იაფი სტომატოლოგია

Madison Dentists Dental Checkup Reminder for 2013_4თანამედროვე სტომატოლოგია კბილებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების უფროდაუფრო სრულყოფილ გზებს გვთავაზობს. თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იზრდება მომსახურების ფასებიც. საუკეთესო გამოსავალს  წარმოადგენს ამ პრობლემების თავიდან აცილება პროფილაქტიკის გზით.

საპროფილაქტიკო დათვალიერება ანუ ჩექ-აფი (dental check-up) ექიმს საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს პრობლემა დასაწყისშივე, როცა მისი მოგვარება გაცილებით ადვილი და იაფია. ასეთი საპროფილაქტიკო ვიზიტი სტომატოლოგთან უნდა მოხდეს საშუალოდ 6 თვეში ერთხელ ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. განმეორებითი ვიზიტი დაახლოებით 30 წუთს გრძელდება, პირველი ვიზიტი კი შეიძლება 40 წთ-დან 1 საათამდე გაგრძელდეს,

კარიესის შემჩნევა დასაწყის სტადიაში თითქმის ყოველთვის შეუძლებელია  შეუიარაღებელი თვალით. ამისათვის გამოიყენება რენტგენი, რომლის საშუალებითაც აღმოვაჩენთ მცირე ზომის კარიესს კბილებს შორის (საკონტაქტო ზედაპირებზე), ღრძილის ქვეშ, მეორად კარიესს ბჟენების ქვეშ, ასევე ძვლის განლევას კბილების ირგვლის, რაც პაროდონტის დაავადებაზე მიანიშნებს.

რენტგენი სტომატოლოგიაში უსაფრთხოა (ორსულებისთვის რეკომენდებულია პროცედურის გადადება),  დასხივების დოზა იმაზე ნაკლებია ვიდრე თვითმფრინავით მგზავრობისას მიღებული. ბოლო დროს კი უფროდაუფრო ხშირად გამოიყენება ვიზიოგრაფი, სადაც დასხივება მინიმალურია.

საპროფილაქტიკო დათვალიერებისთვის იღებენ მცირე ზომის დენტალურ რენტგენოგრამებს, სადაც ჩანს 3-4 მეზობელი კბილის გვირგვინი, ფესვები და ძვალი ფესვების რგვლივ. ზოგ შემთხვევაში საჭიროა უფრო დიდი ზომის პანორამული რენტგენოგრამის გადაღება (ორთოპანტომოგრამა), სადაც ჩანს ორივე ყბა მთლიანად. იმის გათვალისწინებით, რომ დასხივების დოზა დაბალია, რეგულარული რენტგენოგამოკვლევა პრობლემის აღმოჩენის საუკეთესო გზას წარმოადგენს.

რამდენადაც იზრდება პირის ღრუს ავთვისებიანი დაავადებების რიცხვი, იმდენად უაღრესად მნიშვნელოვანია საპროფილაქტიკო ვიზიტისას პირის ღუს ლორწოვანის დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მიმართვა შესაბამის სპეციალისტთან.

ძირითადი ასპექტები, რა მიზნითად უნდა ტარდებოდეს საპროფილაქტიკო დათვალიერება, არის:

  1. კარიესის გამოვლენა
  2. ღრძილების დაავადების გამოვლენა
  3. ლორწოვანი გარსის დათვალიერება
  4. კბილების ცვეთის გამოვლენა და მიზეზის დადგენა
  5. თანკბილვის შეფასება

ბევრი ფიქრობს, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი საჭიროა მაშინ როცა პირის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემა უჩნდება. თუმცა რეგულარული საპროფილაქტიკო ვიზიტები მოსაბეზრებლად შეიძლება მოგეჩვენოთ, ესაა საუკეთესო გზა დაზოგოთ ფული, შეინარჩუნოთ ჯანმრთელი კბილები და ზოგ შემთხვევაში სიცოცხლეც კი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s