სტომატოლოგი ფოტოკამერით

sj.bdj.2009.416-f16სტომატოლოგის კაბინეტში მოხვედრისას ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება გაუკვირდეს თუ ექიმი პროფესიონალური ფოტოკამერით შეიარაღებული დახვდა, სპეციალური ფოტოგადასაღები კუთხე კი სრულიად ზედმეტად მოეჩვენოს. ზოგმა შეიძლება არასერიოზულადაც ჩათვალოს და “ფოტოსესიაზე” უარი განაცხადოს.

რეალურად კი ფოტოდოკუმენტალიზაციას თანამედროვე სტომატოლოგიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მისი საშუალებით შესაძლებელია არამარტო მკურნალობამდე და მკურნალობის შემდგომი მდგომარეობის თვალნათელი შედარება, არამედ მიღებულ შედეგზე დაკვირვება, პაციენტის ვიზიტის შემდეგ ფოტომონაცემების ანალიზი, კოლეგებთან ერთად განხილვა, მკურნალობის გეგმის შედგენა და მომზადება პაციენტისთვის წარსადგენად.

ესთეტიკურ სტომატოლოგიაში არსებობს კომპიუტერული პროგრამები, რომელიც სწორედ ფოტოსურათებზე დაყრდნობით მისაღები შედეგის მოდელირების საშუალებას იძლევა, რაც პაციენტისთვისაც და ექიმისთვისაც მკურნალობის გეგმის შედგენისას ორიენტირს წარმოადგენს.

dsd2

 

ფოტოების გადაღება ხდება მკურნალობამდე, შემდეგ კი მათი დეტალური ანალიზი პროგრამის საშუალებით და ციფრული მოდელის შექმნა. ერთერთი ასეთი პროგრამაა DSD –Digital Smile Design. მისი საშუალებით შესაძლებელი არამარტო კოსმეტიკური სამუშაოს, არამედ იმპლანტაციის დაგეგმვაც.

20_1403261203296

ფოტოგრაფია ბევრად აადვილებს და ეფექტურს ხდის კომუნიკაციას ექიმსა და ტექნიკოსს შორის, აძლევს მას ინფორმაციას კბილების ბუნებრივი ფერის და ღრძილების მდგომარეობის შესახებ.

ორთოდონტიაში ფოტოგრაფია უბრალოდ აუცილებელია მკურნალობის პროცესის მიმდინარეობისა და საბოლოო შედეგის შესაფასებლად. ამასთან საჭიროა არამარტო პირშიგნითა, არამედ პირგარეთა ფოტოების ანალიზიც.

propulseur-universel-light-orthodontic-treatment-functionnel-appliances-5

 

ფოტოარქივის წარმოება ექიმს ეხმარება შეაფასოს საკუთარი პროფესიული ზრდა წლების განმავლობაში, მოძებნოს და გააანალიზოს შეცდომები, დაგეგმოს პროფესიული განვითარების ახალი მიმართულებები.

ციფრული ფოტოგრაფია დღეს უკვე სტომატოლოგიის განუყოფელი ნაწილია და თანამედროვე კაბინეტი წარმოუდგენელია ფოტოკამერის გარეშე.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s