პირველი კბილი

155009909_4x3პატარას დაბადება უდიდესი სიხარულია, და რადგანაც მათ ინსტრუქცია არ მოჰყვებათ, ხშირად გვიწევს გამოსავლის პოვნა რთულ პერიოდებში, რაც თან ახლავს ზრდის პროცესს.  იმედია ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ გაუკლავდეთ ისეთ რთულ ეტაპს, როგორიცაა კბილების ამოჭრა.

როგორ მივხვდეთ, რომ პატარას კბილები ეჭრება?

  • გაღიზიანებულია
  • აქვს უხვი ნერწყდენა
  • უჭირს კვება
  • ხშირად იღვიძებს ღამით
  • ღრძილები წითელი და შეშუპებულია
  • ცდილობს ღეჭოს სხვადასხვა ნივთები
  • ხშირად იქავბეს ყურს იმ კბილის მხარეს, რომელლიც იჭრება

ყველაფერ ამას შეიძლება თან ახლდეს ტემპერატურის მომატება და კუჭის აშლა. თუმცა მხოლოდ ეს სიმპტომები შეიძლება სხვა პრობლემაზეც მიანიშნებდეს.

რატომაა ასეთი მტკივნეული?

კბილის ჩანასახები ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში ფორმირდება. ისინი მოქცეულია ყბის ძვალში და ამოჭრისას ხდება მათი მფარავი ძვლოვანი ქსოვილი გარღვევა თანდათანობით. შიგნიდან ზეწოლა ძვალზე იწვევს ტკივილს. კბეჩისას ან ღრღნისას ეს ზეწოლა მცირდება და პატარაც შვებას გრძნობს, ხოლო წოვისას პირიქით. ამიტომ ამბობს უარს ძუძუზე ან ბოთლზე.

რა გამოვიყენოთ?

ამ დროს რეკომენდებულია სილიკონის რგოლების გამოყენება, ვიდრე სითხით სავსე სხვადასხვა ფორმის ნივთების. შეიძლება მათი გასტერილება და მაცივარში შენახვა გრილად. ცივი ნივთები მეტ შვებას გვრის პატარას. მაგრამ ნურასოდეს შეინახავთ საყინულეში, რადგან შეიძლება დაზიანდეს გაყინვის შედეგად და პატარას ღრძილებიც დააზიანოს. ასევე ნუ დაკიდებთ სილიკონის რგოლს ბავშვს კისერზე, რადგან შეიძლება თასმა შემოეხვიოს მოძრაობისას.Teething_ring1237832954-53486_full552243237_o

სილიკონის რგოლის მაგივრობა კბილების ამოჭრისას შეიძლება გასწიოს ფლანელის ნაჭერმა, თუ წინასწარ დასველებულს და გაწურულს მოათავსებთ მაცივარში.

გელები

კბილების ამოჭრისას გამოსაყენებელი გელები შეიცავს ანესთეტიკს ღრძილის გასაუტკივარებლად და ანტისეპტიკს დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად. სუფთა თითით ან ჩხირზე დახვეული ბამბით წაუსვით გელი პატარას ღრძილებზე. გამაყუჩებელი ეფექტი გაახლოებით 20 წუთს გრძელდება. მაგრამ ნუ გამოიყენებთ მას დღეში 6 ჯერზე მეტად. ასევე, დარწმუნდით, რომ გელი რომელსაც იყენებთ სწორედ ამ დანიშნულებით გამოიყენება. დიდებისთვის განკუთვნილი პირის ღრუს გამაუტკივარებელი გელების გამოყენება პატარა ბავშვებთან არ შეიძლება.

ტკივილგამაყუჩებლები

ექიმის დანიშნულებით ხშირად გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელიც ამ დროს. ძირითადად პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. ამ უკანასკნელს გააჩნია ასევე მოქმედება შეშუპებული ღრძილების დასაცხრობად. ამიტომ ზოგჯერ მას ენიჭება უპირატესობა.

რამდენ ხანს გრძელდება?

ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. კბილების ამოჭრა იწყება 5-7 თვის ასაკში და გრძელდება  დაახლოებით 2 წლამდე. საბედნიეროდ, პრობლემატურია მხოლოდ პირველი რამდენიმე კბილის ამოჭრა. დანარჩენებს ნაკლებად ახლავთ სირთულეები. თუმცა 6 წლის ასაკისთვის, როცა პირველი მუდმივი საღეჭი კბილები იჭრება სიტუაცია შეიძლება განმეორდეს.

One thought on “პირველი კბილი

  1. chem bardgi burdgas ori kbili ise amouvida “verafers mivxvdi”, erti meores mikolebit erti kviris shualedit moxda es kvelaferi. samagiero axla aris dzalian dzaglur xasiatze da mgonia momdevno kbilebi amodian.

    rac sheexeba rgolebs. sacuxarod ver gamovikenet imitom rom ar mowons, arc civ da arc tbil mdgomareobashi. smagieod cucna xis da nachris satamashoebi. arc pirsaxocebe tkva uari. misi favoriti sagechi ki tuflebia😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s