ფლოსი ანუ დენტალური ძაფი

გამოკითხვა: “იყენებთ თუ არა ფლოსს?”

მონაწილეთა რაოდენობა: 257

შედეგი:

  1. კი, რეგულარულად — 28,02%
  2. კი, ზოგჯერ — 22,18%
  3. არა — 17,51%
  4. ეგ რა არის? — 32,3

რა არის ფლოსი?

ფლოსი ანუ დენტალური ძაფი პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს კბილის ჯაგრისთან ერთად და გამოიყენება კბილთაშორისი და ღრძილქვეშა სივრცეების გასაწმენდად, რომელიც მიუწვდომელია კბილის ჯაგრისისთვის. მისი გამოყენება მე-19 საუკუნეში დაიწყეს ამერიკაში დანტისტების რჩევით. თავდაპირველად აბრეშუმის ძაფს იყენებდნენ, შემდეგ კი მასალა შეიცვალა და დაიხვეწა.

რა სახის ფლოსები არსებობს?

ფორმის მიხედვით არსებობს ძაფი (dental floss) და ლენტა (dental tape). ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მოსახერხებელია კბილთა მჭიდრო დგომის დროს.

არსებობს არომატიზირებული (ძირითადად პიტნის) და უარომატო, გასანთლული და გაუსანთლავი, სხვადასხვა სისქის და სიხისტის ფლოსები. ისინი განკუთვნილია სხვადასხვა შემთხვევებისთვის და ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს სტომატოლოგის ან ჰიგიენისტის მიერ.

  “სუპერფლოსი” სხვა ფლოსებისგან განსხვავდება იმით, რომ             აქვს მყარი, ნაკლებად დრეკადი ნაწილი და “ფუმფულა”,          ღრუბლისმაგვარი ნაწილი. მყარი ნაწილის საშუალებით მისი მოთავსება მოსახერხებელია კბილებს შორის მაგალითად ბრეკეტის ტარებისას. ხოლო ღრუბლისებური ნაწილით

კარგად იწმინდება ღრმა ჯიბეები და დიდი სივრცეები კბილებს შორის. დამატებითი ინფორმაცია

“სუპერფლოსთან”, ასევე Oral-B-ს სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: http://www.oralb.com

ფლოსების უმრავლესობა მოთავსებულია პლასტმასის კოლოფში, რომელსაც გააჩნია მინიატურული დანა ძაფის მოსაკვეთად.

არსებობს განსხვავებული დიზაინის ფლოსებიც, მოსახერხებელი სახელურით.

თუ რომელი სახეობის ფლოსს გამოიყენებთ, უნდა აირჩიოთ თქვენს სტომატოლოგთან ერთად. მთავარია გამოიყენოთ რეგულარულად, ყოველდღე, კბილების გახეხვის შემდეგ, თუნდაც დღეში ერთხელ (ძილის წინ).

როგორ გამოვიყენოთ ფლოსი?

  1. ყოველთვის დაიბანეთ ხელი ფლოსის გამოყენების წინ.
  2. თუ ფლოსი კოლოფშია მოთავსებული, მოჭერით დაახლოებით 30 სმ სიგრძის.
  3. დაიხვიეთ ძაფის ბოლოები ორივე ხელის შუა ან საჩვენებელ თითებზე.
  4. ფრთხილად ჩააცურეთ ძაფი კბილებს შორის საღეჭი ზედაპირიდან ღრძილისკენ.
  5. წმენდითი მოძრაობით ღრძილისქვეშა არედან საღეჭი ზედაპირისკენ ამოძრავეთ ფლოსი ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე კბილის კედელზე (2-3ჯერ).
  6. ყოველი ახალი უბნის გასაწმენდად გამოიყენეთ ფლოსის ახალი მონაკვეთი.

გახსოვდეთ:

  • ფლოსით წმენდისას ძაფი ამოძრავეთ ყოველთვის ერთიდაიგივე ძალით.
  • არასოდეს შეეცადოთ ძაფის შეტანას ღძილის სიღრმეში ძალდატანებით.
  • თუკი ფლოსის გამოყენების დაწყებიდან 1 კვირის შემდეგაც გაქვთ სისხლდენა ღრძილებიდან, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სტომატოლოგთან ან ჰიგიენისტთან მისი სწორად გამოყენების თაობაზე.
  • ყოველდღიური ფლოსინგი მნიშვნელოვნად ამცირებს ნადების და შესაბამისად ქვების წარმოქმნას.
  • ფლოსის გამოყენება აუცილებელია ჰალითოზის (უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან) შემთხვევაში, რადგან მისი გამომწვევი ბაქრეტიები სწორედ პათოლოგიურ სახლობენ.
  • მაქსიმალური შედეგის მისაღებად ფლოსი გამოიყენეთ მუდმივად, ყოველდღე.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s