“მერილენდის ხიდი”

 

sunset-17665_640

შევეცდები ვრცლად ვუპასუხო ერთერთი მკითხველის შეკითხვას, თუ რას წარმოადგენს და რა შემთხვევაში გამოიყენება მერილენდის ხიდი.

პროტეზირების ეს ტექნიკა პირველად მერილენდის უნივერსიტეტში შემუშავდა და მისი სახელწოდებაც აქედან მოდის. მას “ადჰეზიური ხიდის” სახელწოდებითაც მოიხსენიებენ. თავდაპირველად იგი წარმოადგენდა მეტალის კარკასზე დამაგრებულ ხელოვნურ კბილს. მეტალის “ფრთები” გვერდითი კბილების უკანა ზედაპირზე მაგრდებოდა ისე, რომ კბილის დამუშავება საჭირო არ იყო. რამდენადაც ასეთი მიმაგრება შედარებით სუსტია, მერილენდის ხიდი ფრონტალური კბილების აღსადგენად გამოიყენება (დროებით ან მუდმივად).

untitled

მეტალის კარკასის გამოყენებისას მერილენდის ხიდის ესთეტიკური მხარე არასახარბიელო იყო, მითუმეტეს რომ ეს ფაქტორი წინა კბილების ზონაში ყველაზე მნიშვნელოვანია. მეტალი ხელოვნურ კბილს ნაკლებად გამჭვირვალეს ხდიდა, ვიდრე ეს ბუნებრივი კბილებისთვისაა დამახასიათებელი.

getmedia

სტომატოლოგიაში ახალი, თანამედროვე მასალების გაჩენასთან ერთად მერილენდის ხიდის დამზადების ტექნიკა ბევრად გაუმჯობესდა, ისევე როგორ მისი ვიზუალური მხარე. დღეს მისი დამზადება შესაძლებელია მთლიანად მაღალი ხარისხის კერამიკისგან ან ცირკონიუმის ოქსიდისაგან ლაბორატორიული გზით, ან მინაბოჭკოვანი მასალისგან პირდაპირ პირის ღრუში, იმის მიხედვით მუდმივი კონსტრუქცია მზადდება თუ დროებითი. მერილენდის ხიდი დროებით გამოიყენება, მაგალითად, ფრონტალური კბილის ადენტიის ან კბილის ნაადრევად დაკარგვის შემთხვევაში, სანამ იმპლანტაცია ჩატარება იქნება შესაძლებელია. ასევე, იმპლანტაციის შემდეგ შეხორცების პერიოდში  ესთეტიკური მიზნით, სანამ იმპლანტზე მუდმივი კბილის გვირგვინის დამაგრება იქნება შესაძლებელი.

maryland-bridge-header-image

2 thoughts on ““მერილენდის ხიდი”

  1. ძალიან ვეოდებოდი თქვენს პასუხს და უღრმესი მადლობა, მაინტერესებს ჩვენთან თუ კეთდება ეს დროებითი იმპლანტი? თბილისი მაქ მხედველობაში, კიდვ ერთხელ დიდი მადლობა .

    1. დიახ, კეთდება რათქმაუნდა. ტექნიკურად დიდი სირთულეს არ წარმოადგენს. მხოლოდ იმპლანტი ეს არაა, ფიქსირებული ანუ მოუხსნელი პროთეზია, რომელიც გვერდით კბილებზე მაგრდება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s