თანამედროვე ენდოდონტიაში გამოყენებული არხის სადეზინფექციო საშუალებები და მეთოდები (ნაწ. I)

ენდოდონტიური მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია შემდეგ ძირითად ფაქტორებზე: არხების ანატომიის ცოდნა, შესაბამისი აპარატურისა და ინსტრუმენტების, საირიგაციო და საობტურაციო სისტემების გამოყენება. თანამედროვე ენდოდონტიაში უკვე კარგადაა ცნობილი, რომ არხები რთული სისტემაა, უმეტეს შემთხვევაში გააჩნია არასწორი ფორმა, სხვადასხვა დიამეტრი ლოყა-ენისა და მედიო-დისტალური მიმართულებით, მრავალრიცხოვანი ლატერალური არხები, ანასტომოზები, დელტები, მრავლობითი აპიკალური ხვრელები. ყოველივე ამის გათვალისწინებით ნათელი ხდება, რომ ამ რთული სისტემის მხოლოდ მექანიკური გზით დამუშავება შუძლებელია და საბოლოო სიტყვა  მედიკამეტურ დამუშავებაზეა, რაც აგვაცილებს განმეორებით დაინფიცირებას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ ქიმიური დამუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანატომიურად რთულ არხებში, სადაც შესაძლოა სრულყოფილი ინსტრუმენტული დამუშავება ვერ ჩატარდეს.

არხების დეზინფექციისას  პრობლემას წარმოადგენს მიკრობული სტრუქტურა, ვუწოდოთ მას “ბიოფილმი” (ინგ. biofilm), რომელიც შედგება მიკროორგანიზმების კონგლომერატებისგან, შემოსაზღვრული უფრედგარეთა პოლისაქარიდული მატრიქსით. ბიოფილმი მჭირდოდაა მიმაგრებული არხის კედლებზე, ხოლო მატრიქსი ხელს უშლის ქიმიურ საშუალებებს შეაღწიონ ბიოფილმის სიღრმეში. ამიტომ მის დასარღვევად აუცილებელია მექანიკური და ქიმიური საშუალებების შერწყმა.

არხის სადეზინფექსიო საშუალებების 4 ჯგუფი შეიძლება გამოვყოთ:

  1. არხის გამოსარეცხი (საირიგაციო) სითხეები
  2. ანტისეპტიკური სახვევები
  3. არხის გამაფართოებელი საშუალებები
  4. კომბინირებული საშუალებები

საირიგაციო სითხეები (ირიგანტები) — კონკრეტული მოთხოვნები: მაღალი ბაქტერიოციდულობა და გამხსნელი თვისება, უსაფრთხოობა პერიაპიკალური ქსოვილების მიმართ.

ისინი გამოიყენება როგორც ინსტრუმენტული დამუშავების პროცესში, ისე საბოლოო დამუშავებისათვის. ირიგანტები ანადგურებენ მიკროორგანიზმებს, ან აფერხებენ მათ ზრდას, ამავდროულად შლიან და რეცხავენ ნეკროზული პულპის ნარჩენებს გვერდით და დამატებით არხებში, რომელიც მიუწვდომელია ინსტრუმენტული დამუშავებისას. ისინი კარგად ასუფთავებენ არხის კედლებს დენტინის ნაქლიბისგან. ზოგიერთ მათგანს ახასიათებს სუსტი მათეთრებელი ეფექტი, რაც ხელს უშლის მომავალში კბილის ფერის ცვლილებას (მაგ. 3% წყალბადის ზეჟანგი, 3-5%-იანი ნატრიუმის ჰიპოქლორიტი).

ირიგანტებს მიეკუთვნებიან:

  • ჰალოგენშემცველი პრეპარატები, რომლის შემადგენლობაში შედის ქლორი და იოდი.
  • მჟანგველები — კალიუმის პერმანგანატის ხსნარი, წყალბადის ზეჟანგი, შარდოვანას ზეჟანგი.
  • ნიტროფურანის რიგირს პრეპარატები
  • ამონიუმის წარმოებულები
  • პროტეოლიზური ფერმენტები და სხვა.

ნატრიუმის ჰიპოქლორიტი NaOCl — ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა მისი სუსტი წყალხსნარი (0,5%) დაინფიცირებული ჭრილობების გამოსარეცხად.

NaOCl-ის მოქმედების დიაპაზონი დამოკიდებული მის კონცენტრაციაზე. 1%-მდე ხსნარი შლის მხოლოდ ნეკროზულ ქსოვილებს, დაშლის პროდუქტებს და ჩირქს. უფრო მაღალი კონცენტრაციის კი ზემოქმედებს ჯანმრთელ ქსოვილზეც. 3%-იანი ხსნარი გამოიყენება პულპის ნარჩენების დასაშლელად ვიტალური ექსტირპაციის შემდეგ. 5%-იან ხსნარის შეხებისას ქსოვილოვან ცილებთან წარმოიქმნება აზოტი, ფორმალდეჰიდი და აცეტალდეჰიდი დროის მოკლე პერიოდში. ყველაზე ეფექტურია 5,25%-იანი ხსნარი, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ NaOCl მაღალი კონცენტრაციისას ხასიათდება დიდი ზედაპირული დაჭიმულობით და ცუდად მოქმედებს აპიკალურ მესამედში. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით რეკომენდებულია ულტრაბგერის გამოყენება.

NaOCl-ის გამოყენებისას მნიშვნელოვანია ტემპერატურული ფაქტორიც. მაგ. 1% ხსნარის ეფექტურობა 45 გრადუსზე უტოლდება 5,25% ხსნარის ეფეტურობას 20 გრადუსზე.

რამდენადაც NaOCl წარმოადგენს ორგანული სტრუქტურის გამხსნელს, ადგილი აქვს დენტინის დეგენერაციას კოლაგენის დაშლის გამო. წარმოქმნილმა პოხიერმა შრემ შეიძლება გამოიწვიოს ადგეზიური კავშირის შესუსტება დენტინსა და სილერს შორის. ამიტომ NaOCl-ის გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია ედტ-ს ან 20%-იანი ლიმონმჟავას გამოყენება.

ნატრიუმის ჰიპოქლორიტის ხსნარის გამოყენება არ შეიძლება ქლორჰექსიდინთან კომპლექსში. მიუხედავად იმისა, რომ მათი ეფექტურობა იზრდება, ურთიერთშორის რეაქციის შედეგად მიიღება კანცეროგენული პროდუქტი — პარაქლორანილინი, რომლის მოხვედრამაც პერიაპიკალურ მიდამოში არასასურველი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს. მისი ციტოტოქსიურობა დადგენილია ვირთხებზე ექსპერიმენტებით. გარდა ამისა, მიიღება უხსნადი მარილი, რომელიც ილექება კედლებზე და ხელს უშლის სილერის შეღწევას მიკროარხებში.

უნდა აღინიშნოს, რომ NaOCl ხსნარები საკმაოდ არამდგრადია და ჰართან შეხებით ადვილად იშლება. რეკომენდებულია მათი შენახვა ბნელ და გრილ ადგილას მჭიდროს დახურულ ჭურჭელში. შენახვის ვადა ოთახის ტემპერატურაზე 2, ხოლო მაცივარში — 6 თვეა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s