რამდენად “ჯანმრთელია” ელექტრო სიგარეტი?

dgxod4etddctg0hxqjrs
მოწევა რომ დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ჯანრმთელობას ეს ყველასათვის კარგადაა ცნობილი — ზრდის პირის ღრუს კიბოს ალბათობას, ხელს უწყობს ღრძილების დაავადების განვითარებას, იწვევს კბილების ფერის შეცვლას, გავლენას ახდენს ყბის ძვლის განლევის პროცესზე და სხვა.

ელექტრონული სიგარეტი მწეველებისთვის ერთი შეხედვით ნადვილი ხსნაა. მისი მომხმარებლები თვლიან, რომ რადგან არ შეისუნთქვავენ სიგარეტის კვამლს, იგი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. იგი ერთგვარი ტრენდიც კი გახდა ბოლო წლებში. ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ მწეველი არ იღებს კუპრს, რომელიც ყველაზე დიდი საშიშროებაა ორგანიზმისთვის. კვამლის არარსებობა ნიშნავს უფრო სუფთა გარემოს და ნაკლებ საფრთხეს გარშემომყოფთათვის. ასევე ნაკლებია ხანძრის გაჩენის ალბათობა.

მიუხედავად ამისა, არსებობს რამოდენიმე ნეგატიური გარემოება. ელექტრო სიგარეტის გამოყენების დროს კვლავ აქვს ადგილი პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანის ანთებით ცვლილებებს. დაფიქსირებულია ასევე ელ. სიგარეტის აფეთქების შემთხვევები, კბილებისა და პირის ღრუს ლოწოვანის დაზიანებით.

საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი ელ.სიგარეტებთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც ბევრი მას იყენებს სიგარეტის მოწევის ჩვევისაგან გასათავისუფლებლად, არის შემთხვეევბი როცა პირიქითაც ხდება. მათ შეუძლიათ შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი ნიკოტინის მოხმარების ჩვევის ჩამოყალიბებაში, რაც ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარებაში შეიძლება გადავიდეს და პიროვნების მწეველად ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s