რა უნდა ვიცოდეთ პირის ღრუს კიბოს შესახებ

Stop Oral Cancer on Open Hand.

პირის ღრუს კიბო ერთერთი ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა, რომელსაც სიკვდილიანობის მაღალი დონით ხასიათდება. დაავადებულთა ნახევარი ვერ ცოცხლობს 5 წელზე მეტხანს. ასეთი შედეგი განპირობებულია არა დაავადების დიგნოსტიკის ან მკურნალობის სირთულით, არამედ იმით, რომ დიაგნოზის დასმა ძირითადად ხდება შორსწასულ სტადიაზე.

ისევე როგორც პირის ღრუს მრავალი დაავადების შემთხვევაში, თამბაქო და ალკოჰოლი აქაც ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორებია. თუმცა ბოლო წლების მონაცემებით მატულობს პაპილომავირუსით გამოწვეული პირის ღრუსა და ცხვირ-ხახის კიბოს შემთხვევები.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ადრეულ დიაგნოსტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ მიზნით საჭიროა პერიოდულად პირის ღრუს ყველა უბნის დათვალიერება სტომატოლოგის მიერ და ქსოვილის ცვლილების აღმოჩენის შემთხვევაში ბიოფსიის ჩატარება. თუმცა დაავადების ყველაზე ადრეულ ეტაპზე ატიპიური უჯრედების აღმოჩენა მხოლოდ სპეციალური სკანერითაა  შესაძლებელი.

პირის ღრუს კიბოს შემთხვევაში განსაკუთრებით საშიშია ის გარემოება, რომ დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს გამოხატული სიმპტომების გარეშე და ამდენად პაციენტისთვის შეუმჩნეველი იყოს. ასეთ შემთხვევაში მეტასტაზირების შედეგაც მეორადი კიბოს განვითარების რისკი 20-ჯერ მატულობს და შეიძლება 10-15 წლის  შემდეგ იჩინოს თავი მეორადი სიმსივნის სახით ორგანიზმის სხვა უბანში.

ნიშნები, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოს როგორც ექიმმა, ისე პაციენტმა: ნებისმიერი ზომის წყლული პირის ღრუში, რომელიც არ ხორცდება 14 დღეზე მეტხანს, კვანძოვანი წარმონაქმნი პირის ღრუსა და კისრის მიდამოში, ტკივილი ყლაპვისას, ღეჭვისას, ლაპარაკისას, მეჭეჭის მაგვარი წარმონაქმნები, ხმის ჩახლეჩვა, რომელიც დიდხანს გრძელდება, დაბუჟების შეგრძნება პირის ღრუსა და სახის მიდამოში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s