იმპლანტაცია მოზარდებში: როდისაა დროული?

Dr. Todd Welch

სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ფრონტალური კბილების არარსებობა უდიდესი სტრესია მოზარდის ფსიქიკისთვის, რაც პრობლემის დროულად გადაწყვეტას ითხოვს. მეორეს მხრივ, იმპლანტაციის წარმატება დიდადაა დამოკიდებული დროის სწორად შერჩევაზე. ერთმნიშვნელოვნად მიღებულია, რომ იმპლანტაცია არ უნდა ჩატარდეს, სანამ ყბებისა და სახის ძვლების ზრდა არ დასრულდება. თუ რა ასაკში მოხდება ეს, მკვეთრად ინდივიდუალურია.

კბილის ფესვი ძვლოვან ქსოვილთან ერთგვარი იოგოვანი შრითაა დაკავშირებული, რომელსაც პერიოდონტი ეწოდება. თავის მხრივ, იგი უამრავი კოლაგენური ბოჭკოსგან შედგება, რომელნიც უმცირესი ზამბარების მსგავსად, კბილზე მოქმედი სხვდასხვა ძალის საპასუხოდ ახორციელებენ ამორტიზაციას და კბილების გადანაცვლებას ძვლოვან ქსოვილში (მაგალითად, ორთოდონტიული მკურნალობისას).

იმპლანტატის შემთხვევაში პერიოდონტი არ არსებობს და იგი ძვალთან ბიოქიმიურ კავშირს ამყარებს, რომელსაც ოსტეოინტეგრაცია ეწოდება. იმპლანტი ძვლის ქსოვილში ისეა მოთავსებული, როგორს არმატურა ბეტონში, ანუ უძრავად.

ნაადრევად ჩატარებული იმპლანტაციის შემთხვევაში, იმპლანტი ვერ გადაადგილდება ყბის ზრდის მიმართულებით, კბილისგან განსხვავებით. ვერც მიმდებარე ღრძილი მიჰყვება ძვლოვანი ქსოვილის ზრდას და ჩნდება დეფორმირებული უბანი.

როგორ განვსაზღვროთ დასრულდა თუ არა ძვლოვანი ქსოვილის ზრდა? თუ თქვენი შვილის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ზომა კვლავ მატულობს, ე.ი. ჯერ ადრეა. უფრო ზუსტად თქვენი ორთოდონტი გეტყვით რენტგენოგრამასა და გამოკვლევის სხვა მეთოდებზე დაყრდნობით.

ნაადრევი იმპლანტაციის შედეგების გამოსასწორებლად ზოგჯერ საკმარისია იმპლანტზე დამაგრებული ხელოვნური კბილის გამოცვლა, ზოგჯერ კი საჭირო ხდება იმპლანტის შეცვლა და ისეთი რთული და ძვირადღირებული პროცედურის ჩატარება, როგორიც ძვლოვანი რეგენერაციაა.

4 thoughts on “იმპლანტაცია მოზარდებში: როდისაა დროული?

  1. გამარჯობა, მაინტერესებს კბილის ამოღების შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება იმპლანტის ჩასმა ან დროებითი გვირგვინის გაკეთება (მე-6 კბილი)

    1. იმპლანტის გაკეთება შეიძლება ზოგ შემთხვევაში კბილის ამოღებისთანავე იმავე ვიზიტზე. ან 2-3 თვის შემდეგ.

  2. . . . უკაცრავად სად აკეთებენ კარგად იმპლატანტებს? . . . და რა ჯდება ერთი კბილი? . . .

    1. მე გირჩევთ კახა მაზმიშვილს, კლინიკა “ცედექსში”. ფასებზე ვერაფერს გეტყვით, ჯობია კონსულტაციაზე მიხვიდეთ და თავად გეტყვიან ყველაფერს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s