ლამაზი ჩარჩო ლამაზი ღიმილისათვის: ტუჩების მოვლა

Tinted-lip-balms-article

რასთან ასოცირდება ლამაზი ღიმილი? რათქმაუნდა ჯანმრთელ და ლამაზ კბილებთან. ეს ჭეშმარიტება ყველამ ვიცით. მაგრამ არის კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტი. თუმცა ამ ბლოგის ძირითადი თემა კბილებია, ალბათ დიდი დანაშაული არ იქნება თუ დღეს სწორედ ტუჩებზე ვისაუბრებთ.

როგორც ამბობენ, ტუჩები ისეთივე მნიშვნელოვანია ღიმილისთვის, როგორც კარგი ჩარჩო ნახატისთვის. ბუნებრივად ლამაზი და ჯანმრთელი ტუჩების შენარჩუნება არც ისე დიდ ძალისხმევას საჭიროებს. მთავარია მისი მოვლის ძირითადი პრინციპები ვიცოდეთ.

ექსფოლიაცია
ყველანი ვიყენებთ სხვადასხვა სკრაბს ანუ ექსფოლიანტს სახისა თუ ტანისათვის. არსებობს ასევე სკრაბები ტუჩებისათვის, რომელიც დელიკატურად აშორებს ზედაპირიდან მკვდარ უჯრედებს და ქსოვილის განახლებას და კვებას უწყობს ხელს. ამ პროცესს ექსფოლიაცია ეწოდება. აუცილებელია კონკრეტულად ტუჩებისთვის განკუთვნილი ექსფოლიანტების გამოყენება, რადგან ამ ზონაში კანი განსაკუთრებით ნაზია და ადვილად ზიანდება. ტუჩის სკრაბები შეიცავს ბეტა-ჰიდროქსიმჟავას ან ხილის მჟავებს. მათი გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ერთხელ კვირაში.

დატენიანება
ტუჩების ნაზი კანის გამოშრობისაგან დასაცავად არსებობს სხვადასხვა სახის ტუჩის ბალზამი. ისინი არა მარტო ატენიანებენ კანს, არამედ იცავენ ენით დასველების მავნე ჩვევისაგან, რასაც ხშირად ვაკეთებთ როცა ტუჩები შრება და რაც აზიანებს ტუჩების ბუნებრივ დამცავ შრეს. ვიტამინი E, შის კარაქი, ფუტკრის ცვილი, ჟოჟობას, არგანისა და ოპუნციის ზეთი — ეს ის ინგრედიენტებია, რომელიც ძალიან სასურველია რომ იყოს თქვენს ტუჩის ბალზამში. ქაფურის ზეთი შედის სამკურნალო ბალზამების შემადგენლობაში, რომელიც დამსკდარი, აქერცლილი და გაღიზიანებული კანის შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ და არაა რეკომენდებული ნორმალური კანისთვის.

მზისგან დაცვა
მზის ულტრაიისფერი გამოსხივება ისეთივე მავნებელია ტუჩებისთვის, როგორ ზოგადად კანისთვის. მისი დაცვა კი ხშირად გვავიწყდება. ტუჩების გამოშრობა და პიგმენტაციები შესაძლოა მზის სხივების მავნე გავლენის შედეგი იყოს. გამოიყენებთ ტუჩის ბალზამი მაღალი ულტრაიისფერი ფილტრით (SPF ინდექსი) ყოველდღიურად სახლიდან გასვლის წინ.

კვება
ჯანმრთელი ცხოვრების წესი და სწორი კვება ტუჩების ჯანმრთელობაზეც აისახება. ამიტომ იგივე რეკომენდაციები, რაც ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, გამოგვადგება ლამაზი ტუჩების შესანარჩუნებლადაც. პირველ რიგში ესაა საკმარისი რაოდენობით სუფთა წყლის მიღება დღის განმავლობაში. ორგანიზმის სრულფასოვანი ჰიდრატაციისთვის მინიმუმ 9 ჩაის ჭიქა სუფთა სასმელი წყლის მიღებაა საჭირო. ეს რაოდენობა იზრდება ზაფხულის პერიოდში. მიირთვით დიდი რაოდენობით C ვიტამინის შემცველი პროდუქტი კოლაგენის პროდუქციის სტიმულაციისათვის, ხოლო E ვიტამინის შემცველი — კანის გამოშრობის პრევენციისათვის. თავი აარიდეთ მლაშე და ცხარე საკვებს, რომელიც არცთუ დადებითად მოქმედებს ტუჩების კანზე. მიიღეთ მეტი ხილი და ბოსტნეული, ხოლო ნაკლები — ცხიმი და ტკბილეული.

ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული ტუჩების მოვლის საშუალებები შეგიძლიათ შეიძინოთ სალონში “ბაგატელი”, ფალიაშვილის 39ა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s