ჰალითოზი ანუ უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან ბევრისთვის ნაცნობი და მტკივნეული თემაა, რომელიც შეიძლება გახდეს პიროვნების დაბალი თვითშეფასების, სოციალური, ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზი.

ჰალითოზის მექანიზმის გაგება საშუალებას მოგვცემს უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ მასთან ბრძოლის მეთოდები როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში.

უსიამოვნო სუნის წყარო შეიძლება იყოს როგორც პირის ღრუში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მეორე ტიპის ჰალითოზი ხშირად თან ახლავს დიაბეტს, ღვიძლის, თირკმლის, ფილტვების დაავადებებს. ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგიერთი მედიკამენტის მიღებით, რომელიც ამცირებს ნერწყვის გამოყოფას (ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინები, ფსიქოტროპული, ნარკოტიკული, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები).

უმეტეს შემთხვევაში ჰალითოზის ძირითადი წყარო პირის ღრუში მდებარეობს, კერძოდ კი ენის ზურგის უკანა ნაწილში, რომელიც უხვადაა “შემოსილი” ხაოებით და “დასახლებულია” ბაქტერიებით. მათ შორისაა გრამ-უარყოფითი ანაერობული ბაქტერიები, რომელიც შლიან გოგირდის შემცველ ამინომჟავებს და წარმოქმნიან სპეციფიკური სუნის მქონე აქროლად გოგირდოვან ნაერთებს. გარდა ამისა, დამახასიათებელი სუნის მქონე ნივთიერებები შეიძლება შედიოდეს ზოგიერთი საკვები პროდუქტის შემადგენლობაში (მაგ. ნიორი, ხახვი, სანელებლები). ასეთი ალიმენტური ანუ საკვებისმიერი ჰალითოზი არაა დაკავშირებული პათოლოგიურ პროცესებთან.

ბაქტერიების მიერ გამოყენებული ამინომჟავების წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს ქრონიკული სინუსიტებისთვის (ფრონტიტი, ჰაიმორიტი) დამახასიათებელი გამონადენი, რომელიც ცხვირხახიდან ადვილად ხვდება ენის უკანა ნაწილზე. ამიტომ ჰალითოზის მიზეზის ძიებისას საჭიროა ჰაიმორისა და შუბლის წიაღის გამოკვლევა.

ასევე ხშირი მიზეზია ქრონიკული ტონზილიტი, როდესაც ნუშურა ჯირკვლების ლაკუნებში წარმოიქმნება ე.წ. ჩირქოვანი “საცობები”. მათი შემჩნევა ადვილიახახის დათვალიერებისას. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ჰალითოზის მიზეზია ანაერობული ბაქტერიები + ამინომჟავები. ამინომჟავების წყარო შეიძება იყოს როგორც საკვებში შემავალი ცილები, ისე სხვადასხვა პათოლოგიური პროცესებისას გამოყოფილი პროდუქტები. ანაერობული ბაქტერიები არ მოიხმარენ ჟანგბადს. ამიტომ ყველა ის უბანი პირის ღრუში, სადაც ეს ორი პირობაა, შეიძება იყოს ჰალითოზის წყარო — ენის ზურგზე არსებულ ხაოებს შორის სივრცეები, პაროდონტის დაავადებისას არსებული პათოლგიური ჯიბეები, კარიესული ღრუები, ნუშურა ჯირკვლის ლაკუნები. შესაბამისად, მკურნალობის მეთოდის მიზანი უნდა იყოს ასეთი სივრცეების ელიმინაცია, ჟანგბადით გამდიდრება, პათოლოგიური ბაქტერიების რაოდენობის შემცირება.

ჰალითოზის წინააღმდეგ ყველაზე აუცილებელი და ეფექტური საშუალებაა სწორი ინდივიდუალური ჰიგიენა, რომელიც მოიცავს:

  1. კბილების გახეხვას დღეში 2-3ჯერ სწორი ტექნიკით და ხარისხიანი ჯაგრისით. ამასთან, ჯაგრისი უნდა შეიცვალოს დროულად
  2. ფლოსის ან ირიგატორის ყოველდღიურ გამოყენებას, რაც ემსახურება პაროდონტალური ჯიბეების და კბილთაშორისი სივრცეების გასუფთავებას.
  3. პირის ღრუს სავლების ყოველდღიური გამოყენება, რაც ემსახურება პათოლოგიური ბაქტერიების რაოდენობის შემცირებას.
  4. ენის საწმენდის ყოველდღიურ გამოყენებას, რაც ემსახურება ენის ზედაპირზე არსებული ბაქტერიებით მდიდარი ნადების მოშორებას.

პირის ღრუს სანაცია — კარიესული კბილების მკურნალობა, სათანადო კბილების ექსტრაქცია, აუცილებელია ბაქტერიებისა და ნადების სარეტენციო სივრცეების შესამცირებლად. ინდივიდუალური ჰიგიენის გარდა აუცილებელია რეგულარული პროფესიული ჰიგიენა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც პაროდონტის დაავადება აწუხებს — ქვებისა და ნადებების მოშორება, კბილისა და ფესვების გაშიშველბული ზედაპირების გაპრიალება.

მათთვის, ვისაც ჰალითოზი აწუხებს მიზანშეწონილია სუფთა სასმელი წყლის (და არა წვენების ან გაზიანი სასმელების) ხშირი მიღება, რადგან წყალი გარდა იმისა რომ ბაქტერიებსა და ნადებს ჩამორეცხავს, ასევე მიაწოდებს ჟანგბადს რეტენციულ უბნებს, რაც ხელს უშლის ანაერობული ბაქტერიების აქტივობას.

ასევე რეკომენდებულია საღეჭი რეზინის გამოყენება საკვების მიღების შემდეგ  არამარტო მისი მადეზოდორირებელი თვისების გამო არომატული დანამატების წყალობით, არამედ იგი ხეწლს უწყობს ნერწყვის გამოყოფას ღეჭვის პროცესში, რომელიც ჩამორეცხავს საკვების ნაწილაკებს.

ჰალითოზი არაა დაუძლეველი პრობლემა. მისი შენიღბვა სხვადასხვა არომატული საშუალებებით არაა გამოსავალი. მთავარია მოიძებნოს მიზეზი და სწორად შეირჩეს მკურნალობის ტაქტიკა.

25 thoughts on “ჰალითოზი — უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. მიზეზები და გამოსავალი.

  1. gamarjobat kbilebi da grzilebi makvs sagi kuchnaclavsec vimkurnale magram cudi suni mainc macuxebs sistematurad ver davadgine mizezi tkveni stadiidan vaskvni rom neckvis gamokopa makvs naklebi ra seizleba vimokmedo gtxovt momceret zalia vitanjebi arc glandebi ar makvs veravin damidgina mizezi vebrzvi chemi chkuit

    1. თუ კბილები არ გაქვთ სამკურნალო და გაწუხებთ პაროდონტის დაავადება, სცადეთ ასე: სვით უხვად სუფთა წყალი რაოდენობით დღეში (2 ლიტრი მაინც), გამოიყენეთ უშაქრო საღეჭი რეზინი, აუცილებლად გამოიყენეთ ფლოსი და ენის საწმენდი. დააკვირდით შედეგს 2-3 კვირის შემდეგ.

    1. პაროდონტოლოგს უნდა მიმართოთ. ნუ შეეცდებით თვითმკურნალობას სხვადასხვა სავლებებითა და მალამოებით.

  2. gamarjobat..nagvelshi da tirkmelshi maqvs kenchi,nagveli xshirad mawuxebs sxvadasxva sachmils migebis dros,mitxres piridan suni nagvelmac iciso da xom ver metyodit ramdenad sheizleba piris usiamovno suni dakavshirebuli iyos nagveltan?

    1. პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს პირის ღრუში მიზეზის არსებობა — გლანდები, პირის სიმშრალე, სამკურნალო კბილები, ღრძილების დაავადება. შემდეგ კი სხვა მიზეზები.

  3. კიდევ ერთი კითხვა მაქვს:გლანდები მაქვს ამოსაჭრელი და ოპერაციია რომ გავიკეთო შეიძლება თუ არა რომ შედეგი ამანაც მომცეს?

    1. დიახ, ქრონიკურლი ტონზილიტი ერთერთი ყველაზე ხშირი მიზეზია ჰალითოზის. ორივე შემთხევაში — სინუსიტი და ტონზილიტი, არსებობს მუდმივი ჩირქოვანი კერა, საიდანაც ხდება პათოგენური ბაქტერიების განთესვა პირის ღრუში. ენის ზედაპირი საუკეთესო გარემოა ამისთვის. შესაბამისად რაც არ უნდა ჩატარდეს ადგილობრივი ანტიმიკრობული მკურნალობა, შედეგი მხოლოდ დროებითი იქნება, სანამ მიზეზი არ მოშორდება.

    2. დიახ, ქრონიკურლი ტონზილიტი ერთერთი ყველაზე ხშირი მიზეზია ჰალითოზის. ორივე შემთხევაში — სინუსიტი და ტონზილიტი, არსებობს მუდმივი ჩირქოვანი კერა, საიდანაც ხდება პათოგენური ბაქტერიების განთესვა პირის ღრუში. ენის ზედაპირი საუკეთესო გარემოა ამისთვის. შესაბამისად რაც არ უნდა ჩატარდეს ადგილობრივი ანტიმიკრობული მკურნალობა, შედეგი მხოლოდ დროებითი იქნება, სანამ მიზეზი არ მოშორდება.

  4. მოგესალმებით,ვიყავი ხუჯაძესთან(ლარინგოლოგთან) და თავზე გადავიღე, (დიაგნოზი სიტყვიერად მითხრა და გადამავიწდა),ანუ თავიდან მუდმივად გადამდის ჩირქი ყელში და ეს თუ შეძლება იყო პირში უსიამოვნო სუნის მიზეზი?წინსწარ გმადლობთ

    1. რათქმაუნდა, ხშირ შემთხვევაში ასეცაა. სავარაუდოდ სინუსიტია ალბათ თქვენი დიაგნოზი (ჰაიმორიტი ან ფრონტიტი).

  5. Gamarjobat, dilit roca vigvidzeb enaze maq tetri nadebi sashineli sunit. vcade jagrisis ukana mxarit mocileba, nawilobriv vishoreb magram ukana mxares mainc rcheba da rogor sheidzleba vimkurnalo ? an enis sawmendi sad iyideba ?

    1. ენის საწმენდები უნდა იყოს აფთიაქში. ან თქვენს სტომატოლოგს ექნება ინფორმაცია სად იყიდება. ჯაგრისის ზედაპირი ყოველთვის არ გამოდგება, თვითონ ჯაგრისით შეგიძლიათ გაიწმინდოთ ფრთხილად.
      გაითვალისწინეთ ის რჩევები რაც სტატიაშია: სვით ბევრი წყალი, გამოივლეთ ან გაიხეხეთ საკვების მიღების შემდეგ, გამოიყენებთ საღეჭი რეზინი და რაც მთავარია ჩაიტარეთ პროფესიული ჰიგიენა სტომატოლოგთან.

  6. Gamarjobat.ra mainteresebs.dzilis dros svaraudod pirgia mdzinavs da didi raodenobit nerwyvis gamonadeni maqvs ise rom balishic sveldeba xolme da dilit ki sashineli suni.risi brali sheidzleba iyos es.da riti vumkurnalo an romel eqims mivmarto

    1. პირველ რიგში ოტორინოლარინგოლოგს, რომ ცხვირის ღრუსა და ცხვირხახაში ხომ არაა ჰაერის გამავლობა შეზრუდული, რაც პირით სუნთქვას იწვევს. შემდგომ კი იმოქმედეთ მისი მითითებისამებრ.

  7. ukacravad mainteresebs nerwyvi ki chamorecxav baqteriebs magram isini isev organizmshi,sxeulshi gadavlen xo?savlebi mat ar moklavs?

    1. ნერწყვი ჩამორეცხავს საკვების ნარჩენებს მინანქრის ზედაპირიდან. ბაქტერიები კი მუდმივად არიან პირის ღრუში. უბრალოდ, სადაც საკვების ნარჩენებია იქ აკუმულირდებიან, თავს იყრიან.

  8. rane oralbis savlebi mirchies,da es savlebi kargia?droebit rom mainc gakros suni sanam ekimtan mival.cinaswar madloba

    1. სრულად ალბათ ვერ გააქროს, გააჩნია სუნის ინტენსივობას. უფრო ძლიერია “ლისტერინი”, თუ არის გაყიდვაში.

  9. gamarjobat,ra sheizleba vixmaro piridan usiamovno sunis gasakrobat,?droebit rom gaakros suni.rame savlebi tua an shesasxurbeli

    1. არის ბევრი საშუალება, აფთიაქში უნდა იკითხოთ. მაგრამ ეფექტურობაზე ვერაფერს გეტყვით. ექიმთან კონსულტაციაა საჭირო და მიზეზის დადგენა, როგორც სტატიაში წერია. დროებით, ხანმოკლე ვადით მენთოლიანი საღეჭი რეზინი ეფექტურია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s