რა არის მუქი ფერის ნადების მიზეზი?

მუქი ფერის ნადები, რომელიც უფრო მეტად კბილის ყელთანაა ლოკალიზებული და ღრძილის კიდეს მიჰყვება, ხშირადაა მშობლების შეშფოთების მიზეზი, როდესაც მას პატარას პირის ღრუში აღმოაჩენენ. თუმცა მოზრდილ პაციენტებშიც არაა იშვიათი მოვლენა.

ნადების მუქ შეფერილობას იწვევს აქტინომიცეტის ტიპის ქრომოგენული ბაქტერიები, რომელთა ცხოველქმედების პროდუქტები იერთებენ პირის ღრუში არსებულ რკინას და ნადებს მუქად ფერავენ. რკინის წყარო პირის ღრუში შეიძლება იყოს საკვები პროდუქტები, მინერალური წყალი, რკინის შემცველი პრეპარატები. ნერწყვი მას ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს.

ასეთი სახის ნადები, ისევე როგორც ყველა სახის ნადები ბაქტერიების წყაროს წარმოადგენს და კარიესის გამომწვევი ფაქტორია. ამიტომ მისი მოშორება აუცილებელია არამარტო ესთეტიკური თვალსაზრისით.

გამოსავალი, რათქმაუნდა, არ არის რკინის მიღების შეწყვეტა. იგი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ადამიანის ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის.

ბაქტერიების განადგურება შესაძლებელია ანტიბიოტიკების საშუალებით და ასეც ხდება ხშირად ზოგიერთი სახის ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ. მაგრამ მთავარი “დამნაშვავე” თავად ნადებია და არა მისი მუქი შეფერილობა. ამიტომ მისი მოშორება უნდა მოხდეს ჩვეულებრივ, პროფესიული წმენდის საშუალებით სტომატოლოგიურ კაბინეტში. ხოლო ხელახლა გაჩენის თავიდან ასაცილებლად საჭიროა უკეთესი ჰიგიენის დაცვა, კბილების უფრო ხშირად გახეხვა, უფრო აბრაზიული (უკეთესი წმენდის თვისების მქონე) კბილის პასტის არჩევა, ანტიბაქტერიული პირის ღრუს სავლების გამოყენება რეგულარულად.

პატარებისთვისაც მიზანშეწონილია სტომატოლოგთან გაწმენდის პროცედურის ჩატარება, პროფილაქტიკისთვის კი საჭიროა მშობელმა აკონტროლოს კბილების ხეხვის სიხშირე და ხარისხი, ხშირად მისცეს ხისტი პროდუქტები საღეჭად (ვაშლი, სტაფილო).

რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ აგრესიული პროდუქტები სახლის პირობებში მოსაშორებლად (სოდა, ლიმონმჟავა, ჰყალბადის ზეჟანგი), რამაც მინანქრის და ლორწოვანი გარსის დაზიანება და უფრო სერიოზული პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s