრდება ულტრაბგერის შეღწევის სიღრმეც, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ცვლის ქირურგიულ ჩარევას.

მუშაობის პროცესში იმსტრუმენტს მიეწოდება ჰიდროქსიაპატიტის ფხვნილის ნაკადი ნაწილაკების ზომით 10 ნმ, რისი საშუალებითაც პათოლოგიური ჯიბიდან სრულად შორდება ღრძილქვეშა ქვები და ნადებები, ენდოტოქსინები, პრიალდება კბილის ზედაპირი. თავისთავად ჰიდროქსიაპატიტი ხელს უწყობს ღრძილის სწრაფად აღდგენას პროცედურის შემდეგ.

“ვექტორის” აპარატით მუშაობისას გამოიყენება არა მეტალის, არამედ კომპოზიტის დრეკადი ინსტრუმენტები, რაც ისეთი რთული ზედაპირების გაწმენდის საშუალებას იძლევა, როგორიცაა კბილის ფესვი და ღრმად მდებარე იმპლანტები.

ფაქტიურად, “ვექტორის” აპარატი უალტერნატივოა დღესდღეობით. მის მაღალეფექტურობასთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროცედურის დროს და მის შემდეგ პაციენტებს ფაქტიურად არ აღენიშნებათ უსიმოვნო შეგრძნებები, შესაბამისად არც ანესთეზიის გამოყენების საჭიროება არსებობს.

24 thoughts on ““ვექტორი”: პაროდონტიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა

  1. რამდენი სეანსია საჭირო ვექტორის აპარატით მკურნალობისას და მორყეული კბილების გამაგრება თუ ხდება.

    1. ვექტორის აპარატი არ წარმოადგენს რაიმე სპეციალურ საშუალებას პაროდონტიტის მკურნალობისთვის, არამედ ერთერთია კომპლექსური მკურნალობისას. ამიტომ ვერ გეტყვით ვექტორის აპარატის სეანსებია საჭირო. მორყეული კბილების გამყარება ხდება გარკვეული ხარისხის მორყევის დროს, სწორედ კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში და არა მხოლოდ ვექტორის აპარატის გამოყენების შემდეგ.

  2. gamarjobat. mainteresebs ra jdeba magalitad zeda bolo kbilis chajena chaxraxvna arvici samedicino enit rogor vtqva da azineben tu ara am shemtxvevashi. madlobt

    1. ალბათ იმპლანტაციას გულისხმობთ. ძირითადად ადგილობრივი ანესთეზის ქვეშ კეთდება, მაგრამ შეიძლება ნარკოზითაც. ფასებზე ვერაფრს გეტყვით. კლინიკებში უნდა იკითხოთ.

  3. gamarjobat.tu shegidzliat amixsna ra sheidzleba iyos? enis qvesh da midamoebshi lorcovani kanis cva, sicitle.enis tkivili sakvebis migebis dros.maqbs sobrdznis kbili amosagebi da chatexili,sheidzleba tu ara amas agegizianebina tu rame antebit procestan maqvs saqme?ra sheidzleba saxlis pirobebshi gavaketo, an aftiaqshi tu iyideba savlebi rame,an is unda mimarto stomtologs tu arsbobs specialurad piri grus daavadebebis mkurnali eqmi/ gmadlobt.

    1. ჩემი აზრით ალერგიულ სტომატიტს ჰგავს, მაგრამ ზუსტად თქმა ძნელია დათვალიერების გარეშე. ჯერჯერობით რაც შეგიძლიათ გააკეთოთ ესაა დაზოგვითი დიეტა, მოერიდოთ მჟავეს, ცხარეს, მლაშეს, ცხელს. დაუკავშირდით http://www.parodontolo.ge შეიძლება შეძლოს დახმარება.

  4. Gamarjobat zusta ar vici aq unda mekitxa tu ara chemi mikitxva, 3wlis win gamipuchda kbili nervi momikla eqimma magram wvrili arxebi mqonda dzalian da ver shedzlo misi amogeba srulad da rogorc tviton mitxra aranairi problema ar ariso ise daplombva, mas mere gavida dro da exla im kbilis mimdebare grdzili shesiebuli maqvs da gamagrebuli tkivili da sxva simptomi ar maqvs aris tu ara sashishi da tu sheidzleba rom mkvdari nervi shignit dachirqdea da rame problema shemeqmnas ise rom ver gavigo,madlobt

    1. სავარაუდოდ სწორედ ასე მოხდა. საჭიროა რენტგენი და არხების თავიდან სრულყოფილად მკურნალობა

  5. გამარჯობათ, გთხოვთ მირჩიოთ კვალიფიციური სპეციალისტი ვექტორის მეტოდით მკურნალობისათვის

  6. გამარჯობათ,ისევ მოვედი თქვენთან:)დავიწყე water turbo ლაზერით მკურნალობა ,ექიმებს ცოტა უკვირთ ეს მდგომარეობა ,რადგან მეუბნევიან რომ მხოლოდ რამოდენიმე ადგილზე მაქვს პათოლოგიური ჯიბე,დანარჩენ ადგილზე ჯანსაღი ღრძილები,არანაირი ჯიბეები,მაგრამ წინა 3 კბილს არაფერი აღარ შველის ,არც კიუნეტრაჯი ,არც შინირება და არც ნაფლეთოვანი ოპერაცია,რადგან ძვალი აბსოლიტურათ განლეულია ,ამიტომ ამოვღოთო და ან იმპლატანცია უნდა გავაკეთოთო ან მიკრო პროტეზი ხიდებით და კერამიკაზე,,მე კიდევ ვფიქრობ რომ თუ მაინც არ შემინარჩუნდება ჩემი კბილი ,როცა ჩამომვარდება მერე გავიკეთო ეს იმპლანტი და რაღაც ხლოვნური კბილები,თქვენ რას მეტყვით,?ძვალი რაღატომ განილევა კიდევ თუკი დროთა განმავლობაში ამ ძვლის აღდგენა ხდება ამ მკურნალობით <ყოველ შემთხვევაში ეს მდგომარეობა ხომ მაინც უნდა შენარჩუნდეს? რაც შეეხება ზედა ყბას ასე მითხრეს ,შინირებას გავაკეთებთ და ორ კბილზე ნაფლეთოვან ოპერაციასო,არადა ზედა ყბაზე ორ კბილზე უმნიშვნელო რყევა მაქვს,ჩემი აზრით თითიქმის შეუმჩნეველი,მე კი მგონია რომ ზედა ყბაზე მხოლოდ შინირებაც საკმარისია ,პათოლოგიური ჯიბე 5 მმ არ აღემატება ,როგორც გარეგანი დათვალიერებით მითხრეს და საჭიროა ამ შემთხვევაში ნაფლეთოვანი ოპერაციის გაკეთება?ამ ოპერაციას ისე მიმარტივებენ როგორც შოკოლადის ჭამას:))ღრძილის აშრეება ლაზერით ხდებავო,ყბიდანაცო ,აბსოლიტურად უმტკივნეულოდო,მერე მოხდება ძვლის და მემბრანის გადანერგვაო:((ეხლა ძალიან მაინტერესებს თქვენ რას მეტყვით ასეთ შემთხვევაში,რას მირჩეეეევთ,მიშველეეეეეთ ,,,მარტო შინირება არ მეყოფა ზედა ყბაზე ?:(( ყველა ამოღებას რატომ მეუბნებვა ,მაპატიეთ ამხელა ტექსტებისთვის და მადლობა დიდი ,რომც არ მიპასუხოთ მაინც

    1. გამომიგზავნეთ თქვენი ორთოპანტომოგრამა დასკანერებული და მოგახსენებთ ჩემს აზრს. შემიძლია უცხოელ კოლეგებსაც ვკითხო.
      ზოგადად კი შემიძლია გითხრათ, რომ სადაც პათოლოგიური ჯიბე 3 მმ-ზე მეტია უკვე საჭიროა ქირურგიული მკურნალობა,მინიმუმ ღია კიურეტაჟი. თუ კბილების თავისით ჩამოვარდნას დაელოდებით, ძვლის დეფექტი უფრო მეტი იქნება, რომლის აღდგენასაც მეტი დრო და მეტი თანხა სჭირდება, რათა იმპლანტაცია ჩატარდეს. ნაფლეთოვანი ოპერაცია (ძვალი + მემბრანა) თავისთავად შედეგიანია, მხოლოდ შედეგის შესანარჩუნებლად ჰიგიენა უნდა იყოს იდეალური.

  7. (ასე ხსნიან ახალ water lazer turbos თვისებებს და არ ვიცი ლაზერულ ქირურგიას ეკუთვნის თუ ლაზერულ თერაპიას.მაპატიეთ ამხელა სტატიის დადებისთვის ,მაგრამ წყალწაღებული ხავს ეკიდებოდავო,მაგ მდგომარეობაში ვარ<იქნებ ამაზეც მიპასუხოთ და პირობას ვდებ აღარ შეგაწუხებთ,დიდი მადლობა)
    საერთოდ სტომატოლოგებისათვის პრობლემურია დიაბეტიან პაციენტებთან ურთიერთობა. მათ პირის ღრუში მანიპულაციებს ხშირად თან ახლავს გართულებები, მაგალითად ინექციის შემდგომი ინფიცირება, სისხლდენა. ქირურგიული ჩარევის შედეგად ძნელად ხორცდება ჭრილობები. პრობლემურია მათი ყბების პროტეზირებაც. ყველაზე ხშირად კი გავრცელებულია ღრძილების დაავადებები. პარადონტოზის საბოლოო შედეგი კი კბილების მორყევა და დაცვენაა.
    ასეთი ტიპის პრობლემების თავიდან ასაცილებლად საუკეთესოა ლაზერის აპარატი. უპირველესყოვლისა, სტომატოლოგიური ლაზერის გამოყენება, ესაა მკურნალობის უკონტაქტო მეთოდი. პაციენტი უკეთ გრძნობს თავს, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. მხოლოდ ლაზერის გამოყენების დროს შეგვიძლია ვიყოთ დარწნუმებული, რომ პაციენტი დაზღვეულია ამა თუ იმ ინფექციური დაავადებებისაგან (სპიდი, ჰეპატიტი).
    მანიპულაციების დროს წარმოშობილ სისხლდენას ლაზერის სხივი წამებში, უმტკივნეულოდ ახდენს ლოკალიზებას და სპობს დაზიანების კერას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტიან პაციენტებთან ურთიერთობის დროს. კარიესების, პულპიტების მკურნალობა ხდება აბსოლუტურად უკონტაქტოდ, უმტკივნეულოდ, ანესთეზიის გარეშე.
    რაც შეეხება ღრძილების დაავადებებს, მათ მკურნალობას ლაზერით ალტერნატივა არ აქვს. ლაზერის საშუალებით ღრძილების ტრამვირების გარეშე ისპობა ჰიპერტროფიული უბნები, პათოლოგიური ჯიბეები, ქრება სისხლდენა. რაც მთავარია, ეს წარმოადგენს მკურნალობის სწრაფ მეთოდს. სულ რაღაც ორი-სამი სეანსის შემდეგ ღრძილი ღებულობს ბუნებრივ ელფერს. სისხლდენა და ანთება ქრება ერთი სეანსის შემდეგ, რაც რადიკალურად ამცირებს კარდიოვასკულარული დაავადებების წარმოშობის ალბათობას.
    სტომატოლოგიური ლაზერით დიაბეტიანი პაციენტების მკურნალობის კიდევ ერთი პლიუსი არის ის, რომ ქირურგიული ჩარევის დროს ხდება არჩევითად მხოლოდ დაზიანებული ქსოვილების მოცილება და არ საჭიროებს ნაკერების დადებას. შეხორცება მიმდინარეობს ძალზედ სწრაფად და უმტკივნეულოდ. თითქმის ნულამდეა დაყვანილი ჭრილობის ინფიცირება, რადგან ლაზერის სხივის ნაკადით ხდება მავნე მიკროორგანიზმების განადგურება, აქტიურდება ღრძილში იმუნური მექანიზმები, რასაც მივყავართ სწრაფ რეგენერაციამდე და გამოჯანმრთელებამდე.

    სტომატოლოგიური მომსახურეობა ხორცილედება შემდეგი მიმართულებებით:
    დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის სპეციალური პროთეზები და ღრძილების მოვლის სისტემა
    ზოგადი თერაპია
    ორთოპედია
    ბავშვთა სტომატოლოგია
    ქირურგიული სტომატოლოგია
    იმპლანტოლოგია
    კლინიკაში დანერგილია პირველად საქართველოში – მსოფლიოში ფართოდ დანერგილი და წამყვანი სტომატოლოგიური კლინიკებისათვის პრიორიტეტული სტომატოლოგიური ლაზერის უახლესი თაობის აპარატი „Water Laser Turbo”, რომელიც საშუალებას გვაძლევს პირის ღრუში მანიპულაციები განხორციელდეს
    სრულიად უკონტაქტოდ (ბორმანქანის გარეშე) და დისკომფორტის გარეშე (ბორმანქანის გამოყენებით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებებისა და ხმაურის გარეშე)
    უანესთეზიოდ ან ღრმა კარიესის შემთხვევაში – ანესთეზიის მცირე დოზების გამოყენებით:
    სისხლდენისა და ინფიცირების გარეშე
    ლაზერის სხივით – კარიესული ღრუების, არხებისა და ფისურების დამუშავება ბორმანქანის გარეშე!
    პაროდონტოზის მკურნალობა 3 სეანსში
    აფთების, სტომატიტებისა და ჰერპესის მკურნალობა ერთ სეანსში!
    კისტებისა და გრანულომების მკურნალობა ოპერაციული ჩარევის გარეშე
    ლაზერული გათეთრება
    სტომატოლოგიაში ლაზერის გამოყენების უკუჩვენება არ არსებობს!

    1. ზუსტად ამ დასახელების აპარატი ინტერნეტში ვერსად ვნახე. არის მსგავსი დასახელების http://www.cosmeticdentistryguide.co.uk/articles/waterlase-turbo.html
      რომელითაც ხორციელდება ყველა ის პროცედურა, რასაც თქვენს მიერ მოყვანილ აპარატს მიაწერენ. მე ვერ გეტყვით რომ ეს ორი აპარატი ერთი და იგივეა, მითუმეტეს ვერ მოგცემთ გარანტიას მიღებულ შედეგზე.
      კითხვებზე პასუხის გაცემა ამ ბლოგის ერთერთი ფუნქციაა, ამიტომ ყოველთვის შეგიძლიათ დასვათ კითხვა, შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ.

  8. გამარჯობათ,კიდე ერთხელ მინდა მოგმართოთ კითხივთ:ჩავეწერე პარადონტოლოგ ნინო გერსამიასთან ღრძილებზე სამკურნალოთ ვექტორის აპარატით.თან ვეძებ ინფორმაციას პარადონტითის შესახებ რათქმაუნდა ,ეხლა აღმოვაჩინე დიაკორ-75 კლინიკა სადაც ამბობენ რომ ახალი ლაზერული აპარატიტ water lazer turbo ,რომელიც სუ 2 თვე რაც შემოიტანეს,შესაძლებელია პარადონტოზის განკურნება სულ რაგაც 3 სეანსში,რამდენად რეალურია?და საერთოდ რა განსხვავებაა ამ ლაზერებს შორის,ზოგან ,,doqtor smili,, ლაზერით მკურნალობას და ზოგან სხვა ლაზერით გვთავაზობენ …აღარ ვიცი სად წავიდე და ვის ვენდი ,ისეთი შეგრძნება მაქვს ,ფულის გამო ხელიდან არავის უნდა ჩემი გაშვება,ეგ ჯანდაბას ,მთავარია,შედეგი მივიღო და კმაყიფილი დავჩე.კიდევ 2 პარადონტოლოგს უნდ ვეჩვენო ,მაინტერესებს ისინი რა მეთოდებს შემომთავაზებენ,,,ნინო მითხრა ჯერ აუცილებლად ანთება უნდა ჩავაქროთ ვექტორთ,დავადგინოთ რომელი ხარისხის რყევა გაქვს,შემდეგ ორთოდენტის დახმარება დაგვჭირდებაო,შესაძლოა ერთი კბილის ამოღება დაგვჭირდეს და იმპლანტაციაო,ეს უკანასკნელი არმესიამოვნა ,ამ კბილის შენარჩუნება მინდა:((მაპატიეთ ამხელა ტექსტისთვის,მაგრამ ძალიან დათრგუნული ვარ ,კიდევ ერთხელ მირჩიეთ რამე ამ ყველაფერთან დაკავშირებით რა ,დიდი მადლობა წინასწარ:)

    1. გამარჯობა. პაროდონტოლოგიაში ლაზერით მკურნალობა მხოლოდ დამხმარე მეთოდია, თუ ლაზერით ქირურგიას არ გულისხმობთ. ეს გაარკვიეთ ზუსტად, რადგან მე რამდენადაც ვიცი თბილისში ქირურგიულ პაროდონტოლოგიაში ლაზერით არავინ მუშაობს. ლაზერის თერაპიული ეფექტი მხოლოდ დამხმარეა. პრინციპულად მნიშვნელოვანი სწორედ ანთების მიზეზის მოშორებაა, როგორც ნინო გერსამიამ გითხრათ. ვექტორი ამ მხრივ საუკეთესო ვარიანტია, რაც საქართველოში შეიძლება მოიძიოთ. ანუ ლაზერი თერაპიული მიზნით შეგიძლიათ ჩაიტაროთ ვექტორის შემდეგ. იმპლანტაციას და ორთოდონტიულ მკურნალობას რაც შეეხება, ამაზე კონკრეტულად ვერაფერს მოგახსენებთ თქვენი ორთოპანტომოგრამის გარეშე.

  9. . . . ვერ მეტყვით კერძოდ რომელ კლინიკაში აქვთ ვექტორი? . . . მერყევა უკვე კბილები, იმის მიუხედავად რომ 4წელია რაც ვმკურნალობ . . . :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s