პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან

ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის ამერიკის აკადემიის (American Academy of Pediatric Dentistry) რეკომენდაციით საჭიროა პატარას მიყვანა სტომატოლოგთან 6-12 თვის ასაკში. მათ 40% კარიესი აღენიშნება უკვე  ბაღის ასაკამდე. როგორც კვლევებმა აჩვენა, მუდმივი თანკბილვის დროს კარიესების რაოდენობა პირდაპირ კავშირშია სარძევე კბილებში კარიესების რაოდენობასთან. გარდა იმისა, რომ პატარა ადრეულ ასაკშივე ეჩვევა სტომატოლოგიურ კაბინეტში არსებულ გარემოს და ჰიგიენურ პროცედურებს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ასეთი ვიზიტების დროს მშობლისთვის მიწოდებული ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ადევნოს თვალყური ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობას.

აი, რამდენიმე რჩევა მშობლებისათვის:

  • გადააჩვიეთ პატარა ბოთლით კვებას რაც შეიძლება ადრე. არაუგვიანეს 1 წლის ასაკისა იგი სითხეს უნდა სვამდეს ჭიქიდან (სულრეთია, რა სახის).
  • პირველი კბილების ამოჭრისთანავე დააწყებინეთ გახეხვა სპეციალურად ამ ასაკისთვის განკუთვნილი ჯაგრისით, რათა შეეჩვიოს კბილების ხეხვის აუცილებლობას და ჩამოუყალიბდეს შესაბამისი ჩვევა.
  • ნუ მისცემთ ტკბილეულს, ასევე ტკბილს სითხეებს კვებიდან კვებამდე. მიეცით მხოლოდ ჭამის შემდეგ.

პატარას პირველი ვიზიტისას მშობლები ხვდებიან სტომატოლოგს და ჰიგიენისტს. სასურველია ბავშვი მშობლის კალთაში იჯდეს. ექიმი ათვალიერებს პირის ღრუს და ახდენს ჯაგრისის გამოყენების დემონსტრირებას. რათქმაუნდა, ეს პროცესი უნდა იყოს ბავშვისთვის სახალისო და საინტერესო. 

ამის შემდეგ მშობელს ეძლევა სრული ინფორმაცია პირის ღრუს ჰიგიენის, კბილების ამოჭრის ვადების, ფტორირების, მავნე ჩვევების, სწორი კვების შესახებ, რაც აუცილებელია ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის და იგეგმება შემდეგი ვიზიტი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s