წყლულები პირის ღრუში

soreმცირე ზომის მტკივნეული წყლულები პრის ღრუში ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა, განსაკუთრებით კი მშობლებისთვის. ერთეული წყლულები ხშირად გამოწვეულია ტრავმებით პირის ღრუში — ენის, ლოყის ან ტუჩის მოკვნეტა, ან დაზიანება ბჟენის, კბილის გვირგვინის ბასრი კიდით, პროთეზით ან აგრესიული ხეხვისას. მათ ასეც უწოდებენ — ტრავმული წყლულები. თუ ისინი ბევრია და პერიოდულად ჩნდება, საქმე გვაქვს მორეციდივე აფთოზურ სტომატიტთან.

როგორ მივხვდეთ რომ წყლული ტრავმულია? იგი ჩნდება დაზიანების მიზეზის ახლოს და მიზეზის მოშერების შემდგე მალევე ქრება.

მორეციდივე აფტოზური სტომატიტი ჩნდება პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში და მოზარდებში. კონკრეტული მიზეზი უცნობია, მაგრამ იგი არც გადამდებია და არც მემკვიდრეობით გადაეცემა.

წყლულები ანუ აფთები უმეტესად მცირე ზომისაა, დაახლოებით 1მმ დიამეტრის. ჩდება ლოყის, ტუჩის ლორწოვანზე, ენაზე, ღრძილებზე, უფრო იშვიათად სასაზე. შეიძლება იყოს 4-6 აფთა თავმოყრილი ერთ უბანზე. დიდი ზომის წყლულებს უფრო მეტი დრო სჭირდება შესახორცებლად, ზოგჯერ 3 კვირაზე მეტი. მიზანშეწონილია მათი ექიმისთვის ჩვენება.  ერთეული წყლულები, რომელიც ტონზილებთან (“გლანდებთან”) ჩნდება ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით ყლაპვისას. ისინი შედარებით იშვიათია.

თუ წყლულები სხეულის სხვა ნაწილებშიც შენიშნეთ (თვალები, გენიტალიები), აუცილებელია აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.

ბავშვებში და ზოგჯერ მოზარდებშიც წყლულების გაჩენა პირის ღრუში შეიძლება გამოიწვიოს მარტივი ჰერპესის ვირუსმაც ან ბაქტერიულმა ინფექციამ. შედარებით იშვიათად ანემიამ, სისხლის, კანის და კუჭ-ნაწლავის დაავადებებმა.  ამ შემთხვევაში წყლულები პირის ღრუში მხოლოდ სიმპტომია ძირითადი დაავადების.

შეიძლება თუ არა წყლული კიბოს მანიშნებელი იყოს? შეიძლება, თუმცა ამ შემთხვევაში იგი ხანგრძლივად არსებობს პირის ღრუში რაიმე კონკრეტული მიზეზის გარეშე. ავთვისებიანი წყლულები უფრო ხშირად ლოკალიზებულია ენის ქვეშ, თუმცა სხვა უბანშიც შეიძლება გაჩნდეს. უფრო ხშირია ნიკოტინის და ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მომხმარებლებში. ნებისმიერი წყლული, რომელიც 3 კვირაზე მეტ ხანს არსებობს პირის ღრუში, აუცილებელია გამოკვლეულ იქნას.

მკურნალობა დამოკიდებულია წყლულის ტიპზე. ტრავმული წყლულის შემთხვევაში საჭიროა მიზეზის მოშორება, მორეციდივე აფთოზური სტომატიტის შემთხვევაში — პირის ღრუს ჰიგიენის გაუმჯობესება, იმუნური სისტემის გაძლიერება, კვების რაციონის გამდიდრება.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუკი:

  • წყლული გრძელდება 3 კვირაზე მეტხანს;
  • წყლულს თან ერთვის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
  • წყლულები ხშირად ისევ გიჩდებათ გაქრობის შემდეგ.

4 thoughts on “წყლულები პირის ღრუში

  1. gamarjobat myavs 9 wlis gogona aqvs panikuri shishi stomatologis.6 wlis asakshi amovuget kbili, etkina da charcha gonebashi es tkivili.erti tvis win myavda ekimtan kbilis amosagebad ,kabinetshi scenebi dadga panikuri shishis da agar momyveba saertod .gavige rom ketdeba anesteziis kvesh kbilis mkurnaloba da amogeba , ras mirchevt bavshvistvis saziano xom ar ikneba

    1. ალბათ მალხენი გაზის გამოყენებას გულისხმობთ. ანესთეზია ისედაც უნდა კეთდებოდეს, ბავშვებშიც და დიდებშიც. მალხენი გაზით ხდება სედაცია, და არა დაძინება, რითიც განსხვავდება ნარკოზისგან. მალხენი გაზიც და ნარკოზით მკურნალობას ორივე სერვისი აქვთ კლინიკა “დენტოკლუბში”.

    1. მადლობა თქვენ, რომ ისევ კითხულობთ. მგონი ჩემი ბლოგის ყველაზე ძველი ერთგული მკითხველი ხართ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s