ტიტანი დენტალურ იმპლანტაციაში

resize_1344437395_uploads_images_64b32c34a2b5c7bc91d4d6db23903249_jpg_610x0_85

ტიტანი — ესაა მასალა, რომელმაც გარდატეხა მოახდინა რეკონსტრუქციულ მედიცინაში და კერძოდ, სტომატოლოგიაში. ქიმიური ელემენტი ტიტანი (Titanium — Ti) ვერცხლისფერ მეტალს წარმოადგენს და გამორჩეული თვისებების გამო მას ბერძნული მითოლოგიის ღმერთების — ტიტანების სახელი უწოდეს, რომლებიც განსაკუთრებულად ძლიერები იყვნენ. ბუნებაში არცერთ სხვა ქიმიურ ელემენტს არ ახასიათებს სიმსუბუქისა და სიმტკიცის ისეთი შეფარდება როგორც ტიტანს. მისი კიდევ ერთი გამორჩეული თვისება მაღალი მდგრადობაა კოროზიის მიმართ, რაც მის ბიოშეთავსებადობას განაპირობებს.

ზოგადად, ადამიანის ორგანიზმში იმუნური სისტემა “ცნობს” მეტალებს და იწყებს მის “თავიდან მოშორებას”, რაც გამოიხატება ანთებითი რეაქციით ქსოვილში მოხვედრილი მეტალის ირგვლივ. ტიტანის შემთხვევაში კი ასე არ ხდება. იგი წლების განმავლობაში უცვლელად რჩება ორგანიზმში. უფრო მეტიც, ძვლოვან ქსოვილში იგი ოსტეოინტეგრაციას ანუ “ძვალთან” შეერთებას განიცდის. ძვლოვანი უჯრედები არათუ უარყოფითად არ რეაგირებენ მასზე, არამედ თავისუფლად განსახლდებიან მის ზედაპირზე და ქმნიან მტკიცე კავშირს ტიტანთან. სწორედ ოსტეოინტეგრაციის პროცესი უდევს საფუძვლად მის გამოყენებას დეტალურ იმპლანტაციაში.

მაღალი ხარისხის დენტალური იმპლანტები სუფთა ტიტანისგან მზადდება. სხვა შემთხვევებში გამოიყენება შენადნობი, რომელიც სხვა მეტალებსაც შეიცავს — ვანადიუმი, ქრომი, სპილენძი, ალუმინი, ნიკელი.

ალერგიული რეაქცია ტიტანზე პრაქტიკულად არ გვხვდება. დენტალური იმპლანტით გამოწვეული ალერგია სწორედ მასში არსებული მინარევებითაა ინიცირებული.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s