მავნეა თუ არა კბილების გათეთრება?

Custom-bleaching-trays

რაც უფრო პოპულარული ხდება კბილების გათეთრება, მით უფრო მეტი გამათეთრებელი პროდუქტი ჩნდება ბაზარზე. ყველა ცნობილ ბრენდს აქვს რამოდენიმე სახის ასეთი საშუალება, რომ აღარაფერი ვთქვათ მრავალ უცნობი წარმოშობის პროდუქციაზე. სამწუხაროდ, ყველა მათგანი არაა ეფექტური, ზოგჯერ კი ზიანის მომტანიცაა. ძალიან ცოტა პაციენტს აღენიშნება რაიმე სახის დისკომფორტი პროფესიონალური გათეთრებისას მაშინ, როდესაც არაპროფესიონალური გამათეთრებელისაშუალებების გამოყენებისას ხშირია მგრძნობელობის მომატება და მინანქრის დაზიანებაც კი, მათი არასწორი ხმარებისას.

თუ კბილების დამოუკიდებლად გათეთრება გადაწყვიტეთ, უნდა იცოდეთ გართულების მაღალი ალბათობის შესახებ. ყველაზე ხშირია კბილების მგრძნობელობის აწევა და ღრძილების დაზიანება.

სახლის სისტემის გამოყენებისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია. იგი გირჩევთ ნაკლებად უსაფრთხო პროდუქტს ან შემოგთავაზებთ პროფესიონალური გათეთრების სახლის სისტემას, სადაც გათეთრების პროცესი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და მის მიერ შერჩეული რეჟიმით მიმდინარეობს. ასეთი სისტემები არ აზიანებს ღრძილებს, რადგან კაპა, რომელშიც გელი თავსდება ინდივიდუალურად მზადდება და მჭიდროდ ეკვრის კბილებს. ასევე ისინი შეიცავენ ფტორს და სხვა მინერალებს, რაც აბალანსებს მინანქრის შემადგენლობას და ხელს უშლის ჰიპერესთეზიის (მომატებული მგრძნობელობის) განვითარებას.

პროფესიონალური გათეთრება — ესაა უსაფრთხო და საიმედო გზა თეთრი და ჯანმრთელი კბილებისაკენ.

2 thoughts on “მავნეა თუ არა კბილების გათეთრება?

  1. გამარჯობათ, ღრძილზე მაქვს ჩირქი ძალიან მტკივა, კბილი გაფუჭებულია, შავია შიდა ნაწილი, სტომატოლოგმა დრე გაკეთებული პლომბი ამომიღო, ახლა ვარ საზღვარგარეთ და გთხოვთ მირჩიეთ რა შეიძლება გავაკეთო კიდევ ორი კვირა ვერ ჩამოვალ საქართველოში

    1. თუ ჩირქი ვიზუალურად ჩანს ღრძლის ქვეშ, გაიკეთეთ მარილიანი სავლების საგუბარი. 1 ჩაის კოვზი ჭიქა წყალში, ოთახის ტემპერატურის. არავითარ შემთხვევაში ცხელი. გაიჩერეთ 2-3 წუთის განმავლობაში. გაიკეთეთ შეძლებისდაგვარად ხშირად. ასეთი გზით შესაძლოა ჩირქის დრენაჟი მოხდეს. სხვა საშუალება სახლის პირობებში არაა, საჭიროა არხების გახსნა და ჩირქის დრენაჟი, ასევე ანტიბიოტიკის დანიშვნა. კარგი იქნება თუ მოახერხებთ ექიმთან მისვლას რომ პირველადი დახმარება მაინც აღმოგიჩინოთ და ტკივილი მოგიხსნათ, მკურნალობას კი საქართველოშ გააგრძელებთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s