ატრავმული ექსტრაქცია ანუ კბილის ამოღება რბილი და მაგარი ქსოვილების მაქსიმალური შენარჩუნებით.

ავტორი: კახა გურგენიძე— ქირურგი-იმპლანტოლოგი/პაროდონტოლოგი, ყბა-სახის ქირურგი.

წყარო: www.implantacia.wordpress.com

კბილის ამოღება ანუ ექსტრაქცია მოსახლეობაში დაკავშირებულია გარკვეული ტიპის მითებთან და დაუჯერებელ ისტორიებთან. ერთნი კმაყოფილი არიან ექიმ  N-ის იმის გამო რომ მან ისე სწრაფად ამოუღო კბილი,  რომ ჯერ თურმე პირიც არ ქონდა გაღებული პაციენტს,  მეორენი უკმაყოფილო არიან ექიმ X-ის,  რომელიც კბილს დიდხანს უღებდა და მაშის მაგივრად რაღაც „კრუჩოკებს“ და „ბორებს“ იყენებდა.

საინტერესოა ეს დამოკიდებულება და ყოველთვის მინდოდა ამ საკითხის გარკვევა.

აქვე აღსანიშნავია რომ კბილის ამოღება ასოცირდება რაღაც მარტივ, ძალიან ადვილ სადალაქო მანიპულაციასთან და თურმე კაპიკები, დღეს რა თქმა უნდა თეთრები უნდა ღირდეს. ზოგს ისე ეშინია ამ მანიპულაციის რომ ზოგად ნარკოზს ითხოვს.

აქ მინდა განვმარტო  კბილია და კბილი, გააჩნია როგორი კბილია, რა პოზიცია უკავია, როგორ აქვს შენარჩუნებული ქსოვილები, იმუშავა მასთან მანამდე ექიმმა-პროფესიონალმა თუ  „გენიოსმა-ნოვატორმა“. კლინიკური სიტუაციები ერთმანეთს არ გავს და ყველა სიტუაციას ინდივიდუალური მიდგომა უნდა. სისწრაფის მოყვარულ პაციენტთა საყურადღებოდ: ნებისმიერ ექიმს შეუძლია სწრაფი მუშაობა, გააჩნია როგორ უდგება იგი მოცემულ საქმეს .

მოდით შევადაროთ.

ექიმი N:  მიხვედით, მოგესალმათ ან შეიძლება ამაზეც დრო არ დაკარგა, დაგსვათ სავარძელში და მოგთხოვათ აჩვენოთ კბილი,  რომელმაც ბოლო 2 დღე და ღამე ( ან ბოლო 2 კვირა, ან ბოლო 2 თვე……. ვარიანტები ბევრია) არ დაგაძინათ, აკრიფა წამალი შპრიცში, თან შეგეკითხათ ამონაღები ხომ გაქვს კბილიო, ან ნემსი თუ გაქვს პირის ღრუში განაკეთებიო, დადებითი პასუხის შემთხვევაში კმაყოფილად დააქნია თავი და გაგიკეთათ ანესთეზია. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ცოტა შეყოყმანდა, მაგრამ მაინც გაგიკეთათ ანესთეზია, მას შემდეგ რაც თქვენ მას პირობა მიეცით, რომ არაფერი არ მოგივათ. დაელოდა ცოტა ხანი ( ამ პერიოდში თქვენ დერეფანში იმყოფებით, ექიმმა დრო რატომ უნდა დაკარგოს, მას ხომ თქვენს გარდა კიდევ თქვენნაირი პაციენტები ყავს)  შემდეგ დაგიძახებენ და როცა ექიმი მუშაობას დაიწყებს,  რომც ცოტა გეტკინოთ ჯობია არ გაამჟღავნოთ, თორემ საყვედურს მიიღებთ ,  ან შეიძლება ესეთი ფრაზები გაისმას  „ იგონებ ეხლა შენ, რაც მე წამალი გაგიკეთე, ცხენს წააქცევდა.“  ან  კიდევ „მოითმინე-მოითმინე სულ ცოტა დაგვრჩა…..“ .  მოკლედ რომ ვთქვათ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ჩაგიდეს პირში საერთო ფილთიდან მოგლეჯილი ბამბის ნაფლეთი და ჩიტივით თავისუფალი ხართ.

ექიმი X : მასთან რატომღაც მოგიწიათ წინასწარი შეთანხმების შედეგად ჩაწერა, ანუ ვიზიტის დროის დაზუსტება ( რაც უკვე გამაღიზიანებელია, როგორ ექიმი ხომ უნდა იჯდეს და მხოლოდ თქვენ გელოდებოდეთ ) . შემდგომ კლინიკის რეგისტრატურაში დრო დაგაკარგინეს რაღაც ანკეტების და კითხვარების შევსებაში, ამის შემდეგ მოხვდით ექიმთან,  რომელიც რატომღაც კიდევ დეტალურად გეკითხებათ თქვენი ზოგადი ჯანმრთელობის შესახებ  ( რა შუაშია ამდენი შეკითხვები,  კბილის გაქვთ ამოსაღები და ის კი რატომღაც ეძიებს როდესღაც სოფელში ბზიკმა რომ გიკბინათ,  როგორ განვითარდა მოვლენები ან კიდევ აინტერესებს ბებიათქვენი ალერიული ხომ არ იყო ფორთოხალზე  )  და მხოლოდ მერე გადადის მტკივანი კბილის საკითხთან, რატომღაც აქაც არ გიჯერებთ რომ კბილი, როგორც თქვენ ეუბნებით  „100%-იანი ამოსაღებია, იმიტომ რომ ძალიან გტკივათ“ და იწყებს მის გამოკვლევას, ათვალიერებს , უჩხიკინებს სურათებს უღებს, მერე ვიღაც  კბილის ექიმს უხმობს,  რომელსაც რატომღაც  „თერაპევტს“ ეძახის და ეკითხება მის აზრს – ხომ არ შეიძლება აღნიშნული კბილის რეაბილიტაცია კონსერვატიული გზებით  ( მოკლედ იმდენ სისულელეს მოგასმენინებთ გადაირევი კაცი, კბილის ამოღება გინდათ და ეს აქ კონსილიუმს აწყობს) და აი აქ სიტუაციას ორი გაგრძელება აქვს :

  1. იმ ვიღაც კბილის ექიმმა თქვა რომ ამ კბილის რეანიმირება ( თუ რაღაც ეგეთი) შესაძლებელია და გიწყებენ ლექციების კითხვას,  რომ ეს კბილი უნდა გადარჩეს და ამიტომ თქვენ უნდა დაჯდეთ და იმკურნალოთ, რომ თქვენი ბუნებრივი კბილი რომელსაც მცირე შანსი მაინც აქვს რომ გადარჩეს ყოველთვის აჯობებს ხელოვნურ კბილს და ათასი სისულელე.  თქვენ კი ფიქრობთ „ აუ რა შარში გავეხვიე რა მინდოდა,  რატომ მოვედი ამგენთან და არ ჩავედი ჩემი კორპუსის სარდაფში,  რომ არის კბილის ექიმი.  ეხლა ხომ უკვე უკბილოდ ვიქნებოდი, მაგრამ მიქეს ესენი და როგორგ შევცდი…….“. მოკლედ ლექციების მოსმენის შემდეგ კიდევ ორი ვარიანტია ან თქვენ ეთანხმებით რომ შესაძლებელია მკურნალობა და ამის შემდეგ თქვენ კბილთან ერთად სიმბიოზში ცხოვრობთ გარკვეული პერიოდი და ავალებთ მას,  რომ მან გადაამუშაოს სხვადასხვა საკვები პროდუქტები,  ან კიდევ თქვენ საკმაოდ ჯიუტი ბრძანდებით და პირველ ჩვენებას აწვებით, გინდათ კბილის ამოღება და მორჩა, ვა ხომ გაქვთ უფლება?! ბოლოსდაბოლოს თქვენია ეს კბილი და რასაც გინდათ იმას უზამთ……….
  2. მეორე ვარიანტი,  რომ კბილი მართლაც ამოსაღებია… და აქ კიდევ რაღაც დოკუმენტზე გიწევთ ხელის მოწერა. გიკეთებენ ნემსს და სხედან გიყურებენ,  სიგარეტის მოსაწევად არ გიშვებენ, გაკვირდებიან ხან თქვენ და ხან საათის ისარს,  ამის შემდეგ თითქოს კბილს კი არ გიღებენ არამედ რაღაც ოპერაციას გიკეთებენ ისე ემზადებიან.  გამოაქვთ რაღაც პაკეტებში შეხვეული ინსტრუმენტები ( ალბათ ერთჯერადია) ექიმი რაღაც სათვალეებს იკეთებს ( ალბათ მხედველობა არ უვარგა) ბორმანქანას რთავენ ( კბილის ამოღებას ბორ მანქანა რად  უნდა) და იწყებენ ხერხვას,  ქლიბვას , არიან ერთ ამბავში და იმის მაგივრად რომ აიღოს გაზი და ამომგლიჯოს ეს ოხერი კბილი, რატომღაც რაღაც  „კრუჩოკებით „ ნაწილ ნაწილ იღებს  თან აღფრთოვანებულები არიან,  რომ რაღაც შეინარჩუნეს  ( რა შეინარჩუნა, მე მოშორება მინდოდა, რა უხარია? გადაგრევს ეს ხალხი) . ბოლოს იმის მაგივრად რომ უცებ გამოგიშვან იწყება ლექციების კითხვა –  რა უნდა ვჭამო,  როდის უნდა ვჭამო, როგორ მოვიქცე, რა დავლიო და მოკლედ  წაიღეს ტვინი……. მაგრამ მთავარია რომ დაამთავრეს.

ეს ყველაფერი ცოტა სარკაზმით და იუმორით.  რაც შეეხება პროფესიულ დონეზე ატრავმულ ექტრაქციას ამაზე უკვე დეტალურად ვისაუბრებთ სტატიის გაგრძელებაში.

3 thoughts on “ატრავმული ექსტრაქცია ანუ კბილის ამოღება რბილი და მაგარი ქსოვილების მაქსიმალური შენარჩუნებით.

  1. გამარჯობათ ზედა ყბაზე დარჩენილი მაქვს წინა სამი კბილი ეს კბილებიც ცუდ მდგომარეობაშია ორსულობის დროს საერთოდ ჩამომეფშვნა რა შეიძლება გავიკეტო მოსახსნელი პროტეზის გარდა შეიძლება თუ არა ორი კბილი ჩავისვა იმპლანტაცია გავიკეტო და დამაგრდეს ხიდი

    1. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ დარჩენილი კბილები რა მდგომარეობაშია. თუ ამოსაღებია, მაშინ უნდა გაკეთდე მინიმუმ 4 იმპლანტი და ზედ დამაგრდეს მთლიანი რკალი. თუ შენარჩუნება შეიძლება ამ კბილების, მაშინ ცალ-ცალკე უნდა გაკეთდეს რკალები ორივე მხარეს. ამ შემთხვევაში თითო მხარეს 2 იმპლანტი საკმარისი არაა. ასეთია ზოგადი სურათი. იმპლანტოლოგთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია სიტუაციის უფრო კონკრეტულად შეფასებისთვის.

  2. აბსოლიტურად გეთანხმებით ბატონო კახა და სრულ სოლიდარობას ვუცხადებ თქვენს მიდგომას,- ექიმის დამოკიდებულებას პაციენტის მიმართ. ეს ყველაფერი თგვენგან ვისწავლე და გავითავისე, რამოდენიმე წელიწადში პაციენტებისგან დიდი სითბო, პატივისცემა დარაც მთავარია ნდობა დავინახე!
    დიდი მადლობა კარგი მასწავლებლობისთვის!!!

    დიდი პატივისცემით თქვენი ყოფილი სტუდენტი —– ვლადიმერ ბაჯიაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s