ფაქტები და რჩევები ღრძილების დაავადებაზე

By Dr. Todd Welch

ღრძილების დაავადების პირველი ნიშნების ცოდნა და გამოვლენა მნიშვნელოვანია, რამდენადაც კბილების დაკარგვის მიზეზთა დიდი წილი სწორედ მასზე მოდის. გადა ამისა, ბოლო წლებში ბევრს წერენ მის კავშირზე ბევრ სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებთან, მაგალითად გულის დაავადებები.

თითქმის ყველა ჩვენგანს აქვს ან ჰქონია ღრძილების პრობლემა ცხოვრების გარვეულ ეტაპზე, გარკვეული ხარისხით. მისი დროულად გამოვლენა საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ უფრო სერიოზული პრობლემები.

10 ფაქტი ღრძილების დაავადების შესახებ:

  1. არსებობს 2 ძირიტადი სახის ღრძილების დაავადება: გინგივიტი და პაროდონტის დაავადება.
  2. კბილების დაკარგვა პაროდონტის დაავადების გამო ბევრად ხშირია, ვიდრე კარიესის გართულებების გამო.
  3. ღრძილების დაავადების პირველი ნიშნანი სეიძება იყოს სისხლდენა კბილების ხეხვის დროს.
  4. ყველა სახის ღრძილებლის დაავადების მიზეზია რბილი ნადები, რომელიც დღის განმავლობაში წარმოიქმნება კბილის ზედაპირზე.
  5. ღრძილების დაავადება არასოდეს იკურნება, მაგრამ შეიძება მისი სტაბილიზაცია კონტროლის გზით.
  6. იგი მიმდინარეობს უმტკივნეულოდ, ამიტომ უმრავლეს შემთხვევაში პაციენტს არ აქვს წარმოდგენა მის მიერ მიყენებულ ზიანზე.
  7. კვლევებმა აჩვენა, რომ რეგულარული ფიზიკური ვარჯიში ამცირებს ღრძილების დაავადების განვითარების შანსს.
  8. ღრძილების დაავადება კავშირშია გულისა და ფილტვების, გულ-სისხლძარღვთა, ალცჰეიმერის დაავადებებთან, დიაბეტთან, ინსულტთან, ნაადრევ მშობიარობასთან  და ნაყოფის მცირე წონასთან.
  9. ფერტილობის და სქესობრივი პრობლემები ასევე ზოგჯერ დაკავშირებულია ღრძილების დაავადებასთან.
  10. ჰალითოზის (უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან) მიზეზებიდან პირველ ადგილზეა ღრძილების დაავადება.

5 რჩევა ღრძიელების დაავადების პრევენციისათვის:

  1. ყოველთვის უთხარით თქვენს სტომატოლოგს, თუკი რაიმე პრობლემა იჩენს თავს პირის ღრუში.  ეს დაეხმარება მას საწყის ეტაპზევე შენიშნოს ღრძილების დაავადება.
  2. გაიწმინდეთ კბილთაშორის სივრცეები ფლოსის ან თუ საჭიროა ინტერდენტალური ჯაგრისების საშუალებით. ეს დაგეხმარებათ მოიშოროთ ნადების საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელიც კბილთაშორის სივრცეებში რჩება გახეხვის შემდეგ.
  3. იკვებეთ ჯანსაღად და მრავალფეროვნად.
  4. დაანაბეთ მოწევას თავი. ეს ბევრად შეამცირებს ღრძილების დაავადების მიერ მიყენებულ ზიანს.
  5. გამოიყენეთ ნადების საწინააღმდეგო  სავლები გახეხვის შემდეგ.


http://www.wtnperioblog.com/dental-gum-disease/

3 thoughts on “ფაქტები და რჩევები ღრძილების დაავადებაზე

  1. Gamarjobat tu shegizdliat mirchiot ra sashualeba sheizdleba gamivixeno grzilebis mkurnalibistvis,makvs grzilebidan intensiuri sisxldena ikneb damexmarot, madloba winaswar.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s