კერამიკა თქვენს ღიმილში


კერამიკა აღდგენით სტომატოლოგიაში შეუცვლელ მასალას წარმოადგენს კბილთა პროთეზირების სფეროში. იგი აბსოლუტურად ინერტულია და შეთავსებადი პირის ღრუს ქსოვილებთან, არ იწვევს რაიმე სახის ალერგიულ რეაქციას. მეტალო-კერამიკა, რომელიც დღემდე ძალიან პოპულარულია, წარმოადგენს მეტალის კარკასს, “მოპირკეთებულს” კერამიკის ფენით. იმდენად, რამდენადაც მეტალი არ ატარებს სინათლის სხივს, მეტალოკერამიკის გვირგვინი ბუნებრივი კბილისაგან განსხვავებით ვერ ახდენს სხივის გარდატეხას, რის გამოც არ გააჩნია ბუნებრივი გამჭვირვალობა.veneer

უმეტალო კერამიკა მთლიან-კერამიკულ გვირგვინს წარმოადგენს. მეტალის კარკასის გარეშე. თუმცა იგი მოკლებულია იმ სიმტკიცეს, რასაც მეტალის კარკასი ანიჭებს ხელოვნურ გვირგვინს, მაგრამ გააჩნია ბუნებრივი გამჭვირვალობა და მაქსიმალური მიახლოება ბუნებრივ ფერთან. სიმტკიცის გაზრდის მიზნით მთლიანკერამიკული გვირგვინები მზადდება განსაკუთრებული ტექნოლოგიით — ჩამოსხმის მეთოდით. ადრე მას უფრო მეტად უფრო მეტად ფრონტალური კბილების აღსადგენად იყენებდნენ. თუმცა სტომატოლოგიაში ცირკონიუმის ოქსიდის დანერგვით ახალი ეტაპი დაიწყო უმეტალო კერამიკის გამოყენების სფეროში.

ცირკონიუმის ოქსიდს დიდი ხანია იყენებენ მედიცინაში. მაგალითად, მენჯ-ბარძაყის სახსრის აღდგენითი ოპერაციების დროს. მას ახასიათებს განსაკუთრებული სიმტკიცე, სიმსუბუქე და სრული შეთავსების უნარი ადამინის ორგანიზმთან. სტომატოლოგიაში ცირკონიუმის ოქსიდის გამოყენება მე-20 საუკუნის ბოლოს დაიწყო. მას გააჩნია ის დადებითი თვისებები, რაც რაც მეტალს და ამის გამო შეცვალა მეტალის კარკასი. გარდა ამისა თავისი ფერით უახლოვდება კბილის შიდა ქსოვილს  — დენტინს და სხივის გარდატეხას ახდენს ასევე დენტინის იდენტურად. zirconium_oxide_dental_crowns

ესთეტიკური თვისებების გარდა მთლიანკერამიკული გვირგვინების უპირატესობა ისიცაა, რომ პროტეზირების ეს სახე ნაკლებად ტრავმულია პაციენტისთვის. იგი საყრდენი კბილის ნაკლებ დამუშავებას მოითხოვს და ზოგიერთ შემთხვევაში მისი წინასწარი დეპულპაცია ანუ “მოკვლა” საჭირო არაა. ჩვენს დროში დიდი გავრცელება ჰპოვა ვინირებმა, განსაკუთრებით კი კერამიკის ვინირებმა, რომელიც მთლიან-კერამიკულ ფირფიტას წარმოადგენს. იგი მაგრდება წინა კბილების ზედაპირზე მათი წინასწარი დამუშავების შემდეგ. ამ დროს ასევე არაა საჭირო კბილის დეპულპაცია და არც ღრძილი ტრავმირდება. ვინირის საშუალებით შესაძლებელია კბილისთვის სასურველი ფორმისა და ფერის მიცემა, მინანქრის ზედაპირზე არსებული სხვადასხვა დეფექტების შენიღბვა.

ზემოთ აღწერილი კერამიკული “ნაკეთობანი” საკმაოდ ძვირადღირებულია. თუმცა შედეგი თქვენთვის მრავალი წლის განმავლობში იქნება სილამაზე, კომფორტი, და რაც მთავარია ჯანმრთელობა.

About these ads

40 responses to “კერამიკა თქვენს ღიმილში

  1. maqvs zeda ybaze mechxeri kbilebi cina 6bili maqvs dashorebuli tu shegidzliat ro momcerot ra tnxa damigdeba vinireba rom gaviketo.da romel klinikas mirchevt,var 28 wlis.madlobt.

    • თითო ვინირი დაახლოებით 100 ლარამდე ღირს (ჰელიონჟენით). მაგრამ თქვენს შემთხვევაში რამდენად მიზანშეწონილია, ექიმთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ. გირჩევთ კონსულტაციას ირენ ზენტეკთან “ელიტში”.

    • gamarjobat maqvs zeda ori sachreli kbili eshvebs rom edzaxian cudat chamozrdili,sheidzleba mag ori kbilis gasworeba an axlis gaketeba?

      • შეიძლება გასწორდეს ორთოდონტიულადაც და ვინირითაც.

  2. maqvs zeda ybaze araswori wyobis kbilebi, erti sakbechi kbili win aris gamoweuli, dargveulia simetria. mainteresebs shesadzlebelia tu ara vinirebit am problemis mogvareba?

    • სიმეტრიის დარღვევაში რას გულისხმობთ ჯერ დააკონკრეტეთ. თუ ცენტრია დარღვეული (ანუ სახის შუახაზი 2 ცენტრალურ საჭრელს კბილს შორის უნდა გადიოდეს, ცენტრის დარღვევისას კი ერთერთი საჭრელის გადანაცვლების გამო შუახაზი მასზე გადის) ეს პრობლემა ვინირით ვერ მოგვარდება. თუ რკალიდანაა გამოსული, შეიძლება რკალში ჩასმა თუ საკმარისი ადგილია. წინააღმდეგ შემთხვევაში კბილი ბუნებრივი ზომის ვერ გამოვა.

  3. mbughadze@gmail.com

    წიამსწარ გიხდით მადლობას პასუხისათვის , რა ღირს ვინირი?

  4. maqsimum ramdeni weli aqvs garantia vinirs? da romelime klinika tu idzleva garantias werilobiti formit?

    • 5-დან 10 წლამდე, სხვადასსვა ფაქტორზეა დამოკიდებული. წერილობითი ფორმით იძლევიან თუ არა გარანტიას ვერ გეტყვით.

  5. gamarjobat. dzalian momewona tqveni gverdi da bevrisaintereso ram cavikitxe. minda gavigo vinirebis shesaxeb..amixsenit tu ar shecuxdebit misi arsi da ra mdgomareobashi ketdeba, maqvs titqmis garemontebuli kbilebi da saertod cud mdgomareobashi…itqmis rom sagi kbili ar maqvs…ras mirchevt, vis mivmarto konsultaciisatvis…madlobt.

    • გამარჯობა. მოდით მაშინ ასე მოვიქცეთ: სტატიას დავწერ ცალკე ვინირებზე და დავდებ უახლოეს მომავალში, რადგან ბევრისთვის საინტერესოა ეს თემა.

  6. ვარ ალერგიული ყველა მეტალის მიმართ(ოქროს და ვერცხლის გარდა).თუმცა ჩემი კბილები აშკარად მოითხოვენ მეტალო კერამიკას:).ამ შემთხვევაში რა ზომებს იღებთ? რანაირად უნდა მოვიქცე?

    • წესით და რიგირთ, მეტალოკერამიკის გვრიგვინში არსებული მეტალის კარკასი შეხებაში არ უნდა იყოს რბილ ქსოვილებთან. მხოლოდ კბილის დაქლიბულ მაგარ ქსოვილებზე ცემენტდება. ასეთ შემთხვევაში ალერგიის მიზეზით გართულების ალბათობა პრაქტიკულად არაა.

  7. მაქვს მეტალოკერამიკის გვირგვინი რომელიც დამაგრებულია ფესვებზე ჩამომტყდა ერთი კბილის ზედა კერამიკის საფარი, თუ არის შესაძლებელი ამ კბილის კერამიკით დაფარვა,
    თუ ეს შესაძლებელია გთხოვთ მომწეროთ რომელ კლინიკას მივმართო

    • გვირგვინის მოუხსნელად, პირის ღრუში მხოლოდ დროებიტ შეიძლება აღდგენა სპეციალური ჰელიო-მასალით. შეიძლება მოხსნა და კერამიკის ფენის დამატება, თუმცა ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია გვირგვინის შეცვლა, რადგან მოხსნის შემდეგ, ისევე როგორც განმეორებითი გამოწვის შემდეგ კერამიკა ხშირად იბზარება.

  8. wina 9 kbili maqvs sagi, danarcheni shignita kbilebi amogebuli. sheidzleba tu ara protezis gareshe chasma kbilebis.

    • ასეთ შემთხვევაში პროტეზის გარდა იმპლანტაციაა გამოსავალი.

  9. ოლიკო

    გამარჯობათ,მაღლა 7 კბილი მაქვს მეტალო კერამიკის და ამასთან ერთად დამეწყო ღრძილების ანთება თან ერთვის მარჯვენა თვალის ტკივილი რაც გავიკეთე კბილები მის მერე,შეიძლება თუ არა იყოს გამოწვეული ეს ტკივილები და მხედველობის დაქვეითება აქედან გამომდინარეე.

    • გამარჯობა. თქვენ მომწერეთ უკვე ეს კითხვა და გიპასუხეთ:
      “თვალის ტკივილი შეიძლება იყოს ცალკე ნევროლოგიური პრობლემა და ნევროპათოლოგს უნდა მიმართოთ.
      ხელოვნური გვირგვინების დროს ხშირია ღრძილების ანთება. თუ გვირგვინები გამსოაცვლელია, უნდა გამოცვალოთ. ამით შეიძლება მოგვარდეს ღრძილების პრობლემა. ყოველ შემთხვევაში პირველ რიგში კონსულტაციაზე უნდა მიმართოთ თერაპევტ სტომატოლოგს და ის გადაგამისამართებთ ორთოპედთან თუ საჭიროა.”

  10. ოლიკო

    didi madlobaaa

  11. შეიძლება თუ არა ფერშეცვლილ კბილზე ვინირის გადაკვრა და ზუსტად ძველი ფერის დაბრუნება?

    • რა თქმა უნდა. ფერის მიღება ექიმის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.

  12. tu sheidzleba ganvadebit gaketeba da sad ver mimascavlt?anu misamarti tu momcert vis unda mivmarto?

  13. გამარჯობათ, მაკლია წინა ზემო კბილი. პაროდონტიტის გამო იმპლანტს ვერ ვიკეტებ, არ მსურს ასევე გვერდიტი ჯანსაღი კბილების გაქლიბვა და გადაკვრა, სხვა რა ვარიანტია კიდევ მიკროპროტეზის გარდა ”პეპელას’ რომ ეზახიან რომელიც 1 თვის წინ გავიკეტე და გატყდა, გტხოვტ მირჩიოთ. ცირკონის კბილებზე წავიკიტხე და ვერ გავიგე ტუ ეს შეიძლება ჩემტვის გამოსავალი იყოს? გტხოვტ მირჩიოთ, კბილები ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. მადლობა

    • გამარჯობა. ცირკონოკერამიკა უბრალოდ მეტალოკერამიკის ალტერნატივაა და ხიდი რომ გაკეთდეს გვერდითა კბილების დაქლიბვას მაინც მოითხოვს. თუ ეს არ გსურთ, უნდა ჩატარდეს იმპლანტაცია ძვლის აუგმენტაციით, 2 ეტაპად. ალბათ უნდა მოძებნოთ იმპლანტოლოგი, რომელიც ამას აკეთებს. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხელოვნური ძვლის დამატება იმპლანტაციის პროცედურას აძვირებს. კიდევ ერთი ვარიანტია ადჰეზიური ხიდი მინაბოჭკოვანი ლენტით, ანუ ახალი კბილი გვერდით კბილებს ეწებება დამუშავების გარეშე. მაგრამ ეს კონსტრუქცია ხანგრძლივი არაა ხოლმე.

  14. gamarjobat, ra girs cirkonokeramikis gvirgvinebi? mxolod gvirgvinebi ukve chasmul inplantaciaze da an inplantacia tavisi gvirgvinit? da momsaxureobac tu shedis fasshi? cinascar didi madloba

    • გამარჯობა. ცირკონოკერამიკის გვრიგვინი 200 ლარის ფარგლებშია დაახლოებით, იმპლანტაცია 800-900 ლარი. მომსახურეობაში რას გულისხმობთ?

      • eqimis momsaxureobas vgulisxmob. ai magalitad rom gaviketo cirkonokeramikis gvirgvini gadavixdi 200 lars? xom ar icit daaxloebit ramdeni dro chirdeba? anu stomatologtan pirveli visitis shemdeg ramden droshi chamisvamen cirkonokeramikis gvirgvinebs?
        didi madloba.

      • დიახ ფასში ყოველთვის შედის ექიმი-ორთოპედის (პროტეზისტის) მომსახურეობა, მაგრამ თუ კბილი მოსამზადებელია თერაპიულად — არხის დაბჟენა, გვრიგვინის აღდგენა ან ჩანართი, ეს ემატება ფასს. დროსთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ. ალბათ რამოდენიმე დღე იქნება საჭირო.

  15. გამარჯობა, მაინტერესებს 3D ცერეკის ტექნოლოგიით კბილების გაკეთება რა ღირს. ვერსად ვერ ვნახე ინფორმაცია და იქნებ თქვენ დამეხმაროთ. გმადლობთ წინასწარ

  16. tqveni misamarti mainteresebs da saertod gldanshi tu gaqvt filiali?

    • ეს არაა რომელიმე კლინიკის საიტი, უბრალოდ საინფორმაციო ბლოგია პაციენტებისთვის და ექიმებისთვის. მე თვითონ საქართველოში არ ვარ.

  17. wina zeda 4kbilze minda umetalo keramikis gadakvra da mainteresebs ramdeni xani unda am proceduras da ra jdeba?asevee sad mirchevt romelklinikashi gaviketo

    • სავარაუდოდ რამდენიმე დღე. ცერეკის აპარატით მუშაობენ “მედი”-ში და “ელიტკერამიკოში”.

  18. ra girs 1metelo-keramikis kbilis chasma?ramdenad myari da saimedoa?

    • შედეგი დამოკიდებული არა მასალაზე, არამედ ექიმის და კბილის ტექნიკოსის პროფესიონალიზმზე.
      ფასი 150 ლარის ფარგლებშია. სხვადასხვა კლინიკაში შეიძლება სხვადასხვა იყოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s