როდის შევცვალოთ კბილის ჯაგრისი

ჩვენი გამოკითხვის შედეგები:

რამდენ ხანში ერთხელ ცვლით კბილის ჯაგრისს?

1. ყოველთვე — 14,74%

2. 3-4 თვეში ერთხელ — 48,61%

3. 6 თვეში ერთხელ — 14,34%

4. წელიწადში ერთხელ — 8,37%

5. როცა დაზიანდება — 11,35%
6. სხვა — 1,99%

(გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 251 მომხმარებელმა)

მოზრდილებმა, ისევე როგორც ბავშვებმა, ჯაგრისი უნდა შეცვალონ საშუალოდ 3 თვეში ერთხელ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს სწორედ ის პერიოდია, რის შემდეგაც ჯაგრისის ცვდება, ბლაგვდება და ამის გამო მისი წმენდითი ეფექტურობა მცირდება.  გარდა ამისა დეფორმირებულმა ღერებმა შეიძლება დააზიანონ ღრძილის ლორწოვანი გარსი. გამონაკლისს წარმოდგენს ელექტროჯაგრისები, რომელთა თავები ხშირად 6 თვის განმავლობაში არ საჭიროებს გამოცვლას (მწარმოებელი ყოველთვის თან ურთავს პროდუქტს ამგვარ ინფორმაციას).

ღრძილების დაავადების შემთხვევაში რეკომენდებულია ჯაგრისის შეცვლა 4-6 კვირაში ერთხელ, ვინაიდან პათოლოგიური მიკრობები, რომელიც ჭარბადაა ამ დროს პირის ღრუში, ადვილად მრავლდება ჯაგრისის ღერებზე.

ანალოგიური მიზეზის გამო რეკომენდებულია ჯაგრისის შეცვლა, თუკი გადაიტანეთ სურდო, ანგინა, გრიპი ან სასუნთქი გზების რაიმე სახის ინფექცია.

თუ ბრეკეტს ატარებთ, თქვენი ჯაგრისი ასევე უფრო ადრე ექვემდებარება შეცვლას, რადგან მისი მეტალის ნაწილები ჯაგრისის ღერების სწრაფ დეფორმაციას იწვევს.

რჩევა მშობლებს: ხშირად დაათვალიერეთ თქვენი შვილის ჯაგრისი. იმის გამო რომ ბავშვები  ძირითადად არასწორ მოძრაობებს აკეთებენ კბილების ხეხვის დროს, ასევე ხშირად ღეჭავენ და კბენენ (🙂 ) ჯაგრისს, ისინი სწრაფად დეფორმირდება. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გამოუცვალეთ მათ ჯაგრისი.

ზოგიერთი მწარმოებელი, მაგალითად Oral-B, თავის ჯაგრისებს თან ურთავს ინდიკატორს. მათი ლურჯი ფერის ღერები ხმარებაში უფერულდება. როცა ღერის ნახევრი გაბაცდება, ჯაგრისის შეცვლის დროა. ჩემი აზრით, ეს ძალიან მოსახერხებელი “თვისებაა”, რადგან ბევრი ადამიანი 2 ჯერზე მეტად იხეხავს კბილებს დღის განმავლობაში და შესაბამისად მათი ჯაგრისის ეფექტურობა 3 თვეზე ადრე მცირდება. ამის კონტროლი ინდიკატორის საშუალებით ძალიან ადვილია.

გახსოვდეთ: ახალი ჯაგრისის წმენდითი ეფექტურობა 30%-ით უფრო მაღალია.

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s